ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
02 07
12 13 14
15 19 20 21
27 28
29 30 31        

 

ვაკანსიები

ვაკანსიები აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში

 25 ივნისს აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში (კალოუბნის 16), გაიმართება ტესტირება აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშებისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.

შექმნილია საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით: საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე, აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე; კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, აფხაზეთის ა/რ მთავრობის იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი, ნოდარ ჯალაღონია; კომისიის წევრები: საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე; საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი კობა ყალიჩავა; აფხაზეთის პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი შალვა წულეისკირი და არასამთავრობო ჰუმანიტარული ფონდი „აფხაზეთი"-ს ფსიქოლოგი თეა კაჭარავა

<< უკან