ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    03 05
06 09 10 11 12
13 17
21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

 

ახალი ამბები

არქანიას არტ-გალერეაში სანოტო კრებულისა და დისკის პრეზენტაცია გაიმართა

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში სანოტო კრებულისა და დისკის „15 აფხაზური სიმღერა" პრეზენტაცია გაიმართა. საღამო საქართველოსა და აფხაზეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის სვეტლანა ქეცბას  ხსოვნას მიეძღვნა.

საღამოში მონაწილეობდნენ: მუსიკოლოგიის დოქტორი, სანოტო კრებულის რედაქტორი ნინო კალანდაძე-მახარაძე, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე გიორგი შავერზაშვილი, საქართველოს მუსიკალური საზოგადოების თავმჯდომარე მანანა ახმეტელი და ანსამბლი „აფხაზეთი" ლევან ღვინჯილიას ხელმძღვანელობით.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, ომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის თავმჯდომარის მოაგილე დეკანოზი ბიძინა გუნია, მიტროპოლიტი დანიელი, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის თანამშრომლები, ხელოვნების მოღვაწეები, ახლობლები, მეგობრები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

<< უკან