ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          01 02
04 05 07
10 11 13 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

 

კომენტარები

უკრაინელმა ხალხმა პოლიტიკური ბრძოლის პირველი რაუნდი მოიგო

ვუსამძიმრებ უკრაინელ ხალხს იმ ადამიანური მსხვერპლის გამო, რომელიც მათ გაიღეს დემოკრატიისათვის ბრძოლის გზაზე. ამ ბრძოლას ორი ქართველის სიცოცხლეც შეეწირა. ასეთი თავგანწირვა ორი ერის ძმობასა და მეგობრობასთან ერთად, ჩვენი საერთო ღირებულებების არჩევანის ურყევობაზეც მეტყველებს.

უკრაინელებმა მთელ მსოფლიოს აჩვენეს რა შეუძლია ხალხის ძალას. არჩევანი, რომლისთვისაც ისინი თავდაუზოგავად იბრძვიან, რთულ და სახიფათო გზას გადის. ამ ბრძოლის პირველი რაუნდი მოგებულია. თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლამ ქართველებიც მრავალი განსაცდელის გზაზე გვატარა. ტერიტორიები შეგვიკვეცა, დაგვყო და დაგვხლიჩა, მაგრამ მომავალი მაინც სიკეთეს გვპირდება. იმედი მაქვს, რომ ქართველების და უკრაინელების ბრძოლა, ამაოდ არ ჩაივლის. არჩევანი გაკეთებულია.

ვახტანგ ყოლბაია
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი 

<< უკან