ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
           
02 03 04 07 08
09 10 13 14
16 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

 

ახალი ამბები

photo alt text
01 ოქტომბერი
2017

ქალაქ ზესტაფონში, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს პროფესიონალ ქალთა ასოციაცია 100 ქართველი ქალის" ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით, აფხაზეთისადმი მიძღვნილი საღამო  „აფხაზეთი ტკივილი ჩვენი" გაიმართა.

photo alt text
30 სექტემბერი
2017

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით, ქალაქ მცხეთის კულტურის სახლში ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ფესტივალი „მცხეთა - Art Gold" გაიმართა.

photo alt text
29 სექტემბერი
2017

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და შპს „აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს" შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა.

photo alt text
28 სექტემბერი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჟიული შარტავას სახელობის დარბაზში მონო-სპექტაკლის „შეჩერდით, ორივე მხარეს საქართველოა" პრემიერა გაიმართა.

photo alt text
28 სექტემბერი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაცია „არ დავიწყება"-ს მიერ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიება აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას მიეძღვნა.

photo alt text
28 სექტემბერი
2017

ლიტვის რესპუბლიკის ქალაქ ანიქშიაიში აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა. გამოფენა ლიტვის „ანგელოზის მუზეუმის" ორგანიზებით იმართება და მასში აფხაზეთის მხატვართა კავშირის წევრები - ნერსე ბაცაში, მერაბ ფიფია, ამირან კუპრავა და მერაბ ეფაძე მონაწილეობენ.

photo alt text
27 სექტემბერი
2017

1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 24 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ, სოხუმის სახელმწიფო უნივერისტეტმა და ომის ვეტერანებმა პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას და გმირთა მემორიალი ყვავილებითა და გვირგვინით შეამკეს.

photo alt text
25 სექტემბერი
2017

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღონისძიება გაიმართა.

photo alt text
24 სექტემბერი
2017

ქალაქ ზუგდიდში, 23-24 სექტემბერს, დევნილთა ახალ ჩასახლებასა და „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკის" შენობაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

photo alt text
22 სექტემბერი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათს ატარებდა.