ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    03 05
06 10 12
13 14 18 19
21 22 23 24 25 26
27 28          

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე

ვახტანგ ყოლბაია

მოვალეობის შემსრულებელი


დაბადების თარიღი - 1952 წელი, 9 სექტემბერი,  აფხაზეთი, საქართველო;

განათლება -  ქ.მოსკოვის კვების მრეწველობის ინსტიტუტის ეკონომიკის  ფაკულტეტი;

მუშაობის გამოცდილება:

1974-1975 - გალის რაიონი, წყალსადენების ტერიტორიული გაერთიანება - ეკონომისტი;
1976-1984 - აფხაზეთის ახალგაზრდული, რაიონული და საოლქო ორგანიზაცია - ხელმძღვანელი;
1984-1990 - გალის რაიონი, აღმასრულებელი ორგანო - ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
1990-1993 - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, იურიდიული კომისიის თავმჯდომარე;
1993-1995 - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, ალის რაიონის გამგებელი (დევნილობაში);
1987 - დან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი;
1992-2004 - საქართველოს პარლამენტის წევრი;
1995-2004 - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე;
1996-2003 - ე უ თ ო ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი;
1997-2003 - სომხეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი;
2000-2002 - დსთ-ს ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი;

არის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური უსაფრთხოების ინსტიტუტის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, ასევე - „კავკასიური დიალოგის" ფონდის გამგეობის წევრი;

მონაწილეობდა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების  სხვადასხავა პროექტებში კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე;

არის რამდენიმე წიგნისა და პუბლიკაციის ავტორი;

დაჯილდოებულია ღირსების ორდენით და გ. შერვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიით.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

მრჩევლები

მაყვალა ბერიანიძე

მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კოორდინირების საკითხებში