ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
           
02 03 04 07 08
09 10 13 14
16 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

 

არქივი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე

გიორგი ბარამია


დაბადების თარიღიადგილი :

1966 წლის 25 თებერვალი, ქ.სოხუმი;

განათლება :

1982 – დაამთავრა ქ.სოხუმის მე-6 საშუალო სკოლა;
1987 – დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი აგრომელიორაციის სპეციალობით;
1988-1991 წწ. სწავლობდა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტთან არსებული ასპირანტურის განყოფილებაში. მუშაობდა სადისერტაციო თემაზე, აგროქიმიის განხრით;
2005 – დაამთავრა საქართველოს შრომის და წარმოების ორგანიზაციის სამეცნიერო-სასწავლო ინსტიტუტის ეკონომიკური ფაკულტეტი წარმოების ორგანიზაციის და მართვის სპეციალობით. მიენიჭა ეკონომისტის კვალიფიკაცია;
2006 – სწავლობდა გერმანიის ქალაქ გარმიშ - პარტერკირხენში, ჯორჯ მარშალის სახელობის ევროპული უსაფრთხოების კვლევის ცენტრში;
2012 – გერმანიის ქალაქ გარმიშ - პარტერკირხენში, ჯორჯ მარშალის სახელობის ევროპული უსაფრთხოების კვლევის ცენტრში გაიარა სასწავლო პროგრამა „ტერორიზმი და უსაფრთხოება“(PTSS);
2013 – გერმანიის ქალაქ გარმიშ - პარტერკირხენში, ჯორჯ მარშალის სახელობის ევროპული უსაფრთხოების კვლევის ცენტრში გაიარა სასწავლო სემინარი მაღალი თანამდებობის პირთათვის (SES) თემაზე: "ცენტრალური აზია საერთაშორისო უსაფრთხოების დამხმარე ძალების (ISAF) ტრანზაციის შემდგომ: რეგიონალური გამოწვევები და კოოპერირებული რეაგირება" ;

სამუშაო გამოცდილება :

1988-1991 – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გულრიფშის რაიონის აგროსამრეწველო გაერთიანება, აგრომელიორაციის განყოფილების უფროსი სპეციალისტი;
1991-1993 – გულრიფშის რაიონის საგადასახადო სამსახურის უფროსის მოადგილე;
1996-2003 – სოხუმის რაიონის საპარლამენტო წარმომადგენლობის ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე;
2005 – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სამდივნო დეპარტამენტის მრჩეველი;
2006 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო უსაფრთხოების და პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის მრჩეველი;
2006 წლის მარტი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩის აპარატის მრჩეველი;
2007 – საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის მრჩეველი;
2007-2009 – საქართველოს კონსული ქ. სალონიკში, საბერძნეთის რესპუბლიკაში;
2009 წლის 15 ივნისი – 2013 წლის 8 აპრილი – აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე;

დიპლომატიური რანგი – მრჩეველი

ფლობს ქართულ, ინგლისურ, გერმანულ, ბერძნულ და რუსულ ენებს;
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი;

<< უკან