ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    03 05
06 10 12
13 14 18 19
21 22 23 24 25 26
27 28          

 

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ 2015 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

საქართველოს პარლამენტის პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და საგარეო ურთიერთობების კომიტეტების წინაშე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ 2015 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიში წარადგინა.

ანგარიში ეხებოდა ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ერთი წლის განმავლობაში გაწეულ საქმიანობას, სტატეგიულ მიმართულებებსა და სოციალური ხასიათის პროექტებს. პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იყო მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდასთან დაკავშირებული ხედვები.

მადლობა მინდა გადავუხადო პარლამენტის კომისიას ბატონ გია ვოლსკის ხელმძღვანელობით, რომ პარლამენტში პრეზენტაციაზე 2015 წლის მუშაობის ანგარიშის წარდგენის საშუალება მოგვეცა. შემიძლია ისიც დავამატო, რომ მსგავსი ფორმატის შემუშავება აფხაზეთის არც ერთ წინამორბედ ხელისუფლებას არც კი უცდია. ვფიქრობდღევანდელი პრეზენტაცია  თავისი შინაარსით, მოცულობითანალიზითწლიური ანგარიშის წარდგენის  კულტურითაც სრულიად ახალი და ინოვაციური გახლდათ.

ძალიან ბევრი დაგვრჩა უთქმელიიმის გამო, რომ არ გვინდოდა საზოგადოების გადაღლა. მაგრამ მიმაჩნია, რომ  სიუჟეტები, რომლებიც ჩართული იყო ვიდეომასალების სახით, საკმაოდ მრავლისმეტყველი გახლდათ. პირდაპირი ეთერის ტრანსლაციაც საკმაოდ მოულოდნელი სიურპრიზი აღმოჩნდაწინასწარ რომ გვცოდნოდა ამის შესახებ, საზოგადოებას კონკრეტულ ციფრებს გავაცნობდით. მაგალითად, რომელ მიმართულებებზე, რომელ პროექტებზე  რა თანხები მივმართეთეს მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით ჟურნალისტებისთვის, მუდამ საინტერესოა.

არაერთხელ განგვიცხადებია, რომ ჩვენი მთავრობის კაბინეტის პრიორიტეტებია განათლება, კულტურა, სპორტი, ჯანდაცვა, ენგურსგაღმა მოსახლეობაზე ზრუნვა და სხვა მსგავსი პროექტები.

დაისვა შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავაკეთეთ ცენტრალური ხელისუფლების დახმარების გარეშერაც დღეს მოისმინეთ და ნახეთ   აფხაზეთის ხელისუფლების ძალისხმევით არის მიღწეული. ბუნებრივია, ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არასამთავრობო სექტორთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან, ბიზნეს წრეებთან და რაღა თქმა უნდა, უწინარესად ცენტრალურ ხელისუფლებასთანჩვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა ხომ ბიუჯეტიასწორედ ამ ტრანსფერს   ვანაწილებთ  ყოველ წელს პრიორიტეტების მიხედვით, რაც სიმწირის მიუხედავად სერიოზულ უკუგებას გვაძლევს. ვფიქრობ, დღევანდელ პრეზენტაციაზე ეს კარგად წარმოჩნდა. უნაკლო არაფერია ამ ქვეყნად და არც ჩვენი ანგარიში გახლდათ  იდეალური. ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ საჯარო აუდიტორიის წინაშე არ ღირდა ისეთი თემების გამოტანა, რასაც საზოგადოება, მაყურებელი ნაკლებად უღრმავდება. დღევანდელი პრეზენტაციის ღირსებად კი მივიჩნევდი იმას, რომ თავის მოწონება, ბაქიბუქობა, ცრუ ინფორმაციების საზოგადოებისთვის თავს მოხვევა არ გვიკადრებია. ეს ნამდვილად არ გვახასიათებს. ჩვენ ვართ პრაქტიკული ადამიანები, გამოვირჩევით პრაგმატიზმით და ვფიქრობ, დღევანდელი პრეზენტაციაც იმ საქმიანობის ამსახველი გახლდათ, რაც წარმოვადგინეთ კიდეც.

არ მინდა გამომრჩეს იმის ხაზგასმა, რაც წლიური ანგარიშის წარდგენამდე დავთქვით. შემდგომ პრეზენტაციებზე აუცილებლად მოვიწვევთ იმ სამინისტროებს, რომლებთანაც  ვთანამშრომლობთ და რომელთაგანაც ჩვენ ველით ქმედით, პრაქტიკულ ურთიერთთანამშრომლობას. არ  იგულისხმება მხოლოდ ფინანსური თუ მატერიალური მხარდაჭერა. ხაზი უნდა გაესვას  მუდმივი თანამშრომლობის სიკეთეს, უწყვეტ ურთიერთობებს, განსაკუთრებით საზღვრისპირა რეგიონებში. ეს მნიშვნელოვანი აქცენტია, რომელიც ჩვენ  ურთიერთობებს უფრო სრულფასოვანს გახდის და რომელიც ყველას მოუტანს სარგებლობასდღევანდელი დღის წესრიგის ფარგლებში კი წარმოდგენილი იყო საკმაოდ ლაკონური ანგარიში ჩვენ მიერ  გაწეული მუშაობის  შესახებ. სამომავლოდ გვაქვს  ახალი ხედვები და სტრატეგიული პროექტებიინოვაციებირომელიც ჩვეს ახალ პროექტებში უკვე 2016 წელს წარმოჩნდება. უღრმესი მადლობა მინდა მოვახსენო პარლამენტს, დამსწრე საზოგადოებასმაყურებელს, საზოგადოებრივი მაუწყებლისმათ შორის, მეორე არხის ხელმძღვანელობას, რომ მოგვეცა საშუალება, ასე პირდაპირ და საჯაროდ წლიური ანგარიშით წარვმდგარიყავით ფართო საზოგადოების, მათი შემადგენელი ნაწილის მრავალრიცხოვანი დევნილი მოსახლეობის წინაშე“, - აღნიშნა მოხსენების შემდეგ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ.

მოხსენებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.

<< უკან