ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          01 02
04 05 07
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

 

ახალი ამბები

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკაში დევნილებს გეგმიური სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილებს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკაში სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატაურდათ.

გასინჯვებში მონაწილეობდნენ რევმატოლოგიის ინსტიტუტის, ღუდუშაურის ეროვნული სამედიცინო ცენტრის, კლინიკა „ენმედიცის", თვალის კლინიკა „ახალი მზერის", საუნივერსიტეტო კლინიკა „ნიუ-ვიჟენის", ჩიჩუების სამედიცინო ცენტრის და რეგიონული ჰოსპიტალის წამყვანი სპეციალისტები.

სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ ოჯახის ექიმი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, რევმატოლოგი, ონკოლოგი, მამოლოგი, თერაპევტი, გინეკოლოგი, ენდოკრინოლოგი, ქირურგი, უროლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი და დერმატოლოგი.

პაციენტებს ჩაუტარდათ მუცლის ღრუსა და ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია, ელექტროკარდიოგრაფია, ლაბორატორიული კვლევა (შაქრის განსაზღვრა სისხლში), C ჰეპატიტისა და შიდსის სკრინინგი. ექიმის დანიშნულების შესაბამისად დევნილებს მედიკამენტები გადაეცათ.

სამედიცინო გამოკვლევების პარალელურად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დევნილ მოსახლეობას ყველა საჭირო საკითხზე უფასო იურიდიული კონსულტაციები გაუწიეს.

სამედიცინო გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

<< უკან