ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          01 02
04 05 07
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

 

ახალი ამბები

დედის და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას მილოცვა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით, მინდა გაზაფხულის პირველი დღესასწაულები - დედის დღე და ქალთა საერთაშორისო დღე მივულოცო ყველა დედას და ქალბატონს ჩვენს ქვეყანაში. მათ, ვისაც დიდი პასუხიმგებლობა აკისრიათ ქვეყნისა და ოჯახის წინაშე, ვინც ყველაზე მეტად ზრუნავს მომავალი თაობების აღზრდაზე და შესაბამისად, საქართველოს ღირსეულ მომავალზე.

განსაკუთრებით ნუგეშის სიტყვებით მივმართავ იმ დედებს, რომლებმაც ყველაზე მძიმე დანაკლისი განიცადეს, ვინც სხვადასხვა გარემოებაში დაკარგა შვილები. ვუდასტურებ ჩემს ღრმა პატივისცემას, დიდ ჭირ-ვარამ გადატანილ, ოკუპირებული აფხაზეთის  ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა დედასა და ქალბატონს.

მოწიწებით ვიხრი ქედს საქართველოს ერთიანობის, ტერიტორიული მთლიანობის და ნათელი მომავლისათვის შეწირულ გმირთა დედების წინაშე.

ყველა დედას, საქართველოში მცხოვრებ ქალბატონს ვუსურვებ ბედნიერებას, ღვთის წყალობას, უშფოთველ და სტაბილურ გარემოში ცხოვრებას და უმთავრესს  - შვილების ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და ბედნიერ მომავალს.

<< უკან