ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      03 04
06 08
12 13
19 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

 

ახალი ამბები

დევნილთათვის მორიგი უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით დაბა წყნეთში მცხოვრებ დევნილთათვის მორიგი უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა.

გამოკვლევებში მონაწილეობას იღებდნენ ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო კლინიკის წამყვანი სპეციალისტებიმოქალაქეებმა მიიღეს  თერაპევტი, კარდიოლოგი, ნერვოლოგი, პედიატრი, ბავშვთა ნევროლოგი, ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ოტოლარინგოლოგი, დერმატოლოგი, უროლოგი, ორთოპედ-ტრამვატოლოგისა და მამოლოგი მომსახურება. აგრეთვე ჩაუტარდათ ელექტროკარდიოგრაფიული და ექოსკოპიური გამოკვლევები.

სამედიცინო გამოკვლევების პარალელურად, დევნილებს უფასოდ დაურიგდათ სხვადასხვა დანიშნულების მედიკამენტი.

გამოკვლევებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი ოთარ გარმელია ესწრებოდნენ. ღონისძიების ორგანიზებაში ჩართულნი იყვნენ აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები.

<< უკან