ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          01 02
04 05 07
10 11 13 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

 

ანალიტიკა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების საგარეო აქტივობების ძირითადი ტენდენციები 2018 წლის იანვარი-ივნისი (კრებსი)

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის

პოლიტიკური ანალიზისა და კვლევების სამმმართველო

 

ოკუპირებული აფხაზეთის .. ხელისუფლების

საგარეო აქტივობების ძირითადი ტენდენციები

2018 წლის იანვარი-ივნისი

(კრებსი)

 

ივლისი, 2018

 

შინაარსი

1.შესავალი

2. .. აფხაზეთის  ხელისუფლების საგარეო-პოლიტიკური  აქტივობები

3... აფხაზეთის ხელისუფლების საგარეო-ეკონომიკური აქტივობები

4.სხვადასხვა ღონისძიებები(ძალოვანი სფერო, სასამართლო, განათლება,  მეცნიერება, ჯანდაცვა, კულტურა, ტურიზმი, ეკოლოგია,  სპორტი)

დასკვნა

 

 

1. შესავალი

ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლები, საოკუპაციო ძალის  ხელშეწყობით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში კვლავ აგრძელებდნენ საგარეო აქტივობებსაფხაზეთის ცნობადობის ასამაღლებლად,  საერთაშორისო მასშტაბით  დამოუკიდებლობის  აღიარების მისაღწევად და უცხოელი ინვესტორების მისაზიდად,  რომელთა  ფინანსური შესაძლებლობები, მათი აზრით, სწორი  გათვლებისა და მენჯმენტის შემთხვევაში აფხაზეთს სტაგნაციიდან გამოიყვანს.

ოკუპირებული  აფხაზეთის საგარეო აქტივობების  გაანალიზებისას აშკარად იკვეთება, რომ  ყველაზე მეტი კონტაქტები, მოლაპარაკებები, შეთანხმებები და  და სამუშაო ვიზიტები  საოკუპაციო რეჟიმსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ფიქსირდება. რუსეთის ფედერაცია ცდილობს  სხვადასხვა სფეროში მიღწეული შეთანხმებების, ასევე, აფხაზეთში თავისი ძალოვანი სტრუქტურების- სასაზღვრო და საბაჟო ორგანოების, რუსეთის სამხედრო ბაზების, აფხაზური საზოგადოების ერთი ნაწილის  მხრიდან  წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავადრამდენიმე ხნის  წინ  შექმნილი  კიდევ ერთი მაკონტროლებელი ორგანიზაციის- რუსეთისა და  აფხაზეთის შინაგან საქმეთა ორგანოების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის საშუალებით საქართველოს ოკუპირებული რეგიონი თავისი გავლენის ქვეშ ამყოფოს და ქართულ სახელმწიფოებრივ სივრცეში დაბრუნების ყოველგვარი სურვილი ჩანასახშივე ჩაახშოს.  პარალელურად, რუსული სახელმწიფოს შესაბამისი ცენტრალური სტრუქტურებისა და საზღვარგარეთ არსებული საელჩოების მეშვეობით ოკუპირებულ აფხაზეთს   ახალი კავშირებისა და კონტაქტების  დამყარებაში ეხმარება, უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის ეკონომიკურ, ტურისტულ გამოფენებსა და ფორუმებში, სპორტულ  და კულტურულ ღონისძიებებში მისი წარმომადგენლების მონაწილეობას, ხელს უწყობს საზღვარგარეთ  ვიზიტების დაგეგმვასა და განხორციელებაში იმ დოზით, რამდენიც საჭიროა ოკუპირებული რეგიონის რუსეთის  პოლიტიკური, ეკონომიკური და ფინანსური  გავლენის ქვეშ შესანარჩუნებლად და  ამავე დროს  აფხაზურ საზოგადოებაში რუსული სახელმწიფოსადმი, როგორც შეუცვლელი პარტნიორისა და მოკავშირის, მენტორისა და დამცველის მიმართ მადლიერებისა და მორჩილების გრძნობის გასაღვივებლად.

ქვემოთ მოგვყავს ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების საგარეო აქტივობების დინამიკა, სადაც დაფიქსირებულია მათი მოქმედების გეოგრაფია, არეალი და მიზნები.

 

2.    აფხაზეთის .. ხელისუფლების საგარეო-პოლიტიკური აქტივობები

(იანვარი-ივნისი, 2018.)

26.01.18-ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაცია ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის  დაურ კოვეს ხელმძღვანელობით ნაურუში ჩავიდა რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 50 წლისთავისადმი მიძღვნილ  საზეიმო ღონისძიებებში  მონაწილეობის  მისაღებად

26.01.18-ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.  პარლამენტის  ვიცე-სპიკერი საიდ ხარაზია ნაურუს პრეზიდენტს ბარონ  დივავეს  ვაკას  შეხვდა

30.01.18-ოკუპირებული აფხაზეთის  ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე ნაურუს პრეზიდენტს  ბარონ ვაკას შეხვდა

30.01.18-ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად რუსეთიდან აფხაზეთისათვის ელექტროენერგიის მიწოდების საკითხი განიხილა

02.02.18-ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ნაურუმ „საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის  შესახებ" შეთანხმებას  ხელი მოაწერეს

02.02.18- ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა ნაურუს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ  ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა

05.02.18-გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში  აფხაზეთის ე.წ. წარმომადგენელი ხიბლა ამიჩბა სტალინგრადისათვის ბრძოლის 75 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენის გახსნას  დაესწრო

14.02.18- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.  ვიცე-პრემიერმა რომან შოუამ  სოხუმში  სამუშაო ვიზიტით მყოფი დნესტრისპირეთის რესპუბლიკის დელეგაცია მიიღო

16.02.18-აფხაზურმა დელეგაციამ ქ.მოსკოვის აფხაზური დიასპორის თავმჯდომარის  ბესლან აგრბასა და  რუსეთის ფედერაციაში აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო წარმომადგენლის ოლეგ ბარციცის მონაწილეობით ყარაჩაი-ჩერქეზეთში საზოგადოებრივი გაერთიანება „აფსადგილის" მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

27.02.18-რუსეთის  ფედერაციის საბჭოში  პარლამენტართა ჯგუფი შეიქმნა, რომელიც მხარს უჭერს  მოძრაობას „ აფხაზეთის კეთილი ნების ელჩები"

02.03.18-ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე  ქ. მოსკოვში  ჟენევის დისკუსიებზე  რუსული დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილეს ალექსეი დვინიანინს შეხვდა

02.03.18- ქ. მოსკოვში რუსეთის ფედერაციის საგარეო  საქმეთა მინისტრის მოადგილის გირიგორი კარასინისა და რუსეთის ფედერაციაში აფხაზეთის ე.წ. ელჩის იგორ ახბას შეხვედრა გაიმართა

02.03.18-გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში აფხაზეთის ე.წ. წარმომადგენელმა ხიბლა ამიჩბამ  ქ. ბერლინში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

 06.03.18-რუსეთის ფედერაციის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარემ ვლადიმირ სოლოვიევმა და აფხაზეთის ე.წ. ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარემ რუსლან ხაშიგმა ქ. მოსკოვში ერთობლივი პროექტები განიხილეს

08.03.18-ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ იორდანიის ხაშიმიტური სამეფოს  წარმომადგენელთა პალატის დეპუტატები მიიღო

15.03.18- გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში აფხაზეთის ე.წ. წარმომადგენელმა ხიბლა ამიჩბამ  ქ. ბერლინში, „მსოფლიოს ხალხთა ენების„მუზეუმში აფხაზური ენის  შესახებ ლექცია წაიკითხა

16.03.18-აფხაზური დელეგაცია ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის გენადი გაგულიას ხელმძღვანელობით  ქ. ბანია-ლუკაში სერბთა რესპუბლიკის  პრეზიდენტს მილორად დოდიკს და სხვადასხვა უწყებების  ხელმძღვანელებს  შეხვდა

16.03.18- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების მონაწილეობით რუსეთთან თანამშრომლობის  თემაზე თათბირი ჩაატარა

12.03.18-ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის   პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდა

22.03.18-  ქ. სოხუმში აფხაზი-აბაზა ხალხების მსოფლიო კონგრესის მეორე სხდომა გაიმართა

24.03.18-რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ სატელეფონო საუბარში ორმხრივი ურთიერთობის საკითხები განიხილეს

30.03.18- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამკემეროვოს ტრაგედიის შედეგად დაზარალებულები რეაბილიტაციისთვის აფხაზეთში  მიიწვია

12.04.18- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტართა დელეგაციამ სამხრეთ რუსეთის პარლამენტართა ასოციაციის კონფერენციაში  მიიღო  მონაწილეობა

15.04.18-ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა  და თავდაცვის სიმინისტროებმა  სირიაში აშშ-სა და მისი მოკავშირეების  ქმედებები დაგმეს

21.04.18- გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში  ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს  წარმომადგენელმა   ხიბლა ამიჩბამ ქ. ბერლინში აფხაზეთის შესახებ ლექცია  წაიკითხა

22.04.18- ოკუპირებულ აფხაზეთში „ყირიმის მეგობართა კლუბის" წევრებმა ქ.იალტის ფორუმში მიიღეს  მონაწილეობა

24.04.18- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ სომეხ ხალხს მე-20 საუკუნის დასაწყისში მომხდარი  ტრაგიკული მოვლენების  103 წლისთავი მიუსამძიმრა

25.04.18- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ არცახის (მთიანი ყარაბახის) რესპუბლიკაში შეხვედრები გამართა

27.04.18- ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედმა კულტურულ-საქმიანმა ცენტრმა „დომ მოსკვიმ" ადგილობრივ ომისა და შრომის ვეტერანებს საჩუქრები და მატერიალური დახმარება დაურიგა

03.05.18- რუსეთის ფედერაციის  მთავრობის თავმჯდომარემ დიმიტრი მედვედევმა გენადი გაგულიას  ე.წ. პრემიერ-მინისტრის  პოსტზე  დანიშვნა მიულოცა

03.05.18- რუსეთის ფედერაციაში აფხაზეთის ე.წ. ელჩმა იგორ ახბამ ქ. მოსკოვში,  „აფხაზეთის საელჩოში",  შეხვედრა გამართა   ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის  ახალ ელჩთან ალექსეი დვინიანინთან

04.05.18-ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყებამ  ევროსაბჭოს  მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის  მხარდასაჭერად მიღებული  რეზოლუცია გააკრიტიკა

08.05.18- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს  ინაუგურაციასთან დაკავშირებით წერილი გაუგზავნა

07.05.18- „აფხაზი-აბაზა ხალხების მსოფლიო კონგრესის" დელეგაცია კონგრესის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის  მუსა ეკზეკოვის მეთაურობით  სამდღიანი ვიზიტით თურქეთში გაემგზავრა

09.05.18- რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და აფხზეთის ე.წ. პრეზიდენტმა  რაულ ხაჯიმბამ დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღის აღსანიშნავად  მისალოცი წერილები გაცვალეს

08.05.18- თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოიუმ  პროვინცია საქარიაში მცხოვრებ აფხაზებს დრომოჭმული ტრადიციების წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული წარმატებისათვის  მადლობა გადაუხადა

15.05.18-ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე  ქ. სოხუმში სამუშაო ვიზიტით ჩასულ ე.წ.  სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დიმიტრი მედოევს შეხვდა

14.05.18-ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის ელჩმა ალექსეი დვინიანმა  აფხაზეთის  ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს დაურ კოვეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

15.05.18- ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის ელჩმა ალექსეი დვინიანინმა აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს  რაულ ხაჯიმბას რწმუნებათა სიგელები გადასცა

15.05.18-აფხაზური დელეგაცია ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის სოფელ ყარა-პაგოში  ვლ. არძინბას სახელობის სკოლას  ესტუმრა

17.05.18-რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებას   საგარეო საქმეთა სამინისტროს დაარსების 25 წლისთავთან დაკავშირებით წერილი გაუგზავნა

17.05.18- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მეგობარი ქვეყნების (რუსეთის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის, დნესტრისპირეთის,  არცახის (მთიანი ყარაბახის) რესპუბლიკების ე.წ.  საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელები მიიღო

18.05.18- ოკუპირებული  აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ და    დნესტრისპირეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიტალი იგნატიევმა უწყებებს  შორის თანამშრომლობის შესახებ შეთახმებას ხელი მოეწერეს

21.05.18- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ  ნიკოლას მადუროს  ვენესუელას პრეზიდენტად  ხელმეორედ არჩევა მიულოცა

21.05.18-ქ. მოსკოვში აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს დაარსების 25 წლისთავი აღნიშნეს

21.05.18-აფხაზურმა დელეგაციამ ე.წ. ვიცე-პრეზიდენტ ვიტალი გაბნიას ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღო დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის დაარსების 4 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში

25.05.18- ოკუპირებული აფხაზეთისა და კრასნოდარის მხარის საზოგადოებრივმა პალატებმა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

29.05.18-სირიის არაბთა რესპუბლიკამ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა" აღიარა

28.05.18-ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ და ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის ელჩმა ალექსეი დვინიანინმა  რუსეთის ფედერაციის ეფესბეს სასაზღვრო სამმართველოს სამხედრო მოსამსახურეებს პროფესიული დღესასწაული მიულოცეს

30.05.18-სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი და  ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ  ხაჯიმბა შეხვედრაზე შეთანხმდნენ

31.05.18- ოკუპირებული  აფხაზეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტმა  აფხაზეთსა და ნაურუს შორის უვიზო მიმოსვლის დამყარების შესახებ  დადგენილება  მიიღო

01.05.18- ქ.სოხუმში  სირიელი ხალხის მხარდასაჭერად მიტინგი ჩატარდა 

01.06.18-ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა გენადი გაგულიამ იორდანიის ხაშიმიტური სამეფოს  დელეგაცია მიიღო

01.06.18-ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის ელჩმა ალექსეი დვინიანინმა საინფორმაციო საშუალებებთან  გაცნობითი ხასიათის  შეხვედრა გამართა

03.06.18-ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპარლამენტო დელეგაციამ პარლამენტის სპიკერის ვალერი კვარჭიას ხელმძღვანელობით ქ. მოსკოვში  „პარლამენტარიზმის განვითარების საერთაშორისო ფორუმში" მიიღო მონაწილეობა

05.06.18- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე ვალერი კვარჭია ქ. მოსკოვში სახელმწიფო დუმის ფედერალური კრების  დსთ-ს საქმეთა კომიტეტის  თავმჯდომარეს ლეონიდ კალაშნიკოვს შეხვდა

05.06.18-მიმდინარე წლის პირველ კვარტალში  ოკუპირებულ აფხაზეთში  საცხოვრებლად 155 რეპატრიანტი ჩავიდა

02.06.18-აფხაზურმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა სომხეთის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ „აფხაზური პასპორტებით" საზღვრის გადაკვეთის უკანონობის თაობაზე გაკეთებული განცხადება გააპროტესტეს

04.06.18- რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით  2 შეთანხმების  რატიფიცირებას ხელი მოაწერა

06.06.18-ქ. სოხუმის და ქ. სიმფეროპოლის „საქალაქო კრებებმა" თანამშრომლობის  შესახებ შეთანხმებას  ხელი მოაწერეს

06.06.18- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულია რუსეთის ფედერაციის ავტონომიური არაკომერციული ორგანიზაციის „ერთიანი ტრანსპორტის დირექციის"  გენდირექტორს  შეხვდა

07.06.18-ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ  ვენესუელას  საგარეო საქმეთა მინისტრს  ხორხე ალბერტო  არეასა მონსერატს დაბადების დღე მიულოცა 

12.06.18- ოკუპირებული გალის რაიონის ადმინისტრაციაში სირიიდან ჩასული  ლტოლვილების ჩასახლების საკითხი განიხილეს

13.06.18-ოკუპირებულ აფხაზეთში  უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის დროებით უვიზო შესვლა დაწესდა

14.06.18- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ქ. მოსკოვში  ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნას დაესწრო

14.06.18-რუსეთი გაეროში საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის წინააღმდეგ  გამოვიდა

14.06.18-აფხაზ ჩინოვნიკებს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო შეხვედრებში მონაწილეობა აეკრძალათ

18.06.18- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულია იუნისეფის  (გაეროს ბავშვთა ფონდის)  წარმომადგენელს  ლაილა ომარ გადს შეხვდა

21.06.18-ქ. სოხუმში რუსეთის „სამშვიდობო ძალების" დღისადმი მიძღვნილი მიტინგი ჩატარდა

22.06.18-რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დსთ-ს ქვეყნებთან,  აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან  თანამშრომლობის სამმართველოს უფროსად  ოლეგ გოვორუნი  დანიშნა

22.06.18- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. რეპატრიაციის სამინისტროს წარმომადგენლებმა ოჩამჩირის რაიონში  რეპატრიანტების ჩასახლების შესაძლებლობა განიხილეს

22.06.18 -ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ მინისტრმა გენადი გაგულიამ წითელი ჯვრის საერთაშორისო მისიის წარმომადგენელი მაქსიმ  ზაბალუევი  მიიღო

25.06.18-ვენესუელას პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას მისასალმებელი წერილი  გაუგზავნა

27.06.18-  ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ მინისტრმა გენადი გაგულიამ  ქ. სოხუმში ვიზიტად მყოფი  რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დსთ-ს ქვეყნებთან, აფხაზეთთან და  ე.წ. სამხრეთ ოსეთთან სოციალ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოს უფროსის მოადგილე   დენის ტრავინი მიიღო

27.06.18- ოკუპირებული აფხაზეთის  ე.წ. პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულია ქ. მოსკოვში. ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა  მინისტრს  სერგეი ჩებოტარიოვს შეხვდა

27.06.18-ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულია ქ. მოსკოვში რუსეთის ფედერაციაში სირიის ელჩს რიდად ხადადს  შეხვდა

 

3.    აფხაზეთის .. ხელისუფლების საგარეო-ეკონომიკური  აქტივობები

(იანვარი-ივნისი, 2018.)

 

25.01.18- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკურმა უნიტარულმა საწარმოომ „ჩერნომორენერგომ" რუსეთის ფედერაციის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხებით სპეცტექნიკა შეიძინა

19.02.18- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ქ. პრაღაში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 

05.02.18- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რუსეთის ფედერაციისთვის აფხაზური პროდუქციის მიწოდების   საკითხი განიხილეს

13.02.18- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გენადი გაგულია  ქ. სოჭში  ქალაქის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს ტარას  იაროშის შეხვდა

17.02.18- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის დელეგაციამ  ქ. პრაღაში გამართულ ტურიზმის საერთაშორისო ბაზრობაში Holiday World-ში მიიღო მონაწილეობა

27.02.18- ქ. სოხუმში გაიმართა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო ქონებისა და პრივატიზაციის კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ფიფიას შეხვედრა ჩინური სამეცნიერო-ტექნიკური კომპანიის   „კაკა ჩაინ-ნედვიჟიმოსტის" წარმომადგენლებთან

01.03.18-აფხაზურმა ბანკმა ნუმიზმატიკურ ჟურნალ «ზოლოტოი ჩერვონეცში" „ყველაზე პოპულარული და ღირებული მონეტის -ახალი ათონის მონასტის" შესახებ სტატია გამოაქვეყნა 

06.03.18- მიმდინარე წელს ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში 96 ტონაზე მეტი  მიმოზის ყვავილი იქნა ექსპორტირებული

08.03.18-ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში 10  ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება

16.03.18- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. კურორტებისა და ტურიზმის სამინისტრომ  რუსეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „MITT-2018"  საკუთარი სტენდი წარადგინა

16.03.18-ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის დელეგაცია  უწყების პრეზიდენტის გენადი გაგულიას ხელმძღვანელობით სერბთა რესპუბლიკაში იმყოფებოდა

17.03.18-ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ რუსეთის პრეზიდენტის  ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან  ერთად აფხაზეთის სოციალ-ეკონომიკური განვითარების  ხელშეწყობის საინვესტიციო პროგრამის რეალიზაციის საკითხები განიხილა

27.03.18-ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენელმა ვლადიმირ ნეკრასოვმა აფხაზეთის ე.წ. საბაჟო პოსტის უფროსთან კონსტანტინე ბალაშოვთან საბაჟო ფორმალობების გამარტივების საკითხი განიხილა

27.03.18- ქ. სოხუმში მოქმედმა კულტურულ-საქმიანმა  ცენტრმა „დომ მოსკვიმ" ახალგაზრდა მეწარმეებისთვის ტრენინგი ჩაატარა

30.03.18-ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ფორუმში „რუსეთის სამხრეთის კარიბჭე"

16.04.18- რუსეთის ფედერაციის ქალაქებში- ყაზანსა და ბელგოროდში გამართულ  ბაზრობებზე აფხაზური პროდუქცია გაიყიდა

12.04.18- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატამ საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსის ინალ აბუხბას  ხელმძღვანელობით სტავროპოლის მხარის ქალაქ მიხაილოვსკში გამართულ საერთაშორისო სასოფლო-სამეურნეო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

19.04.18- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპარლამენტო დელეგაციამ პარლამენტის სპიკერის ვალერი კვარჭიას ხელმძღვანელობით იალტის IV საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

20.04.18-ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატამ უწყების ე.წ. პრეზიდენტის გენადი გაგულიას ხელმძღვანელობით  მონაწილეობა მიიღო ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში  გამართულ საერთაშორისო გამოფენაში  «Alimentaria-2018»

23.04.18-ქ. იალტის მე-4  საერთაშორისო  ეკონომიკური  ფორუმის ფარგლებში აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრი ადგურ არძინბა სირიის არაბთა რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა

24.04.18-ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს სტავროპოლის მხარის ქალაქ მიხაილოვსკში  გამართულ საერთაშორისო გამოფენაში „«Агроуниверсал-2018»

26.04.18-ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატაში სპეიალურად ყირიმისთვის მომზადებული მობილური ბმულის- „სტუმრის რუქის" პრეზენტაცია გაიმართა

27.04.18-ოკუპირებული აფხაზეთი სირიიდან ნავთობპროდუქტების მოწოდების საკითხზე მუშაობს

30.04.18-აფხაზურმა ღვინოებმა ქ. კარასნოდარში გამართულ გამოფენაზე ოქროს და ვერცხლის მედლები აიღეს

10.05.18- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიწვევით ქ. სოხუმში   გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დელეგაცია ჩავიდა

10.05.18- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ გერმანიის ფედერაციული  რესპუბლიკის მეწარმეთა დელეგაცია მიიღო

18.05.18-ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაციამ ე.წ. ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლის სიმონ აგრბას ხელმძღვანელობით ყაზახეთში, ქ.ასტანაში გამართულ ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

24.05.18-ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაცია ე.წ. ეკონომიკის მინისტრის ადგურ არძინბას ხელმძღვანელობით ქ. სანკტ-პეტერბურგში გამართულ ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობდა

08.06.18-ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის დელეგაციამ "კურსკის ბაზრობაში" მიიღო მონაწილეობა

08.06.18-ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს რუსეთის ცენტრალური ფედერალური ოკრუგის  სავაჭრო-სამრეწველო პალატების ასოციაციის სხდომაში

11.06.18-ოკუპირებული აფხაზეთიდან ანექსირებულ ყირიმში ინერტული მასალებით დატვირთული პირველი გემი  გავიდა

19.06.18-რუსეთის ფედერაციამ ოკუპირებულ აფხაზეთში ჰუმანიტარული დახმარების სახით ახალი სასოფლო სამეურნეო ტექნიკა შეიტანა

25.06.18-ოკუპირებულ აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო  პალატის დელეგაცია ქ. ვარნის  სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიწვევით  ბულგარეთში იმყოფებოდა

27.06.18- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა გენადი გაგულიამ და რუსეთის ფედერაციის  ვიცე-პრემიერმა ვიტალი მუტკომ ქ. მოსკოვში  აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის   სოციალ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

 

4. სხვადასხვა ღონისძიებები

ძალოვანი სფერო, სასამართლო

22.06.18-დნესტრისპირეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლოები  თანამშრომლობაზე  შეთანხმდნენ

07.02.18-ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული რუსული ბაზის სამხედრო ტოპოგრაფიის  ხპეციალისტებმა აფხაზეთის პოლიგონების  სამგანზომილებიანი რუკა შეადგინეს

12.02.18-დნესტრისპირელმა ომის ვეტერანებმა ქ. გაგრაში სარეაბილიტაციო კურსი გაიარეს

17.05.18- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა ლუდმილა ხოჯაშვილმა და დიანა ფილიამ ქ. სანკტ პეტერბურგში საერთაშორისო იურიდიულ ფორუმში მიიღეს მონაწილეობა

11.06.18- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს თანამშრომლებმა რუსეთში გამართულ საერთაშორისო სწავლებებში მიიღეს  მონაწილეობა

 

განათლება

03.05.18- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა „რუსეთსა და აფხაზეთს შორის  განათლებისა და კვალიფიკაციის შესახებ დოკუმენტებისურთიერთაღიარების თაობაზე"  მიღებული შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა

08.05.18-ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტში ქ. ურალის პედაგოგიური უნივერსიტეტის თანამონაწილეობით საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა

02.05.18- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტში ქ. მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფიზიკის კათედრის  გახსნის საკითხი განიხილეს

 

მეცნიერება

21.02.18-ქ. მოსკოვში რუსეთის გეოგრაფიულ საზოგადოებასა და ფონდ „გორნაია აბხაზიას" შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

26.02.18-ფონდმა „გორნაია აბხაზიამ"  რუსეთის პარლამენტს წინადადებით მიმართა,  მხარი დაუჭიროს  აფხაზეთში „საერთო-კავკასიური არქეოლოგიური ექსპედიციის" ჩატარებას

13.03.18- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.  მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა ზურაბ ჯოპუამ მონაწილეობა მიიღო ქ. ტულაში გამართულ ფოლკლორისტთა სრულიად რუსეთის კონგრესში

10.05.18-ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მეცნიერებათა აკადემიამ ყირიმისა და ქ. სევასტოპოლის სამეცნიერო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმა

18.06.18-ტიუმენელი მეცნიერები  ოკუპირებულ აფხაზეთში  ღამურებს  იკვლევენ

25.04.18-ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უნივერსიტეტმა და  ორგანიზაცია „აფხაზეთში ჩინელთა ასოციაციამ"   ხელი  მოაწერეს  შეთანხმებას თანამშრომლობის შესახებ

25.06.18-ოკუპირებული აფხაზეთის ენციკლოპედიის შექმნაში აფხაზ მეცნიერებთან ერთად  რუსი კავკასიათმცოდნეები, თურქეთისა და სხვა ქვეყნების აფხაზური დიასპორების წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას

 

ჯანდაცვა

26.01.18-რუსეთის ფედერაციის დუმამ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები რუსეთის  მოქალაქეების შეღავათების მქონე ნაწილისთვის მედიკამენტების უფასოდ გაცემის შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა

09.02.18-ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრომ და ქ. სტავროპოლის შავი ჭირის  საწინააღმდეგო ინსტიტუტმა  თანამშრომლობის შესახებ გეგმას  ხელი მოაწერეს

09.02.18-რუსეთის ფედერაციისა და ოკუპირებული აფხაზეთის ინფექციონისტებმა 2018 წლის  მოქმედების  გეგმა შეიმუშავეს

10.02.18-იუნისეფმა (გაეროს ბავშვთა ფონდი) ოკუპირებულ აფხაზეთში პაპილომავირუსის   საწინააღმდეგო აცრები  ჩაატარა

17.02.18-რუსეთის სახელმწიფო დუმამ  ოკუპირებულ აფხაზეთთან „სამედიცინო დაზღვევის შესახებ"  შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

28.03.18- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ბესლან ბარციცმა რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტროს დელეგაცია მიიღო

10.04.18- აფხაზურმა დელეგაციამ ე.წ. ჯანდაცვის მინისტრის თამაზ წახნაკიას ხელმძღვანელობით პირველად მიიღო მონაწილეობა თურქეთის ქალაქ ანტალიაში  გამართულ მსოფლიო კონგრეს- გამოფენა  „Hestourex"-ში.

12.04.18- აფხაზურ პარლამენტში „სამკურნალწამლო პრეპარატებით უზრუნველყოფის შესახებ" შეთახმების რატიფიცირება   მოახდინეს

17.04.18- ოკუპირებულ აფხაზეთში  რუსული სამედიცინო პოლისების გამცემმა პუნქტებმა   მუშაობა დაიწყეს

23.04.18-აფხაზურმა დელეგაციამ ე.წ. ჯანდაცვის მინისტრის თ. წახნაკიას ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღო ქ. მოსკოვში შიდსის პროფილაქტიკისა და მკურნალობის  საერთაშორისო კონფერენციაში

16.05.18-  ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის მინისტრმა თ.წახნაკიამ   და   სამედიცინო დაზღვევის ფედერალური ფონდის თავმჯდომარის მოადგილემ იური ნეჩეპორენკომ  სამედიცინო პოლისების გაცემის საკითხებზე იმსჯელეს

08.06.18- ქ. სოხუმში  აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის მინისტრმა  თამაზ წახნაკიამ და ბაშკირეთის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ვალენტინ პავლოვმა თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს

10.06.18-ბაშკირელმა ექიმებმა ქ. სოხუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე  ლაპარასკოპიული მეთოდით  ოპერაციის გაკეთებაში  მასტერკლასი ჩაატარეს

 

კულტურა

10.01.18- ოკუპირებულ აფხაზეთში გახსნილი სტუდია „იააირუმას" ნორჩმა მოცეკვავეებმა  ქ. მოსკოვში გამართულ ბავშვთა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა

10.01.18- ნორჩმა მომღერალმა აფხაზეთიდან საბრინა პკინმა ქ. ნალჩიკში გამართულ ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში -„ევრაზიის ტალანტები-2018" გაიმარჯვა

13.01.18-ნორჩი ბალერინა აფხაზეთიდან ქრისტინა ჩხოტუა ქ. სანკტ-პეტერბურგის მარინის თეატრთან ერთად გერმანიაში გასტროლებზე იმყოფებოდა

15.01.18- ფაზილ ისკანდერის სახელობის  ქ. სოხუმის რუსული დრამის თეატრმა ქ. სანკტ-პეტერბურგის ალექსანდრე ვოლოდინის სახელობის თეატრალურ ფესტივალში- „ხუთი საღამო"- გაიმარჯვა.

23.01.18- ნორჩმა მოცეკვავემ აფხაზეთიდან მილენა ფაჩულიამ მონაწილეობა მიიღო რუსული  ტელეარხის НТВ-ის  მიერ ორგანიზებულ ცეკვის საერთაშორისო კონკურსში „ტი სუპერ! ტანცი"

24.01.18- აფხაზი მწერლის დაურ ნაჭყებიას რომანი "ბერეგ ნოჩი" ქ. ბელგრადში სერბულ ენაზე გამოიცა

04.03.18-ნორჩმა  მევიოლინემ აფხაზეთიდან ემილია ტარზიან-ხაგბამ  ქ. რიგაში გამართულ საერთაშორისო ვოკალურ-ინსტრუმენტალურ კონკურსში „ამომავალი ვარსკვლავები" გრან პრი  აიღო

12.03.18-რუსეთისა  და  ოკუპირებული აფხაზეთის სახალხო არტისტი, ოპერის  მომღერალი ხიბლა გერზმავა  ქ. მოსკოვში ჩატარებული მუსიკალური კონკურსის „ბრავოს" ლაურეატი გახდა ნომინაციაში „საუკეთესი კლასიკური საოპერო ვოკალი"

 17.03.18-ათი წლის მომღერალი ოკუპირებული აფხაზეთიდან სარა აბრამიანი ქ. მოსკოვში გამართულ  მუსიკალურ კონკურსში- „გოლოს დეტი" მეორე ეტაპზე გადავიდა

15.03.18- ქ. მოსკოვში, კინოთეატრ „ილუზიონში" აფხაზი მწერლის გიორგი გულიას 105 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართა.

06.04.18-ოკუპირებულ აფხაზეთში მოკლემეტრაჟიანი ფილმების „საერთაშორისო კინოფესტივალი"  ჩატარდა

29.04.18-ხალხური ცეკვების ბავშვთა ანსამბლმა „ადაცმა" ოკუპირებული აფხაზეთიდან ქ.  ნალჩიკში  გამართულ მე-5 საერთაშორისო ფესტივალზე პირველი ადგილი აიღო

01.05.18-სერბეთის ქალაქ ნოვი სადის ნაციონალურ თეატრში დადგმული სპექტაკლი „პინოქიო"  მუსიკალურად აფხაზმა კომპოზიტორმა და დირიჟორმა  ნოდარ ჩაჩბამ გააფოორმა

03.05.18- ქ. მოსკოვში ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლის „ამცაბზის" საანგარიშო კონცერტი ჩატარდა

10.05.18-ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. კულტურის სამინისტრო და რუსული  არაკომერციული ორგანიზაცია „თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუტი" თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

11.05.18-ნორჩი  მევიოლინე აფხაზეთიდან ემილია ტერზიანი-ხაგბა ისრაელში ჩატარებული საერთაშორისო მუსიკალური  კონკურსის  ლაურეატი გახდა

12.05.18-ყაბარდო-ბალყარელი მსახიობი რობერტ სარალპი აფხაზი მწერლის ბაგრატ  შინკუბას რომანის  „უკანასკნელი უბიხის" მიხედვით მონო სპექტაკლის დადგმაზე მუშაობს

15.05.18-ნორჩი  გუდაუთელი  ვოკალისტები 13 წლის ამინა ჯარსალია და  7 წლის ადელინა აჯბა  ქ. როსტოვში გამართული საერთაშორისო კონკურსის"ART OPEN WORLD"-ის ლაურეატები გახდნენ

24.05.18-ოლიმპიურმა კომიტეტმა ქ. როსტოვში მუნდიალის გახსნაზე ფეხბურთის მსოფლიო  ჩემპიონატის ჰიმნის  შესასრულებლად   რუსეთის ნორჩ ვოკალისტთა  კონკურსში  გამარჯვებულები ადელინა აჯბა და ამინა ჯარსალია მიიწვია

30.05.18- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზში  ყაბარდო-ბალყარელ  მხატვართა ნამუშევრების   გამოფენა გაიხსნა

01.06.18-ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. კულტურის მინისტრი ელვირა არსალია ქ.მოსკოვის კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ალექსეი ემელიანოვს  შეხვდა

05.06.18-ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. კულტურის სამინისტროს დელეგაცია ქ.მოსკოვში გამართულ  მუზეუმების ფესტივალში -„ინტერმუზეიში" მონაწილეობდა

08.06.18-ევრაზიის ლიტერატურული ფესტივალის „ЛиФФт-2018"-ის ორგანიზატორები  აფხაზეთში  ჩავიდნენ

17.05.18-ქ. ბიჭვინთაში ბავშვთა და ახალგაზრდული შემოქმედების X საერთაშორისო  ფესტივალი-კონკურსი  გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღეს რუსეთის სხვადასხვა ქალაქიდან ჩასულმა ბავშვებმა

27.06.18-აფხაზი გოგონა  საბინა ბარციცი ბულგარეთში გამართულ კონკურსში  „მსოფლიოს პრინცი და  პრინცესა"  მონაწილეობდა

29.06.18-ოკუპირებული აფხაზეთის   კალათბურთიელთა ნაკრები იორდანიაში ჩავიდა

 

ტურიზმი

12.01.18-ახალი წლის დღეებში ოკუპირებულ აფხაზეთში 8 ათასზე მეტი ტურისტი ჩავიდა

13.03.18- ოკუპირებული აფხაზეთის  ე.წ. კურორტებისა და ტურიზმის სამინისტრომ ქ. მოსკოვში გამართულ საერთაშორისო გამოფენაშიМITT-2018 მიიღო მონაწილეობა

26.04.18- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. კურორტებისა და ტურიზმის სამინისტროს  დელეგაციამ ქ.ეკატერინბურგში გამართულ ტურისტულ ფორუმში „ბოლშოი ურალ"მიიღო  მონაწილეობა

11.06.18- მ.წ. პირველი სამი თვის განმავლობაში რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში  800 ათასი ტურისტი ჩავიდა

11.06.18- მ.წ. პირველი კვარტლის შედეგების მიხედვით ანალიტიკურმა სააგენტომ "ტურსტატ"-მა ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთიდან ტურისტების ჩასვლის მხრივ ლიდერად აღიარა

 

ეკოლოგია

03.04.18-„როსსელხოზნადზორის" წარმომადგენლებმა ოჩამჩირის რაიონული ადმინისტრაციისა  და  რიგი  უწყებების ხელმძღვანელებთან ფაროსანასთან  ბრძოლის თემაზე თათბირი ჩაატარეს

19.06.18-რუსეთმა  ოკუპირებულ აფხაზეთს ფაროსანასთან ბრძოლისათვის 5 ტონაზე მეტი შხამქიმიკატები და სხვადასხვა სახის ტექნიკა გამოუყო

 

სპორტი

11.01.18-აფხაზმა სპორსტსმენმა ბაგრატ ფანდარიამ თავისუფალ ჭიდაობაში სრულიად რუსეთის ტურნირში მიიღო მონაწილეობა

23.01.18-ოკუპირებული აფხაზეთიდან მოკრივემ არმენ ჩალუკიანმა სამხრეთ ფედერალური ოკრუგის პირველობაში მიიღო მონაწილეობა

30.01.18- ქ. სოჭში გამართულ კარატეს ღია ჩემპიონატში 6-მა მოზარდმა სპორტსმენმა აფხაზეთიდან სხვადასხვა წონით კატეგორიაში პირველი ადგილები დაიკავეს

05.02.18-15-მა მოჭადრაკემ ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთის სახელმწიფო სოციალური უნივერსიტეტის  საერთაშორისო თასზე გამართულ ჭადრაკის ტურნირში "Moscow Open-2018" მიიღო მონაწილეობა

05.02.18- სპორტსმენებმა აფხაზეთიდან ვიქტორია პაპაზიანმა და თამაზ ტორჩინავამ ქ. მოსკოვში , რუსეთის თასზე გამართულ ტაიკვანდოს ჩემპიონატში  საპრიზო ადგილები დაიკავეს

05.02.18-კალინინგრადის ოლქის ქ. გუსევში გამართულ თავისუფალი ჭიდაობის  საერთაშორისო ტურნირში ნორჩმა აფხაზმა სპორტსმენებმა ორი ოქროს, ორი ვერცხლის  და ერთი ბრინჯაოს მედლები აიღეს

11.02.18-ქ.როსტოვში რუსეთის თასზე გამართულ რალის -"ზოლოტიე კუპოლა-2018"-ის  მესამე ეტაპის მონაწილე სპორტსმენმა აფხაზეთიდან თემურ სოლომკომ ვერცხლის მედალი აიღო

25.02.18- ქ.როსტოვის ოლქის პირველობაზე კოსიკი კარატეში გამართული ჩემპიონატის   მონაწილე  აფხაზმა სპორტსმენებმა  ორი ოქროს და სამი ვერცხლის მედალი მოიპოვეს

11.03.18-თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართულ ტენისისტ ქალთა ყოველწლიურ პროფესიონალურ ტურნირში - ITF Womens Circui აფხაზმა სპორტსმენმა ამინა ანშბამ გაიმარჯვა

17.03.18-აფხაზმა მოკრივემ იგორ ადლეიბამ ქ. ანაპაში გამართულ კრივის ტურნირში  გაიმარჯვა

06.05.18-რუსეთის სპორტის სამინისტროს ეგიდით ქ. სოხუმში სპორტის ციკლური სახეობების- „ტიტანის" ფარგლებშისპორტულიშეჯიბრებებისსერიაჩატარდა

07.05.18- სპორტსმენებმა  აფხაზეთიდან  იპოლიტე აქუბარდიამ და ლუკა კვარაცხელიამ  ქ. სანკტ პეტერბურგში გამართულ ძიუდოს  21-ე საერთაშორისო ტურნირში პირველი ადგილები დაიკავეს

10.05.18- 15  წლის გაგრელმა   მოკრივემ გერმან არჯენიამ  ქ.  მოსკოვის პირველობაზე გამართულ კრივის ტურნირში პირველი ადგილი დაიკავა

12.05.18-რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კორპორაციამ„როსატომ"-მა ქ.ბიჭვინთაში პანსიონატ  „ლიტფონდის"- ტერიტორიაზე მრავალფუნქციური სპორტული მოედანი გახსნა

14.05.18-სოხუმელმა კარატისტებმა რუსეთის ფედერაციის ქალაქ ბარნაულში „აზიის თასზე" გამართულ  საერთაშორისო ტურნირში ქალთა შორის ოქროს და ვერცხლის მედლები  მოიპოვეს

14.05.18-აფხაზმა სპორტსმენებმა რუსეთის ფედერაციის ქალაქ სამარაში გამართულ ტაილანდური კრივის ღია ჩემპიონატში  პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს

15.05.18-ქ. სოხუმში საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი „აკვაფონ ოუპენ- 2018"  ჩატარდა, რომელშიც ადგილობრივებთან ერთად სამხრეთ რუსეთის რეგიონებიდან ჩასულმა სპორტსმენებმაც მიიღეს მონაწილეობა

23.05.18-ქ.მოსკოვში   აფხაზეთის ე.წ. ფიზიკური კულტურისა და სპორტის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ ბაგრატ ხუტაბამ და რუსეთის ფედერაციის სპორტის მინისტრმა პაველ კოლობკოვმა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთში სპორტის განვითარების საკითხები განიხილეს

30.05.18-აფხაზმა სპორტსმენებმა ოკუპირებულ ცხინვალში  მაგიდის ჩოგბურთში გამართულ „საერთაშორისო" ტურნირში მიიღეს მონაწილეობა

31.05.18-ოკუპირებული აფხაზეთის ფეხბურთელთა ნაკრებმაConIFA-ს ეგიდით ქ. ლონდონში  გამართულ ფეხბურთის მსოფლიო  ჩემპიონატში   მიიღო მონაწილეობა

05.06.18- აფხაზი სპორტსმენი ინარ კეტია ქ. მოსკოვში რუსეთის პირველობაზე გამართულ   თავისუფალი  ჭიდაობის  ტურნირში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა

10.06.18-ნორჩ ფეხბურთელთა კლუბმა სოხუმის „დინამომ" სრულიად რუსეთის ფეხბურთის  ტურნირში  Hopes Cup "World Cup Sochi- 2018მიიღო მონაწილეობა

12.06.18- ქ. სოხუმის კალათბურთელთა გუნდმა ყარაჩაი-ჩერქეზეთის დაბა დომბაიში გამართულ კალათბურთის ტურნირში მეორე ადგილი აიღო

12.06.18-ნორჩმა აფხაზმა  ჩოგბურთელმა ასტამურ კაციამ ქ. სოჭში 9-10 წლის ბავშვთა შორის გამართულ ტურნირში პირველი ადგილი მოიპოვა

19.06.18-აფხაზმა სპორტსმენმა ბაჯა ხუტაბამ კრასნოდარის მხარის ქ. გულკევიჩში გამართულ სამხრეთ რუსეთის ოლქის თავისუფალი ჭიდაობის  ჩემპიონატში გაიმარჯვა

20.06.18-აფხაზმა სპორტსმენმა ედიშერ კონჯარიამ ქ. ყაზანში გამართული ნაციონალური ორთაბრძოლის-„კურეშის" მე-16 ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა

25.06.18-აფხაზმა  სპორტსენებმა რუსეთის ფედერაციის ქალაქ კურგანინსკში გამართულ ტაიკვონდოს ღია სამხარეო  ტურნირში მიიღეს მონაწილეობა

26.06.18-აფხაზმა სპორტსმენმა ალენ ავიძბამ საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში "Futures"  სერიით  გამართულ ტენისში ტურნირი გაიმარჯვა

28.06.18-სირიის რესპუბლიკაში  სამუშაო ვიზიტით მყოფი  ოკუპირებული აფხაზეთის  ე.წ.  სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ბაგრატ ხუტაბა  სირიის  სპორტის მინისტრს მუაფაკ ჯუმაას  შეხვდა

 

დასკვნა

ზემოთმოყვანილი მონაცემების მიხედვით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა იანვარი-ივნისის თვეებში საგარეო-პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებებით, ასევე,  სხვადასხვა სფეროების მიხედვით (განათლება, მეცნიერება, ჯანდაცვა, კულტურა, სპორტი და სხვ.)  რუსეთთან (ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების ჩათვლით)   და  სხვა უცხო ქვეყნების წარმომადგენლებთან დაახლოებით 190-მდე შეხვედრა და კონტაქტი  განახორციელეს,  აქედან რუსეთთან (ჩრდილოეთ  კავკასიის რესპუბლიკების ჩათვლით)- 130-მდე  კონტაქტი დაფიქსირდა, დანარჩენ ქვეყნებთან კი  60-მდე.

რუსეთის  ფედერაციის  შემდეგ  ყველაზე მეტი შეხვედრა და კონტაქტი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების  მხრიდან  აღინიშნა  სირიის არაბთა რესპუბლიკასთან.  მას შემდეგ რაც 29 მაისს სირიის რესპუბლიკამ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, აფხაზეთსა და სირიას შორის ურთიერთობამ ინტენსიური ხასიათი მიიღო, ამ პერიოდისთვის სირიის რესპუბლიკის პრეზიდენტი   ბაშარ ასადი და  აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა   შეხვედრაზე   შეთანხმდნენ, რასაც 1 ივნისს  სოხუმში სირიელი ხალხის მხარდასაჭერი მიტინგის ჩატარება მოჰყვა. მოგვიანებით, 12  და 22 ივნისს  გალის, გაგრისა და ოჩამჩირის რაიონულ  ადმინისტრაციებში  სირიელი, იორდანელი და თურქეთიდან ჩასული  რეპატრიანტების ჩასახლების საკითხი განიხილეს.

აღნიშნულ საგარეო პოლიტიკურ აქტივობებს წინ უძღოდა 23 აპრილს, იალტის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრის ადგურ ხარაზიას შეხვედრა სირიის ეკონომიკის მინისტრთან, სადაც ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, ამავე შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აფხაზეთი სირიიდან ნავთობპროდუქტების მოწოდების საკითხზე მუშაობს .

მოგვიანებით 27 ივნისს აფხაზეთის ე.წ. სპორტისა და ფიზიკური კულტურის  სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე ბაგრატ ხუტაბა სირიის არაბთა რესპუბლიკაში ჩავიდა და   სირიის სპორტის მინისტრს, სირიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს მუაფაკ ჯუმაას და სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს  სირიასა და აფხაზეთს შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობის საკითხები.

ამავე პერიოდში ყურადღებას იქცევს აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების  წარმომადგენლის ხიბლა ამიჩბას აქტიურობა ბერლინში გამართულ სხვადასხვა ღონისძიებებზე: ამიჩბა დაესწრო ქ. ბერლინში  სტალინგრადისათვის ბრძოლის 75 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენის გახსნას (05.02.18), მონაწილეობდაქ. ბერლინში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში, (02.03.18),  მან, აგრეთვე, ქ. ბერლინში „მსოფლიო ხალხთა ენების „მუზეუმში ლექცია წაიკითხა აფხაზური ენის შესახებ (15.03.18) ეს აქტივობები ხიბლა ამიჩბას თქმით, აფხაზეთის ცნობადობის ხარისხის  ამაღლებას, მისი ისტორიის, კულტურის პოპულარიზაციასა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის მხარდამჭერთა  წრის გაფართოებას ემსახურება.

 მ.წ. 10 მაისს აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიწვევით აფხაზეთში საქმიანი ვიზიტით ჩავიდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დელეგაცია, რომელსაც გერმანიაში აფხაზეთის  ე.წ.  სავაჭრო-სამრეწველო პალატის ოფიციალური წარმომადგენელი ვოლფგანგ მატცკე ხელმძღვანელობდა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ბიზნესმენები, მსხვილი გერმანული კომპანიების გენერალური დირექტორები, ასევე, ცნობილი ჟურნალისტი თომას ნელსი, რომელიც აფხაზეთის შესახებ საინფორმაციო მასალის მომზადებას აპირებს.- აღნიშნავს სააგენტო „ აფსნიპრესი".

 სააგენტოს  ცნობით,  გერმანიიდან სტუმრები აფხაზეთში ჩავიდნენ „ ქვეყნის"  ეკონომიკური პოტენციალის შესასწავლად. ამას გარდა ისინი დაინტერესებული არიან აფხაზეთის ე.წ. მეწარმეებთან თანამშრომლობით და აფხაზეთის სხვადასხვა დარგების ინვესტირების საკითხს განიხილავენ.

   „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთის შესახებ ობიექტური ინფორმაცია მიიღონ ევროპის ქვეყნებმა. რათა მათ ჩვენი კარგად ესმოდეთ. რამდენადაც არ უნდა ეცადოს საქართველო იმის მტკიცებას, თითქოს აფხაზეთი ოკუპირებული რეგიონია, ეს არ აშინებთ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან ჩვენთან თანამშრომლობისათვის. ჩვენ მადლობას გიცხადებთ თქვენ და ყველა მათ, ვინც ხელს უწყობს ჩვენთან თანამშრომლობას",- უთხრა დელეგაციის წევრებს  ხაჯიმბამ.

   ყურადღებას იქცევს სეპარატისტული ხელისუფლების  აქტიურობა იორდანიის ხაშიმიტურ სამეფოსთან. მ.წ. 3 მარტს იორდანიის სამეფოს  წარმომადგენელთა პალატის დეპუტატების დელეგაცია აფხაზეთში ჩავიდა. იორდანიის დელეგაციის ხელმძღვანელმა მანსურ სჟაჟმა აღნიშნა, რომ  ისინი დაინტერესებული არიან აფხაზეთთან დაახლოებითა   და თანამშრომლობით. მისი თქმით, იორდანიის მეფე ყურადღებას იჩენს სამეფოში არსებული კავკასიური დიასპორის მიმართ, სჟაჟმა აფხაზეთთან კულტურისა და ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

"თქვენს ხალხს გამარჯვება ადვილად არ მიუღია, ის მოვიდა დიდი დანაკარგის შედეგად. ჩვენთვის ეს კარგადაა  ცნობილი. ჩვენ მხარს დავუჭერთ ასეთ ქვეყნებს ჩვენი შესაძლებლობების შესაბამისად. თქვენ მძიმე სამუშაო გაქვთ. გისურვებთ წარმატებებს და თქვენი ქვეყნის ფართო საერთაშორისო აღიარებას".-აღნიშნა  დელეგაციის წევრმა ხალედ ალ ბაქარმა.

როგორც ცნობილია, აფხაზეთის სეპარატისტულ რეჟიმს საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა აქვს  იორდანიაში  მცხოვრებ ჩერქეზულ  დიასპორასთან, რომლის წარმომადგენლები წინა პერიოდშიც ჩასული იყვნენ ოკუპირებულ აფხაზეთში. იორდანიასთან ურთიერთობის თემა  ბოლო პერიოდშიც გააქტიურდა,  კერძოდ, სირიის მიერ აფხაზეთის აღიარების კვალდაკვალ, რაც   იმის საფუძველს იძლევა, რომ  ე.წ.  აფხაზურ ხელისუფლებას გარკვეული მოლოდინები აქვს ამ ქვეყნის მხრიდან დამოუკიდებლობის აღიარების კუთხით.

ეს მოლოდინები კიდევ უფრო გამოიკვეთა 29 ივნისს იორდანიაში აფხაზეთის კალათბურთელთა ნაკრების ჩასვლის დროს, რომელმაც მეგობრული მატჩი გამართა იორდანიის  კალათბურთელთა ნაკრებთან.

აფხაზი სპორტსმენები იორდანიაში ახალგაზრდულმა ჩერქეზულმა ასოციაციამ მიიწვია,- ამის შესახებ აფხაზურ სააგენტო იორდანიაში ახალგაზრდული ჩერქეზული ორგანიზაციის წარმომადგენელმა ჟანა ლეიბამ განუცხადა.

როგორც ლეიბამ აღნიშნა, იორდანიის პარლამენტის დეპუტატმა მანსურ სჟაჟმა აფხაზეთში სამუშაო ვიზიტის დროს აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან ორმხრივი ურთიერთობის საკითხები განიხილა.

„მანსურ სჟაჟის მთავარი ამოცანაა იორდანიის მხრიდან აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება. ამისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება. მე როგორც ახალგაზრდული ჩერქეზული  ორგანიზაციის წარმომადგენელმა შევიმუშავე აფხაზ კოლეგებთან თანამშრომლობის გეგმა და მისი სხვადასხვა ორგანიზაციებისა და კომეტეტების მიერ მოწონების შემდეგ, ჩვენ მოვიწივიეთ აფხაზეთის კალათბურთელთა გუნდი,  მომავალში აფხაზეთის ნაკრების მიწვევით იორდანელი  სპორტსმენები ესტუმრებიან აფხაზეთს. ჩვენს გეგმებში შედის აფხაზ კოლეგებთან თანამშრომლობის გაგრძელება",-აღნიშნა ლეიბამ. (Apsnypress, 29.06.18)

ამ ორიოდე კვირის წინ ოკუპირებულ  აფხაზეთში  სამუშაო ვიზიტით ჩასული  იორდანიის ხაშიმიტური სამეფოს დელეგაცია  აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა  გენადი გაგულიამ მიიღო.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს იორდანიის სენატის ვიცე-პრეზიდენტმა მონირ სობერმა, სენატორმა სამიხ პინომ, გენერალ-მაიორმა დავუდ ხაკუზმა, პარლამენტის ექს-დეპუტატმა მუჰამედ რასლანმა, ასევე,  იორდანიაში აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელმა ალი ბაკიჟმა. მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის და სავაჭრო ურთიერთოებების დამყარების შესაძლებლობანი.- წერს სააგენტო.

 შეხვედრაზე გენადი გაგულიამ ხაზი გაუსვა: „ჩერქეზებმა დიდი როლი შეასრულეს იორდანიის ახალ ისტორიაში, ეს ფაქტი ჩვენ კიდევ უფრო გვაახლოებს. თქვენი ქვეყანა წარმოადგენს ტურისტული დარგის განვითარების მაგალითს და ჩვენ მოხარული ვართ გავეცნოთ თქვენს გამოცდილებას  ამ სფეროში, და , ასევე საკუთარი გაგიზიაროთ".

 გაგულიამ, ასევე, აღნიშნა, რომ  აფხაზეთს  სავაჭრო ურთიერთობები  დამყარებული აქვს 30 ქვეყანასთან, მათ შორის ისეთ სახელმწიფოებთანაც, რომელთაც აფხაზეთი იურიდიულად არ უღიარებიათ. „აფხაზეთსა და იორდანიას შორის სავაჭრო ურთიერთობის დამყარების საკითხში წინაღობები  არ არსებობს"- განაცხადა გაგულიამ.

 თავისი მხრივ იორდანიის დელეგაციის ხელმძღვანელმა მონირ სობერმა თქვა, რომ იორდანია, შეიძლება აფხაზეთისთვის არაბულ ბაზარზე გასვლის ძირითად საშუალებად იქცეს.

 აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება გარკვეულად აქტიურობს სერბეთისა და სერბთა რესპუბლიკის მიმართულებითაც.

წლის დასაწყისში სერბეთის რესპუბლიკის დედაქალაქში ბელგრადში სერბულ ენაზე  გამოიცა აფხაზი მწერლის დაურ ნაჭყებიას რომანი "ბერეგ ნოჩი" ( 24.01.18), რომელიც  აფხაზეთის კონფლიქტის თემაზე არის დაწერილი. ადრე ეს წიგნი ქართულ, ესპანურ და სომხურ ენებზე ითარგმნა.

მაისის თვეში სერბეთის ქალაქ ნოვი სადის ნაციონალურ თეატრში დადგმული სპექტაკლი „პინოქიო" მუსიკალურად აფხაზმა კომპოზიტორმა და დირიჟორმა ნოდარ ჩაჩბამ გააფორმა (01.05.18) ამავე სპექტაკლში ქორეოგრაფიული ნომერი შეასრულეს აფხაზმა მოცეკვავეებმა. სპექტაკლის დასრულების შემდეგ ერთობლივ კონფერენციაზე მასპინძლებმა აღნიშნეს, რომ ისინი  სერბეთში აფხაზეთის კულტურის დღეების ჩატარებას აპირებენ.

მ.წ. მარტში სერბთა რესპუბლიკაში  ჩასული იყო აფხაზური დელეგაცია ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის ყოფილი პრეზიდენტის გენადი გაგულიას ხელმძღვანელობით, რომელიც  ქ. ბანია-ლუკაში სერბთა რესპუბლიკის  პრეზიდენტს მილორად დოდიკს და სხვადასხვა უწყებების  ხელმძღვანელებს  შეხვდა (16.03.18)

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება განვლილ პერიოდში ცდილობდა  კონტაქტები განეახლებინა სხვა ქვეყნებთანაც, რომელთა წარმომადგენლები სხვადასხვა დროს სამუშაო ვიზიტით იყვნენ ჩასული  ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების ზემოთმოყვანილი აქტივობების მიხედვით შეიძლება დავასკვნათ, რომ აფხაზური მხარე  მაქსიმალურად ცდილობს კონტაქტების დამყარებას ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებთან და, ასევე ევროპის ქვეყნებთან. ბოლო ხანებში განსაკუთრებით თვალშისაცემია იორდანიის ხაშიმიტურ სამეფოსთან დაახლოება და გახშირებული კონტაქტები, ამ ქვეყანაში ჩერქეზული დიასპორის გააქტიურება  და მათ მიერ გაკეთებული განცხადებები.

    ზემოთაღნიშნული ფაქტები დღის წესრიგში აყენებს იმის აუცილებლობას, რომ, უფრო გააქტიურდეს ჩვენი დიპლომატიური კორპუსის მუშაობა ამ თვალსაზრისით. შესაბამისმა სამსახურებმა თანმიმდევრული და მიზანმიმართული საქმიანობით მიაღწიონ აღნიშნულ ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავებას. ამასთან, კომპლექსური ღონისძიებების გატარებით გამოირიცხოს გაუთვალისწინებელი შემთხვევები და ჩვენი საქმიანობა სასიკეთო შედეგებზე იქნას ორიენტირებული.

 

 

 

 

გამოყენებული წყაროები

1.Apsnypress.info

2. Abkhazia inform

3.sputnik Abkhazia

4.apsny.ru

5. Abaza-TV

6.Apsua.tb.ru

7. Abkhaz-auto.ru

8.Ekhokavkaza.com

9.kavkaz- uzel.eu

10. Aiaaira.com

11.Rosbalt.ru

12. Ria.ru

13. Apsny life.ru

14. Gazeta.ru

15. lenta .ru

16. kavpolit.ru

17. tass.ru.

18. pravda.ru

19.komsomolskaia Pravda.ru

20.moskovski komsomolec.ru

21.regnum.ru

22.Kb Pravda.ru

23.Ipn.ge

24. Ghn.ge

25. Pia.ge

26. Medianews.ge

27. Axali ambebi.ge

28.Radiotavisufleba.ge

29. Presa.ge

30. News.ge

31. Newposts.ge

32.Accent.com.ge

33. Civill.ge

34. Livepress.ge

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის

პოლიტიკური ანალიზისა და კვლევების სამმმართველო

<< უკან