ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          01 02
04 05 07
10 11 13 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

 

კომენტარები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას განცხადება არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით

„არჩილ ტატუნაშვილის საზარელი, მუხანათური მკვლელობა შეიძლება განხილულ იყოს, არა მარტო როგორც კრიმინალი, არამედ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის საწინააღმდეგოდ მიმართული ქმედება. ასეთი ქმედება სერიოზულ საფრთხეს უქმნის შერიგებისა და ნდობის აღდგენის  პროცესს.

იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს ისევე, როგორც გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით, დღესაც ყველაფერს აკეთებს დამნაშავის მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად. მიზნის მისაღწევად საჭიროა საერთაშორისო საზოგადოების მეტი ძალისხმევა, რათა მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს და დაუსჯელობის სინდრომის განცდა არ შეიქმნას საზოგადოებაში" - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკულ დაღუპვასთან დაკავშირებით და  სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.

<< უკან