ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    03 05
06 09 10 11 12
13 17 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

 

ახალი ამბები

ვახტანგ ყოლბაია ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობის საფუძველის ჩაყრას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის წევრისა და ფონდ „GSH"-ის დამფუძნებლის შოთა შალელაშვილის ინიციატივითა და მხარდაჭერით ნაძალადევის რაიონში ბავშვთა და მოზარდთა  სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.

სარეაბილიტაციო ცენტრი შშმ ბავშვებისა და მოზარდების რეაბილიტაციასა და გარემოში მათ სრულყოფილ ადაპტაციას ითვალისწინებს. ცენტრი აღჭურვილი იქნება 40 სტაციონარული და 80 ამბულატორიული პალატით და წლის განმავლობაში 1800-დან 2000-მდე პაციენტის მიღებას შეძლებს.

ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი, ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში შაბთაი ცური და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

<< უკან