ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    03 05
06 09 10 11 12
13 17
21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

 

ახალი ამბები

ვახტანგ ყოლბაია იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. შეხვედრას იტალიის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე სტეფანო კრეშენცი, საქართველოში აკრედიტებული, კონფლიქტის მოგვარების კუთხით მომუშავე საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოორდინაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

ვახტანგ ყოლბაიამ იტალიის ელჩს ეუთოს თავმჯდომარეობა მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი ხელს შეუწყობს ურთიერთობების გაღრმავებასა და ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელებას.

მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ. საუბარი შეეხო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მძიმე ვითარებას, სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ პრობლემებსა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.

ასევე განიხილეს განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის სფეროებში შესაძლო განსახორციელებელი ერთობლივი პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ქართველი და აფხაზი ახალგარდების დაახლოებას და მათ შორის ურთიერთობების გაღრმავებას.  

თავის მხრივ იტალიის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა იტალიის მთავრობის მტკიცე პოზიცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისა და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

<< უკან