ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  01 03 05 06
07 09 11 12 13
16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 

ახალი ამბები

ვახტანგ ყოლბაია საერთაშორისო სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესის ჩემპიონატში მონაწილე სტუდენტებს შეხვდა

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საერთაშორისო სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესის ჩემპიონატში მონაწილე სტუდენტებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ მიულოცა მათ საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებული გამოსვლა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

შეხვედრას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი ოთარ ბენიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწერებულებებთან ურთიერთობისა და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარინა შენგელია ესწრებოდნენ.

ქალაქ ჰააგაში გამართულ ჩემპიონატში 46 ქვეყნის 64 უნივერსიტეტი მონაწილეობდა. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის გუნდი მწვრთნელითა (პროფესორი ვეფხია გვარამია) და სამი სტუდენტით (ოთარ უბილავა, თინათინ სხირტლაძე, მიხეილ ლაზგინიანი) იყო წარმოდგენილი. სოხუმის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის გუნდმა 6 პროცესში მიიღო მონაწილეობა და მათმა გამოსვლამ მაღალი შეფასებები დაიმსახურა.

<< უკან