ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
         
03 04 06 07 08 09
10 12 13 15 16
18 19 22 23
25 26 27 28 29 30

 

კომენტარები

ვახტანგ ყოლბაიას კომენტარი გიორგი ლუკავას პატიმრობიდან გათავისუფლებაზე

ახალი წელი ყოველი ჩვენგანისთვის ცვლილებების, იმედების ასრულებისა და უკეთესი მომავლის მოლოდინია. ასეთი დღეა 25 დეკემბერი ლუკავების მრავალშვილიანი ოჯახისთვის. სოხუმში დრანდის ციხიდან შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ გიორგი ლუკავა გაათავისუფლეს. იგი 2011 წლის მაისში გალის რაიონის სოფელ ზემო ბარღებში დააკავეს და 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ვულოცავთ, გიორგი ლუკავას პატიმრობიდან გათავისუფლებას და დამდეგ 2018 წელს. ვუსურვებთ მის ოჯახს მხნეობას, ჯანმრთელობას, წინსვლასა და ბედნიერებას.

ვფიქრობ, სოხუმის კეთილი ნება პატიმრის განთავისუფლების საქმეში იმაზეც მეტყველებს, რომ ჟენევის ფორმატში თბილისისა და სოხუმის მოლაპარაკებები ჰუმანიტარულ საკითხებში ნელა, მაგრამ მაინც წინ მიიწევს და მიზანსაც აღწევს. მინდა მჯეროდეს, რომ ახალი, 2018 წელი იქცევა  ჩვენ შორის ნაყოფიერი და სასარგებლო თანამშრომლობის საწყის ეტაპად. შესაძლოა, სწორედ ამ წელმა მოგვიტანოს ნდობის აღდგენის, ურთიერთობების დაწყების, მივიწყებული მეზობლობის განახლების სიხარული.

<< უკან