ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          01 02
04 05 07
10 11 13 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

 

ანალიტიკა

ოკუპირებული აფხაზეთის რაიონების ზოგიერთი სტატისტიკური მონაცემი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის პოლიტიკური ანალიზისა და კვლევების სამმართველო

 

ოკუპირებული აფხაზეთის რაიონების ზოგიერთი სტატისტიკური მონაცემი

 

2018, მარტი

 

შინაარსი

შესავალი

  1. მოსახლეობის სტატისტიკური მონაცემები
  2. შრომის ბაზრის სტატისტიკური მონაცემები (რაიონების მიხედვით)
  3. სხვადასხვა დარგის ფუნქციონირების სტატისტიკური მონაცემები (რაიონების მიხედვით)

დასკვნები

 

შესავალი

ჩვენი ანალიტიკური ბარათის მიზანია,გავაშუქოთ და განვიხილოთ ის ზოგადი მდგომარეობა, რომელიც ეხება ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობის სტატისტიკურ მონაცემებს, ხოლო შემდეგ - ოკუპირებული აფხაზეთის რაიონების ჭრილში გარკვეულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან (პირველ რიგში, შრომის ბაზართან) დაკავშირებულზოგიერთ სტატის­ტიკურ მონაცემებს.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ბარათში მოყვანილი სტატისტიკური ცხრილებიაგებულია ჩვენს მიერ,აფხაზეთის სტატისტიკის „სახელმწიფო" სამმართველოს სხვადასხვა წლის სტატისტიკური კრებულების [1] მონაცემებსა და სხვა საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით, რათა უფრო ნათლად აგვესახა საქართველოს ამ ოკუპირებული რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური „განვითარების"გარკვეულიტენდენციები.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წლის მონაცემები ჯერჯერობით არსად ფიქსირდება.

 

1. მოსახლეობის სტატისტიკური მონაცემები

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთისმოსახლეობასთანდაკავშირებულიამჟამინდელიმონაცემებიარარისდაზუსტებული.

დემოგრაფიის მეცნიერებიდან ცნობილია, რომ მოსახლეობის რაოდენობის განსაზღვრაში მოქმედებს შემდეგი ფაქტორები:

1. დაბადებული ადამიანების რაოდენობა;

2. გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა;

3. ქვეყანაში საცხოვრებლად შემოსული ადამიანების რაოდენობა;

4. ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც თავიანთი საცხოვრებელი ადგილი დატოვეს და ქვეყნიდანგავიდნენ.

პირველი ორი აყალიბებს მოსახლეობის ბუნებრივი მატება-კლების მაჩვენებელს, ხოლო დანარჩენი ორი - მიგრაციული მატება-კლების მაჩვენებელს. ორივე მაჩვენებელი განაპირობებს მოსახლეობის საერთო რაოდენობის მატება-კლების მაჩვენებლის ფორმირებას. 

ოკუპირებულ აფხაზეთში მოსახლეობის საყოველთაო აღწერა  ჯერ 2003 წელს, შემდეგ კი - 2011 წელსჩატარდა.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ 2003 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერასთან დაკავშირებით სხვადასხვა წყაროში ფიგურირებს სხვადასხვა ციფრი.

სტატისტიკის „სახელმწიფო" სამმართველოს მიერ გამოქვეყნებული სხვადასხვა წლის სტატისტიკურ კრებულებში დაფიქსი­რებულია 214,016 კაცი, ხოლო ინტერენეტ სივრცეში, აფხაზეთის მოსალეობასთან დაკავშირებით შექმნილ ე.წ. ვიკიპედიის ვებ-გვერდზე ერთი და იმავე სტატიის ფარგლებში დაფიქსირებულია სამი განსხვავებული ციფრი: სტატიის შესავალში ნახსენებია 215,972 კაცი, შემდეგ ტექსტში კი - აფხაზეთის ეროვნულ შემადგენლობის დინამიკასთან დაკავშირებულ ცხრილში 2003 წლის მიხედვით ფიგურირებს 214,016 კაცი, ხოლო 2003 წლის აფხაზეთის რაიონების მიხედვით მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობის ცხრილში დაფიქსირებულია 215,272 კაცი [2]. 

ჩვენი ანალიზის დროს ვიხელმძღვანელეთ ოფიციალური სტატისტიკის კრებულებით, სადაც 2003 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობის რიცხოვნობამ შეადგინა 214,016 კაცი, ხოლო 2011 წლის აღწერის მიხედვით - 240,705 კაცი (იხ. ცხრილი A). ანუ ამ მონაცემების მიხედვით 2003-2011 წლებში  მოსახლეობა გაიზარდა 26,689 კაცით.

ცხრილი A

მოსახლეობის რიცხოვნობის დინამიკა (2003 - 2017 წწ) (წლის დასაწყისისთვის)

 

 

2003

214,016**

2004

217,281 (214,401)*

2005

220,540 (214,603)*

2006

223,847 (215,774)*

2007

227,204 (215,926)*

2008

230,611 (215,120)*

2009

234,069 (215,567)*

2010

237,579 (216,708)*

2011

240,705**

2012

241,414

2013

242,028

2014

242,756

2015

243,206

2016

243,564

2017

243,936

* ციფრი ფრჩხილებში წარმოადგენს ძველ მონაცემს, რომელიც გადაანგარიშებულია 2011 წლის აღწერის შემდეგ.

** ციფრები წარმოადგენენ 2003 და 2011 წლებში ჩატარებული აღწერის მონაცემებს.

 

ამავე სტატისტიკური კრებულების მონაცემებით (იხ. ცხრილიB) ბუნებრივი მატება 2003-დან 2011 წლის ჩათვლით შეადგენს +3,629 კაცს, ხოლო მიგრაციული კლება - 854 კაცს. ანუ, სულ მოსახლეობის მატება ამ წლებში შეადგინა 2,775 კაცი.

 

ცხრილიB

მოსახლეობის ბუნებრივი და მიგრაციული მატება-კლება

 

2003

2004

2005

2006

2007

2008

2009

2010

2011

2012

2013

2014

2015

2016

სულ

ბუნებრივი მატება-კლება

+674

+686

+136

+222

+11

+437

+508

+457

+498

+535

+456

+537

+273

+303

+5733

დაბადებული

1,816

1,919

1,669

1,715

1,772

1,990

2,207

2,156

2,143

2,258

2,017

2,004

1,927

1,768

27,361

გარდაცვლილი

1,142

1,233

1,533

1,493

1,761

1,553

1,699

1,699

1,645

1,723

1,561

1,467

1,654

1,465

21,628

მიგრაციული მატება-კლება

-289

-484

-349

-70

-817

+10

+633

+301

+211

+79

+272

-87

+85

+69

-436

ჩამოსული

533

251

213

409

671

795

1203

689

583

413

659

505

506

402

7832

გასული

822

735

562

479

1488

785

570

388

372

334

387

592

421

333

8268

 

ისმის კითხვა, საიდან აღმოჩნდა დამატებით 23,914 კაცი (= 26,689 - 2,775)?

გარდა ამისა, იმავე ოფიციალური მონაცემების მიხედვით ოკუპირებულ აფხაზეთში თუ 2003 წელს მოსახლეობის რიცხოვნობამ შეადგინა 214,016 კაცი, 2017 წლის 1 იანვრისთვის ის გახდა 243,936კაცი (იხ.ცხრილი A). ანუ 2003-2016 წლებში მოსახლეობა გაიზარდა 29,920 კაცით.

ამავე სტატისტიკური მონაცემების მიხედვით (იხ. ცხრილიB) ბუნებრივი მატება 2003-დან 2016 წლის ჩათვლით შეადგენს +5,733 კაცს, ხოლო მიგრაციული კლება - 436 კაცს. ანუ, სულ მოსახლეობის მატებამ 2003-დან 2016 წლის ჩათვლით შეადგინა 5,297 კაცი.

აქაც ისმის კითხვა, საიდან აღმოჩნდა დამატებით 24,623 კაცი (= 29,920 - 5,297)?

გარდა ამისა, თუ 2013 წლიდან 2016 წლის ჩათვლით ვიანგარიშებთ მოსახლეობის მატების საშუალო წლიურ მაჩვენებელს, მივიღებთ შემდეგ სურათს: საერთო მოსახლეობის რიცხოვნობის ცხრილის მიხედვით (ცხრილი A), ეს მაჩვენებელი შეადგენს დაახლოებით 2,137 კაცს ( ), ხოლო მოსახლეობის ბუნებრივი და მიგრაციული მატება-კლების ცხრილი B- მიხედვით - დაახლოებით 378 კაცს ( ).

ისმის კითხვა, რით არის გამოწვეული ასეთი სერიოზული შეუსაბამობა ამ მაჩვენებლის გამომხატველ რიცხვებში?

აღსანიშნავია, რომ 2011 წლის აღწერის შემდეგ გამოსულ სტატისტიკურ კრებულებში მოსახლეობის საერთო რიცხოვნობასთან დაკავშირებული ყველა მონაცემი 2004 წლიდან 2010 წლის ჩათვლით არის კორექტირებული, რაც არის კიდევაც აღნიშნული შესაბამის კრებულებში, მაგრამ ამ კორექტირების არც მიზეზი არის ახსნილი და არც რაიმე გამამართლებელი არგუმენტი არის მოყვანილი.

სავარაუდოდ, არსებობს ორი პასუხი ზემოთ დასმულ კითხვებზე.

პირველი - აღრიცხვის დროს დაშვებულია შეცდომები, რაც იმას ნიშნავს, რომ სტატისტიკურ აღრიცხვიანობის მიმართულებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. დამოუკიდებლობის უკვე 25-ე წლის თავზე სერიოზულ ქაოსს აქვს ადგილი.

მეორე - ციფრების ფალსიფიცირებას აქვს ადგილი.

ჩვენი აზრით, უკანასკნელი უფრო შეესაბამება სინამდვილეს.

სავარაუდოდ, ეს განპირობებულია იმით, რომ როგორც პოლიტიკური, ისე სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობას, ერთი მხრივ, შეუძლია ამ ციფრებით მანიპულირება პოლიტიკური არჩევნების დროს, ხოლო მეორე მხრივ - საკუთარ მოსახლეობასთან რეალურად არსებულ სავალალო მდგომარეობაზე ღიად საუბარი არ აწყობს, რადგან მოუწევს ამ პრობლების გადაჭრის გზებზე ჯერ საუბარი, შემდეგ კი - მათი მოგვარება, რაც ძალზე ძნელი იქნება. გარდა ამისა, ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობას სურს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე რეგიონიწარმოაჩინოს, როგორც განვითარებადი და წარმატებული, ომით გამოწვეული სხვადასხვა პრობლემის, სირთულეებისა და გადატანილი გაჭირვების მიუხედავად. 

ვფიქრობთ, რომ რეგიონს, რომელსაც აქვს პრეტენზია სახელმწიფოებრიობაზე, როგორც მინიმუმ, ოფიციალური სტატისტიკის კრებულებში არ უნდა ჰქონდეს დაფიქსირებული ურთიერთსაწინააღმდეგო მონაცემები, განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვან მაჩვენებელთან დაკავშირებით, როგორიცაა მოსახლეობის რიცხოვნობა.

საერთოდ, მოსახლეობისსაყოველთაო 1989 წლისაღწერისთანახმად, აფხაზეთშიმოსახლეობისრიცხოვნობაშეადგენდა 525,061, აქედან ეთნიკურად აფხაზები შეადგენდნენ 93,267, ანუ 17,76%, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის ადგილობრივიხელისუფლებისმიერ 2003 წელსჩატარებულიმოსახლეობისაღწერისშედეგად, აფხაზეთისმოსახლეობისრიცხოვნობამშეადგინა 215,972, აქედან აფხაზი 94,606, ანუ 43,95%,ხოლო 2011 წელს საერთო რიცხვი იყო 240,705, აქედან 122,069, ანუ 50,71% ეთნიკურად აფხაზი.

აღნიშნულმონაცემსარაღიარებსსაქართველოსმთავრობა.

საერთაშორისო კონსულტანტის, სოციოლოგიისა დადემოგრაფიის დოქტორის რალფ ჰაკერტის მიმოხილვაში [3] აღნიშნულია, რომ საქსტატისმიერგანხორციე­ლებულიბოლოორიამგვარიშეფასებისმიხედვით, აფხაზეთისმოსახლეობისრიცხოვნობამ 2003 წელსშეადგინადაახლოებით 179,000 მოსახლე, ხოლო2005 წელსდაახლოებით 178,000 მოსახლე. კრიზისებისსაერთაშორისოჯგუფისშეფასებით, აფხაზეთისმოსახლეობა 2006 წელსშეადგენდა 157,000-დან 190,000-მდეკაცს, ხოლოგაეროსმოსახლეობისგანყოფილების 1998 წლის შეფასებით - 180,000-დან 220,000-მდეკაცს. ამასთან ერთად, სამხრეთოსეთისმოსახლეობასთანდაკავშირებულიამჟამინდელიმონაცემებიკიდევუფროდაუზუსტებელია, თუმცაყველაზეხშირადსამხრეთოსეთისმოსახლეო­ბისრიცხოვნობისშეფასებისას 70,000 სახელდება. 2017 წელსგაეროსმოსახლეობისგანყოფილების მიერწარმოებულიშეფასებისთანახმად, საქართველოსსაერთაშორისოდონეზეაღიარებულტერიტორიაზემცხოვრებიმოსახლეობისრაოდენობა 2011 წელს 3,992 მილიონსშეადგენდა,აქედანაფხაზეთსადაცხინვალისრეგიონში/სამხრეთოსეთშიმცხოვრებიპირებისრაოდენობამ ერთად 220,000-ზენაკლებიშეადგინა.

დანართი 1-ის პირველ ცხრილში მოცემული ციფრები აღებულია აფხაზეთის ე.წ რესპუბლიკის სტატისტიკის სამმართველოს მიერ მომზადებული მასალებიდან, ამრიგად, სანდოობის მაღალი ხარისხით არ გამოირჩევა. ცხრილიდან ჩანს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ცხოვრობს ქ. სოხუმში, ხოლო გალის რაიონი მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით, გაგრისა და გუდაუთის რაიონების შემდეგ, მეოთხე პოზიციაზეა.

აფხაზი ეთნოსის მდგომარეობის რაოდენობრივი მაჩვენებლები მეტყველებენ მათ დემოგრაფიულ პრობლემებზე. ამ მხრივ აღსანიშნავია აფხაზეთში მოქმედი არასამთავრობო საექსპერტო ორგანიზაციებისა და ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის მოსაზრებები დემოგრა­ფიასთან დაკავშირებით, რომელიც განსხვავდება აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებისაგან. ისინი მიიჩნევენ, რომ არასერიოზულია ეთნიკური აფხაზების რიცხოვნობის ხელოვნურად მატება, მითუმეტეს, როცა ასეთი „ხრიკების" გამოყენება პრობლემას ვერ აგვარებს. დღევანდელ ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული შიდა სოციალური პრობლემები არის ერთ-ერთი სერიოზული მიზეზი ამ პრობლემისა.

 

2.   შრომის ბაზრის სტატისტიკური მონაცემები (რაიონების მიხედვით)

აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკაში სერიოზული განხილვის საგანია შრომის ბაზარი, რომელიც  უამრავ ფუნქციას ასრულებს, მათ შორის განსაზღვრავს ხელფასების სიდიდეს, აყალიბებს  სამუშაო ძალის დაქირავების პირობებს, განაპირობებს დასაქმებისა და უმუშევრობის დონესა და სტრუქტურას და სხვ.

საერთოდ, ნებისმიერ ქვეყანაში შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობა მნიშვნელოვან წილად განაპირობებს ეკონომიკური ზრდის ტემპებს და ხელისუფლებისთვის წარმოადგენს სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის საკვანძო მიმართულებას.

ოკუპირებულ აფხაზეთში ამ სექტორში, ისევე როგორც სხვა სფეროებში, შეინიშნება რიგი პრობლემები, რომლებიც განპირობებულია სხვადასხვა მიზეზით და გარემოებით, შრომის შიდა ბაზარზე არსებული სხვადასხვა ხარვეზით, მათ შორის შრომის ბაზრის დამარეგულირებელი როგორც სახელისუფლებო, ისე საზოგადოებრივი ინსტიტუტების არარსებობით, რაიონების არათანაბარი განვითარებით, დასაქმების მიმართულებით სახელმწიფო ორგანოების არაეფექტური მუშაობით, შრომის ბაზრის სტრუქტურული დისბალანსებით პროფესიულ, რაიონულ და დარგობრივ ჭრილში და ა. შ.

თუ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების  „სახელმწიფო" სტატისტიკის სამმართველოს მიერ შედგენილი ბიულეტენით ვიხელმძღვანელებთ, მათი მონაცემებით, ეკონომიკის სფეროში დასაქმებულთა რაოდენობა 2008 წლიდან 2016 წლამდე შემდეგნაირად გამოიყურება (იხ. ცხრილი C):

ცხრილი C

 

2008

2009

2010

2011

2012

2013

2014

2015

2016

დასაქმებულთა რაოდენობა, 

სულ

35,440

36,527

38,293

40,541

41,566

41,460

40,581

42,277

41,408

მრეწველობა

2,162

2,487

2,566

2,745

2,953

2,421

1,826

2,370

1,827

სოფლის მეურნეობა

390

301

273

351

275

267

397

443

322

სატყეო მეურნეობა

371

351

364

308

312

296

223

 

 

ტრანსპორტი

1,129

1,039

1,104

1,216

1,277

1,460

1,431

1,337

1,303

კავშირგაბმულობა

1,215

1,166

1,147

1,121

1,107

1,115

953

1,100

1,144

მშენებლობა

2,069

2,224

2,818

3,080

3,619

3,162

2,620

1,800

1,658

ვაჭრობა და საზ. კვება

2,663

2,578

2,812

2,797

2,745

2,739

2,745

 

 

მატერიალურ-ტექნიკური მომარაგება

1,024

1,075

1,091

1,140

1,160

1,055

1,037

 

 

გეოლოგია და სასარგებლო წიაღისეული

55

32

32

38

40

42

42

37

24

საბინაო-კომუნალური და საყოფაცხოვრებო მომსახურეობა

2,476

2,584

2,690

3,099

3,206

3,230

3,078

 

 

ჯანდაცვა და სოცუზრუნველყოფა

6,686

6,777

6,872

6,967

7,105

7,157

7,283

 

 

განათლება

6,687

6,804

6,977

6,987

7,409

7,747

7,832

 

 

ხელოვნება და კულტურა

999

1,068

1,071

1,121

1,128

1,147

1,125

 

 

მეცნიერება

1,078

1,172

1,252

1,261

1,239

1,623

1,761

1,284

1,054

ფინანსები და კრედიტირება

606

655

713

723

738

756

724

792

845

მმართველობითი ორგანოები

4,738

5,008

5,182

6,043

5,799

5,920

6,227

 

 

სხვა დარგები

1,092

1,206

1,329

1,544

1,454

1,323

1,277

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ცხრილიდან ჩანს, რომ ყველაზე მეტად ადამიანები დასაქმებული არიან ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის, განათლებისა და მმართველობით ორგანოებში, საბინაო-კომუნალური და საყოფაცხოვრებო მომსახურების სფეროში (ანუ დიდ წილად საბიუჯეტო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში) და მხოლოდ შემდეგ მოდის ისეთი დარგები, როგორიცაა: ვაჭრობა, მრეწველობა, ტრანსპორტი და ა.შ.

თუ ოფიციალური სტატისტიკის მონაცემებსდავუჯერებთ, რომლის მიხედვით ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობა 2016 წლის დასაწყისისთვის შეადგენს 243,564 ადამიანს, ზემოთ მოყვანილი ცხრილის მიხედვით დასაქმებულთა დაბალი მაჩვენებლები მეტყველებს შრომის ბაზარზე არსებულ ძალიან მძიმე მდგომარეობაზე და, შესაბამისად, მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაზე რეგიონში.

ამრიგად, ოკუპირებულ აფხაზეთში დასაქმების საკითხი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლე­მას წარმოადგენს. ამასთან აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი გამოკვლევის თანახმად, შემოსავლების მთავარ წყაროდ რესპოდენტთა 40%-სთვის წარმოადგენს ხელფასი [4].

აქვე გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ დასაქმების პრობლემის „მედლის" მეორე მხარეს წარმოადგენს უმუშევრობის პრობლემა და, შესაბამისად, დაძაბულობა შრომის ბაზარზე.

ოკუპირებული აფხაზეთის ოფიციალურ სტატისტიკაში წინა პლანზე გამოტანილია დასაქმების დონის მონაცემები (მათ შორის რაიონულ ჭრილში) და გარკვეული მიზეზების გამო მიჩქმალულია უმუშევრობის დონესთან დაკავშირებული მონაცემები, რაც რეალური მდგომარეობის აღწერის ნახევარ სიმართლეს წარმოადგენს.

ამასთან ერთად, გვინდა ყურადღება მივაქციოთ აფხაზეთის ე.წ. მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლების რამდენიმე განცხადებას, საიდანაც ჩანს, რომ გარკვეული დოზით ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების შელამაზება მაინც ხდება [5].

მაგალითად, შრომის სამინისტროს შრომისა და დასაქმების სამმართველოს უფროსის ჯონ აგრბას განცხადების მიხედვით, 2015 წელს საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებულთა მინიმალური ხელფასი შეადგენდა თვეში 60 რუბლს (= 1 აშშ $), მაშინ როდესაც საარსებო მინიმუმი - 5,000 რუბლს (= 82 აშშ $) თვეში. მისი მოსაზრებით, უმუშევრობის დონე 40%-ზე ნაკლები არ არის [6]. ხოლო 2018 წლის განცხადების მიხედვით, მან პირდაპირ აღიარა, რომ არ არსებობს იურიდიულად განსაზღვრული უმუშევრობის ცნება და, შესაბამისად, არ არსებობს არანაირი სტატისტიკური მონაცემი უმუშევრობის დონის შესახებ საერთოდ და, განსაკუთრებით, შინამეურნეობებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია უმუშევრობის დონის ზუსტი გაანგარიშება. მისი თქმით, ამ მდგომარეობით არის განპირობებული ის, რომ რეგიონში არ არსებობს არანაირი ფინანსური დახმარებები უმუშევრებისთვის. აქვე მან გამოთქვა მოსაზრება, რომ თუ გამოვიყენებთ უმუშევრობის დონის ზოგადად მიღებულ გაანგარიშების სტანდარტულ წესს ზემოთ აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინების გარეშე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აფხაზეთში უმუშევრობის დონე შეადგენს 72%-ს, და ამ მხვრივ რეგიონი შეადარა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას [7].

გარდა ამისა, აღსანიშნავია გერმანულ ჟურნალ „WorldEconomy"-ში (2016 წლის აგვისტო) გამოქვეყნებული  აფხაზეთის „სახელმწიფო" სტატისტიკის სამმართველოს უფროსის კამა გოგიას, მისი მოადგილის ლელა კაჭარავასა და ემდ, პროფესორ მარტიკ გასპარიანის ერთობლივი სტატია, რომელიც ეხება აფხაზეთში არსებულ სიღარიბისა და უმუშევრობის დონეების სტატისტიკურად შესწავლას. ავტორები ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ რეგიონში არ არის შემუშავებული არც სიღარიბის და არც უმუშევრობის ცნებების განმსაზღვრელი კრიტერიუმები, რის გამო შეუძლებელი ხდება ამ ფენომენების სტატისტიკურად აღრიცხვა. ამიტომ, აპელირებენ მხოლოდ დასაქმების მაჩვენებელს. სტატიის მიხედვით, აფხაზეთში მოსახლეობის 16,7% დასაქმებულია. აღნიშნულია, რომ ამავე დროს სტატისტიკურ აღრიცხვაში ვერ ხვდებიან ის ადამიანები, რომლებიც სეზონურად არიან დასაქმებულები, თუმცა, აფხაზი სტატისტიკოსები ვარაუდობენ, რომ სეზონურად დასაქმებულთა რიცხვი 50%-ს უტოლდება [8].

ამასთან, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით აფხაზეთის მოსახლეობის 59,2% შრომის­უნარიანია, შრომისუნარიან ასაკზე უმცროსი მოსახლეობაშეადგენს საერთო მოსახლეობის 17,3%, ხოლო 23,5% - შრომისუნარიან ასაკზე უფროს მოსახლეობაზე მოდის (იხ. ცხრილი D).

ცხრილი D

 

2014

2015

2016

 

კაცი

%

კაცი

%

კაცი

%

მოსახლეობა, სულ (წლის ბოლოს)

243,206

100

243,564

100

243,936

100

შრომისუნარიან ასაკზე უმცროსი მოსახლეობა,  სულ

42,026

17,3

42,088

17,3

42,152

17,3

შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობა,  სულ

144,051

59,2

144,263

59,2

144,483

59,2

შრომისუნარიან ასაკზე უფროსი მოსახლეობა,  სულ

57,129

23,5

57,213

23,5

57,301

23,5

 

აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის შრომისუნარიანი მოსახლეობიდან, ანუ 59,2%-დან დასაქმებულია მხოლოდ 16,7%, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.

აღწერილი მდგომარეობის გათვალისწინებით, გვინდა შევეხოთ გარკვეულ სტატისტიკურ მონაცემებს და განვიხილოთ დასაქმების მდგომარეობა აფხაზეთის რაიონების მიხედვით.

აფხაზეთის ე.წ. მთავრობის დასაქმებასთან დაკავშირებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით 2016 წელს ყველაზე ცუდი მდგომარეობა ჰქონდა სოხუმის (738 დასაქმებული), გულრიფშის (1,175 დასაქმებული), ტყვარჩელის (1,327 დასაქმებული) და გალის (1,694 დასაქმე­ბული) რაიონებს, ხოლო შედარებით უკეთესი მდგომარეობა იკვეთებოდა ქ. სოხუმში (24,260 დასაქმებული) და გაგრისა (6,515 დასაქმებული) და გუდაუთის (3,311 დასაქმებული) რაიონებში.

ამასთან, გვინდა შევადაროთ დასაქმებულთა და საშუალო ხელფასის მაჩვენებლები ქალაქ სოხუმის, გაგრისა და გალის რაიონების მიხედვით იმ თვალსაზრისით, რომ ირიბად მაინც შეგვექმნას გარკვეული წარმოდგენა ამ რაიონებში არსებული უმუშევრობის დონესთან დაკავშირებით.

2016 წელს ქ. სოხუმში დასაქმებული იყო 24,260 კაცი, რომელთა საშუალო ხელფასი 11,632.4 რუბლს (= 176.0 აშშ $) შეადგენდა. (აქ და ბარათის სხვა ადგილებში (მათ შორის დანართის ცხრილებში) აშშ დოლარის მაჩვენებელი გაანგარიშებულია ყოველი წლის რუსული რუბლის მიმართ შესაბამისი კურსის საშუალოწლიური მონაცემის მიხედვით - იხ. დანართი 1-ისცხრილი 4). ამასთან, აღსანიშნავია, რომ ქ. სოხუმში 1.01.2017 წლისთვის ცხოვრობდა 64,640 კაცი. აქედან გამომდინარე, გამოდის, რომ ქ. სოხუმში დასაქმებულების წილი ქალაქის საერთო მოსახლეობაში შეადგენს 37,5%-ს.

2016 წელს გაგრის რაიონში დასაქმებული იყო 6,515 კაცი, რომელთა საშუალო ხელფასი  შეადგენდა 9,425.3 რუბლს (= 142.6 აშშ $), ხოლო 1.01.2017 წლისთვის მოსახლეობის რიცხოვნობა - 39,549 კაცს. შესაბამისად, გაგრის რაიონში დასაქმებულების წილი რაიონის საერთო მოსახლეობაში შეადგენს 16,5%-ს.

რაც შეეხება გალის რაიონს - აქ 2016 წელს დასაქმებული იყო 1,694 კაცი, რომელთა საშუალო ხელფასი შეადგენდა 7,887.8 რუბლს (= 119.4 აშშ $), ხოლო 1.01.2017 წლისთვის მოსახლეობის რიცხოვნობა - 30,251 კაცს. შესაბამისად, გალის რაიონში დასაქმებულების წილი რაიონის საერთო მოსახლეობაში შეადგენს 5,5%-ს.

ამ შედარებიდან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გალის რაიონში უმუშევრობის დონე ბევრად უფრო დიდია, ხოლო ხელფასების სახით მიღებული შემოსავლების დონე - ბევრად უფრო მცირე, ვიდრე გაგრის რაიონში და მითუმეტეს, ქ. სოხუმში.

დასაქმებულთა და მათი საშუალოწლიური ხელფასებისდინამიკა 2010-2016 წლების მიხედვითწარმოდგენილია დანართი 1-ის მეორე და მესამე ცხრილებში.

ოკუპირებული აფხაზეთის ყველა რაიონში საშუალოწლიური ხელფასების დინამიკა არასტაბილურად იცვლებოდა წლების მიხედვით, ხოლო დასაქმების მაჩვენებელი თითქმის ყველა რაიონში წლების მიხედვით ძირითადად მცირდებოდა. შედარებით სტაბილურად იზრდებოდა მხოლოდ ქ. სოხუმის დასაქმებულთა მაჩვე­ნებელი.

აღსანიშნავია, რომ წინა წლებში დასაქმების მხრივ ისეთმა რაიონებმა, რომლებსაც ჰქონდათ უფრო უკეთესი მდგომარეობა, ბოლო წლებში დაკარგეს პოზიციები. განსაკუთრებით ეს ეხება გულრიფშის რაიონს. 2010 წელს თუ ეს რაიონი იყო მე-5 ადგილზე (2,093 დასაქმებული), 2016 წელს აღმოჩნდა მე-7 ადგილზე (1,175 დასაქმებული).

საინტერესოა დასაქმებულთა დინამიკა გალის რაიონთან დაკავშირებით - თუ 2010 წელს ეს რაიონი იმყოფებოდა მე-7 ადგილზე (1,581 დასაქმებული) და წინ უსწრებდა მხოლოდ სოხუმის რაიონს, 2016 წლისთვის უკვე მე-5 ადგილზე იმყოფებოდა (1,694 დასაქმებული). თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს განპირობებული იყო უფრო გალის რაიონის მხრიდან პოზიციების შენარჩუნებით და სხვა რაიონებში სამუშაო ადგილების შემცირებით, ვიდრე რაიონის ეკონომიკური ზრდით და განვითარებით.

გარდა ამისა, ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო წლების მიხედვით ძალზე აქტუალურია ე.წ. „გასტარბაიტერების" საკითხი(გარკვეული სტატისტიკური მონაცემი მიგრაციის სიტუაციასთან დაკავშირებით იხ. დანართის ცხრილი 5). 

მიუხედავად იმისა, რომ შრომითი მიგრანტები ადგილობრივ მოსახლეობისათვის  წარმოადგენენ კონკურენტებს შრომის ბაზარზე, მათი არსებობა აფხაზეთში განპირობებულია ობიექტური ფაქტორებით.

როგორც კერძო, ისე „სახელისუფლებო" დამსაქმებელთა განცხადებებით, მათ უფრო ურჩევ­ნიათ „გასტარბაი­ტერების" დასაქმება ბევრი მიზეზის გამო, და აქ მთავარი არ არის, რომ ისინი იაფ მუშა ხელს წარმოადგენენ.

მაგალითად, მშენებლობის სფეროში დამსაქმებელთა აზრით, ბევრ ადგილობრივს ახასიათებს შრომითი დისციპლინის დაცვის მიმართ უპატივცემულობა და სამუშაოების დროულად შესრულების მიმართ უპასუხისმგებ­ლობა.

რაც შეეხება დასაქმებას სხვა სფეროებში (მაგალითად, ადგილობრივ მუნიციპალურ სამსახურებში), ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თვალსაზრისით, სერიო­ზულ პრობლემას წარმოადგენს მოსახლეობის დამოკიდებულება გარკვეული პროფესიებისა და სამუშაოების მიმართ, რომლებსაც უბრალოდ არ შეასრულებენ საკუთარი „თავმოყვარეობის" გამო. მათი თქმით, ადგილობრივებისთვის ყველაზე აქტუალურია მძღოლის ან დარაჯის ვაკანსიები [9]. 

 

3.   სხვადასხვა დარგის ფუნქციონირების სტატისტიკური მონაცემები

(რაიონების მიხედვით)

აფხაზეთის ე.წ. მთავრობის სხვადასხვა დარგის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით რაიონულ ჭრილში შემდეგი სურათი ვლინდება:

 

ა. მრეწველობა

2016 წელს წარმოებული და რეალიზებული სამრეწველო პროდუქციის მოცულობის მიხედ­ვით ყველაზე ცუდი მდგომარეობა იყო სოხუმის (658,292აშშ $ და 721,852 აშშ $), ტყვარჩე­ლისა (796,004აშშ $ და 809,624 აშშ $) და გალის (1,134,987აშშ $ და 1,148,607 აშშ $) რაიონებში, ხოლო ყველაზე კარგი - ქ. სოხუმში (48,040,254აშშ $ და 59,927,360 აშშ $) და ოჩამჩირეს (17,430,387აშშ $ და 17,179,176 აშშ $) რაიონში.

აღნიშნული მაჩვენებლების დინამიკა არასტაბილურად იცვლებოდა წლების მიხედვით. შედარებით სტაბილურად იზრდებოდა ქ. სოხუმის, გაგრისა და გალის რაიონების მაჩვენებლები.  სოხუმისა და გულრიფშის რაიონების მაჩვენებლები ჯერ მკვეთრად გაიზარდა და ბოლოს შემცირდა. აღსანიშნავია ოჩამჩირის რაიონის მაჩვენებლების ყველაზე მკვეთრი ზრდა 2016 წელს და ტყვარჩელის რაიონის მაჩვენებლების არასტაბილური რყევები - წლების მიხედვით შემცირება-ზრდის მონაცვლეობა და ბოლოს მკვეთრი შემცირება (იხ. დანართი 1-ის ცხრილები 6ა, 6ბ, 6გ, 6დ).

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით სამრეწველო პროდუქციაში იგულისხმება სასურსათო და არასასურსათო პროდუქცია.

პირველი მოიცავს ისეთი სახეობის პროდუქციას, როგორიცაა: პური და პურ-ფუნთუშეული, საკონდიტრო ნაწარმი, რძის ნაწარმი, ფქვილი, სიმინდის ფქვილი, თევზპროდუქტები, შავი ბაიხოს ჩაი, ღვინო, ლუდი, უალკოჰოლო სასმელები, მინერალური წყლები, ხოლო მეორე - ისეთ პროდუქციას, როგორიცაა: ელექტროენერგია, ხე-ტყის მასალა (მორები, ფიცრები), შესადუღე­ბელი ლითონკონსტრუქციები, პარკეტი, შპონი, სამკერვალო ნაწარმი, თამბაქოს ნაწარმი, კირი, ტროტუარის მოსაპირკეთებელი ფილები, ღორღი, კომბინირებული საკვები.

 

ბ. სატყეო მეურნეობა

2016 წელს ხე-ტყის დამზადების მოცულობის მიხედვით პირველ და მეორე ადგილზე იმყოფებიან, შესაბამისად, გაგრის ხე-ტყის-კომბინატი (14,739 მ3) და სოხუმის ხე-ტყის მეურნეობა (1,941 მ3), ხოლო ყველაზე ბოლო პოზიციებზე - გალისა (265 მ3) და ტყვარჩელის (397 მ3) ხე-ტყის მეურნეობები.

ეს მაჩვენებელი ყველა რაიონის მიხედვით განიცდიდა არასტაბილურ რყევებს. გამონაკ­ლისია გალის ხე-ტყის მეურნეობა, სადაც  ხე-ტყის დამზადების მოცულობა ბოლო წლებში  მცირე ტემპით, თუმცა თანდათანობით იზრდებოდა (იხ.დანართი 1-ის ცხრილები 6ა, 6ბ, 6გ, 6დ).

 

გ. კაპიტალური მშენებლობა

2016 წელს ხელშეკრულებით შესრულებული სამუშაოების მოცულობა ყველაზე მეტად განხორციელდა ქ. სოხუმში (17,917,571 აშშ $) და გუდაუთის (8,871,368 აშშ $) რაიონში, ხოლო ყველაზე ნაკლებად - გალის (86,006 აშშ $), ტყვარჩელის (736,277 აშშ $) და სოხუმის (981,785 აშშ $) რაიონებში.

ოკუპირებული აფხაზეთის სტატისტიკის „სახელმწიფო" სამმართველოს მონაცემების მიხედვით, ხელშეკრულებით შესრულებული სამუშაოების ღირებულებაში შედის ახალ მშენებლობაზე, რეკონსტრუქციაზე, გაფართოებასა და ტექნიკურ გადაიარაღებაზე, ამასთან კაპიტალურ და ტექნიკურ რემონტზე, ავტოგზების რემონტსა და სხვა ხელშეკრულებით შესრულებულ სამუშაოებზე გაწეული ხარჯები.

აღსანიშნავია, რომ სხვა რეგიონებთან განსხვავებით, ოფიციალური მონაცემების მიხედვით, გალის რაიონში 2012-2016 წლებში სამშენებლო ორგანიზაციების მიერ საერთოდ არ შესრულებულა ავტოსაგზაო-სარემონტო სამუშაოები.

ამ მაჩვენებლის დინამიკაც რაიონების მიხედვით ხასიათდება არასტაბილური რყევებით. პირველ ადგილზე მყოფ ქ. სოხუმის მიხედვით ეს მაჩვენებელი 2013-2014 წლებში ჯერ შემცირდა, მერე გაიზარდა, 2015 წელს მკვეთრად შემცირდა, ხოლო 2016 წელს მცირე მოცუ­ლობით ისევ გაიზარდა. მსგავსი დინამიკა ახასიათებს სოხუმისა და ტყვარჩელის რაიონების მაჩვენებლებს. გაგრის, ოჩამჩირისა და გუდაუთის რაიონების მიხედვით ეს მაჩვენებელი 2013-2015 წლებში სტაბილურად მცირდებოდა, ხოლო 2016 წელს მკვეთრად გაიზარდა. აღსანიშნავია ყველაზე ბოლო პოზიციაზე მყოფი გალის რაიონის მაჩვენებლის დინამიკა, რომლის მიხედვით 2013 წელს შეიმჩნეოდა კაპიტალური სამშენებლო სამუშაოების ჯერ შემცირება, 2014 წელს - შეწყვეტა, ხოლო 2015-2016 წლებში მცირე მოცულობით ჯერ აღდგენა და შემდეგ - ზრდა (იხ.დანართი 1-ის  ცხრილები 6ა, 6ბ, 6გ, 6დ).

 

დ. ვაჭრობა

2016 წელს ოფიციალურად აღრიცხული საწარმოების, ბაზრების და ფიზიკური პირების მიხედვით საცალოსაქონელთბრუნვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება ტყვარ­ჩელის(570,520 აშშ $), ოჩამჩირის (1,029,055 აშშ $), გალის (2,562,046 აშშ $) და გულრიფშის (2,616,525 აშშ$) რაიონებში, ხოლო ყველაზე მაღალი - ქ. სოხუმში (148,718,220 აშშ $) და გაგრის (43,271,791 აშშ $) რაიონში. 

საცალო საქონელბრუნვის მაჩვენებლის დინამიკა რაიონების მიხედვით განსხვავებულია.  ქ. სოხუმში, გუდაუთის, გულრიფშისა  და გალის რაიონებში შეიმჩნევა ჯერ შემცირება, ხოლო შემდეგ - ზრდა. გაგრის რაიონში - სტაბილური შემცირებები და ბოლოს მცირე მოცულობით - ზრდა. სოხუმისა და ოჩამჩირეს რაიონებში - სტაბილური ზრდა. ტყვარჩელის რაიონში - ჯერ სტაბილური ზრდა და ბოლოს - შემცირება (იხ.დანართი 1-ის ცხრილები 6ა, 6ბ, 6გ, 6დ).

 

ე. მომსახურების სფერო

2016 წელს ფასიანი მომსახურების მოცულობა ყველაზე მეტი იყო დაფიქსირებული ქ. სოხუმში (67,663,438 აშშ $) და გაგრის (42,430,387 აშშ $) რაიონში, ხოლო ყველაზე ნაკლები - ტყვარჩელის (449,455 აშშ $), სოხუმის (649,213 აშშ $), ოჩამჩირის (1,206,113 აშშ $), გულრიფშის (1,266,646 აშშ $) და გალის (1,478,510 აშშ $) რაიონებში.

ამ მაჩვენებლის დინამიკა ყველა რაიონებში თითქმის ყველა აღნიშნული წლების მიხედვით ყოველგვარი რყევების გარეშე სტაბილურად იზრდება (იხ.დანართი 1-ის  ცხრილები 6ა, 6ბ, 6გ, 6დ).

 

ვ. ფინანსები

2016 წელს მომგებიანი საწარმოებისა და ორგანიზაციების რაოდენობა ყველაზე მეტი იყო ქ. სოხუმში (359) და გაგრის რაიონში (156), ხოლო ყველაზე ნაკლები - ტყვარჩელის (6), სოხუმის (15), გალის (15), გულრიფშის (22) და ოჩამჩირეს (31) რაიონებში.

აქედან ამ საწარმოებისა და ორგანიზაციების მიერ მიღებული ყველაზე მეტი მოგება მოდის ქ. სოხუმსა (50,811,138 აშშ $) და გაგრის (42,088,377 აშშ $) რაიონზე, ხოლო ყველაზე ნაკლები - გალის (87,772 აშშ $), ტყვარჩელის (408,595 აშშ $), გულრიფშის (4,458,232აშშ $), ოჩამჩირისა (7,808,716აშშ $) და სოხუმის (7,996,368აშშ $) რაიონებზე.

მომგებიანი საწარმოებისა და ორგანიზაციების რაოდენობისა და მათ მიერ მიღებული მოგების მაჩვენებლების დინამიკა თითქმის ყველა რაიონის მიხედვით შედარებით სტაბილურია.

აღსანიშნავია მომგებიანი ორგანიზაციების რაოდენობის მაჩვენებელი ქ. სოხუმში, რომელიც 2013 წლიდან არის მკვეთრად შემცირებული, მაგრამ ამავე დროს ამ ორგანიზაციების მიერ მიღებული მოგების მოცულობის დინამიკა 2016 წლამდე გაიზარდა კიდეც (იხ. დანართის ცხრილები 6ა, 6ბ, 6გ, 6დ).

აქვე გვინდა ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ გალის რაიონში ფუნქციონირებად ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში ადგილი აქვს გარკვეულ თანამდე­ბობრივ დისკრიმინაციას. ეს გამოიხატება იმაში, რომ ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელების ძირითადი ნაწილიწარმოდგენილია აფხაზებით, მაშინ როდესაც რაიონში ქართველი მოსახლეობა შეადგენს 98%-ზე მეტს (იხ. დანართი 2- ინფორმაცია გალის რაიონში მოქმედი ორგანიზაციების შესახებ აღებულია შემდეგი წყაროდან - http://www.tppra.org/ru/catalog/гал - Торгово-Промышленная Палата Республики Абхазия / Каталог Предприятий / Гал).

გარდა ამისა, აგრეთვე აღსანიშნავია „სახელმწიფო" საბიუჯეტო სახსრების განაწილება რაიონულ ჭრილში.

აქ ე.წ. რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის მიხედვით (დოტაციების გათვა­ლისწინების გარეშე) ყველაზე მეტი შემოსავალი შემოდის ქ. სოხუმიდან (15,644,673 აშშ $), გაგრისა (5,897,397 აშშ $) და გუდაუთის (4,297,820 აშშ $) რაიონებიდან, ხოლო ყველაზე ნაკლები - ტყვარჩელის (526,634 აშშ $), გალის (814,164 აშშ $), სოხუმისა (898,910 აშშ $) და გულრიფშის (1,071,428 აშშ $) რაიონებიდან. რაც შეეხება ე.წ. რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს - აქ ყველაზე მეტი ხარჯი მოდის ქ. სოხუმსა (18,308,111 აშშ $) და გაგრის (6,240,920 აშშ $) რაიონზე, ხოლო ყველაზე ნაკლები - სოხუმის (1,348,365 აშშ $), ტყვარჩელის (2,207,929 აშშ $), გულრიფშისა (2,332,021აშშ $) და გალის (2,767,857აშშ $)რაიონებზე.

ამრიგად, ე.წ. რესპუბლიკური ბიუჯეტის სახსრების განაწილების დინამიკას - წლების მიხედვით რეგიონულ ჭრილში შეიმჩნევა ამ მაჩვენებლების, როგორც საშემოსავლო, ისე ხარჯვით ნაწილში, შედარებით სტაბილური ზრდა (იხ.დანართი 1-ის ცხრილები 7ა, 7ბ).

 

ამრიგად, ყველა ზემოთ აღნიშნული დარგისა და ეკონომიკური საქმიანობის მასშტაბების დინამიკა 2013-2016 წლების მიხედვითწარმოდგენილია დანართის ცხრილებში 6ა, 6ბ, 6გ, 6დ, ხოლო ე.წ. რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვითი ნაწილების დინამიკა 2012-2016 წლების მიხედვით- დანართი 1-ის ცხრილებში 7ა, 7ბ.

 

ზემოთ აღწერილი მონაცემებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ რაიონების მიხედვით აშკარა ლიდერია ქ. სოხუმი, ხოლო ბოლო წლების მიხედვით მე-2 პოზიციაზე დგას მრეწველობის დარგში - ოჩამჩირის რაიონი, მშენებლობაში - გუდაუთის რაიონი, ვაჭრობასა და მომსახურების სფეროში - გაგრის რაიონი. ცალკე აღსანიშნავია, რომ ხე-ტყის დამზადებაში პირველ პოზიციაზე იმყოფება გაგრის ხე-ტყის კომბინატი.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ზოგადად რაიონულ ჭრილში ყველა გამოყოფილი დარგის შესაბამისად წლების მიხედვით შეიმჩნევა არასტაბილური რყევები, რომელიც სხვადასხვა სიტუაციისა და გარემოებებით არის განპირობებული. რეგიონს საერთოდ არ აქვს მდგრადი და სტაბილური განვითარების საფუძველი და წინაპირობები.

ამასთან, დაბალი ზრდის ტემპების ფონზე ყველა ამ დარგის მასშტაბი და განვითარების დონე საკმაოდ დაბალია, ცალკეულ რაიონებში შეიმჩნევა მასშტაბების შემცირებაც კი.

ამრიგად, სხვადასხვა მიზეზიდან გამომდინარე რეგიონის სამომავლო წინსვლა და პერსპექტივები რთულად წარმოსადგენია. ეს განპირობებულია ძირითადად, ერთი მხრივ, ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკის მონოპოლიური, კლანური და კორუმპირებული ბუნებით, მეორე მხრივ კი - პოლიტიკური არასტაბილურობით.

 

დასკვნები

რაიონების ჭრილში აღნიშნული საკითხების მიხედვით არსებული სტატისტიკური მონაცემების გაშუქებით და განხილვით შეიძლება დავაფიქსიროთ გარკვეული ტენდენციები და  გამოვიტანოთ შესაბამისი დასკვნები:

1. ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული ოფიცია­ლური სტატისტიკის კრებულებში დაფიქსირებულია ურთიერთსაწინააღმდეგო მონაცე­მები; შეიძლება ითქვას, რომ სტატისტიკურ აღრიცხვიანობის მიმართულებით ოკუპი­რებულ აფხაზეთში სერიოზულ ქაოსს აქვს ადგილი, განსაკუთრებით მოსახლეობის აღრიცხვიანობასთან დაკავშირებით;

2. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით ზოგადად ყველა რაიონშიშრომის ბაზრის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე და არასტაბილური ტენდენციებით ხასიათდება;

3. ოკუპირებული აფხაზეთი განიცდის სერიოზულ დასაქმების პრობლემას შესაბამისი სამუშაო ადგილების დეფიციტისა და, ხშირ შემთხვევაში, არ არსებობის გამო;

4. დასაქმებულების ხელფასები საშუალოწლიური მაჩვენებლების მიხედვით ძალიან დაბალია და აქედან გამომდინარე - რეგიონში არის მძიმე სოციალური მდგომარეობა;

5. არ არსებობს შრომის ბაზრის დამარეგულირებელი ნორმატიული და საკანონმდებლო ბაზა (არაფერი რომ არ ვთქვათ უმუშევრობის აღრიცხვიანობის მეთოდოლოგიის არ არსებობაზე);

6. ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში რეალურად არსებული უმუშევრობის მაღალი დონე (უფრო ქალაქებში, ვიდრე სოფლად რაიონებში) განაპირობებს არა მხოლოდ მოსახლეობის ცხოვრების დაბალ დონესა და სიღარიბეს, არამედ ამ მოსახლეობის (განსაკუთრებით ახალგაზრდების) დეგრადირებასაც (აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით წინა პლანზე გამოსულია ისეთი პრობლემები, როგორიცაა: კვალიფიციური კადრების დეფიციტი, მძიმე კრიმინოგენური სიტუაცია, ემიგრაციის მაღალი დონე  და ა.შ.);

7. სხვა პრობლემებთან ერთად, უმუშევართა მატერიალური მხარდაჭერის არარსებობის გამო, უმუშევარ მოსახლეობაში  ე.წ. მთავრობის მიმართ დომინირებს იმედგაცრუებისა და უნდობლობის განწყობები, განსაკუთრებით იმ რაიონებში, სადაც ნაკლებად ნაწილდება ე.წ. რესპუბლიკური ბიუჯეტის სახსრები;

8. რაიონების მიხედვით შეიმჩნევა სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობის დაბალი ზრდის ტემპები და განვითარების  საკმაოდ დაბალი დონე;

9. რაიონების მიხედვით დარგებისა და ეკონომიკური საქმიანობების არსებული საკმაოდ დაბალი ზრდის ტემპებისა და, ბევრ შემთხვევაში, ბოლო წლებში მასშტაბების შემცირებების გამო (განსაკუთრებით სუსტი და მახინჯი სახელისუფლებო და საზოგადოებრივი ინსტიტუციური განვითარების ფონზე) რეგიონის სერიოზულ წინსვლასა და განვითარებაზე ლაპარაკი ზედმეტია.

 

გამოყენებული წყაროები:

 

1. Абхазия в цифрах - 2004. Статистический ежегодник, Сухум, 2005; Абхазия в цифрах - 2010. Статистический ежегодник. Управление государственной статистики Республики Абхазия. Сухум, 2011; Абхазия в цифрах - 2013. Статистический ежегодник, Сухум, 2014; Абхазия в цифрах - 2014. Статистический ежегодник, Управление государственной статистики Республики Абхазия. Сухум, 2015; Абхазия в цифрах- 2015: Управление государственной статистики Республики Абхазия. Сухум: ИП «Лагвилава А.», 2016; Абхазия в цифрах - 2016: Управление государственной статистики Республики Абхазия. Сухум: ИП «Лагвилава А.», 2017;

2.        https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9D%D0%B0%D1%81%D0%B5%D0%BB%D0%B5%D0%BD%D0%B8%D0%B5_%D0%90%D0%B1%D1%85%D0%B0%D0%B7%D0%B8%D0%B8 - Население Абхазии;

3. „მოსახლეობისდინამიკასაქართველოში2014 წლისმოსახლეობისსაყოველთაოაღწერისშედეგებზედაფუძნებუ­ლიმიმოხილვა", თბილისი, 2017 (გვ. 2) - პუბლიკაციამომზადდადაგამოიცაგაეროსმოსახლეობისფონდის (UNFPA) საქართველოსოფისისადასაქართველოსსტატისტიკისეროვნულისამსახურის (საქსტატის) ერთობლივიპროექტის ფარგლებში;

4. Аналитический отчет по результатам социологического исследования в рамках разработки «Стратегии социально-экономического развития Республики Абхазия до 2025 г.», Сухум - 2015 (с. 15);

5.  youtube.com/watch - По статистике в Абхазии безработных нет - 1.02.2018;

6.   https://sputnik-abkhazia.ru/Abkhazia/20150702/1015112641.html - 02.07.2015;

7.   https://www.youtube.com/watch?v=kbmEwa8zahg - Джон Агрба рассказал о занятости населения в Абхазии - 1.02.2018;

8.   http://ugsra.org/novosti.php?ELEMENT_ID=182 - 04.08.2016;

9.   youtube.com/watch - Гастарбайтеры в Абхазии - 21.01.2013.

 

 

 

დანართი 1

ცხრილი 1

2017 წლის დასაწყისისთვის აფხაზეთის მოსახლეობის რიცხოვნობა, ეროვნებებისა და რაიონების ჭრილში

ეროვნება

 

 

მოსახლეობა

სულ

ქ. სოხუმი

გაგრის რ-ნი

გუდაუთის

რ-ნი

სოხუმის

რ-ნი

გულრიფშის

რ-ნი

ოჩამჩირის

რ-ნი

ტყვარჩელის

რ-ნი

გალის

რ-ნი

სულ

243,936

64,640

39,549

38,112

11,519

17,871

25,569

16,425

30,251

აფხაზი

124,785

43,503

15,226

31,215

3,502

6,004

19,867

5256

212

რუსი

22,341

9,567

6,248

1,906

864

2,019

997

558

182

სომეხი

41,845

6,335

15,186

3,735

6,462

8,363

1,688

49

27

ქართველი

43,562

1,810

988

435

230

786

2,046

9,527

27,680

უკრაინელი

1,761

711

514

152

57

160

77

66

24

ბელორუსი

268

65

79

38

12

35

20

13

6

ბერძენი

1,350

646

237

114

149

125

51

16

12

მეგრელი

3,251

65

3

19

2

3

409

723

2,027

ოსი

595

194

191

76

11

35

18

49

15

თათარი

345

129

79

38

34

35

8

16

6

თურქი

745

194

79

38

92

71

205

66

-

ბოშა

285

259

3

11

3

5

2

2

-

ესტონელი

357

64

237

8

9

35

2

2

-

სხვა დანარჩენი

2,446

1,098

473

267

92

195

179

82

60

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ცხრილი 2

დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა (რაიონების მიხედვით), კაცი
(ქალაქების, რაიონების, სახელმწიფო კომპანიებისა და რესპუბლიკური საკუთრების ცალკეული საწარმოების მიხედვით)

(ოფიციალურად აღრიცხული საწარმოების მიხედვით)

 

2010

2011

2012

2013

2014

2015

2016

სულ

38,293

40,541

41,566

41,460

40,581

42,277

41,408

ქ. სოხუმი

18,949

20,507

21,516

20,981

21,668

23,605

24,260

გაგრის რაიონი

7,495

7,721

7,421

7,237

6,935

6,653

6,515

გუდაუთის რაიონი

3,259

3,377

3,734

3,853

3,412

3,611

3,311

სოხუმის რაიონი

828

811

875

935

732

863

738

გულრიფშის რაიონი

2,093

2,157

2,144

2,520

2,486

1,918

1,175

ოჩამჩირეს რაიონი

2,303

2,367

2,330

2,337

2,115

2,202

2,388

ტყვარჩელის რაიონი

1,785

1,938

1,873

1,747

1,586

1,643

1,327

გალის რაიონი

1,581

1,663

1,673

1,850

1,647

1,782

1,694

 

 

ცხრილი 3

დასაქმებულთა საშუალო წლიური ხელფასები (რაიონების მიხედვით), აშშ $
(ქალაქების, რაიონების, სახელმწიფო კომპანიებისა და რესპუბლიკური საკუთრების ცალკეული საწარმოების მიხედვით)

(ოფიციალურად აღრიცხული საწარმოების მიხედვით)

 

2010

2011

2012

2013

2014

2015

2016

სულ

196.1

256.8

269.2

300.8

256.3

148.3

153.5

ქ. სოხუმი

208.7

279.7

289.8

320.3

281.8

169.1

176.0

გაგრის რაიონი

207.6

246.2

245.6

285.3

231.0

149.4

142.6

გუდაუთის რაიონი

186.9

230.3

257.8

273.5

225.2

119.3

125.5

სოხუმის რაიონი

212.3

266.4

315.6

359.9

317.5

129.0

148.2

გულრიფშის რაიონი

182.8

254.6

328.1

364.7

223.0

101.3

124.0

ოჩამჩირეს რაიონი

155.1

215.7

191.7

239.1

200.1

129.6

129.7

ტყვარჩელის რაიონი

152.6

221.3

238.1

245.3

255.4

125.3

101.8

გალის რაიონი

128.6

174.7

177.3

209.8

188.3

104.3

119.4

 

ცხრილი4

რუსული რუბლის საშუალოწლიური კურსი

აშშ დოლართან მიმართებაში (2009-2017)

(წყარო: რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის მონაცემთა ბაზა

სავალუტო კურსებთან დაკავშირებით)

 

 

 

აშშ დოლარი

რუსული რუბლი

2009

1

31.83

2010

1

30.36

2011

1

29.39

2012

1

31.08

2013

1

31.85

2014

1

38.61

2015

1

61.07

2016

1

66.08

 

ცხრილი 5

მიგრაციული სიტუაციის მონაცემები

 

2011

2012

2013

2014

2015

2016

მიგრაციულ აღრიცხვაზე აყვანილი

 

მათ შირის:

მამაკაცები

 

ქალები

4,606

 

 

 

 

3,864

 

302

2,469

 

 

 

 

1,955

 

131

975

 

 

 

 

827

 

68

2,682

 

 

 

 

2,386

 

296

3,560

 

 

 

 

3,092

 

468

4,652

 

 

 

 

4,108

 

544

სამუშაოს შესრულებაზე ნებართვების გაცემა

1,800

1,243

3,670

3,253

4,015

6,661

ბიუჯეტში ჩარიცხული

თანხები (აშშ $)

224,055

187,645

397,017

288,422

255,690

387,265

 

ცხრილი 6ა

სხვადასხვა დარგის ფუნქციონირების მონაცემები (რაიონების მიხედვით) - 2016 წელი

 

მრეწველობა

 

სატყეო მეურნეობა

კაპიტალური მშენებლობა

საცალო

ვაჭრობა

მომსახურების სფერო

ფინანსები

 

წარმოებული სამრეწველო პროდუქცია, აშშ $

რეალიზებული სამრეწველო პროდუქცია, აშშ $

ხე-ტყის დამზადება, 3

ხელშეკრულებით შესრულებული სამუშაოები,

აშშ $

საქონელ-ბრუნვა,

აშშ $

ფასიანი მომსახურების მოცულობა, აშშ $

მომგებიანი საწარმოებისა და ორგან-ბის რ-ობა

მოგების თანხა,

აშშ $

სულ

78,097,760

88,473,063

21,889

39,310,679

225,027,240

128,945,218

672

124,686,743

ქ. სოხუმი

48,040,254

59,927,360

 

17,917,571

148,718,220

67,663,438

359

50,811,138

გაგრის რაიონი

5,310,230

5,329,903

14,739

3,320,732

43,271,791

42,430,387

156

42,088,377

გუდაუთის რაიონი

1,891,646

1,888,619

1,238

8,871,368

15,679,479

13,801,452

68

11,027,542

სოხუმის რაიონი

658,292

721,852

1,941

981,785

10,579,600

649,213

15

7,996,368

გულრიფშის რაიონი

2,835,956

1,467,917

1,492

2,225,180

2,616,525

1,266,646

22

4,458,232

ოჩამჩირეს რაიონი

17,430,387

17,179,176

1,817

5,171,758

1,029,055

1,206,113

31

7,808,716

ტყვარჩელის რაიონი

796,004

809,624

397

736,277

570,520

449,455

6

408,595

გალის რაიონი

1,134,987

1,148,607

265

86,006

2,562,046

1,478,510

15

87,772

 

 

ცხრილი 6ბ

სხვადასხვა დარგის ფუნქციონირების მონაცემები (რაიონების მიხედვით) - 2015 წელი

 

მრეწველობა

 

სატყეო მეურნეობა

კაპიტალური მშენებლობა

საცალო

ვაჭრობა

მომსახურების სფერო

ფინანსები

 

წარმოებული სამრეწველო პროდუქცია, აშშ $

რეალიზებული სამრეწველო პროდუქცია, აშშ $

ხე-ტყის დამზადება, 3

ხელშეკრულებით შესრულებული სამუშაოები,

აშშ $

საქონელ-ბრუნვა,

აშშ $

ფასიანი მომსახურების მოცულობა, აშშ $

მომგებიანი საწარმოებისა და ორგან-ბის

რ-ობა

მოგების თანხა,

აშშ $

სულ

70,592,762

86,885,541

30,020

20,618,475

224,080,563

125,626,330

673

55,662,354

ქ. სოხუმი

41,082,364

55,205,501

 

16,680,302

154,837,072

69,685,606

349

38,066,153

გაგრის რაიონი

5,711,478

5,745,865

16,943

1,263,879

44,868,184

38,786,638

171

6,034,059

გუდაუთის რაიონი

2,277,714

2,267,889

1,126

1,057,098

12,444,735

12,564,270

67

3,870,967

სოხუმის რაიონი

689,372

661,535

2,936

664,653

5,585,393

592,762

16

1,047,977

გულრიფშის რაიონი

1,932,208

1,152,775

1,856

421,193

2,470,934

1,198,624

24

1,827,411

ოჩამჩირეს რაიონი

14,021,614

14,008,514

5,994

312,924

993,941

1,000,491

22

4,647,126

ტყვარჩელის რაიონი

4,021,614

6,972,326

906

177,823

689,372

414,278

9

65,498

გალის რაიონი

856,394

871,131

259

40,599

2,190,928

1,383,658

15

103,160

 

ცხრილი 6გ

სხვადასხვა დარგის ფუნქციონირების მონაცემები (რაიონების მიხედვით) - 2014 წელი

 

მრეწველობა

 

სატყეო მეურნეობა

კაპიტალური მშენებლობა

საცალო

ვაჭრობა

მომსახურების სფერო

ფინანსები

 

წარმოებული სამრეწველო პროდუქცია, აშშ $

რეალიზებული სამრეწველო პროდუქცია, აშშ $

ხე-ტყის დამზადება, 3

ხელშეკრულებით შესრულებული სამუშაოები,

აშშ $

საქონელ-ბრუნვა,

აშშ $

ფასიანი მომსახურების მოცულობა, აშშ $

მომგებიანი საწარმოებისა და ორგან-ბის

რაოდენობა

მოგების თანხა,

აშშ $

სულ

75,262,885

87,565,397

18,727

93,884,742

315,242,165

155,066,045

667

57,150,997

ქ. სოხუმი

45,029,785

58,513,338

 

69,851,512

211,797,462

94,384,874

353

44,998,705

გაგრის რაიონი

6,500,906

6,653,716

13,133

2,583,426

73,584,563

43,240,093

153

5,413,105

გუდაუთის რაიონი

4,037,814

4,035,224

48

5,011,740

17,394,457

11,339,031

67

3,322,973

სოხუმის რაიონი

559,440

554,260

86

7,071,517

3,322,973

934,990

14

1,139,601

გულრიფშის რაიონი

4,061,124

2,351,722

2,791

233,923

3,701,113

1,520,331

30

644,910

ოჩამჩირეს რაიონი

6,625,226

6,612,276

1,670

4,849,093

1,528,101

1,437,451

25

1,388,241

ტყვარჩელის რაიონი

7,640,507

8,018,648

759

4,283,527

1,069,671

567,210

13

152,810

გალის რაიონი

808,080

826,210

240

-

2,843,822

1,642,061

12

90,650

 

 

ცხრილი 6დ

სხვადასხვა დარგის ფუნქციონირების მონაცემები (რაიონების მიხედვით) - 2013 წელი

 

მრეწველობა

 

სატყეო მეურნეობა

კაპიტალური მშენებლობა

საცალო

ვაჭრობა

მომსახურების სფერო

ფინანსები

 

წარმოებული სამრეწველო პროდუქცია, აშშ $

რეალიზებული სამრეწველო პროდუქცია, აშშ $

ხე-ტყის დამზადება, 3

ხელშეკრულებით შესრულებული სამუშაოები,

აშშ $

საქონელ-ბრუნვა,

აშშ $

ფასიანი მომსახურების მოცულობა, აშშ $

მომგებიანი საწარმოებისა და ორგან-ბის

რაოდენობა

მოგების თანხა,

აშშ $

სულ

76,194,662

85,654,631

21,607

116,228,185

374,091,052

180,973,312

783

69,610,675

ქ. სოხუმი

46,841,444

57,849,293

 

75,078,766

225,899,529

106,065,934

413

55,375,196

გაგრის რაიონი

7,783,359

7,642,072

16,557

6,960,916

103,704,867

53,836,734

181

7,478,806

გუდაუთის რაიონი

3,475,667

3,475,667

327

10,224,260

29,607,535

14,003,139

84

3,974,882

სოხუმის რაიონი

1,560,439

1,510,204

943

8,428,169

3,557,299

1,098,901

20

788,069

გულრიფშის რაიონი

6,389,324

3,657,770

832

2,570,530

4,879,120

1,664,050

31

866,562

ოჩამჩირეს რაიონი

4,907,378

5,145,996

1,856

9,195,598

1,726,844

1,657,770

25

822,605

ტყვარჩელის რაიონი

4,401,883

5,510,204

888

3,226,492

1,218,210

784,929

13

160,125

გალის რაიონი

835,164

863,422

204

543,450

3497,645

1,861,852

16

144,427

ცხრილი 7ა

ე.წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები (რაიონების მიხედვით), აშშ $

 

2012

2013

2014

2015

2016

დოტაციებით

დოტაციების გარეშე

რესპუბლიკური ბიუჯეტი

266,875,804

173,277,864

166,379,176

64,183,723

111,092,315

121,507,264

ქ. სოხუმი

21,499,356

26,665,620

20,626,780

16,232,192

16,614,709

15,644,673

გაგრის რაიონი

8,204,633

11,274,725

8,632,478

6,616,996

64,088,98

5,897,397

გუდაუთის რაიონი

3,574,646

7,481,946

7,101,787

5,962,010

5,904,963

4,297,820

სოხუმის რაიონი

987,773

1,579,277

1,476,301

1,064,352

1,322,639

898,910

გულრიფშის რაიონი

1,724,581

3,158,555

2,810,152

1,989,520

2,487,893

1,071,428

ოჩამჩირეს რაიონი

1,229,086

4,081,632

3,926,443

3,286,392

3,719,733

1,761,501

ტყვარჩელის რაიონი

1,759,974

2,976,452

2,688,422

2,066,481

2,035,411

526,634

გალის რაიონი

601,673

3,274,725

3,214,193

2,464,385

2,831,416

814,164

კონსოლიდირებული ბიუჯეტი

306,457,528

233,770,800

216,855,736

103,866,055

152,419,794

152,419,794

 

 

ცხრილი 7ბ

ე.წ. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები (რაიონების მიხედვით), აშშ $

 

2012

2013

2014

2015

2016

რესპუბლიკური

ბიუჯეტი

262,873,230

182,800,627

162,261,072

70,263,631

105,693,099

ქ. სოხუმი

28,857,786

29,098,901

25,721,315

16,042,246

18,308,111

გაგრის რაიონი

8,359,073

11,215,070

9,106,449

6,317,340

6,240,920

გუდაუთის რაიონი

4,350,064

8,458,398

7,285,677

6,338,627

6,030,569

სოხუმის რაიონი

1,692,406

1,792,778

1,743,071

1,159,325

1,348,365

გულრიფშის რაიონი

1,811,454

3,108,320

3,009,583

1,938,758

2,332,021

ოჩამჩირეს რაიონი

1,560,489

4,587,127

4,200,984

3,427,214

3,713,680

ტყვარჩელის რაიონი

2,049,549

2,995,290

2,784,252

2,048,468

2,207,929

გალის რაიონი

4,681,467

5,698,587

3,307,433

2,446,373

2,767,857

კონსოლიდირებული ბიუჯეტი

316,235,521

249,755,102

219,419,839

109,983,625

148,642,554

 


დანართი 2

გალის რაიონში მოქმედი საწარმოები და ორგანიზაციები -

სამრეწველო საწარმოები:

1.      ქალაქის პურკომბინატი „აფხაზხლებ" - დირექტორი: ჟანნა იურის ასული ადლეიბა

2.      სატყეო მეურნეობა„ლესხოზ" - დირექტორი: ვადიმ ლეონიდის ძე ჯოპუა

3.      შპს  „გალნერუდპრომ"-ი - დირექტორი: ადლეიბა დ.ა., ტაბაღუა გ.ს.

სამშენებლო საწარმოები:

4.      გალის ადმინისტრაციის სამშენებლო-სარემონტო დაწესებულება - დირექტორი: ვალერიან ვალიკოს ძე ლეპსაია

5.      შპს „სერვის ენერგია" - დირექტორი: ვიაჩესლავ არტემის ძე ცაავა

6.      მუნიციპალური უნიტარული საწარმო „გალაგროპრომსტროისერვის"-ი - დირექტორი: აიდამირ ბატირის ძე ბარსიროვი

სასოფლო - სამეურნეო საწარმოები:

7.        გალის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველო - დირექტორი: ცვიჟბა ტ.კ.

8.        მუნიციპალური უნიტარული საწარმო  „გალაგროპრომსერვის"-ი - დირექტორი: ბერსიროვი ა.ბ.

9.        აგროსერვისცენტრი „ზარია ნაბაკები" - დირექტორი: თამაზ ბიძინას ძე მხეიძე

10.    შპს „კაპიტალ-ინვესტ პლუსი" - გენერალური დირექტორი: ჰენრიხ ნოდარის ძე ტუჟბა

11.    შპს „რტი"  - დირექტორი: ზარანდია თ.მ.

სავაჭრო საწარმოები:

12.    შპს „კიტ"-ი - დირექტორი: დავით ლავრენტის ძე ბერაძე

13.    შპს „ლიზის"-ი - დირექტორი: მედეა ამირანის ასული ზარქუა

14.    შპს „ასსაინ"-ი - დირექტორი: კორძაია ნ.ა

15.    შპს „პორშე" - დირექტორი: შაკაია ბ.ა

მომსახურების სფერო:

16.    გალის რაიონული საავადმყოფო  - მთ. ექიმი - გიორგი აპოლონის ძე შონია

17.    მმაჩის ბიურო - ხელმძღვანელი: ნინო ანატოლის ასული აშუბა

18.    გალის რაიონის სახელმწიფო სანოტარო ბიურო - ნოტარიუსი: იზოლდა  ვენედის ასული ბჟანია

19.    საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი „გალ"-ი - მთ. რედაქტორი: ნუგზარ ნურის ზე სალაყაია

20.    რაიონული კულტურის სახლი - დირექტორი: გერგედავა დ.ი.

21.    გალის ჰუმანიტარული კოლეჯი - დირექტორი: გუნდა გიორგის ასული კვარჩია

22.    საბავშვო მუსიკალური სკოლა - დირექტორი: მიმოზა ვალიკოს ასული აკობია

23.    მუსიკალური სკოლა - დირექტორი: მარინა რეზოს ასული ბასარია

24.    მუსიკალური სკოლა - დირექტორი:ლეილა დალმატის ასული ქობალია

25.    შშმ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი - დირექტორი: მაია ჟილინოვის ასული კვეკვესკირი

26.    მუნიციპალური უნიტარული საწარმო გალის რაიონული ტელევიზია - დირექტორი: თემირ ბასირის ძეკურბანოვი 

27.    გალის რაიონის განათლების განყოფილება (რონო) - განყოფილების გამგე: ბესლან ზამირის ძე ქანთარია

28.    საფეხბურთო კლუბი „სამურზაყანო" - უფროსი: ზურაბ შოთას ძე კიკნაველიძე

29.    გალის რაიონის სახანძრო-სამაშველო ნაწილი - უფროსი: ემირ იპოლიტეს ძე ზუხბაია

30.    შპს „სამურზაყან-2010"  - დირექტორი: ოთარ არჩილის ძე ყოლბაია

31.    შპს „ონ" - დირექტორი: ნუგზარ ომეხის ძე ფაჩულია

32.    გალის რაიონის მანქანა-ტექნოლოგიური სადგური - დირექტორი:მანუჩარ გივის ძე ქობალია

33.    „სბერბანკ აბხაზიი"-ს გალის ფილიალი - დირექტორი: ლინა გიორგის ასული ზაქარაია

34.    კომერციული ბანკის „ჩერნომორსკი ბანკ რაზვიტია"-ს გალის ფილიალი - დირექტორი: ემზარ რაჟდენის ძე ქიშმარია

35.    უნიტარული საწარმო „გალის ავტოსატრანსპორტო საწარმო" - დირექტორი: ნუგზარ გრიგორის ძე სანგულია

36.    ტაქსების გაერთიანება შპს „გარუდა-ექსპრესი" - დირექტორი: გიორგი გიორგის ძე აჩბა

37.    რაიონული უნიტარული საწარმო „აბხაზსვიაზ"-ი - დირექტორი: ემირ დავითის ძე შონია

38.    შპს „გალ-ოილ"-ი - დირექტორი:  ჯამბულ სენარდის ძე კორტავა

39.    „ჩერნომორენერგო" გალის რეს-ი - დირექტორი: ჯგერენაია ნ.დ.

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის

პოლიტიკური ანალიზისა და კვლევების სამმართველო

<< უკან