ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    03 04 05
07 08 09 11 12
17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

 

ახალი ამბები

ფონდ „არტ-ექო“-ს ორგანიზებით გამართულ გამოფენაში მონაწილე დევნილ მხატვრებთან გაიმართა შეხვედრა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ფონდ „არტ-ექო"-ს ხელმძღვანელი დალი დე-გრაფი ნიდერლანდების გამოფენაში მონაწილე მხატვრებს შეხვდა. მან აფხაზეთიდან დევნილ მხატვრებს გამოფენაში მონაწილობისათვის მადლობა გადაუხადა და სერთიფიკატები და ლეიდენის გამოფენის ამსახველი ბროშურები გადასცა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და დევნილი მხატვრები ესწრებოდნენ.

ნიდერლანდების ქალაქ ლეიდენში მდებარე გალერეა „ზონე"-ში, აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით „როდის? ჩემი ოცნება - აფხაზეთი" გაიმართა. გამოფენაში აფხაზეთიდან დევნილი 22 მხატვარი მონაწილეობდა. გამოფენა ერთი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და წარმოდგენილი ნამუშევრების 1/3 გაიყიდა.

გამოფენის გახსნას დაესწრნენ და სიტყვებით გამოვიდნენ საქართველოს ელჩი ნიდერლანდების სამეფოში კოტე სურგულაძე, ლეიდენის ვიცე-მერი მონიკ ვან სანდიკი, ნიდერლანდების ელჩი საქართველოში ჰანს ჰორბახი, ფრიც დაიკსი ამნესტი ინტერნეიშენელის ნიდერლანდების წარმომადგენელი. გამოფენას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს კონსული ნიდერლანდებში თამარ ღვინაძე, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ლოტე ჰაიემა, ავსტრიის ელჩი ნიდერლანდებში ჰეიდიმარია გურერი, ესტონეთის კონსული ნიდერლანდებში მუტი მურდი, ნიდერლანდებში ქუვეითის ელჩის პირველი მოადგილე ისტიაქ აჰმედი.

<< უკან