ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      01 02 03 04
05 06 08 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

 

ანალიტიკა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების საგარეო აქტივობების ძირითადი ტენდენციები, 2018 წლის ივლისი- სექტემბერი (კრებსი)

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის პოლიტიკური ანალიზისა და კვლევების სამმართველო

ოკუპირებული აფხაზეთის .. ხელისუფლების საგარეო აქტივობების ძირითადი ტენდენციები, 2018 წლის ივლისი- სექტემბერი (კრებსი)

 

ოქტომბერი, 2018

შინაარსი

1. შესავალი

2. აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების საგარეო-პოლიტიკური აქტივობები

3.აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების საგარეო-ეკონომიკური აქტივობები

4.სხვადასხვა ღონისძიებები:(ძალოვანი სფერო, სასამართლო, განათლება, მეცნიერება, ჯანდაცვა,კულტურა, ტურიზმი,სატრანსპორტო მაუწყებლობა, სპორტი)

 

1. შესავალი

  მიმდინარე წლის ივლისი-სექტემბრის თვეებში აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება ჩვეული ტემპით აგრძელებდა საგარეო პოლიტიკურ, საგარეო-ეკონომიკურ და სხვა სახის აქტივობებს თავის მოკავშირისა და სტრატეგიული პარტნიორის, რუსეთის ფედერაციის როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონალურ სტრუქტურებთან, ასევე ფედერაციის სუბიექტებთან. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების ვიზიტები აფხაზეთში  რაოდენობრივად უფრო  მეტი  იყო, ვიდრე აფხაზეთის  ე.წ. ხელისუფლებისა რუსეთში. სულ საგარეო პოლიტიკური მიმართულებით ამ პერიოდში 37 აქტივობა დაფიქსირდა, მათ შორის  აფხაზეთსა და რუსეთს შორის- 24, აქედან რუსეთის  სხვადასხვა რანგის წარმომადგენლები 19-ჯერ ჩავიდნენ ოკუპირებულ აფხაზეთში. ოკუპირებულ ტერიტორიას ხანმოკლე ვიზიტებით სტუმრობდნენ ისეთი მაღალი რანგის ჩინოვნიკები რუსეთიდან, როგორიცაარუსეთის ფედერაციის კავკასიის საქმეთა მინისტრი სერგეი ჩებოტარიოვი, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დეპუტატები. იქმნება შთაბეჭდილება, რომ რუსი მაღალჩინისნების გახშირებული სტუმრობები ოკუპირებულ ტერიტორიაზესეპარატისტულ ხელისუფლებაზე ზეგავლენის მოხდენას უკავშირდება უძრავი ქონების გაყიდვის შესახებ კანონის  მიღებასთან დაკავშირებით, რომელსაც აფხაზური მხარე წინააღმდეგობას უწევს და ცდილობს ეს საკითხი განხილვის საგნად არ აქციოს.

  ამავე პერიოდში გაგრძელდა  ურთიერთობები  ოკუპირებულ აფხაზეთსა და სირიას შორის, რომელმაც მაისის თვეში აფხაზეთის „დამოუკიდებლობა„ აღიარა. 3სექტემბერს აფხაზური დელეგაცია  აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას ხელმძღვანელობით სირიაში ჩავიდა და შეხვდა სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს, პარლამენტის სპიკერს სამედ ას საბაგს, პრემიერ-მინისტრს იმად სამისს, ხელი მოაწერა ბაშარ ასადთან „მეგობრობისა და თანამშრომლობის  შესახებ" შეთანხმებას, შეხვედრა გამართა სირიაში მცხოვრებ აფხაზურ დიასპორასთან, მოინახულა დამასკოს ბაზრობა და იქ განთავსებული აფხაზურიპავილიონი, შეხვდა სირიაში რუსეთის ელჩს ა. კიშმაკს და სხვ. უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის შემდეგ აფხაზურ დელეგაციას არც ერთ ქვეყანაში  ერთი ჩასვლითამდენი აქტივობა არ განუხორციელებია, როგორიც  სირიაში,  რაც ერთგვარად დაჩრდილა უკან დაბრუნებისას გუდაუთასთან ახლოს მომხდარმა ავარიამ, რომელსაც ე.წ. პრემიერ მინისტრ გენადი გაგულიას სიცოცხლე შეეწირა. ამ შემთხვევის გამოძიება ჯერ დასრულებული არ არის, მაგრამ  უკვე გამოირკვა , რომ  ავტომანქანის მძღოლი, რომელიც  გაგულიას  მანქანას შეეჯახა, ნარკოტიკული თრობის ზემოქმედების ქვეშ სულაც არ ყოფილა, როგორც ეს თავიდან ითქვა, რაც სხვადასხვა სახის ეჭვებს ბადებს. ცხადია. გაგულიას გარდაცვალებით სერიოზული მუხტი მოაკლდა ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო პოლიტიკურ და ეკონომიკურ აქტივობებს, რომელთა განხორციელებაში ე.წ. ყოფილ პრემიერ მინისტრს მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა. ეს აქტივობები ძირითადად მიმართული იყო აფხაზეთის, როგორც „დამოუკიდებელი სახელმწიფოს" ცნობადობის ამაღლებისა და დამოუკიდებლობის აღიარების მასშტაბების გასაფართოებლად, ასევე, ეკონომიკური კავშირების დასამყარებლად და ინვესტიციების მოსაზიდად.

   რაც შეეხება აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენელთა ეკონომიკურ აქტივობებს, ამ პერიოდში დაფიქსირდა ოკუპირებულ აფხაზეთში იორდანიის ხაშიმიტური სამეფოს დელეგაციის ჩასვლა, ბულგარელ მეწარმეთა ვიზიტი, აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელთა კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში ჩასვლა, აფხაზეთის ე.წ. ნაციონალური ბანკის მიერ ჰონკონგში გამართულ  საერთაშორისო ნუმიზმატიკურ გამოფენაში მონაწილეობის მიღება და სხვ.

   მთლიანად ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების აქტივობები საგარეო პოლიტიკური, საგარეო-ეკონომიკური და სხვა სფეროების მიმართულებით ამგვარად  გამოიყურება:

საგარეო-პოლიტიკური აქტივობები:

რუსეთთან-24,  მათ შორის ჩრდ. კავკასიის რესპუბლიკებთან (ადიღე, ყარაჩაი-ჩერქეზეთი)-2; სირიასთან- 6, თურქეთთან-1, ვენესუელასთან-1,ნიკარაგუასთან-1, ბელარუსთან-1, დონეცკთან- 1;

საგარეო-ეკონომიკური აქტივობები:

რუსეთთან-6, სირიასთან-2, ბულგარეთთან-1,ჰონკონგთან-1, კორეასთან-1, თურქეთთან-1,  იტალიასთან-1, ყირიმთან- 1.

 

ივლისი-სექტემბრის პერიოდში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებამ ასევე,  განახორციელააქტივობები ძალოვანი სფეროს, ტურიზმის, სატრანსპორტო კავშირების, ჯანდაცვის, განათლებისა და მეცნიერების,კულტურის, სპორტის მიმართულებით.

აქტივობები სხვადასხვა სფეროების მიხედვით:

ძალოვანი სფერო, სასამართლო:

რუსეთთან- 9,  (მათ შორის ჩრდილოეთ ოსეთთან-1), დნესტრისპირეთთან-1

 

ტურიზმის სფერო:

რუსეთთან -2,დონეცკთან-1.

 

სატრანსპორტო მაუწყებლობის სფერო:

რუსეთთან -1.

 

ჯანდაცვის სფერო

რუსეთთან-3 (მათ შორის ბაშკირეთთან-1)

 

განათლებისა და მეცნიერების სფერო:

რუსეთთან-3 (მათ შორის ჩეჩნეთთან-1).

 

კულტურის  სფერო:

რუსეთთან- 4 (მათ შორის ინგუშეთთან-1), დნესტრისპირეთთან-1, თურქეთთან-1

 

სპორტი:

რუსეთთან-18(მათ შორის ყარაჩაი-ჩერქეზეთთან-1),სირიასთან-1,ნიგერიასთან-1, დონეცკთან-1.

 

 საერთო ჯამში, ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლებამ სხვადასხვა ქვეყნებთან საგარეო-პოლიტიკური და საგარეო- ეკონომიკური, ასევე, სხვადასხვა სფეროების მიხედვით 100-მდე  აქტივობა და კონტაქტი განახორციელა, აქედან ყველაზე მეტი- 70-მდე აქტივობა დაფიქსირდა რუსეთთან.

   ქვემოთ მოგვყავს მიმდინარე წლის ივლისი-სექტემბრის თვეში აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების მიერ განხორციელებული აქტივობებისა  და კონტაქტების  ზოგადი სურათი და გეოგრაფია.

 

1. აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების საგარეო-პოლიტიკური აქტივობები

 

11.07.18-ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის ელჩი ალექსეი დვინიანინი აფხაზეთის ე.წ. საზოგადოებრივი პალატის  წევრებს შეხვდა

 

11.07.18-აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე ქ. სოხუმში გაეროს განვითარების  პროგრამების მუდმივ კოორდინატორს ნილსონ სკოტს შეხვდა

 

17.07.18- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ რუსეთის ფედერაციის კავკასიის საქმეთა  მინისტრი სერგეი ჩებოტაროვი მიიღო

 

17.07.18-ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულია ქ. სოხუმში რუსეთის ფედერაციის  ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტროს დელეგაციას შეხვდა

 

20.07.18-ქ. სოხუმში ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ჩასული ადიღეს რესპუბლიკის ხელმძღვანელი მურატ კუმპილოვი  აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მიიღო 

 

21.07.18-ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ და ადიღეს რესპუბლიკის ხელმძღვანელმა მურატ კუმპილოვმა რუსეთის სამხედრო ბაზის 100 წლისთავისადმი  მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა

 

23.,07.18-ქ. მოსკოვში  აფხაზეთის ე.წ. საელჩოში „აფხაზეთის სახელმწიფო დროშის" დღე აღინიშნა, რომელსაც რუსეთის ფედერაციაში ე.წ. აფხაზეთის  ელჩი იგორ ახბა, აფხაზური დიასპორისა და რუსეთის ინტელიგენციის წარმომადგენლები დაესწრნენ

 

23.07.18-თურქეთში, ეკსიშეხირის რაიონის  აფხაზურ სოფელ ტანდირში აფხაზეთის  „სახელმწიფო" დროშისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები ჩატარდა, რომელსაც  თურქეთის რესპუბლიკაში ე.წ. აფხაზეთის წარმომადგენლობის თანამშრომლები, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს,  მსოფლიოს აფხაზი-აბაზინური კონგრესის, თურქეთში აფხაზური კულტურის ცენტრების, თურქეთის სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები,პარლამენტარები  დაესწრნენ

 

24.07.18-ყარაჩა-ჩერქეზეთის დედაქალაქშიქ. ჩერკესკში აფხაზური და აბაზური დროშების გამოფენა გაიმართა

 

03.08.18-ქ. სოჭში  ოკუპირებული  აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრემიერ ასტამურ ქეცბასა და ქ. სოჭის მერის ანატოლი პახომოვის შეხვედრა გაიმართა

 

06.08.18-ქ. მოსკოვში  სააგენტო „როსსია სეგოდნიაში" „აფხაზეთის აღიარების"10 წლისთავთან დაკავშირებით აფხაზი და ოსი ჟურნალისტებისათვის პრეს-ტური გაიმართა

 

06.08.18-ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაცია ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ბესლან ბარციცის  ხელმძღვანელობით  სირიის არაბთა რესპუბლიკაში ჩავიდა

 

08.08.18-ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩი რუსეთის ფედერაციაში იგორ ახბა ქ. მოსკოვში  რუსეთის ფედერაციის ყოფილ ელჩს  სემიონ გრიგორიევს შეხვდა

 

20.08.18-რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი სამუშაო ვიზიტით ოკუპირებულ  აფხაზეთში  ჩავიდა

 22.8.18- ქ. სოხუმში აფხაზეთის "დამოუკიდებლობის" აღიარების დღისადმი მიძღვნილისაერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა დსთ-ს ქვეყნების, რუსი და უცხოელი ექსპერტების   (გერმანელი, დიდი  ბრიტანელი, შვეიცარიელი, თურქი,  იორდანელი) მონაწილეობით

 24.08.18- რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ქ. მოსკოვში საქმიანი ვიზიტით მყოფმა აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ „ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების"  საკითხებიგანიხილეს

 

26.08.18- რაულ ხაჯიმბამ ქ. სოხუმში რუსეთის ფედერაციის საბჭოს დელეგაცია მიიღო

 

03.09.18-ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა სირიაში ჩავიდა(დელეგაციის შემადგენლობაში არიან ე.წ. პრემიერ მინისტრი გენადი გაგულია, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბესლან ბარციცი, უშიშროების საბჭოს მდივანი მუჰამედ კილბა, საგრეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე, თავდაცვის მინისტრი  მერაბ ქიშმარია, ეკონომიკის მინისტრი ადგურ არძინბა).

 

03.09.18-რაულ ხაჯიმბამ ქ. სოხუმში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სასაზღვრო სამმართველოს ყოფილი უფროსი გენერალ-მაიორი დიმიტრი იუდინი და საზღვრის დაცვის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ალექსეი ტრუბეცკოი მიიღო

 

03.09.18- ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაცია დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკაში ჩავიდა  ე.წ. რესპუბლიკის ხელმძღვანელის ა. ზახარჩენკოს დაკრძალვაზე

 

04.09.18- სირიაში ვიზიტით მყოფმა რაულ ხაჯიმბამ და ბაშარ ასადმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „ მეგობრობისა და თანამშრომლობის" შესახებ

 

06.09.18- ქ. დამასკოში აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის  მინისტრმა ადგურ არძინბამ და სირიის ეკონომიკისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა მუჰამედ სამერ ხალილმა ხელი მოაწერეს  შეთანხმებას  ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ,

 

06.09.18-რაულ ხაჯიმბა  ქ. დამასკოში სირიის აფხაზური დიასპორას შეხვდა

 

06.09.18- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი სირიის  პარლამენტის სპიკერს ხამუდ ას საბაგს შეხვდა

 

06.09.18- რაულ ხაჯიმბა  ქ. დამასკოში სირიის პრემიერ მინისტრს იმად ხამისს შეხვდა

 

07.09.18-რაულ ხაჯიმბა სირიაში რუსეთის ფედერაციის ელჩს ა. კინშაკს შეხვდა

 

14.09.18-ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.საგარეოსაქმეთასამინისტრომნიკარაგუასსაგარეოსაქმეთასამინისტროსდამოუკიდებლობისდღის აღსანიშნავი მილოცვის წერილი გაუგზავნა

21.09.18-ოკუპირებული აფხაზეთიდან ქალთა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ქ. პეტერბურგში გამართულ ევრაზიის ქალთა მეორე ფორუმში „ქალები გლობალური უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარებისათვის"

 

25.09.18-ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი ვალერი ბგანბა ქ.მოსკოვში რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეს ვიტალი  მუტკოს შეხვდა.

 

28.09.18-რუსეთის ფედერალური კრების ფედერაციის საბჭოს თავჯდომარემ ვალენტინა მატვიენკომ აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის სპიკერს ვალერი კვარჭიას „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე" მიულოცა.

 

30.09.18-რაულ ხაჯიმბამ ქ. სოხუმში ჩრდილოეთ კავკასიის მოხალისეთა ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღო

 

30.09.18- რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა  ვლადიმირ პუტინმა რაულ ხაჯიმბას  „გამარჯვებისა  და დამოუკიდებლობის" 25 წლისთავი მიულოცა

 

30.09.18 - რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა რაულ ხაჯიმბას„გამარჯვებისა  და დამოუკიდებლობის"  25 წლისთავი მიულოცა 

 

30.09.18-რაულ ხაჯიმბაქ. სოხუმში სამუშაო ვიზიტით ჩასულ რუსეთის ფედერაციის  სახელმწიფო დუმის დელეგაციას შეხვდა

 

30.09.18- რაულ ხაჯიმბა ქ. სოხუმში ჩასულ ბელარუსისა და რუსეთის კავშირის საპარლამენტო კრების პასუხისმგებელ მდივანს სერგეი სტრელჩენკოს, დონეცკის „სახალხო რესპუბლიკის" დელეგაციას და რუს  პოლიტიკოსს სერგეი ბაბურინს შეხვდა.

 

30.09.18-რაულ ხაჯიმბამ  ქ. სოხუმში ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, ყაბარდო-ბალყარეთისა და ყარაჩაი-ჩერქეზეთის დელეგაციები  მიიღო

 

30.09.18-ქ. როსტოვის კაზაკთა კავშირის ხელმძღვანელმა ნიკოლაი კოზიცინმა რაულ ხაჯიმბას ცხენი და იარაღი აჩუქა

 

 

2.აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების საგარეო-ეკონომიკური აქტივობები

05.07.18-ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა გენადი გაგულიამ  ქ. სოხუმში იორდანიის ხაშიმიტური სამეფოს დელეგაციასთან ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილა

 

05.07.18-ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა გენადი გაგულიამ ქ. სოხუმში ბულგარელ მეწარმეთა დელეგაცია მიიღო კორპორაცია „Lev Corporation"-ის აღმასრულებელი დირექტორის პაველ  დიმიტროვის ხელმძღვანელობით

 

06.07.18-ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ნაციონალურმა ბანკმა ჰონკგონგში გამართულ საერთაშორისო ნუმიზმატიკურ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

 

12.07.18 -რუსეთის ფედერაციის ალტაის  მხარის კომპანიამ ოკუპირებულ აფხაზეთში 45 გუთანი გააგზავნა

 

12.07.18 - ქ. მოსკოვში პავილიონ „აბხაზიას" რეკონსტრუქცია გრძელდება

 

20.07.18-ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან საჩუქრად გაგზავნილი  200 მლნ რუბლის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა ჩავიდა

 

25.07.18- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი  თამილა მერცხულავა სამუშაო ვიზიტით  ქ. ტურინში იმყოფებოდა

 

20.08.18-ოკუპირებილი აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინიტრმა გენადი გაგულიამ  ქ. მოსკოვში, რუსეთის ფედერაციის მთავრობაში „სოციალ-ეკონომიკური თანამშრომლობის" საკითხები განიხილა

 

20.08.18-ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის დელეგაცია კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკაში ჩავიდა და  ანალოგიურ უწყებასთან თანამშრომლობის შესახებ  ორმხრივი შეთანხმება გააფორმა

 

22.08.18- ოკუპირებული აფხაზეთის  ე.წ. პრემიერ მინისტრმა გენადი გაგულიამ თურქი ბიზნესმენების დელეგაცია   მიიღო

 

04.09.18-ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ  ყირიმთან სავაჭრო-ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის განვითარების 2018 - 2021 წლების სამოქმედო გეგმა მიიღო

 

07.09.18- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო სამრეწველო პალატამ დამასკოს საერთაშორისო ბაზრობაში მიიღო მონაწილეობა

 

07.09.18-ქ. დამასკოს  საერთაშორისო ბაზრობის პირველი დღე „აფხაზეთის დღედ" გამოცხადდა

 

08.09.18-რაულ ხაჯიმბა  ქ. დამასკოში სირიის საქმიანი წრეების წარმომადგენლებს შეხვდა

 

08.09.18-ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ქ. დამასკოს საერთაშორისო გამოფენაზე აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის პავილიონი მოინახულა

 

ძალოვანი სფერო,  სასამართლო

06.07.18- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს დაარსების 12 წლისთავი  ქ. სოხუმის კულტურულ-საქმიან  ცენტრ  „Дом Москвы" ში აღინიშნა

 

06.07.18- ქ. სოხუმში  ოკუპირებული აფხაზეთისა  და დნესტრისპირეთის ე.წ.  შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა

 

06.07.18- რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს  ჰუმანიტარული დახმარების სახით რეანომობილი გადასცა

 

02.08.18-ქ. სოჭში რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეებისა  და  ოკუპირებული აფხაზეთის „სასაზღვრო" უწყების  წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

 

02.08.18-რუსმა სამხედროებმა ოკუპირებულ აფხაზეთში ავიაციის ჩართულობით ფართომასშტაბიანიწვრთნები ჩაატარეს

 

03.08.18-ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის უფროსად  ე.წ. სამხრეთ ოსეთის  ყოფილი „თავდაცვის მინისტრი"  გენერალ-მაიორი  ვასილი ლუნიოვი დაინიშნა

 

13.08.18-ქ. გუდაუთაში რუსეთის მეშვიდე სამხედრო ბაზის, შავი ზღვის ფლოტის, მეოთხე საჰაერო არმიის მონაწილეობით სამხედრო სწავლება ჩატარდა

 

04.09.18- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შეიარაღებული ძალებისა და რუსეთის მე-7 ბაზის სამხედრო მოსამსახურეებმა და ოფიცრებმა ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს

 

17.07.18-მოსკოვში, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროში სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზის სრულყოფის სფეროში რუსეთ-აფხაზეთის კონსულტაციები გაიმართა 

 

19.09.18-ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა დელეგაცია სამუშაო ვიზიტით  ჩრდილოეთ ოსეთს ეწვია

 

განათლება, მეცნიერება

06.09.18- ოკუპირებული აფხაზეთიდანახალგაზრდებმამონაწილეობამიიღეს ქ. ორენგბურგში ჩატარებულ ახალგაზრდულ - საგანმანათლებლო ფორუმში "ევრაზია"

 

17.09.18-აფხაზმა მეცნიერმაგურამგუმბამმონაწილეობამიიღო ქ. გროზნოში გამართულსაერთაშორისოკონგრესში„კავკასიისხალხთაეთნოგენეზისიდაეთნიკურიისტორია"

 

18.09.18- ქ. სოხუმშისაერთაშორისოსამეცნიეროკონფერენცია- "კავკასია XX-XXI საუკუნეების ისტორიულპროცესებში"-ჩატარდა

 

ჯანდაცვა

07.07.18- რუსულმა საქველმოქმედოფონდმა „არა ალკოჰოლიზმს და ნარკომანიას"ქ.. სოხუმში განცხადება გააკეთა აფხაზეთში ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის ერთობლივი პროექტისგანახორციელებისათვის მზადყოფნის შესახებ

 

17.07.18-ბაშკირეთის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმაქ. სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სასწავლო პრაქტიკა გაიარეს

 

ტურიზმი

24.07.18 - რუსული სააგენტოს ინფორმაციით, წელს იმ ტურისტების რაოდენობა, რომლებმაც აფხაზეთის საგზურები შეიძინეს, 93 პროცენტით გაიზარდა

 

13.09.18-აგვისტოს თვეში, ქ. სოჭიდან აფხაზეთის მიმართულებით და პირიქით, საზღვარი  დაახლოებით 1 მილიონ 600 ათასმაადამიანმადა 270 ათასმასატრანსპორტოსაშუალებამ გადაკვეთა

 

02.07.18- დონეცკელი ბავშვები ოკუპირებულ აფხაზეთში  დასასვენებლად ჩავიდნენ

 

სატრანსპორტო მაუწყებლობა

10.07.18-რუსეთის ფედერაცია და ოკუპირებული აფხაზეთი ქალაქებიდან-სამარიდან და პენზიდან ქ.სოხუმის მიმართულებით პირდაპირი მატარებლის კურსირებაზე შეთანხმდნენ

 

11.07.18-ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ მინისტრმა გენადი გაგულიამ ქ. სოხუმში რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

 

01.08.18-ოკუპირებულ აფხაზეთში 1 აგვისტოდანელეტრომატარებელმა „ადლერი-გაგრამ„კურსირება დაიწყო

 

კულტურა

13.08.18-აფხაზი რეჟისორის ინარ ნარმანიას ფილმმა „მე მქვია მახაზი" მოსკოვის  საერთაშორისო ფესტივალზე „Konik Film festival» გაიმარჯვა

 

28.08.18- დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებული  რესპუბლიკის  დედაქალაქში , ტირასპოლში მხატვართა   კონკურსი-"აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და დნესტრისპირეთი: დროში გამოწრთობილი მეგობრობა" -გაიმართა  

 

26.08.18-თურქეთის ქალაქ ადანაში აფხაზური კულტურის ცენტრი გაიხსნა

 

06.09.18- ოკუპირებულ აფხაზეთში ინგუშეთის რესპუბლიკის  კულტურის დღეები ჩატარდა

 

25.09.18- ქ. სოხუმში გამართული არტ-ფესტივალის ფარგლებში კრასნოდარის მხარის   საბავშვო ბიბლიოთეკასა და აფხაზეთის მწერალთა კავშირს შორის თანამშრომლობის შესახებ  შეთანხმებას  ხელი მოეწერა

 

27.09.18-ქ. მოსკოვში  აფხაზი მხატვრის ბორის აშუბას ნახატების გამოფენა გაიხსნა

 

სპორტი

02.07.18-ოკუპირებული აფხაზეთიდან ახალგაზრდა სპორტსმენებმა ქ. ტუაფსეში კრივის ტურნირში მიიღეს მონაწილეობა 

 

10.07.18-ქ. სოხუმში სერგეი ბაღაფშის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა კალათბურთში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სლავიანსკის, ჩერკესკის, ვოლგოგრადის, ბესლანის, დონეცკის „სახალხო რესპუბლიკის" გუნდებმა,

 

16.07.18-ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ქ. მოსკოვში  ფეხბურთის  მსოფლიო ჩემპიონატის დახურვის ცერემონიალს დაესწრო

 

17.07.18- ქ. ოჩამჩირეში  საჭადრაკო მარათონი „აბხაზია ოუპენ-2018-მა" გაიხსნა, რომელშიც ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლებთან ერთად დსთ-ს ქვეყნების მოჭადრაკეებმაც მიიღეს მონაწიელობა

 

17.07.18- აფხაზმა მოკრივემ იგორ ადლეიბამ ქ. ეკატერინბურგში გამართულ ტურნირში გაიმარჯვა

 

17.07.18-ქ. კრასნოდარში გამართულ დოღში ბედაურმა აფხაზეთიდან „ფასტ-კერლმა"  მეორე ადგილი დაიკავა

 

21.07.18-აფხაზმა ფრენბურთელებმა ყარაჩაი-ჩერქეზეთში გამართულ აბაზა ხალხის  სპორტულ თამაშობებში პირველი ადგილი მოიპოვეს

 

05.08.18-ქ. სოხუმში აღმოსავლეთ ევროპის პირველობაზე კარატე დო შოტოკანში ღია ჩემპიონატის საზეიმო გახსნა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ოკუპირებული  აფხაზეთის  წარმომადგენლებმა

 

06.08.18-აფხაზმა მოზარდებმა  ქ. სოჭში გამართულ ტაილანდური კრივის ღია სამხარეო ტურნირში  მონაწილეობა მიიღეს

 

08.08.18-ქ.სოხუმის სტადიონზე  ნიგერიისა და ოკუპირებული აფხაზეთის ახალგაზრდული ნაკრებების თამაში გაიმართა

 

10.08.18-ქ. ოჩამჩირეში ნიგერიის სტუდენტურ ნაკრებსა და  რუსეთის ფეხბურთის კლუბ „ხიმკის" ახალგაზრდულ გუნდს შორის  მატჩი   გაიმართა

 

17.08.18- აფხაზეთის ე.წ. ფიზკულტურისა და სპორტის მინისტრი ბაგრატ ხუტაბა ქ. დამასკოში  სამუშაო ვიზიტით ჩავიდა

 

17.08.18- მოზარდმა აფხაზმა მოკრივეებმა კრასნოდარის მხარის ქ. ეისკში გამართულ კრივის ტურნირში  გაიმარჯვეს

 

19.08.18- ქ. სოხუმში   კოსიკი კარატეში VI ღია „საერთაშორისო" ტურნირის ფინალი გაიმართა, რომელშიც რუსეთის ფედერაციისა და „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის"სპორტსმენებმაც მიიღეს მონაწილეობა

 

20.08.18-აფხაზმა სპორტსმენმა ზაალ ხვარწკიამ აფხაზეთის „დამოუკიდებლობის აღიარების" 10 წლისთავის აღსანიშნავად კავკასიონის მთათა სისტემის უმაღლესი მწვერვალი, ელბრუსი დალაშქრა

 

22.08.18-აფხაზმა ავტომრბოლელმა დიმიტრი გვაზავამ ქ. მოსკოვში გამართულ ავტორბოლაში მონაწილეობა მიიღო

 

22.08.18- ქ. სოხუმში გამართულ ჭიდაობის  საერთაშორისო ტურნირში ადგილობრივებთან ერთად რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან ჩასულმა სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა

 

17.09.18- აფხაზმა მოკრივემ ხარიტონ აგრბამ ქ. ვოლგოგრადში გამართულ ტურნირში კუბელი ოლიმპიური ჩემპიონი დაამარცხა

 

21.09.18-აფხაზმა სპორტსმენებმა ქ. კალინინგრადში ჩატარებულ თავისუფალი ჭიდაობის ტურნირში  მიიღეს მონაწილეობა

 

23.09.18-გაგრის რაიონის დაბა ბზიფის იპოდრომზე საცხენოსნო სპორტში ე.წ. საერთაშორისო ტურნირი გაიმართა

 

25.09.18-აფხაზმა სპორტსმენებმა ქ. სოჭში გამართულ თხეკვანდოს ღია პირველობაში მონაწილეობა მიიღეს 

 

გამოყენებული  წყაროები

1.Apsnypress.info

2. Abkhazia inform

3.sputnik Abkhazia

4.apsny.ru

5. Abaza-TV

6.Apsua.tv.ru

7. Abkhaz-auto.ru

8.Ekhokavkaza.com

9.kavkaz- uzel.eu

10.Aiaaira.com

11. Apsny life.ru

12.Нужная газета

13. Ria.ru

14.lenta .ru

15. kavpolit.ru

16. tass.ru.

17.Ipn.ge

18. Ghn.ge

19. Pia.ge

20. Axali ambebi.ge

21.Radiotavisufleba.ge

22. Presa.ge

23. News.ge

24. Newposts.ge

26.  Livepress.ge

 

აფხაზეთისავტონომიურირესპუბლიკისმთავრობისაპარატის

პოლიტიკურიანალიზისადაკვლევებისსამმართველო

<< უკან