ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  01 03 05 06
07 09 11 12 13
16 17 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 

ახალი ამბები

არტ-გალერეაში ჯემალ გამახარიასა და ლია ახალაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

ვალერი არაქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით ჯემალ გამახარიასა და ლია ახალაძის წიგნის - „აფხაზეთი/საქართველო: ისტორია, პოლიტიკა, კულტურა" თურქულენოვანი ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თემურ მჟავია უძღვებოდა.

წიგნი პოლიტოლოგიური ხასიათის სამეცნიერო-პუბლიცისტური ნაშრომია, რომელშიც გაშუქებულია აფხაზეთის ეთნო-პოლიტიკური ისტორია უძველესი დროიდან დღემდე და შეფასებულია აფხაზეთის დღევანდელი პოლიტიკური  რეალობა. წიგნში რეგიონის კულტურულ ისტორიას ცალკე თავი აქვს დათმობილი.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთვრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აზერბაიჯანის საელჩოს პირველი მდივანი რაჰიმ რაჰიმზადე, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი; თურქოლოგები და სხვა აღმოსავლეთმცოდნეები, აკადემიკოსები - ელიზბარ ჯაველიძე, აპოლონ სილაგაძე, პროფესორები - ცისანა აბულაძე, თეიმურაზ გვანცელაძე, მარიკა ჯიქია, გიორგი ანთელავა, წათე ბაწაში, მირიან მახარაძე, გივი დათიაშვილი, ნინო ოქროსცვარიძე, ელენე ჯაველიძე, შალვა გაბისკირია, ელისო მაჩიტიძე, თამარ ალფენიძე, დოქტორანტი გელა გუნიავა, აფხაზეთის თემაზე მომუშავე ცნობილი ისტორიკოსები - ზურაბ პაპასკირი, კახა კვაშილავა, ბეჟან ხორავა, დაზმირ ჯოჯუა, ნიკო ჯავახიშვილი, როზეტა გუჯეჯიანი,  თურქი პროფესორები - ერდოღან ალთინქაინაქი და ვედი აშქაროღლუ, სტამბულის „ქართული ხელოვნების სახლის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი ირემაძე, წიგნის მთარგმნელი, ცნობილი თურქოლოგი, პროფესორი როინ ყავრელიშვილი ესწრებოდნენ.

<< უკან