ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
           
02 03 04 07 08
09 10 13 14
16 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

 

  ზოგადი მიმოხილვა

ფხაზეთი (აფხ. Аҧсны) - საქართველოს შემადგენლობაში მყოფი ავტონომიური ერთეული.

ადმინისტრაციული ცენტრი - სოხუმი.

 სახელმწიფო ენები - ქართული, აფხაზური.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა მდებარეობს საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მისი ჩრდილო-დასავლეთის საზღვარი მდინარე ფსოუზე გადის, ხოლო აღმოსავლეთი სვანეთ-აფხაზეთის ქედზე და მდინარე ენგურზე. მის ჩრდილოეთ საზღვარ კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის თხემი, ხოლო სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით შავი ზღვა აკრავს. აფხაზეთის შავი ზღვის სანაპირო ზოლის სიგრძე - 195 კმ-ია. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფართობი - 8,700 კვ.კმ-ია  რაც საქართველოს ტერიტორიის 12,5 პროცენტს შეადგენს.

კლიმატი - თბილი, ნოტიო, სუბტროპიკული, საშუალო წლიური ტემპერატურა +15 Сმზიანი დღეების რაოდენობა წელიწადში - 220

უმაღლესი მწვერვალი - დომბაი-ულგენი, მისი სიმაღლეა 4046 მეტრი.

ყველაზე ღრმა კარსტული მღვიმე (მსოფლიოში) - კრუბერი, სიღრმე 1190 მ

უდიდესი ტბა - რიწა

უდიდესი მდინარეები - ბზიფი და კოდორი.

ყველაზე პატარა მდინარე ( მსოფლიოში) - რეპრუა(18 მ. სიგრძე)

ფლორა -  მრავალფეროვანია აფხაზეთის ბუნება ტყის რესურსებით და მცენარეულობით, აფხაზეთში 133 -ზე მეტი ენდემური  მცენარეა,ფლორა ითვლის 2000 სახეობას, რომელთაგანაც 250-ზე მეტი მიეკუთვნება სამკურნალო მცენარეთა რიცხვს. ტყის საფარი შეადგენს აფხაზეთის ტერიტორიის 52%-ს

ფაუნა - აფხაზეთის ფაუნა  ერთ-ერთი ყველაზე მდიდარია არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი კავკასიის მასშტაბით. აფხაზეთში ბინადრობს 440  სახეობის ხერხემლიანები, რაც მსოფლიო ფაუნის 1% წარმოადგენს, აქედან 30% მიეკუთვნება მსოფლიოში იშვითი და გადაშენების პირას მყოფთა რიცხვს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში 5 რაიონი და 3 ქალაქი:

  • სოხუმის რაიონი
  • ოჩამჩირის რაიონი
  • გულრიფშის რაიონი
  • გუდაუთის რაიონი
  • გალის რაიონი
  • ქალაქი სოხუმი
  • ქალაქი გაგრა
  • ქალაქი ტყვარჩელი
<< უკან