ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          01 02
04 05 07
10 11 13 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

 

ანალიტიკა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების საგარეო აქტივობების ძირითადი ტენდენციები (2017 წლის კრებსი)

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის პოლიტიკური ანალიზისა და კვლევების სამმმართველო

 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების საგარეო აქტივობების ძირითადი ტენდენციები

(2017 წლის კრებსი)

 

მაისი, 2018

შინაარსი

1. ე.წ. აფხაზეთის  ხელისუფლების საგარეო-პოლიტიკური  აქტივობები

2.ე.წ. აფხაზეთის ხელისუფლების საგარეო-ეკონომიკური აქტივობები

3.სხვადასხვა ღონისძიებები: (ძალოვანი სფერო, სასამართლო, განათლება,  მეცნიერება, ჯანდაცვა, კულტურა, კულტურული მემკვიდრეობა, კულტურის ცენტრები, ტურიზმი, რელიგია, სპორტი, ტრანსპორტი, ბავშვთა დასვენება)

დასკვნა

 

1. ე.წ. აფხაზეთის ხელისუფლების  საგარეო-პოლიტიკური აქტივობები

აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგნელები ხშირად აღნიშნავენ, რომ აფხაზური დიპლომატიის საქმიანობის  უმნიშვნელოვანეს მიმართულებას შეადგენს რუსეთის ფედერაციასთან სტრატეგიული პარტნიორობის ყოველმხრივ განვითარება და გაღრმავება,  კავშირების გაფართოება  იმ ქვეყნებთან, რომლებმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარეს, ასევე ყოველდღიური და ინტენსიური მუშაობა საზღვარგარეთ აფხაზეთის დადებითი იმიჯის წარმოსაჩენად და საერთაშორისო მასშტაბით დამოუკიდებლობის  აღარებისათვის პირობების შესაქმნელად.  გარდა ამისა, მათ მიზანს შეადგეს პარალელურად, სხვადასხვა სახის ეკონომიკურ ფორუმებში, გამოფენებში, საერთაშორისო  ბაზრობებში მონაწილეობით აფხაზეთის ტურისტული და სასოფლო სამეურნეო პოტენციალის წარმოჩენა, უცხოელი ბიზნესმენების და საქმიანი წრეების დაინტერესება და ინვესტიციების მოზიდვა.  როგორც აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ აღნიშნა, აფხაზეთისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევრაზიული ინტეგრაციის პროცესში მონაწილეობას, საგარეო პირობების შექმნას აფხაზეთის სოციალ-ეკონომიკური და ჰუმანიტარული განვითარებისთვის.

როგორც სეპარატისტული ხელისუფლების  ე.წ.  საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი მიუთითებს, აფხაზეთის საელჩოები არსებობს რუსეთში, ვენესუელაში, ე.წ. სამხრეთ ოსეთში, განსაკუთრებულ დავალებათა ელჩი იტალიაში, საპატიო კონსული როსტოვის ოლქში, ნიჟნი ნოვგოროდში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, დიდ ბრიტანეთში, წარმომადგენლები ბულგარეთსა და ბალკანეთის ქვეყნებში, გერმანიაში, თურქეთში, სირიაში, დნესტრისპირეთში, საბერძნეთში, ტუნისის რესპუბლიკაში, იორდანიაში, ავსტრიაში, ისრაელში.

აფხაზეთის  სეპარატისტული ხელისუფლება თავისი სტრატეგიული მოკავშირის, რუსეთის ფედერაციის ხელშეწყობით ცდილობს ხშირად გამოჩნდეს  უცხოეთში სხვადასხვა ღონისძიებებზე და შეხვედრებზე და მიაღწიოს აფხაზეთის  როგორც „დამოუკიდებელი სახელმწიფოს" ცნობადობის ხარისხის ამაღლებას. აფხაზეთის ტურისტული და სასოფლო-სამეურნეო  შესაძლებლობებით ინვესტორების, საქმიანი წრეების დაინტერესებას და  რეგიონში ინვესტიციების მოზიდვას.

ქემოთ მოგვყავს 2017 წლის პერიოდში აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლების საგარეოაქტივობების  ჩამონათვალი, რომელიც ნათელ სურათს იძლევა   ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო კავშირებზე, სხვადასხვა ქვეყნებთან ურთიერთობების დაყარების  ინტენსივობასა და  პერიოდულობაზე.

 

11.01-აფხაზური დელეგაციაე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის დაურ კოვეს ხელმძღვანელობით  ნიკარაგუაში  ჩავიდა

23.01-თურქეთში აფხაზეთის  ე.წ. სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა ინარ გიცბამ მონაწილეობა მიიღო ანკარაში გამართულ კონფერენციაში „ საგზაო რუკა ახალ ეპოქაში რუსეთ-თურქეთის ურთიერთობისათვის"

24.01-აფხაზურმა დელეგაციამ  აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის დაურ კოვეს ხელმძღვანელობით  მონაწილეობა მიიღო იორდანიაში ჩერქეზული ცენტრის  ხელმძღვანელის არჩევაში.

25.01- დნესტრისპირეთის ე.წ. პარლამენტმა აფხაზეთთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა

02.02- რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა ალექსეი პავლოვსკიმ და რუსეთის ფედერაციაში აფხაზეთის ე.წ. ელჩმა იგორ ახბამ   ქ. მოსკოვში კონსულტაციები გამართეს

06.02-რუსეთში აფხაზეთის ე.წ. ელჩმა იგორ ახბამ რუსეთის ფედერაციაში  ვენესუელას რესპუბლიკის წარმომადგენელი ხოსე გრეგორიუ ესკალონიმიიღო 

14.02-აფხაზურმა მხარემ იტალიაში პირველი „იუნესკოს კლუბი" დაარეგისტრირა

15.02- აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე ქ. მოსკოვში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდა

17.02-გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში აფხაზეთის ე.წ. მუდმივ წარმომადგენლობაში გერმანიის ბუნდესტაგის, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ბერგჰოტის ფონდის წარმომადგენლების,კავკასიის საკითხებზე მომუშავე ექსპერტების მონაწილეობით„მრგვალი მაგიდა" გაიმართა თემაზე „აფხაზეთის ყოველმხრივი საერთაშორისო იზოლაციის დაძლევის პერსპექტივები"

20.02-აფხაზეთის ე.წ. პარლმენტის დელეგაციის წევრებმა მთიან ყარაბახში გამართულ რეფერენდუმში დამკვირვებლის სახით  მონაწილეობა მიიღეს

09.03-აფხაზური დელეგაცია  ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის დ.კოვეს ხელმძღვანელობით ვენესუელაში ჩავიდა

12.03- აფხაზეთში 12 მარტს გამართულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებზე რუსეთის ფედერაციის დელეგაცია  დამკვირვებლების სახით   ჩავიდა

18.04-რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ქ. სოხუმში საელჩოს ახალი შენობის გასახსნელად ჩავიდა

21.04-აფხაზურმა დელეგაციამ ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის ინაუგურაციაში მიიღო მონაწილეობა

27.04-რუსეთის ფედერაციის როსტოვ-დონის ოლქში აფხაზეთის ე.წ. საპატიო კონსულად  ადიკ  არშბა დაინიშნა

30.04- ქ. სოხუმის ე.წ მერმა ადგურ ხარაზიამ იტალიის ქალაქ სანტა მარია დელ ჩედროსთან „განზრახვათა  შესახებ" პროტოკოლს ხელი მოაწერა

04.05- ოკუპირებული აფხაზეთის  ე.წ. ჟურნალისტთა კავშირში რუსეთის და თურქეთის ჟურნალისტთა  წარმომადგენლები მიიღეს

04.05- აფხაზეთის ე.წ. ახალგაზრდობის საქმეთა პოლიტიკის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე ალიას ავიძბა სამუშაო ვიზიტით დონეცკისა და ლუგანსკის „ სახალხო რესპუბლიკებში" ჩავიდა

11.05-დონეცკში „ოფიციალური ვიზიტით"  ჩასული  აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე დონეცკის ე.წ.  სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ზახარჩენკომ  მეგობრობის ორდენით დააჯილდოვა

18.05-ქ. სოჭში  აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის „შინაგან საქმეთა ორგანოების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ფორმირების შესახებ" შეთანხმებას  ხელი მოეწერა

29.05-აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ და რუსეთის ფედერაციაში აფხაზეთის ე.წ. ელჩმა იგორ ახბამ მონაწილეობა მიიღეს მოსკოვში ევრაზიის ხალხთა ასამბლეის პირველი ყრილობის მუშაობაში

01.06-აფხაზეთის ე.წ. საპარლამენტო დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ქ. როსტოვში გამართულ სამხრეთ რუსეთის საპარალამენტო ასოციაციის  კონფერენციაში

07.06- აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა  ყაბარდო-ბალყარეთში   „რესპუბლიკის დღისადმი" მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა

03.07-რუსეთის ფედერაციის  პრეზიდენტის თანაშემწე ვლ. სურკოვი ქ. სოხუმში ჩავიდა

26.07- აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა „შინაგან  საქმეთა ორგანოების ერთობლივი საინფორმაციო-კოორდინაციული ცენტრის შექმნის შესახებ" შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

26.05- ვენესუელაში აფხაზეთის ე.წ. ელჩმა ზაურ გვაჯავამ ვენესუელას საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ  შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

28.05-აფხაზეთში  ფონდ „აფსნის" მიწვევით იორდანიის არასამთავრობო ორგანიზაცია „ყუბანის" და ტელეკომპანის „ნართ-ტვ"-ს წარმომადგენლები ჩავიდნენ

08.08-აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლ.პუტინი ჩავიდა

17.08-აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტროს  რუსეთის ფედერაციის შს სამინისტროს წარმომადგენელთა დელეგაცია ესტუმრა

21.08-აფხაზური დელეგაცია ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის დაურ კოვეს ხელმძღვანელობით სირიაში ჩავიდა და ქვეყნის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს იმად ჰამისს შეხვდა

28.08- აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ და მთიანი ყარაბაღის ე.წ. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კარენ მირზოიანმა ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს

02.09- აფხაზეთის  ე.წ. ვიცე პრეზიდენტი ვირტალი გაბნია ყარაჩაი-ჩერქეზეთში ვლ. არძინბას სახელობის  სკოლის  გახსნას დაესწრო

10.09- რაულ ხაჯიმბამ ადიღეს რესპუბლიკის ხელმძღვანელის მურატ კუმპილოვის ინაუგურაციაში მიიღო მონაწილეობა

11.09-აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციათა მინისტრმა ლევ კვიწინიამ ქალაქ  ლუგანსკის 22-ე წლისთავის აღსანიშნავ   საზეიმო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა

11.09- აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციათა  მინისტრი ლევ კვიწინია  ლუგანსკისე.წ. სახალხო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციათა მინისტრს შეხვდა

12.09-აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა  ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების საქმიანი წრეებისა და რუსეთის ფედერაციის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა

19.09-რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების ფედერაციის საბჭოს დელეგაცია  ქ. სოხუმში  სამუშაო ვიზიტით ჩავიდა

29.09-ოკუპირებულ აფხაზეთში „გამარჯვების" დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში  მონაწილეობის მისაღებად თურქეთიდან აფხაზური დიასპორის წარმომადგენლები ჩავიდნენ

29.09- დნესტრისპირეთის დელეგაცია ოკუპირებულ აფხაზეთში  ჩავიდა

29.09- „რუსეთის მედესანტეთა კავშირის" წარმომადგენლები ოკუპირებულ აფხაზეთში  ჩავიდნენ

04.10-სირიის საპარლამენტო დელეგაცია ქ.  სოხუმში ჩავიდა

15.10-რაულ ხაჯიმბა ქ. სოჭში ახალგაზრდობისა და სტუდენტთა საეთაშორისო ფესტივალის გახსნას დაესწრო

24.10 -ქ. ბარსელონაში აფხაზეთის ე.წ.  წარმომადგენლობის ოფისი გაიხსნა

01.11-რუსეთის ფედერალურმა სამსახურმა  ოკუპირებულ აფხაზეთში საბაჟო პოსტი შექმნა

07-11-აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე ისრაელში  სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა

12.11-ოკუპირებულ აფხაზეთში სამუშაო ვიზიტით ჩასულმა ნაურუს პრეზიდენტმა ბარონ ვაკამ  განაცხადა, რომ  მათზე აშშ და საქართველო ზეწოლას ახდენდნენ

17.11- აფხაზეთის ე.წ.  პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა რუსეთის ფედერაციის მინისტრს შეხვდა

26.11-აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კან ტანია ოფიციალური ვიზიტით იტალიაში იმყოფებოდა

27.11-აფხაზეთისა და  ე.წ. სამხრეთ ოსეთის  ე.წ.  პრეზიდენტებმა ახალი შეთანხმებები გააფორმეს

28.11-აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ იტალიაში „დიპლომატიური წარმომადგენლობა" გახსნა

07.12-ქ. სოხუმში  „აფხაზურ-აბაზინური მსოფლიო კონგრესის" მე-7 ყრილობაზე კონგრესის უმაღლესი  საბჭოს  თავმჯდომარედ  მუსა ეკზეკოვი აირჩიეს

12.12-ჩეჩნეთისა და აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

14.12-რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აფხაზეთის ე.წ.  ხელისუფლების წარმომადგენლებმა კონსულტაციები გამართეს

15.12-აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დელეგაცია ბელარუსისა და რუსეთის საპარლამენტო კავშირის 53-ე სესიაზე  დასასწრებად ბრიანსკში ჩავიდა

18.12-აფხაზურმა დელეგაციამ  ქ. მინსკში რუსული ენის დაცვისა და მხარდაჭერის თემაზე  გამართულ   საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

 

2. ე.წ. აფხაზეთის ხელისუფლების საგარეო-ეკონომიკური  აქტივობები

აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრის, ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის ყოფილი პრეზიდენტის  გენადი გაგულიას თქმით, პალატას თავისი წარმომადგენლობები აქვს გახსნილი ამერიკაში, იტალიაში, გერმანიაში, ბელგიაში, შოტლანდიასა და თურქეთში, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ საზღვარგარეთ აფხაზეთის ხელისუფლების ეკონომიკური აქტივობების განხორციელებაში, გამოფენებისა და პრეზენტაციების  მოწყობაში.

 

14.01-აფხაზეთის ე. წ. ეკონომიკის სამინისტროს დელეგაციამ ქ.მოსკოვში, გაიდარის მე-8 ფორუმში მიიღო მონაწილეობა

18.01-აფხაზურმა ბანკმა მონაწილეობა მიიღო ნიუ-იორკში გამართულ 45-ე საერთაშორისო ნუმიზმატიკურ კონფერენცია-გამოფენაში

30.01-აფხაზური დელეგაცია ფონდ „აფსნის" დირექტორის სენერ გოგუას ხელმძღვანელობით   იორდანიაში   ინვესტიციების მოსაზიდად ჩავიდა

08.02- აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრემიერი ბესლან ეშბა ყირიმთან თანამშრომლობის კომისიას ჩაუდგა სათავეში

09.02-აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა ადგურ არძინბამ რუსულ საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან „დელოვაია როსიასთან" თანამშრომლობის შესახებ  მემორანდუმი გააფორმა

10.02- აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრი ადგურ არძინბა ქ. მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის  სამმართველოს უფროსის მოადგილეს   დენის ტრავინს შეხვდა

18.02-ქ. მოსკოვში, რუსეთის ფედერაციაში აფხაზეთის ე.წ. საელჩოში  ხელი მოეწერა დოკუმენტს  ქ. ნიჟნი ნოვგოროდთან  ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ

28.02- აფხაზურმა დელეგაციამ ე.წ. პრემიერ-მინისტრის ბესლან ბარციცის ხელმძღვანელობით  ქ. სოჭში გამართულ საინვესტიციო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

09.03-აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო-პალატაში  აფხაზეთსა და ჩინეთს შორის სამეწარმეო  ურთიერთობების დამყარების საკითხები განიხილეს

09.03- რუსეთის ფედერაციაში აფხაზეთის  ე.წ.  სავაჭრო წარმომადგენელმა ოლეგ ბარციცმა და ვენესუელას  სატელევიზიო ჰოლდინგის  TELESUR-ის პრეზიდენტმა პატრისია ვილეგასმა  ხელი მოაწერეს შეთანხმებას თანამშრომლობის  შესახებ 

05.04-აფხაზეთის ე.წ. საერთაშორისო კულტურულმა-საქმიანმა ცენტრმა მოსკოვის „საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრთან" შეთანხმებას ხელი მოაწერა

10.04-აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ უდმურტეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები მიიღო

21.04-აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ ადგურ ლუშბამ ქ. იალტაში საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში  მიიღო მონაწილეობა

21.04-აფხაზი მწარმოებლები ყირიმს ინერტულ მასალებს მიაწვდიან

26.04-რუსული სამშენებლო კომპანია „ВАД"-ის წარმომადგენლები ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდნენ ადგილობრივ სამშენებლო მასალების მწარმოებლებთან მოსალაპარაკებლად

01.05-აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა იტალიის ქალაქ ბარში აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზენტაცია გამართეს

05.05-აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა ადგურ არძინბამ  ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის ახალი სავაჭრო წარმომადგენელი ვლ. ნეკრასოვი მიიღო

11.05- 8 მაისს ოკუპირებულ აფხაზეთში  გერმანული ბიზნეს-დელეგაცია ჩავიდა გერმანიაში აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლის ვოლფგანგ მატცკეს ხელმძღვანელობით 

11.05- 11 მაისს ქ. სოხუმში აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გენადი გაგულიამ და ლიბანის ჩერქეზული ასოციცაიის თავმჯდომარემ სარია აბდელრაზააკმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას  თანამშრომლობის შესახებ

16.05- რუსეთის  სავაჭრო წარმომადგენელი ვლ. ნეკრასოვი ქ. სოხუმში აფხაზეთის ე.წ. სოფლის მეურნეობის მინისტრს დაურ თარბას შეხვდა

19.05-აფხაზური ღვინოების ექსპორტი ტაილანდის ქალაქებში- ბანგკოკში და პხუკეტში განხორციელდა

20.05-აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ვლადიმირის ოლქში გამართულ ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

24.05-ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენელმა ვლადიმირ ნეკრასოვმა  და  ქ. სოხუმის აეროპორტის დირექტორმა ვიაჩესლავ ეშბამ აეროპორტის განვითარების პერსპექტივები განიხილეს

25.05- ქ. მოსკოვში  აფხაზეთის ე.წ.  ელჩმა იგორ ახბამ აფხაზეთის ე.წ.  საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

01.06.-აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის სამინისტროს დელეგაციამმონაწილეობამიიღოქ. პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში

02.06- კორეულმა კომპანია Hyundai-მ თავისი  ავტომობილები ოკუპირებულ აფხაზეთში ჩაიყვანა ტესტირებისთვის

07.06-თურქული მეცხოველეობის კომპანია „BONTORO FARM" ოჩამჩირის რაიონში მეცხოველეობის კომპლექსს ააშენებს

08.06-აფხაზური დელეგაცია სამთავრობოთაშორისო კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოსკოვში ჩავიდა

10.06-აფხაზი და რუსი ახალგაზრდა „ლიდერები" აფხაზეთის მთებში დაისვენებენ

13.06-აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადიმინისტრაციის  ექსპერტთა სამმართველოს უფროსმა ასლან ბარციცმა რუსი ინვესტორი, მეწარმე არავამუტანგ ჩაკრაპანი მიიღო

03.07- რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლ.პუტინის თანაშემწე ვლ სურკოვი აფხაზურ მხარეს   პროექტების  დაფინანსებას ჰპირდება

03.07-ვლ.სურკოვმა და რაულ ხაჯიმბამ თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს

21.07- ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენელმა ვლ.ნეკრასოვმა და ე.წ. ვიცე-პრემიერმა ასლან კობახიამ აფხაზეთში რუსი ინვესტორების უფლებების დაცვის უზრუნველყოფის საკითხები განიხილეს

24.07 -აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებში რუსეთის ფედერაციის მინისტრი   ლევ კუზნეცოვი მიიღო

20.08-აფხაზურმა დელეგაციამ აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრის ადგურ არძინბას ხელმძღვანელობით დამასკოში გამართულ საერთაშორისო სამრეწველო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

23.08-ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაცია სირიაში ქვეყნის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს იმად ჰამისს შეხვდა.

25.08-აფხაზური მხარე  სირიაში სავაჭრო სახლისა და წარმომადგენლობის გახსნას აპირებს

06.09-აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრი ადგურ არძინბა თათრეთის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა

15.09-ქ. ბერლინშიაფხაზეთის ე.წ. „სავაჭრო-სამრეწველოპალატის" წარმომადგენლობაგაიხსნა და მის  უფროსად ვოლფგანგ  მატსკე დაინიშნა

17.09- ქ. კრასნოდარში აფხაზეთის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო კომპანია „Флагманы будущего роста"-ს XI რეგიონთაშორისო ფორუმში

21.09-რუსეთის ფედერაციის საბჭოს დელეგაცია ოკუპირებულ აფხაზეთში სამუშაო ვიზიტით  ჩავიდა

29.09- მოსკოვში გამართულ  მე-8 საერთაშორისო კონფერენციასა და მონეტების გამოფენაზე  აფხაზეთი „ამრა" ბანკმა წარადგინა

04.10-აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის სამინისტრო სირიასთან  „ მოსაკრებლების გარეშე ვაჭრობის შესახებ"  შეთანხმების პროექტს ამზადებს

04.10-აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატაში სერბთა რესპუბლიკის (ბოსნია - ჰერცოგოვინა) დელეგაციათან შეხვედრა გაიმართა

04.10-აფხაზი მეწარმეები ქ. მოსკოვში გამართულ   სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენაში „ ზოლოტაია ოსენ-2017 ღებულობენ მონაწილეობას

06.10-ქ. მოსკოვში ხელი მოეწერა შეთანხმებას  რუსეთში აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო წარმომადგენლობასა და „ ევრაზიის საქმიან კავშირს „ შორის

09.10-რუსული მხარე  2018 წელს  ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილ ნავთობპროდუქტებს მოსაკრებლებისგან კვლავ  გაანთავისუფლებს

06.10-აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატა რუმინეთის ქალაქ გალაცში „შავიზღვისპირეთის კლუბის" საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობს

10.10-ქ. მოსკოვში გამართულაგროსამრეწველო გამოფენაზე წარმოდგენილი აფხაზური  პროდუქცია ოქროს მედლით დააჯილდოვეს

11.10-  ე.წ. საერთაშორისო ფონდ „ აფსნის" ვიცე-პრეზიდენტმა მაქსიმ ღვინჯიამ  სააგენტო „სპუტნიკს"  გერმანიაში, ქალაქ კელნში „ANUGA-ს" გამოფენაზე  მიღებული  შთაბეჭდილებები გაუზიარა

19.10-ქ. მოსკოვში  პროგრამის, "აფხაზეთის ეკონომიკის განვითარების 25 ნაბიჯის" პრეზენტაცია გაიმართა

30.10-რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე დიმიტრი პრისტანსკოვი აფხაზეთის მოქალაქეებს რუსეთში ბიზნესის გახსნის შემთხვევაში სახელმწიფო მხარდაჭერის მექანიზმებთან წვდომას დაჰპირდა

27.10- 27 ოქტომბერს  ქ. სოხუმში   რუსეთ-აფხაზეთის „ საქმიანი ფორუმი" გაიმართა

27.10- ქ. სოხუმში  „ივანოვოს ტექსტილის" გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

18.12-ქ. მოსკოვში სავაჭრო სახლი „აბხაზია" გაიხსნა

21.12-რუსეთმა აფხაზეთს სოფელ პრიმორსკოეში მომხდარი კატასტროფის შედეგების აღმოფხვრისთვის 150 მლნ რუბლი გამოუყო

 

სხვადასხვა ღონისძიებები

ძალოვანი სფერო, სასამართლო

20.01-რუსეთის  სახელმწიფო დუმამ პატიმართა გადაცემის შესახებ ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას  შორის ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა

03.03- ქ.მოსკოვში რუსეთის ფედერაციის  თავდაცვის სამინისტროსა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის უწყების  ექსპერტების კომპლექსური ჯგუფების შეხვედრა გაიმართა

19.04-აფხაზეთის  ე.წ. უმაღლეს სასამართლოსა და რუსეთის  სამართლის  სახელმწიფო უნივერსიტეტს  შორის თანამშრომლობის შესახებ  შეთანხმება გაფორმდა

21.09-რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქონების პირველი პარტია გადასცა

 

განათლება

11.04-ქ. სოხუმში  დეფექტოლოგიის რუსულ-აფხაზური  კვირეული გაიმართა.

05.05-ქ. სოხუმში გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) ეგიდით ჩატარებულ სემინარებში ოკუპირებული აფხაზეთის 700-მდე პედაგოგმა მიიღო მონაწილეობა 

05.05- გაეროს ბავშვთა ფონდმა (იუნისეფმა) აფხაზურ სკოლებს თვალსაჩინოების მასალები გადასცა და  მრავალენოვანი სწავლების განვითარებაში  დახმარების გაწევას დაჰპირდა

12.05- ქ. მოსკოვის  საერთაშორისო ურთიერთობების  სახელმწიფო ინსტიტუტის    ლიმიტის მისაღებად ოკუპირებულ აფხაზეთში  შესარჩევი გამოცდები დაიწყო

16.06-2017 წელს რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში აფხაზეთიდან 150 ახალგაზრდა  ჩაირიცხა

18.09-რუსეთის ფედერაციაში აფხაზეთის ე.წ. საელჩოში ქ. მოსკოვის უმაღლეს სასწავლებლებში   ჩარიცხულ პირველკურსელებთან  შეხვედრა გაიმართა

27.10- რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარემ დიმიტრი მედვედევმა რუსეთსა და აფხაზეთს შორის „განათლების ურთიერთაღიარების შესახებ" შეთანხმების პროექტი  მოიწონა

15.12-ქ.სოხუმში მოქმედმა  მოსკოვის კულტურულ-საქმიანმა ცენტრმა „დომ მოსკვიმ"  ქ. სოხუმის მე-14 საშუალო სკოლას სასწავლო-ლაბორატორიული მოწყობილობა გადასცა

 

მეცნიერება

27.01-ქ. სოხუმში ჩატარდა „საერთაშორისო" მრგვალი მაგიდა თემაზე: „აბაზები და აფხაზები- ენებისა და ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების პერსპექტივები

05.04-აფხაზეთის ე.წ. მეცნიერებათა აკადემია რუს მეცნიერებთან ერთად 10 პროექტს ახორციელებს02.06-აფხაზეთის ე.წ. უნივერსიტეტის რექტორმა ალეკო გვარამიამ ქ.  მოსკოვში ევრაზიის ხალხთა ასამბლეის დამფუძნებელ ყრილობაში მიიღო მონაწილეობა

07.07-ოკუპირებული აფხაზეთისა და იაკუტიის მეცნიერებათა აკადემიებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას  თანამშრომლობის შესახებ

07.07-აფხაზეთის ე.წ. მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ზურაბ ჯაპუასახას (იაკუტიის) რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით  ჩავიდა 

07.07-ნართების ეპოსი იაკუტურ ენაზე ითარგმნება

 

ჯანდაცვა

25.01- რუსული კომპანია „დელრუსი" მზად არის აფხაზეთში რამდენიმე სამედიცინო დაწესებულების ასაშენებლად 100 მლნ რუბლი გამოყოს

03.03-ასოციაცია "Инва-Содействие"-ს ბაზაზე«Велнес Парк Отель Гагра 5*»-ს და კომპანია „А-МОБАИЛ-ის"  მხარდაჭერით ახალი სარეაბილიტაციო დარბაზი გაიხსნა

09.03-ოკუპირებულ აფხაზეთში „რუსეთის საინვესტიციო პროგრამის" ფარგლებში მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ცენტრის  აშენება იგეგმება

29.03-ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები რუსეთის  ჯანდაცვის სამინისტროსგან  სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის პოლისს მიიღებენ

05.04-ქ.მოსკოვის მთავრობამ  აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინვალიდებისთვის  1 მლნ რუბლის ღირებულების  ინვენტარი აჩუქა

12.04 - ქ. სოხუმში  ონკოლოგთა ევრაზიული ფედერაციის (ЕАФО) ეგიდით, კიბოს საწაინააღმდეგო ევრაზიულ ფონდთან(EACF) ერთად „კიბოს ნაადრევი დიაგნოსტიკის კვირეული" გაიმართა

08.06-აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის მინისტრმა  თამაზ წახნაკიამ და ბაშკირეთის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ვ.პავლოვმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას თანამშრომლობის შესახებ

22.05- ოკუპირებულ აფხაზეთიდან ონკოლოგებმა  რუსეთის სამედიცინო დაწესებულებებში  კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები გაიარეს

26.07-აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთთან დადებული შეთანხმების- „სამკურნალწამლო პრეპარატებით და სამედიცინო ნაწარმით აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების უზრუნველყოფის შესახებ"  რატიფიცირება მოახდინა

17.10-აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმარუსეთის ფედერაცასა და  აფხაზეთს შორის„სავალდებულოსამედიცინოდაზღვევის შესახებ" შეთანხმების რატიფიცირებამოახდინა

03.11-ქ. სოხუმში, ქ. მოსკოვის ეპიდემიოლოგიური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის  ცენტრის პარტნორობით,კერძო დიაგნოსტიკური ლაბორატორია Lab Quest გაიხსნა 

21.11-აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის მინისტრმა თ.წახნაკიამ ქ. სოხუმში ჩასულ რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს დელეგაციასთან ერთად „სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის შესახებ" შეთანხმების რეალიზაციის მიმდინარეობა განიხილა

24.11 -„როსპოტრებნადზორის" ეპიდემიოლოგიის ცენტრალური  სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის იმუნოპროფილაქტიკის ლაბორატორიის გამგემ, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ირინა მიხეევამ  ოკუპირებულ აფხაზეთში სემინარი ჩაატარა

01.12-რუსეთის ფედერაციის უწყვეტი პროფესიული განათლების სამედიცინო აკადემიის (РМАНПО) წარმომადგენლები ოკუპირებულ აფხაზეთში მომუშავე პედიატრებს კვალიფიკაციის ამაღლებაში ეხმარებიან

19.12-აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო და რუსეთის სამედიცინო აკადემია    ექიმთა  დიპლომის შემდგომი განათლების საკითხზე    შეთანხმდნენ

 

კულტურა

07.01-რუსულმა ენერგოკომპანიამ „როსენერგოატომმა" ქ. სოხუმის რუსულ დრამატულ თეატრს  ფინანსური დახმარება გაუწია

26.01-აფხაზმა მუსიკოსებმა ლუკა გადელიამ და სვეტლანა ეშბამ  18-25 იანვარს  რუსეთის ფედერაციის ქალაქებში -ჩელიაბინსკში,კიროვსა და პერმში კონცერტები გამართეს

06.02-ქ. სოხუმში  ადგილობრივი და რუსი მოცეკვავეების მონაწილეობით ბრეიკლინგში ჩემპიონატი გაიმართა

08.03-ქ. მოსკოვის  შეჩელკოვსკის სამოყვარულო თეატრმა, სოხუმში მოქმედ "დომ  მოსკვი"-ში, აფხაზეთში მცხოვრები რუსი ეროვნების მოქალაქეებისთვის სპექტაკლი დადგა

19.03-  ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედმა ბავშვთა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „იაირუმამ"   ქ. სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო ფესტივალზე - "Праздник детства",პირველი ადგილი აიღო

28.03-ნორჩმა სოხუმელმა  მოდელმა ალისა ზანთარიამ სტამბულის ფესტივალზე Tv Start Bosphorus" გრან-პრი აიღო

27.03-ქ. მოსკოვის კულტურის ცენტრ "Оркестрион"-ში აფხაზეთის ბავშვთაქორეოგრაფიული ანსამბლი „აფირტინი" გამოვიდა

30.03-რუსული სატლევიზო არხის  НТВ-ის წამყვანმა ჯონ უორენმა და მისმა გუნდმა ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი სიუჟეტები გადაიღეს

31.03- 31 მარტიდან  რუსულმა კინოკომპანიამ „არკ-ფილმმა" ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო დრამის "Рейс №13-01"-ის გადაღება დაიწყო

10.04-ესტონელმა რეჟისორმა  ანტონ კისელიუსმა ოკუპირებულ აფხაზეთში სპექტაკლი  „ხუთი საღამო" დადგა

28.04-ფონდ „აფხაზეთის სოციალურ-კულტურული ინიციატივების" დამფუძნებელმა აზამათ ბაგათელიამ ქ. მოსკოვში გამართულ კონკურსში "Лучшие социальные проекты России"გაიმარჯვა

10.05- ბავშვთა ინსტრუმენტალურმა ანსამბლმა აფხაზეთიდან „აფხიარცამ" ქ. სოჭის საერთაშორისო კონკურს-ფესტივალში  "Искусство объединяет мир" გრანპრი აიღო

17.05- 17 მაისს  ქ. მოსკოვის  კინოთეატრ „ილუზიონში" სერგეი რეჟისორ რუსაკოვის ფილმი „ ვლადისლავ არძინბა: გამარჯვებულის დრამა" აჩვენეს

27.05- 12  წლის აფხაზი გოგონა ლერა ადლეიბა რუსეთში გამართული ვოკალური კონკურსის  „ტი სუპერ"-ის  (ბავშვთა შორის) გამარჯვებული გახდა

29.05-ქ. მოსკოვში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე „ინტერმუზეი" აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო მუზეუმის  ეთნოგრაფიული ექსპოზიცია იქნა წარმოდგენილი

29.05- ქ. მოსკოვის „მიუზიკ-ჰოლში" მოსკოვის ბავშვთა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ამცაბზმა" საიუბილეო კონცერტი  გამართა

29.05-აფხაზეთში მცხოვრებმა მხატვარმა  ეკატერინე გუსკოვამ ქ. ერევნის საერთაშორისო გამოფენაში   მიიღო მონაწილეობა

24.07-ნიუ იორკში აფხაზური კულტურის, ტრადიციებისა და ისტორიის საღამო ჩატარდა

13.09-ქ. ბიჭვინთაში საორღანო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

10.10-ქ. სოხუმში გამართულ არტ-პლენერში მონაწილეობის მისაღებად შვეიცარიელი მხატვრები  ჩავიდნენ

17.11-რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტრო და აფხაზეთის ე.წ. ისტორიულ-კულტურული მემკიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო  თანამშრომლობაზე  შეთანხმდნენ

20.11-ქ. სოხუმში  ჩრდილოეთ კავკასიის კინოსა და ტელევიზიის მე-11 საერთაშორისო ფესტივალი-"Кунаки"გაიმართა

20.11-აფხაზი რეჟისორის  ესმა ხურხუმალის ფილმი „სამურზაყანოელები" ჩრდილოეთ კავკასიის კინოსა და ტელევიზიის ფესტივალზე აჩვენეს

25.11- აფხაზმა მუსიკოსმა ლუკა  გადელიამ ქ. მოსკოვში გამართულ მუსიკალურ ღონისძიებაში- „თანამედროვეობის დიდი ორღანისტები"- მიიღო მონაწილეობა.

24.12- აფხაზმა  მწერალმა ვლადიმირ დელბამ მოსკოვში, ევრაზიის ხალხთა ასამბლეის მწერალთა და მკითხველთა  პირველ  ყრილობაში მიიღო მონაწილეობა

 

კულტურული მემკვიდრეობა

18.04-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თემაზე ტელეხიდი -სოხუმი, მოსკოვი, სკოპიე -გაიმართა

28.04- 28 აპრილს ქ. სოხუმში გაიხსნა  რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტროსა და აფხაზეთის ე.წ. ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის ერთობლივი კონფერენცია "Совершенствование процесса охраны и использования объектов ИКН" 

16.08-აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა  აფხაზურ-რუსული არქოლოგიური ექსპედიციის მუშაობის შედეგებს გაეცნო

03.10- საქველმოქმედო მოძრაობა „აფხაზეთისე.წ. კეთილინებისელჩებმა" აფხაზეთში  უძველესი  ქრისტიანული ძეგლების დაცვის მოთხოვნით იუნესკოსადაგაეროსვიდეო მიმართვა გაუგზავნეს

 

27.11- აფხაზეთის ე.წ. ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლ.ჩირიკბამერმიტაჟში  აფხაზეთიდან გატანილი  არტეფაქტები  აღმოაჩინა

 

22.11-აფხაზეთის ე.წ. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემბატალ კობახიამ ერმიტაჟის  დირექტორს  აფხაზეთიდან გატანილი არტეფაქტების შესახებ  აცნობა

 

კულტურის ცენტრები

28.11-თურქეთში აფხაზური კულტურის ცენტრების ფედერაციის ხელმძღვანელად ატანურ აკუსბა აირჩიეს

07.12-თურქეთში  აფხაზური კულტურის ცენტრების ფედერაცია დიასპორის სრული რაოდენობის დაზუსტებაზე მუშაობს

 

ტურიზმი

02.02-აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის დელეგაციამ უმსხვილეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში  "ITF  Slovakiatour 2017"-ში  მიიღო მონაწილეობა

14.03-აფხაზურმა დელეგაციამ  ე.წ. კურორტებისა და ტურიზმის მინისტრის ასტამურ ახბას ხელმძღვანელობით ქ. მოსკოვში გამართულ გამოფენაზე- „მოგზაურობა და ტურიზმი"  საკუთარი  სტენდი  წარადგინა

06.04-რუსი ტურაგენტები აფხაზეთის ღირსშესანიშნაობებს გაეცვნენ

27.10-ქ. სოხუმში  „საქმიანი  ფორუმის" ფარგლებში ტურიზმის თემაზე გამართულ "მრგვალ მაგიდას" რუსეთის ფედერაციიდან  მეწარმეები  დაესწრნენ

27.10-ქ. სოხუმში გამართული „მრგვალი მაგიდის" მუშაობაში ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის ტურიზმის საქმეთა მინისტრმა მურატ შოგენცუკოვმა მიიღო მონაწილეობა

06.12-ბელგიელი ტუროპერატორი ოკუპირებულ  აფხაზეთს ესტუმრა

 

რელიგია

21.04-იერუსალიმის პატრიარქმა ე.წ. აფხაზური სამღვდელოების წარმომადგენლები და მომლოცველები  საკუთარ  რეზიდენციაში  მიიღო

 

სპორტი

26.01-ოკუპირებული აფხაზეთიდან მოჭადრაკეებმა ქ.მოსკოვში გამართულ ჭადრაკის საერთაშორისო ტურნირში "Moscow Open-2017"-ში მიიღეს მონაწილეობა

12.02-ოკუპირებული აფხაზეთიდან  მოკრივეებმა  ქ. კრასნოდარში გამართულ ტურნირში მიიღეს მონაწილეობა

26.02-აფხაზური  დელეგაცია კლუბ „სოხუმის" პრეზიდენტის ასტამურ ადლეიბას ხელმძღვანელობით  შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში  საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ესტუმრა

18.04-აფხაზეთის  ე.წ.  ფიზიკური კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და რუსეთის ფედერაციის სპორტის სამინისტრომ თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

28.04- აფხაზმა სპორტსმენმა ახრა კვიწინიამ აშშ-ში, ნიუ-ჯერსის შტატში გამართულ გრეპლინგის მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა

26.04- აფხაზმა სპორტსმენმა ნაურ აჯინჯალმა ყაზახეთის რესპუბლიკის ქ.ასტანაში  გამართულ კარატეს ღია ჩემპიონატში   მეორე ადგილი  აიღო

28.04-ოკუპირებული აფხაზეთიდან ავტომბროლელმა დ. გვაზავამ ქ. სოჭში გამართული რალის„Гран-при России F-ის"  მხარდასაჭერ რბოლაში  მიიღო მონაწილეობა

02.05-ქ. სოჭში  ოკუპირებული აფხაზეთის ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრებსა და სოჭის ვეტერან ფეხბურთელთა გუნდს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა 

07.05- აფხაზმა ჩოგბურთელმა ამინა აშბამ თურქეთში გამართულ ჩოგბურთელთა ტურნირში „STARLIGHT CUP" გაიმარჯვა

08.05-აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას შვილის ცხენმა „ფარენგაიტმა" ქ. ჩერკესკში გამართულ დოღში   პრიზი დაიმსახურა

12.05-აფხაზმა მოჭიდავემ ინარ კეტიამ რუსეთში გამართული  თავისუფალი ჭიდაობის ჩემპიონატში პირველი ადგილი აიღო

15.05- 13 წლამდე ასაკის ძიუდოისტებმა აფხაზეთიდან ანდრეი კრემლიანმა, ანდრონიკ იალამუზიანმა და ლეონ ჩერქეზიამ ქ. სოჭში გამართულ  ჩემპიონატში ოქროს მედლები აიღეს

17.05-აფხაზეთიდან ბავშვთა ორმა გუნდმა ქ. ყაზანში გამართულ სპორტულ ღონისძიებებში- მაგიდის ჩოგბურთსა და ქალთა ფრენბურთში მიიღო მონაწილეობა

20.05-აფხაზმასპორტსმენმა  ბატალ ჭეჟიამ  ქ.როსტოვში გამართულ პროფესიული კრივის ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა

20.05-ქ. ყაზანში გამართულ  ქალთა ფრენბურთის ტურნირში  ოკუპირებული აფხაზეთის  გუნდმა მესამე ადგილი აიღო

11.06-აფხაზეთის ე.წ. ფეხბურთელთა ნაკრებმა ConIFA-ს ეგიდით (დამოუკიდებელი ფეხბურთis ასოციაციების კონფედერაცია) ჩრდილოეთ კვიპროსში გამართულ ევროპის ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა

19.10-აფხაზურმა მხარემ აფხაზეთის ე.წ. ფეხბურთის ნაკრების ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე  ფიფა-ს  თხოვნით მიმართა

 

ტრანსპორტი

02.05-რუსეთიდან აფხაზეთში მგზავრობის „ ერთიანი ბილეთი" ამოქმედდა

30.05-აფხაზეთის ე.წ.  სატრანსპორტო სამმართველოში აფხაზეთისა და რუსეთის სატრანსპორტო სისტემების  ურთიერთქმედების საკითხები განიხილეს

31.05-ოკუპირებულმა აფხაზეთმა ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკასთან" საავტობუსო   მიმოსვლის შესახებ  შეთანხმება გააფორმა

27.06-2017 წლის მაისის თვეში ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან  49 686 სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალება შევიდა

10.07-ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას  შორის რეგულარული საფოსტო კავშირი აღდგა

 

ბავშვთა დასვენება

27.03-40-მდე ბავშვმა აფხაზეთიდან და რუსეთის რეგიონებიდან ბიჭვინთაში მოქმედ საერთაშორისო სამხედრო-პატრიოტულ  ბანაკში  Юный патриот"-ში დაისვენეს

02.05-დონეცკელი და ლუგანსკელი ბავშვები ზაფხულის არდადეგებს აფხაზეთში გაატარებენ

26.07-ოჩამჩირის ბავშვთა ბანაკ „კიარაზში" ჩეჩენმა და აფხაზმა ბავშვებმა ერთად  დაისვენეს

11.12-აფხაზმა  და ოსმა  ბავშვებმა ბერლინის საერთაშორისო პროექტში-„ბავშვები ხატავენ მშვიდობას" მონაწილეობა მიიღეს

 

დასკვნა

ზემოთმოყვანილი მონაცემების მიხედვით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2017 წლის განმავლობაში საგარეო-პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებებით , ასევე,  სხვადასხვა სფეროების მიხედვით (განათლება, მეცნიერება, ჯანდაცვა, კულტურა, სპორტი და სხვ.)  რუსეთთან (ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების ჩათვლით)   და  სხვა უცხო ქვეყნების  წარმომადგენლებთან დაახლოებით 200-მდე შეხვედრა და კონტაქტი  განახორციელეს,  აქედან რუსეთთან (ჩრდილოეთ  კავკასიის რესპუბლიკების ჩათვლით)- 135-მდე  კონტაქტი დაფიქსირდა, დანარჩენ ქვეყნებთან კი  60-ზე მეტი.

რუსეთის  ფედერაციის შემდეგ  ყველაზე მეტი შეხვედრა და კონტაქტი ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის მხრიდან  აღინიშნა  სირიის არაბთა რესპუბლიკასთან, (7  აქტივობა), იტალიასთან (5), (თურქეთთან(5). გერმანიასთან(3), იორდანიასთან(2). დნარჩენი  ქვეყნებთან ურთიერთობა თითო ვიზიტით ან კონტაქტით არის  წარმოადგენილი.

აღნიშნულ პერიოდში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად ჩადიოდნენ რუსეთის ფედერაციის დედაქალაქში,ქ. მოსკოვში კონსულტაციების მისაღებად, ხვდებოდნენ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს,  დსთ-ს საქმეთა მეოთხე დეპარტამენტის დირექტორს ალექსეი პავლოვსკის, მონაწილეობას ღებულობდნენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გამართულ სხვადასხვა ფორუმებში. 

2017 წლის მარტში აფხაზეთს სტუმრობდა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რომელიც აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის საელჩოს ახალი შენობის გახსნას დაესწრო და შეხვედრები გამართა  აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობასთან. ამ ვიზიტს მოჰყვა18 მაისს ქ. სოჭში  აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის „შინაგან საქმეთა ორგანოების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ფორმირების შესახებ" შეთანხმების  დადება. 3 ივლისს სოხუმში ჩასული იყო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის  თანაშემწე ვლ. სურკოვი, რომელმაც აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან რაულ ხაჯიმბასთან ერთად „აფხაზეთსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის" საკითხები განიხილა. აგვისტოს თვეში კი  ოკუპირებულ აფხაზეთს ესტუმრა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლ. პუტინი, რომელიცაფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბასა და აფხაზური ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.პუტინმა  შეხვედრებზე აფხაზეთის მხარდამჭერი განცხადებაბი გააკეთა, კერძოდ მან აღბიშნა, რომ „რუსეთი აქტიურად გააგრძელებს აფხაზეთის მხარდაჭერას საერთაშორისო ასპარეზზე. აფხაზეთის მოქალაქეები, ასევე, რუსები და სტუმრები, უნდა აცნობიერებდნენ და გრძნობდნენ, რომ საიმედო დაცვის ქვეშ არიან", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა". მან ასევე აღნიშნა, რომ კავკასიაში, სტაბილურობის უზრუნველყოფაში საკვანძო როლს კვლავაც აფხაზეთში მყოფი რუსეთის სამხედრო ბაზა შეასრულებს. ამით რუსეთის პრეზიდენტმა ფაქტობრივად ხაზი გაუსვა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთს  ფაქტობრივად რუსეთის ფედერაცია აკონტროლებს და  ის არის სწორედ  სიტუაციის ბატონ-პატრონი.

 რაც შეეხება უცხო ქვეყნებთან კონტაქტებს, ამ პერიოდში ყველაზე მეტი აქტიურობა ოკუპირებულ აფხაზეთსა და სირიას შორის აღინიშნა. აღსანიშნავია, რომ ეს აქტიურობები   გამოიკვეთა   ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის  ვლ პუტინის ჩასვლის  შემდეგ. სირიასთან აქტივობები,  ფაქტობრივად  აგვისტოს თვიდან იწყება: მაგალითად,2 აგვისტოს აფხაზურმა დელეგაციამ აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრის ადგურ არძინბას ხელმძღვანელობით დამასკოში გამართულ საერთაშორისო სამრეწველო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა; 21 აგვისტოს აფხაზური დელეგაცია  ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის დაურ კოვეს ხელმძღვანელობით სირიაში ჩავიდა და ქვეყნის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს იმად ჰამისს შეხვდა; 4 ოქტომბერს სირიის საპარლამენტო დელეგაცია ქ.  სოხუმში ჩავიდა. ამავე პერიოდში გაჟღერდა, რომ აფხაზური მხარე  სირიაში სავაჭრო სახლისა და წარმომადგენლობის გახსნას და აფხაზეთის სირიასთან  „ მოსაკრებლების გარეშე ვაჭრობის შესახებ"  შეთანხმების პროექტს ამზადებს.

2017 წელს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება არანაკლებ აქტიურობდა  იტალიის მიმართულებითაც: 14 თებერვალს აფხაზურმა მხარემ იტალიაში  „იუნესკოს კლუბი" დაარეგისტრირა, 30 აპრილს ქ. სოხუმის ე.წ მერმა ადგურ ხარაზიამ იტალიის ქალაქ სანტა მარია დელ ჩედროსთან „განზრახვათა  შესახებ" პროტოკოლს ხელი მოაწერა, 26 ნოემბერს აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის კან ტანიას  ხელმძღავნელობითიტალიაში  ე.წ. დიპლომატიური წარმომადგენლობა გაიხსნა, 1 მაისს კი აფხაზეთის ე.წ.  ხელისუფლების წარმომადგენლებმა იტალიის ქალაქ ბარში აფხაზეთისსავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზენტაცია გამართეს.

 აქტიურობით გამოირჩეოდა ქ. ბერლინში აფხაზეთის ე.წ. წარმომადგენლობაც-17 თებერვალს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში აფხაზეთის ე.წ. მუდმივ წარმომადგენლობაში გერმანიის ბუნდესტაგის, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ბერგჰოტის ფონდის წარმომადგენლების,კავკასიის საკითხებზე მომუშავე ექსპერტების მონაწილეობით„მრგვალი მაგიდა" გაიმართა თემაზე „აფხაზეთის ყოველმხრივი საერთაშორისო იზოლაციის დაძლევის პერსპექტივები".

 გარდა ამისა, 8 მაისს ოკუპირებულ აფხაზეთში გერმანული ბიზნეს-დელეგაცია ჩავიდა გერმანიაში აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლის ვოლფგანგ მატცკეს ხელმძღვანელობით. დელეგაციის წევრებმა აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან შეხვედრის დროს აღნიშნეს, რომ ეს არის გაცნობითი ხასიათის ვიზიტი აფხაზეთში ინვესტიციების  განხორციელების შესაძლებლობათა შესასწავლად. 15 სექტემბერს კი  ბერლინშიაფხაზეთის ე.წ. „სავაჭრო-სამრეწველოპალატის" წარმომადგენლობაგაიხსნა და მის  უფროსად ვოლფგანგ  მატსკე დაინიშნა. აღინიშნებოდა თურქეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის სხვადასხვა მიმართულებით აქტიურობაც, ასევე, ვენესუელასთან ორმხრივი კონტაქტები.

 ზემოთაღნიშნული აქტივობები მიუთითებს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება  რუსეთის ფედერაციის  ხელშეწყობით ყოველმხრივ ცდილობს საერთაშორისო  ასპარეზზე  საკუთარი ცნობადობის ამაღლებას და მომავალში   ამ ფაქტორის  დამოუკიდებლობის აღიარებისთვის გამოყენებას. აუცილებელია, ადგილებზე ჩვენი საელჩოების მუდმივი ყურადღების ცენტრში იყოს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების აქტივობები, რათა  თავიდანვე იქნას აცილებული მათი მოქმედების არასასიამოვნო შედეგები. ასევე, გათვალისწინებული  უნდა იქნას  ის ფაქტორიც, რომ სეპარატისტული რეჟიმი წინასწარ არ აანონსებს უცხოეთში თავისი გასვლის  გეოგრაფიასა და მიზნებს  იმ მოსაზრებით, რომ მათ ქართული მხარე  ხელს შეუშლის ჩანაფიქრის განხორციელებაში.

 

გამოყენებული წყაროები

1.Apsnypress.info

2. Abkhazia inform

3.sputnik Abkhazia

4.apsny.ru

5. Abaza-TV

6.Apsua.tb.ru

7. Abkhaz-auto.ru

8.Ekhokavkaza.com

9.kavkaz- uzel.eu

10. Aiaaira.com

11.Rosbalt.ru

12. Ria.ru

13. Apsny life.ru

14. Gazeta.ru

15. lenta .ru

16. kavpolit.ru

17. tass.ru.

18. pravda.ru

19.komsomolskaia Pravda.ru

20.moskovski komsomolec.ru

21.regnum.ru

22.Kb Pravda.ru

23.Ipn.ge

24. Ghn.ge

25. Pia.ge

26. Medianews.ge

27. Axali ambebi.ge

28.Radiotavisufleba.ge

29. Presa.ge

30. News.ge

31. Newposts.ge

32.Accent.com.ge

33. Civill.ge

34. Livepress.ge

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის

პოლიტიკური ანალიზისა და კვლევების სამმართველო

<< უკან