ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      01 02 03 04
05 06 08 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

 

ანალიტიკა

რუსეთის ფედერაციის მხრიდან ოკუპირებული აფხაზეთის ფინანსური დახმარებები და საკუთარი შემოსავლების წყაროები

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის

პოლიტიკური ანალიზისა და კვლევების სამმართველო

 

რუსეთის ფედერაციის მხრიდან ოკუპირებული აფხაზეთის ფინანსური დახმარებები

და საკუთარი შემოსავლების წყაროები

 

30 ოქტომბერი, 2018

შინაარსი

1.  შესავალი

2.  რუსეთის ფედერაციის მხრიდან ოკუპირებული აფხაზეთის ფინანსური დახმარებების მოცულობა და მიმართულებები

3.  ოკუპირებული აფხაზეთის საკუთარი შემოსავლების წყაროები

4.  დასკვნები

 

1. შესავალი

ჩვენი ანალიტიკური ბარათის მიზანია, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით გავაშუქოთ და განვიხილოთ, ერთი მხრივ, ამ რეგიონისთვის რუსეთის მხრიდან ფინანსური დახმარებების მოცულობა და მიმართულებები, ხოლო მეორე მხრივ - ე.წ. რესპუბლიკური ბიუჯეტის ფორმირებაში სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული საკუთარი შემოსავლების წილი და წყაროები.

 

2. რუსეთის ფედერაციის მხრიდან

ოკუპირებული აფხაზეთის ფინანსური დახმარებების

მოცულობა და მიმართულებები

აფხაზეთის ე.წ. მთავრობის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, რუსული უსასყიდლო ფინანსური დახმარებები ე.წ. რესპუბლიკურ ბიუჯეტში მოიცავს ორ მიმართულებას:

1.      აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაფინანსება - ამ ნაწილში თანხები გამოიყენება პენსიების, სახელმწიფო მოხელეთა ხელფასების, ჯანმრთელობის დაზღვევის და სხვა სოციალური საჭიროებების გადახდაზე;

2.      აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის საინვესტიციო პროგრამის დაფინანსება - ამ მიმართულების თანხები გამოიყენება რეგიონის სხვადასხვა სფეროში არსებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად.

 

2015 წელს რუსეთის ფედერაციის ფინანსურმა დახმარებამ შეადგინა 2,668,800.0 ათასი რუბლი (≈ 43,720.3 ათასი აშშ $), მათ შორის: სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის - 2,218,800.0 ათასი რუბლი (≈ 36,332.1 ათასი აშშ $) და ე.წ საინვესტიციო პროგრამის განსახორციელებლად - 450,000.0 ათასი რუბლი (≈ 7,368.6 ათასი აშშ $).

2015 წლის ე.წ საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ყველაზე მეტად დაიხარჯა ჯანდაცვის სფეროში ინფრასტრუქტურის აღსადგენად (192.59 მლნ რუბლი ≈ 3.15 მლნ აშშ $); ხოლო შემდეგ მოდის ისეთი მიმართულებები, როგორიცაა: ავტოსაგზაო ქსელის განვითარება (179.85 მლნ რუბლი ≈ 2.9 მლნ აშშ $), ორგანიზაციული ღონისძიებები (64.52 მლნ რუბლი ≈ 1.06 მლნ აშშ $) და ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების აღდგენა (13.04 მლნ რუბლი ≈ 0.21 მლნ აშშ $).

 

2016 წელს რუსეთის ფედერაციის ფინანსურმა დახმარებამ შეადგინა 5,265,137.6 ათასი რუბლი (≈ 80,205.8 ათასი აშშ $), მათ შორის: სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის - 2,778,387.6 ათასი რუბლი (≈ 42,045.8 ათასი აშშ $) და ე.წ საინვესტიციო პროგრამის განსახორციელებლად - 2,486,750.0 ათასი რუბლი (≈ 37,632.4 ათასი აშშ $).

2016 წლის ე.წ საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში რუსეთმა ყველაზე დიდი თანხები გაიღო ავტოსაგზაო ქსელის განვითარებისა (507.54 მლნ რუბლი ≈ 7.7 მლნ აშშ $) და ენერგეტიკის მიმართულებებით (484.44 მლნ რუბლი ≈ 7.3 მლნ აშშ $). აგრეთვე დაფინანსდა ისეთი მიმართულებები, როგორიცაა: წყალმომარაგება, წყალგაყვანილობა და კანალიზაცია (341.90 მლნ რუბლი ≈ 5.2 მლნ აშშ $), მრავალბინიანი სახლების რემონტი და რეკონსტრუქცია, ტერიტორიის კეთილმოწყობა (317.83 მლნ რუბლი ≈ 4.8 მლნ აშშ $), ორგანიზაციული ღონისძიებები (274.02 მლნ რუბლი ≈ 4.1 მლნ აშშ $), ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობები (220.00 მლნ რუბლი ≈ 3.3 მლნ აშშ $), ჯანდაცვა (129.28 მლნ რუბლი ≈ 1.96 მლნ აშშ $), განათლება (112.13 მლნ რუბლი ≈ 1.7 მლნ აშშ $), კულტურა (23.97 მლნ რუბლი ≈ 0.36 მლნ აშშ $) და წარმოებისა და მოხმარების ნარჩენების მართვის სისტემა (12.64 მლნ რუბლი ≈ 0.19 მლნ აშშ $).

 

2017 წელს რუსეთის ფედერაციის ფინანსურმა დახმარებამ შეადგინა 5,356,480.0 ათასი რუბლი (≈ 91,893.6 ათასი აშშ $), მათ შორის: სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის - 2,770,500.0 ათასი რუბლი (≈ 47,529.6 ათასი აშშ $) და ე.წ საინვესტიციო პროგრამის განსახორციელებლად - 2,585,980.0 ათასი რუბლი (≈ 44,364.0 ათასი აშშ $).

2017 წლის ე.წ საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში რუსეთმა ყველაზე მეტად დააფინანსა წყალმომარაგება, წყალგაყვანილობა და კანალიზაცია (717.97 მლნ რუბლი ≈ 12.3 მლნ აშშ $), მრავალბინიანი სახლების რემონტი და რეკონსტრუქცია, ტერიტორიის კეთილმოწყობა (531.79 მლნ რუბლი ≈ 9.1 მლნ აშშ $), განათლების სფეროში არსებული ინფრასტრუქტურის აღდგენა (364.97 მლნ რუბლი ≈ 6.3 მლნ აშშ $) და ავტოსაგზაო ქსელის განვითარება (304.61 მლნ რუბლი ≈ 5.2 მლნ აშშ $). შედარებით ნაკლები თანხები ერგო ისეთ სფეროებს, როგორიცაა: ენერგეტიკა (120.93 მლნ რუბლი ≈ 2.1 მლნ აშშ $), ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობები (116.05 მლნ რუბლი ≈ 1.99 მლნ აშშ $), წარმოებისა და მოხმარების ნარჩენების მართვის სისტემა (103.79 მლნ რუბლი ≈ 1.78 მლნ აშშ $), წყალდიდობის საწინააღმდეგო და ნაპირგასამაგრი ღონისძიებები (91.15 მლნ რუბლი ≈ 1.56 მლნ აშშ $), ორგანიზაციული ღონისძიებები (73.42 მლნ რუბლი ≈ 1.3 მლნ აშშ $), და ბოლოს, ყველაზე ნაკლები თანხებით დაფინანსებულია მიწისა და უძრავი ქონების კადასტრის სისტემა (57.60 მლნ რუბლი ≈ 0.99 მლნ აშშ $), საინვესტიციო პროექტების სახელმწიფო თანადაფინანსება (53.70 მლნ რუბლი ≈ 0.92 მლნ აშშ $) და ჯანდაცვა (50.00 მლნ რუბლი ≈ 0.86 მლნ აშშ $).

 

2018 წლისთვის რუსეთის ფედერაციის ფინანსურმა დახმარებამ გეგმის მიხედვით შეადგინა 4,292,130.0 ათასი რუბლი (≈ 73,634.1 ათასი აშშ $), მათ შორის: სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის - 2,671,600.0 ათასი რუბლი (≈ 45,832.9 ათასი აშშ $) და ე.წ საინვესტიციო პროგრამის განსახორციელებლად - 1,620,530.0 ათასი რუბლი (≈ 27,801.2 ათასი აშშ $). (ვინაიდან 2018 წლის გეგმა დგინდებოდა 2017 წელს, აქ და სხვაგან ტექსტში 2018 წლის საგეგმო მონაცემების მიმართ პირობითად გამოყენებულია რუსულ რუბლთან დაკავშირებით აშშ დოლარის 2017 წლის საშუალო წლიური კურსი).

2018 წლისთვის ე.წ საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, რუსეთის დახმაერება გაწერილია ისეთი სფეროების დაფინანსებაზე, როგორიცაა: წყალმომარაგება, წყალგაყვანილობა და კანალიზაცია (404,99 მლნ რუბლი ≈ 6.9 მლნ აშშ $), მრავალბინიანი სახლების რემონტი და რეკონსტრუქცია, ტერიტორიის კეთილმოწყობა (366.15 მლნ რუბლი ≈ 6.3 მლნ აშშ $), განათლებაში არსებული ინფრასტრუქტურის აღდგენა (286.29 მლნ რუბლი ≈ 4.91 მლნ აშშ $), ავტოსაგზაო ქსელის განვითარება (168.98 მლნ რუბლი ≈ 2.9 მლნ აშშ $), ხოლო შედარებით ნაკლები თანხები გამოიყოფა ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა: საინვესტიციო პროექტების სახელმწიფო თანადაფინანსება (100.00 მლნ რუბლი ≈ 1.7 მლნ აშშ $), მიწის კადასტრისა და უძრავი ქონების კადასტრის სისტემა (88.40 მლნ რუბლი ≈ 1.5 მლნ აშშ $), წყალდიდობის საწინააღმდეგო და ნაპირგასამაგრი ღონისძიებები (61.79 მლნ რუბლი ≈ 1.06 მლნ აშშ $), ჯანდაცვა (60.60 მლნ რუბლი ≈ 1.04 მლნ აშშ $), ენერგეტიკა (45.85 მლნ რუბლი ≈ 0.79 მლნ აშშ $), ორგანიზაციული ღონისძიებები (25.82 მლნ რუბლი ≈ 0.44 მლნ აშშ $) და ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების აღდგენა (11.86 მლნ რუბლი ≈ 0.2 მლნ აშშ $).

 

უნდა აღვნიშნოთ, რომ ზემოთ მოყვანილი ე.წ საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში  განხორციელებული სამუშაოების გადამოწმება რეალურად შეუძლებელია. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ რუსეთის კონტროლის პალატის ანგარიშებში ხშირად გვხდება სხვადასხვა სახის შენიშვნა ამ პროგრამის ცალკეული მუხლების არამიზნობრივ ან არამიზანშეწონილ ხარჯებთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, თვით აფხაზურ პრესაში ხშირად შუქდება ამ პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ფაქტი კორუფციული გარიგებებისა და არაკეთილსინდისიერად შესრულებული სამუშაოების შესახებ.

 

ზემოთ აღნიშნული დოტაციების გარდა, რუსეთი ახორციელებს უპირობო დახმარებას, რათა უზრუნველყოს რეგიონის ე.წ. უსაფრთხოება, დაიცვას რეგიონის ე.წ. საზღვრები და ა.შ. უნდა აღინიშნოს, რომ ღია საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით, შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რამდენი იხარჯება ამ მიმართულებით [1].

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთი აწოდებს ოკუპირებულ აფხაზეთს ე.წ. შეღავათიან კრედიტებს ეკონომიკის სექტორის განვითარების ხელშემწყობი, რეალური პროექტების განსახორციელებლად. ამ საკრედიტო პროგრამის რეალიზატორები არიან რუსეთის ბანკები („Внешэкономбанк", „Россельхозбанк" და „ВТБ") და რუსეთის შპს „საინვესტიციო სააგენტო". (რუსეთის შპს „საინვესტიციო სააგენტო" შექმნილია 2014 წლის აგვისტოში, აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის. მისი გენერალური დირექტორია ა. შემონაევი). ბოლო 3 წლის განმავლობაში განხორციელდა მხოლოდ 8 პროექტი, საერთო ღირებულებით თითქმის 1 მლრდ რუბლი. აქ იგულისხმება ხილ-ბოსტნეულის მოყვანისა და გადამუშავების რამდენიმე საწარმო, ხორცის გადამამუშავებელი ქარხანა და რამდენიმე სასტუმრო კომპლექსი. ამ პროექტების ფარგლებში, მათი ინფორმაციით, შეიქმნა 400 სამუშაო ადგილი და ბიუჯეტში გადასახადების სახით ყოველ წელს შემოვიდა 150 მლნ რუბლი [2].

თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს 8 პროექტი თავისი მასშტაბებით წარმოადგენს ზღვაში წვეთს იმისათვის, რომ რეგიონმა იგრძნოს სერიოზული ეკონომიკური ზრდა და დაადგეს რეალური განვითარების გზას.

ამასთან, ყურადსაღებია რუსეთ-აფხაზეთის მე-9 საქმიანი ფორუმი, რომელიც ჩატარდა ქ. სოხუმში 2018 წლის 12 ოქტომბერს. ფორუმზე გამოკვეთილი იყო რეგიონში ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებული სამი ძირითადი მიმართულება: საინვესტიციო პოლიტიკა რეგიონში, აფხაზეთის და რუსეთის ურთიერთკავშირი ფინანსურ სექტორში და აფხაზეთის ენერგეტიკის მდგომარეობა. ფორუმის მონაწილეები საუბრობდნენ არსებულ სერიოზულ პრობლემებზე სამივე მიმართულებით [3].

ფორუმის ერთ-ერთი მოდერატორის ვლადიმერ ლეპიოხინის კომენტარის მიხედვით, ორი წლის წინ რუსეთში სპეციალურად შექმნილმა საინვესტიციო ფონდმა და პარალელურად აფხაზეთში დაფუძნებულმა ე.წ. სახელმწიფო საინვესტიციო სააგენტომ, დღეისათვის პრაქტიკულად შეწყვიტა მუშაობა. მთავარი პრობლემა გახდა ის, რომ აფხაზეთის რიგ ორგანიზაციებს, რომლებსაც აღებული ჰქონდათ კრედიტები შესაბამისი ბანკებიდან, უკან ვერ აბრუნებდნენ სესხებს. ამის გამო მკვეთრად შემცირდა რუსეთის იმ ბანკების რაოდენობა, რომლებიც თავიდან მზად იყვნენ გაეცათ კრედიტები აფხაზური კომპანიებისთვის. ამ ფონზე ასევე მკვეთრად შემცირდა აფხაზეთის ეკონომიკაში შესაძლო ინვესტიციების განხორციელების მსურველების რაოდენობაც, ანუ ბევრმა პოტენციურმა ინვესტორმაც დაკარგა ამ რეგიონის მიმართ ინტერესი.

ამასთან ერთად, სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული რუსეთ-აფხაზეთის საქმიანი საბჭოს უფროსის ანდრეი სერგეევის შეხედულებით, ამ დროისთვის აფხაზეთი რჩება ტერიტორიად, რომელიც არ არის მიმზიდველი უცხოური ინვესტიციებისთვის, მათ შორის რუსეთისთვისაც.

ფორუმზე სიტყვით გამოსული ბევრი ბიზნესმენის მოსაზრებით, აფხაზეთი ვერ იძლევა, ისევე როგორც რუსეთის ბანკებიდან აღებული კრედიტების დაბრუნების, ასევე რეგიონში ინვესტორების საკუთრების დაცვის გარანტიებს. ამისთვის არ არსებობს არანაირი ნორმატიული ბაზა. ამ ბიზნესმენთა შეხედულებით, რეგიონში არ არსებობს შესაბამისი კანონი, რომლის მიხედვით ინვესტორი დაცული იქნება აფხაზი ჩინოვნიკების არამართლზომიერი ქმედებებისაგან, მათ შორის დამატებითი გადასახადების მოულოდნელად დაწესებისაგან ან დაუსაბუთებული გამოძალვებისაგან.

ბოლოს, ფორუმზე რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა, ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებში  მინისტრის მოადგილემ იგორ კოშინმა რუსეთის მხრიდან ფინანსური დახმარებებთან დაკავშირებით გააკეთა გარკვეული მინიშნებები და განაცხადა, რომ საჭიროა დადგინდეს, თუ რატომ ხდება თავდაპირველად დაგეგმილ, ერთი წლის განმავლობაში გაწერილ გარკვეული მოცულობის ფულად თანხებზე რეალურად ბევრად ნაკლები თანხის ათვისება. მისი თქმით, სახეზეა სახსრების არაეფექტიანი გამოყენება. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ არსებობს საპროექტო-ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის დროულად მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები. ამავე დროს, პროექტების ხარისხიც ყოველთვის არ შეესაბამება დადგენილ ნორმებსა და წესებს.

აღნიშნული ფორუმის დამთავრების შემდეგ ჩატარებული პრეს-კონფერენციის დროს იგორ კაშინმა ხაზგასმით თქვა, რომ ფორუმზე სიამაყით საუბრობდნენ იმაზე, რომ ენერგეტიკაზე დახარჯულია რუსეთის 770 მლნ რუბლი, მაგრამ არავინ აღნიშნავდა გამანაწილებელ ქსელებში არსებულ დანაკარგებს და არ აღწერდა ელექტროენერგიის მოხმარებისთვის ცუდ გადახდისუნარიანობასთან დაკავშირებულ სიტუაციას. რეალური დანაკარგები უტოლდება შენატანებს, ანუ „ფული წყალშია გადაყრილი". მისი თქმით, ძირითადად აღსადგენად საჭიროა დაახლოებით 2 მლრდ რუბლი, ხოლო ამ დროს 770 მლნ რუბლი ჰაერში იყო გადაგდებული [4].

 

ამასთან ერთად, გვინდა აღვნიშნოთ გარკვეული უზუსტობა ი. კოშინის მიერ ნებსით თუ უნებლიეთ გაკეთებულ განცხადებებში რუსეთის მხრიდან ბოლო 9 წლის განმავლობაში დახმარებების საერთო მოცულობასთან დაკავშირებით. მისი თქმით, 2009 წლიდან 2017 წლის ჩათვლით რუსეთის დახმარებებმა შეადგინეს დაახლ. 44,6 მლრდ რუბლი, მათ შორის 2017 წელს - 6,9 მლრდ რუბლი. აქვე ის აღნიშნავს, რომ 2018 წლისთვის დაგეგმილია 8,6 მლრდ რუბლი [5]. მაშინ როდესაც აფხაზეთის შესაბამისი წლების ე.წ. რესპუბლიკური ბიუჯეტის მონაცემების მიხედვით, რუსეთის დახმარებები 2017 წელს დაახლ. 5,4 მლრდ რუბლს შეადგენდა, ხოლო 2018 წლის გეგმის მიხედვით გათვალისწინებულია მხოლოდ 4,3 მლრდ. რუბლი. ამასთან, 2017 წლის 8 აგვისტოს „ბი-ბი-სი"-ს რუსული სამსახურის მონაცემების მიხედვით [6] აფხაზეთს 2009-2016 წლებში რუსეთიდან მიღებული ჰქონდა 36,86 მლრდ რუბლი. ამას თუ მივუმატებთ 2017 წლის რუსეთის დახმარების მოცულობას, რომელიც შეადგენდა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დაახლ. 5,4 მლრდ რუბლს, მივიღებთ, რომ 2009-2017 წლებში აფხაზეთს რუსეთისგან მიღებული ჰქონდა დაახლ. 42,26 მლრდ რუბლი და არა 44,6 მლრდ რუბლი, რასაც ხაზგასმით აღნიშნავდა ი. კოშინი.

 

ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ რუსეთის მხრიდან მიმდინარე ფინანსური დახმარებების მიუხედავად, აფხაზეთში ბოლომდე მაინც არ ენდობიან რუსულ პოლიტიკას რეგიონის მიმართ და ეჭვის თვალით უყურებენ რუსეთის პოლიტიკურ ქმედებებს, განსაკუთრებით ფინანსური ე.წ. დახმარებების ნაწილში.

2018 წლის 16 ოქტომბერს საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკ აფხაზია"-სთვის მიცემულ ინტერვიუში აფხაზეთის ეკონომიკის ე.წ. მინისტრი ადგურ არძინბა აღნიშნავს, რომ „ეროვნული" უსაფრთხოებიდან გამომდინარე აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა უნდა იჩენდეს, და იჩენს კიდევაც სიფრთხილეს, სხვადასხვა რეგიონისთვის მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროს - ენერგეტიკაში შესაძლო რუსული ინვესტიციებით დაწყებული და უცხო ქვეყნების მოქალაქეებზე საკუთრების (მათ შორის საცხოვრებელი ფართების) შესაძლო მიყიდვით დამთავრებული [7].

 

3. ოკუპირებული აფხაზეთის საკუთარი შემოსავლების წყაროები

მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის საკუთარი შემოსავლების წილი საერთო ბიუჯეტში ბევრად ნაკლებია, ვიდრე რუსეთიდან მიღებული დახმარებების წილი, უნდა აღინიშნოს მათი ზრდადი დინამიკა 2014-2017 წლებში (იხ. დანართის ცხრილი 1). თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ზრდის ტემპი საკმაოდ დაბალია იმისათვის, რომ ვისაუბროთ რეგიონის სერიოზულ განვითარებასა და წინსვლაზე, რადგან ეს შედეგი მიღწეული იყო ძირითადად ადმინისტრაციული ზომების გამკაცრებით, გადასახადების ამოღების მიმართულებით და არა ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებით.

აფხაზეთის ე.წ. მთავრობის 2017 წლის ოფიციალური მონაცემებით, ე.წ. რესპუბლიკურ ბიუჯეტში რეგიონის საკუთარი შემოსავლების მთავარ წყაროს წარმოადგენენ შემდეგი გადასახადები და მოსაკრებლები (იხ. დანართის მე-2 ცხრილი):

  • აფხაზეთის ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის რეალიზაციიდან მიღებული საგადასახადო შემოსავლები შესაბამისი დღგ და აქციზების სახით - დაახლ. 900,5 მლნ რუბლი (დაახლ. 23,3 მლნ აშშ დოლარი), რაც აღნიშნული ბიუჯეტის საერთო შემოსავლის ≈10.8%-ს შეადგენს;
  • ე.წ. საგარეო ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული საგადასახადო შემოსავლები - დაახლ. 736,9 მლნ რუბლი (დაახლ. 19,1 მლნ აშშ დოლარი), მათ შორის საბაჟო მოსაკრებელი და საბაჟო გადასახადი, რაც საერთო შემოსავლების 8,9%-ს შეადგენს.

ამასთან ერთად, ე.წ. რესპუბლიკურ ბიუჯეტში შემოსულობების მნიშვნელობის მიხედვით გამოსაყოფია აგრეთვე:

  • აფხაზეთის ტერიტორიაზე გაყიდულ საქონელზე გადასახადები (აქ იგულისხმება დღგ აფხაზეთის ტერიტორიაზე რეალიზებულ საქონელზე, შესრულებულ სამუშაოებსა და მომსახურებაზე, რომელიც საერთო შემოსავლების 8,4%-ს შეადგენდა)
  • საწარმოებისა და ორგანიზაციების მოგების გადასახადი (რომელიც საერთო შემოსავლების 9%-ს შეადგენდა).

ამრიგად, ზემოთ აღნიშნული გადასახადებისა და მოსაკრებლების სახეობების მეშვეობით ე.წ. რესპუბლიკურ ბიუჯეტში შემოდის რეგიონის ძირითადი საკუთარი შემოსავლები, რაც ჯამში შეადგენს საერთო შემოსავლების დაახლ. 37,1%-ს.

2016 წელთან შედარებით ზემოთ ნახსენები გადასახადების მაჩვენებლები 2017 წელს ცოტათი გაიზარდა.

აქვე აღსანიშნავია უშუალოდ 2016 წლის სირთულეები, როდესაც აფხაზეთის ე.წ. პარლამენტს უწევდა გეგმების კორექტირება და ბიუჯეტის სეკვესტრის განხორციელება.

კერძოდ, 2016 წლის ე.წ. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების დროს, შემოსავლების ნაწილში შევიდა ცვლილებები, რის შემდეგაც ამ წლისთვის დაგეგმილი ბიუჯეტის საერთო შემოსავალი შემცირდა 3,248,876.5 ათასი  რუბლით (49,165,806 აშშ დოლარით) (მათ შორის,  რუსეთის ფინანსური დახმარება  სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის - 221,812.0 ათასი რუბლით, ანუ 3,356,719 აშშ დოლარით და საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში საბიუჯეტო ინვესტიციების განხორციელება სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით - 2,280,750.0 ათასი რუბლით, ანუ 34,514,981 აშშ დოლარით), რამაც შეადგინა 8,272,932.2 ათასი რუბლი (125,195,705 აშშ დოლარი), ნაცვლად თავდაპირველად დაგეგმილი 11,521,808.7 ათასი რუბლისა (174,361,512 აშშ დოლარისა).

ამავდროულად, სეკვესტრი შეეხო მოსალოდნელ საკუთარ შემოსავლებს 746,314.0 ათასი რუბლით (11,294,098 აშშ დოლარით). ეს გამოწვეული იყო ძირითადად დღგ-ს შესახებ დადგენილი პრივილეგიების გამო. კერძოდ, შემცირდა ბიუჯეტის შემოსავლების შემდეგი ნაწილი:

1. აფხაზეთის ტერიტორიაზე რეალიზებული საქონელი (სამუშაოები, მომსახურება) (შემცირდა დაახლ. 60,5 მლნ რუბლით, ანუ დაახლ. 915,556 აშშ დოლარით);

2. დღგ - აფხაზეთის ტერიტორიაზე ე.წ. იმპორტირებულ საქონელზე  (შემცირდა 299,3 მლნ რუბლით, ანუ დაახლ. 4,529,358 აშშ დოლარით);

3. საბაჟო გადასახადები (შემცირდა 475,3 მლნ რუბლით, ანუ დაახლ. 7,192,796 აშშ დოლარით);

4. ადმინისტრაციული გადასახადები და მოსაკრებლები (შემცირდა დაახლ. 9,3 მლნ რუბლით, ანუ დაახლ. 140,738 აშშ დოლარით).

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საკუთარი შემოსავლების ნაწილში, 2016 წლის ბიუჯეტის ფაქტობრივი შესრულება თითქმის 1 მლრდ რუბლით (15,133,171 აშშ დოლარით) ნაკლებია თავდაპირველ გეგმაზე.

 

რაც შეეხება რუსეთის ფინანსურ დახმარებებებს - 2017 წლის ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილის ჩამოყალიბების მთავარი წყარო, როგორც წინა წლებში, არის რუსეთის ფედერაციის ფინანსური დახმარება. ამ დახმარებამ 2017 წელს  შეადგინა დაახლოებით 5,35 მლრდ რუბლი, ანუ დაახლ. 91,782,467 აშშ დოლარი (დაახლ. 64,5%), ხოლო საკუთარმა შემოსავლებმა - დაახლოებით 2,9 მლრდ რუბლი, ანუ დაახლ. 49,751,243 აშშ დოლარი (დაახლ. 35,5%).

ხოლო 2018 წლის აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის ბიუჯეტში საკუთარი შემოსავლების ნაწილში დაახლ. 3140,3 მლნ რუბლი (დაახლ. 53,873,734 აშშ დოლარი) არის დაგეგმილი (დაახლ. 42,3%), მაშინ როდესაც რუსეთის ფინანსური დახმარების გეგმა 4292,1 მლნ რუბლს (დაახლ. 73,633,556 აშშ დოლარს) შეადგენს (დაახლ. 57,7%).

 

ცალკე გვინდა აღვნიშნოთ 2017 წლის 6 მარტს გამართული ე.წ. მინისტრთა კაბინეტის სხდომა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო დე ფაქტო პრეზიდენტმა  რაულ ხაჯიმბამ [8].

დღის წესრიგის ძირითადი საკითხი იყო 2016 წლის ე.წ. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, რომელიც ე.წ. ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი სერიკოვმა გააკეთა. მისი ანგარიში წინ უსწრებდა ეკონომიკის ე.წ. მინისტრის ადგურ არძინბას ანგარიშს 2016 წლის ინდიკატური გეგმის შესრულების შესახებ.

"დაგეგმილმა მაჩვენებლებმა ზოგადად გაამართლა", - განაცხადა არძინბამ. "საქონლისა და მომსახურების მშპ-მ  (სოფლის მეურნეობის გარდა) შეადგინა 47,2 მლრდ რუბლი (714,285,714 აშშ დოლარი), რაც 2015 წლის მაჩვენებელზე 15%-ით მეტია, ხოლო საგარეო ეკონომიკური საქმიანობის გათვალისწინებით - 71,7 მლრდ რუბლი (1,085,048,426 აშშ დოლარი), რაც, თავის მხრივ, უფრო მაღალია, ვიდრე 2015 წლისთვის 8,5 მლრდ რუბლი (139,184,542 აშშ დოლარი).  5,4%-იანი ინფლაციის გათვალისწინებით, ზრდა იყო 9,6%. ე.წ. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დარგობრივ ჭრილში, დიდ ნაწილს კვლავ სავაჭრო სექტორი იკავებს, ხოლო მეორე ადგილს - მრეწველობა. მთლიანი მოგების 68% ამ დარგებზე მოდის. გაიზარდა თევზის გადამამუშავებელი და ღვინის წარმოების დარგების შემოსავლები,  აგრეთვე ახალი ათონის მღვიმისა და რიწის რელიქტური ე.წ. ეროვნული პარკის შემოსავლები. წინა წლებში, ყველაზე ნაკლებად მომგებიანი იყო ენერგეტიკა, მშენებლობა და საბანკო სექტორი.

შეხვედრაზე ისაუბრა რაულ ხაჯიმბამ. მან აღნიშნა: "ყველა ჩვენი ძალისხმევა უახლოეს წლებში უნდა იყოს მიმართული მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის განვითარებისაკენ, უნდა  შეიქმნას პირობები მათი ფორმირებისა და განვითარებისათვის, უნდა შემცირდეს ყველა სახის ადმინისტრაციული ბარიერი, ინსპექტირება. ხელისუფლება და მისი სტრუქტურები უფრო აქტიურად უნდა იქნეს ჩართული ბიზნესისთვის მკაფიო წესების შემუშავების პროცესში და საგადასახადო კანონმდებლობის დახვეწაში. ჩვენი საბიუჯეტო შესაძლებლობები უნდა გაუმჯობესდეს არა გადასახადების გაზრდის გზით, არამედ გადასახადების მთლიანად ამოღებისა და კორუფციული სქემების გამოყენების თავიდან აცილების გზით, ასევე ბიუჯეტის ეფექტური ხარჯვით. გადასახადების აკრეფის შეუსრულებლობამ შეადგინა 243 მლნ რუბლი (3,677,360 აშშ დოლარი). მთავრობამ უნდა განახორციელოს სამუშაოები ამგვარი დავალიანებების მიზეზების აღმოსაფხვრელად. ნათელია, რომ არსებობს ობიექტური მიზეზები, მაგრამ უფრო მეტად საუბარია ადამიანურ ფაქტორზე და ფისკალური სტრუქტურების ხარვეზებზე ...". „...გარკვეული სამუშაოები დაიწყო რესპუბლიკური უნიტარული საწარმოების საქმიანობის მონიტორინგის მიმართულებით, თუმცა, ეს პროცესი არ დასრულებულა. ბევრი საწარმო დარჩა მთავრობისა და მაკონტროლებელი სტრუქტურების მკაცრი კონტროლის მიღმა. ამ საწარმოების მეპატრონეების მნიშვნელოვანი ნაწილი უკანონოდ იქმნიდა კომფორტულ პირობებს, ფართებისა და დანადგარების გაქირავებით, მაგრამ ამ საქმიანობიდან სახელმწიფოს არანაირი შემოსავალი არ მიუღია. გვაქვს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების მოვალეთა სია. საჭიროა  გააქტიურდეს მუშაობა მათ მიმართ, საწარმოების ლიკვიდაციის გარეშე. ფულის დაუბრუნებლობის ძირითად მიზეზად მოჰყავთ ისეთი არგუმენტები, როგორც "საწარმო არ არსებობს", "ესა თუ ის მოვალე გარდაიცვალა". პრაქტიკულად ყველა ეს დავალიანება საბოლოოდ ჩამოიწერება. ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილის შესავსებად აუცილებელია საკურორტო და ტურისტული სექტორის, სოფლის მეურნეობის, სატრანსპორტო და ენერგეტიკის სექტორში გამოუყენებელი შესაძლებლობებისა და რესურსების აქტივირება და ობიექტების მნიშვნელოვანი რაოდენობის ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართვა..."

 

აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, დე-ფაქტო პრეზიდენტის რ. ხაჯიმბას ვებგვერდზე განთავსებული მონაცემების მიხედვით, რეგიონის მასშტაბით, გამოყოფილია დარგები, რომლებიც ასე თუ ისე ფუნქციონირებენ, ესენია: ვაჭრობა, მშენებლობა, მრეწველობა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, კავშირგაბმულობა, მომსახურება, ტრანსპორტი, საფინანსო სექტორი და სხვები [9].

 

ქვემოთ მოგვყავს  ეკონომიკური საქმიანობის ის სახეობები, რომლებიც წარმოადგენენ რეგიონისთვის საკუთარი შემოსავლების მომტან ძირითად წყაროებს.

 

ა. ვაჭრობა

ვაჭრობა პირველ ადგილზეა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ს) მოცულობის მიხედვით, შესაბამისად, მისი წილი საერთო დამატებითი ღირებულების დაახლ. 39,9%-ს შეადგენს (2017 წ.).

ამ სექტორში დასაქმებული ადამიანების რიცხვი შეადგენს დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 5,9%-ს (2017 წ.).

აფხაზეთის ე.წ. სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, რეგიონის ვაჭრობაში გამოსაყოფია შემდეგი სასაქონლო ჯგუფები: საწვავი (ბენზინი), სამშენებლო მასალები, პური და საცხობი პროდუქტები, ხორცი და ფრინველი, რძე და რძის პროდუქტები, ბოსტნეული, ხორბლის ფქვილი, საკონდიტრო ნაწარმი და სხვა.

 

. მრეწველობა

დღეისათვის, სამრეწველო სექტორის წილი მშპ-ს ფორმირებაში საკმაოდ დიდია და შესაბამისად, საერთო დამატებითი ღირებულების დაახლ. 9,7%-ს შეადგენს (2017 წ.).

ე.წ. სახელმწიფო სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, მრეწველობაში დასაქმებულია 1,956 ადამიანი, რაც დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 4,6%-ს შეადგენს (2017 წ.).

სამრეწველო პროდუქციის სფერო წარმოდგენილია მრეწველობის ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა:

- დამუშავება (ხე-ტყე, შპონის წარმოება);

- სამთო (ინერტული მასალების მოპოვება, კირქვა, ქვანახშირი);

- გადამამუშავებელი (ფერადი და ფერადი ლითონების დამუშავება, მოსაპირკეთებელი ფილები, ბლოკები, ბეტონის წარმოება);

- საკვები (საცხობი, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური პროდუქცია);

- მსუბუქი (ტანსაცმელი, ავეჯი, თევზის კვება და თევზის ზეთი);

- პოლიგრაფია (ნაბეჭდი პროდუქტების წარმოება) და ა.შ.

თუმცა მეტ-ნაკლებად ვითარდება კვების მრეწველობა, ასევე სამშენებლო მასალების წარმოებისა და სამთო-მომპოვებელი მრეწველობის დარგები.

აფხაზეთის ეკონომიკაში მნიშვნელოვანია ე.წ. ექსპორტზე ორიენტირებული ღვინის დამზადება, ასევე თევზის გადამამუშავებელი მრეწველობა. მცირე მოცულობით წარმოდგენილია აგრეთვე: თაფლის, ლუდის, აჯიკის, მინერალური წყლებისა და გამაგრილებელი სასმელების წარმოება.

მშენებლობის ზრდა რუსეთის ფედერაციის ფინანსური დახმარების ფარგლებში, ძირითადად, კაპიტალური მშენებლობასა და სოციალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა, რამაც დადებითი გავლენა იქონია სამშენებლო მასალების შიდა წარმოების მოცულობაზე და შესაბამისად, გამოიწვია მომპოვებელი მრეწველობის მოცულობის ზრდა.

2014 წლის სოჭის ოლიმპიადისთვის მზადების პროცესში, სპორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის მოთხოვნილი ინერტული მასალების ექსპორტის ზრდა, დადებითად აისახა სამშენებლო მასალებისა და სამთო მრეწველობის წარმოებაზე და შესაბამისად, „ქვეყნის" ბიუჯეტზეც.

2017 წლის 26 აპრილს რუსეთის სამშენებლო კომპანია „VAD"-ის წარმომადგენლები, სამშენებლო მასალების მწარმოებელ აფხაზურ ფირმებთან მოსალაპარაკებლად, აფხაზეთს ეწვივნენ. შეხვედრაზე განიხილეს აფხაზეთიდან ყირიმში ინერტული მასალების მიწოდების წინადადებები. როგორც ცნობილია, "VAD"-ის წარმომადგენლები აფხაზი მწარმოებლების მიერ წარმოდგენილ სამშენებლო მასალების შერჩეულ ნიმუშებს ხარისხზე შეამოწმებენ. რუსული სამშენებლო კომპანია „VAD"-ი არის ყირიმში „ტავრიდის" გზატკეცილის მშენებლობა-რეკონსტრუქციის გენერალური კონტრაქტორი [10].

ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2017 წელს მორიგი რუსეთ-აფხაზეთის საქმიანი ფორუმის ფარგლებში ორგანიზებულ შეხვედრაზე მხარეებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას რუსეთში ინერტული მასალის 600 ათასი ტონის მიწოდებასთან დაკავშირებით [11]. ამასთან, 2018 წლის 12 ოქტომბერს რუსეთ-აფხაზეთის მე-9 საქმიან ფორუმზე რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრის მოადგილის იგორ კოშინის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, 2017 წლის განმავლობაში განხორციელდა რამდენიმე პროექტი და დღეისთვის ყირიმში აფხაზეთიდან უკვე არის გაგზავნილი 120 ათას ტონაზე მეტი ღორღი [12].

 

. მშენებლობა

მშენებლობა წარმოადგენს რეგიონის ეკონომიკის ერთ-ერთ უმსხვილეს დარგს მშპ-ს ფორმირებაში, მისი წილი საერთო დამატებითი ღირებულების დაახლ. 5,8%-ს შეადგენს (2017 წ.).

მშენებლობის დარგში დასაქმებულთა რაოდენობა 1,898 ადამიანია, რაც დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 4,5%-ს შეადგენს (2017 წ.).

ამ დარგის განვითარების ხელსაყრელი ფაქტორია მინერალური რესურსების დიდი და მრავალფეროვანი რეზერვების არსებობა, მათ შორის მარმარილოს, დოლომიტის, გრანიტის, ქვიშის, თიხისა და ა.შ.

სამშენებლო საწარმოთა ძირითადი ნაწილი ეკუთვნის არასახელმწიფო სექტორს და მათი უმთავრესი საქმიანობა კაპიტალური მშენებლობაა. ფირმები ახორციელებენ სხვადასხვა ტიპის მომსახურებას, მათ შორის პროექტირებას, სამშენებლო სამუშაოებს, სხვადასხვა ტიპის ობიექტების რეკონსტრუქციას, გადახურვას და ა.შ.

2017 წლის მიხედვით, აფხაზეთის სამშენებლო ორგანიზაციების მიერ კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობამ შეადგინა დაახლ. 2190,6 მლნ რუბლი (დაახლ. 37,581,060 აშშ დოლარი).

 

. მომსახურება

მოსახლეობის მიერ გადახდილი მომსახურების ინდიკატორი ასახავს მოსახლეობის ცხოვრების რეალური სტანდარტის სრულ სურათს და ზოგადი ფორმით, მოიცავს მუშაობის შედეგებს შემდეგ მომსახურებებზე: საყოფაცხოვრებო მომსახურება; საცხოვრებელი და კომუნალური მომსახურება; სამგზავრო სატრანსპორტო და საკომუნიკაციო მომსახურება; განათლების სისტემის, კულტურის, ფიზიკური კულტურისა და სპორტის მომსახურება; სამედიცინო მომსახურება; ტურისტული, ექსკურსიების,  და სანატორიულ-გამაჯანსაღებელი მომსახურება; იურიდიული მომსახურება.

ე.წ. სახელმწიფო სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 2016 წლის 12 თვის განმავლობაში, მომსახურება (ოფიციალურად რეგისტრირებული საწარმოებისათვის) 6,6 მლრდ რუბლს (99,878,934 აშშ დოლარს) შეადგენს.

ყველაზე დიდი წილი გადახდილი მომსახურების სტრუქტურაში, კავშირგაბმულობისა და სანატორიუმებში მიღებული მომსახურების წილია, რომელიც 45,7% და 29,5% შეადგენს.

 

. ტურიზმი

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ტურისტული მრეწველობიდან მიღებული საგადასახადო შემოსავლები, ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილში, ერთი მესამედით არის წარმოდგენილი.

აფხაზეთში ყველაზე პოპულარული, შემეცნებითი ტურიზმია, რაც საშუალოდ მთლიანი ტურისტული ნაკადის 60%-ს შეადგენს.

სტუმრების ძირითადი ნაწილი, დასვენების ან მკურნალობის მიზნით, გაგრის ოლქში ჩერდება, რადგან აფხაზეთის არსებული საკურორტო ნაგებობების 70%-ზე მეტი გაგრასა და ბიჭვინთაში მდებარეობს.

სანატორიუმებისა და დასასვენებელი ობიექტების შემოსავლებმა, ასევე ტურისტული და ექსკურსიების მომსახურებიდან შემოსულმა გადასახადების საერთო რაოდენობამ 2016 წლისთვის მთლიანობაში 2575,1 მლნ რუბლი (38,969,431 აშშ დოლარი) შეადგინა.

2017 წლის 27 აპრილს, მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განიხილეს 2016-2020 წლებისთვის საზაფხულო სეზონის მომზადების სამოქმედო გეგმა. გადასახადებისა და მოსაკრებლების მინისტრმა დაურ კურმაზიამ განაცხადა, რომ საკურორტო სექტორში, პირდაპირი საგადასახადო შემოსავლების მოცულობამ, 2016 წელს 400 მლნ რუბლი (6,053,268 აშშ დოლარი) შეადგინა, მათგან ბიუჯეტში შევიდა 290 მლნ რუბლი (4,388,619 აშშ დოლარი) სანატორიუმებისა და კურორტების სფეროში მომუშავე იურიდიული პირებიდან, 66 მლნ-ზე მეტი რუბლი (998,789  აშშ დოლარზე მეტი) - ექსკურსიებიდან,  35 მლნ რუბლი (529,661 აშშ დოლარი) - საცხოვრებლის გაქირავებით, ხოლო 12 მლნ-ზე მეტი რუბლი (181,598 აშშ დოლარზე მეტი) - ტურისტული სააგენტოებიდან [13].

 

. კავშირგაბმულობა

2016 წლის განმავლობაში ამ დარგის საერთო შემოსავალმა 3008,1 მლნ რუბლი (45,522,094 აშშ დოლარი) შეადგინა.

კავშირგაბმულობის წილი მშპ-ს ფორმირებაში, საერთო დამატებითი ღირებულების დაახლ. 4,9%-ს შეადგენს (2017 წ.).

რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის აღიარების შემდეგ, 2009 წელს, რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მისი პირობების თანახმად, აფხაზეთმა მიიღო მეშვიდე გლობალური ნუმერაციის ზონის ტერიტორიული სატელეფონო კოდი, რომელშიც მდებარეობს რუსეთი. ფიქსირებული ხაზის ოპერატორისათვის, გეოგრაფიული კოდია „ABC - 840", ხოლო  ფიჭური ოპერატორისთვის გამოიყენება  კოდი „DeF - 940".

აფხაზეთს აქვს შემდეგი სახეობის კომუნიკაცია:

1. სატელეფონო კომუნიკაცია (ხელმისაწვდომია ყველა რაიონულ ცენტრში):

- ციფრული ტელეფონი; - ანალოგიური ტელეფონი;

2. ფიჭური კავშირი, რომელიც ხელმისაწვდომია რეგიონის 96%-სათვის:

- „AQUAFON GSM"; - „A-MOBILE";

3. ინტერნეტის ქსელი (ხელმისაწვდომია ყველა რეგიონულ ცენტრში).

 

. სოფლის მეურნეობა

სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ს ფორმირებაში, საერთო დამატებითი ღირებულების დაახლ. 4,6%-ს შეადგენს (2017 წ.).

ამჟამად, სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში გამოყენებული მიწის ნაკვეთების ფართობი შეადგენს დაახლ. 397,3 ათას ჰექტარს.

თანამედროვე სოფლის მეურნეობის განვითარების ძირითადი მიმართულებებია თევზჭერა (ხამსა, სკუმბრია) და მემცენარეობა  (ციტრუსი, ფეიხოა, ხურმა - 7,2 ათასი ჰა, ვენახები - 2,6 ათასი ჰა, ტყის თხილი და სხვა).

წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის უმრავლესობა ექსპორტირდება რუსეთის ფედერაციასა და თურქეთში.

2015 წელს მიღებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების საერთო ღირებულებამ 12360,9 მლნ რუბლი (202,405,436 აშშ დოლარი) შეადგინა, რომელთა შორის 12076,6 მლნ რუბლი (197,780,123 აშშ დოლარი) მემცენარეობიდან და 284,3 მლნ რუბლი (4,655,313 აშშ დოლარი) მეცხოველეობიდან მიღებული შემოსავალია, ხოლო 2016 წელს - 12375,0 მლნ რუბლი, ანუ 187,273,002 აშშ დოლარი (შესაბამისად, 12103,9 მლნ. რუბლი (183,170,400 აშშ დოლარი) - მემცენარეობიდან და 271,1 მლნ რუბლი (4,102,602 აშშ დოლარი) - მეცხოველეობიდან) და 2017 წელს - 10387,4 მლნ რუბლი, ანუ 178,202,093 აშშ დოლარი (შესაბამისად, 10117,9 მლნ რუბლი (173,578,658 აშშ დოლარი) - მემცენარეობიდან და 269,5 მლნ რუბლი (4,623,434 აშშ დოლარი) - მეცხოველეობიდან).

ცალკე აღსანიშნავია 2018 წლის ივლისში რუსეთის მხრიდან აფხაზეთისთვის 200 მლნ რუბლის ღირებულების 190 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და მოწყობილობების გადმოცემის ფაქტი, ვლ. პუტინისა და რ. ხაჯიმბას შორის 2017 წლის 8 აგვისტოს შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების შედეგად [14].

 

. ტრანსპორტი

ტრანსპორტის წილი მშპ-ს ფორმირებაში, საერთო დამატებითი ღირებულების დაახლ. 2,9%-ს შეადგენს (2017 წ.).

2017 წელს ამ სფეროში დასაქმებულია 1,300-ზე მეტი ადამიანი.

ტრადიციულად, ტრანსპორტის დარგში,  მთავარი ადგილი საავტომობილო ტრანსპორტს უჭირავს, რომელსაც გააჩნია უპირატესობა  საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილების დროს. ეს  პირველ რიგში, გამოწვეულია სხვა სახის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაბალი დონით.

რაც შეეხება სარკინიგზო ტრანსპორტს, აფხაზეთის რკინიგზის სიგრძე 239 კილომეტრია. ეს არის ელექტრიფიცირებული სანაპირო სარკინიგზო ხაზი სოჭი-სოხუმი-გალი და ოჩამჩირე-ტყვარჩელის განშტოება, რომელიც ძირითადად გამოიყენება საექსპორტო ქვანახშირის გადასაზიდად ოჩამჩირის პორტში.  ორმხრივი სარკინიგზო მიმოსვლები აფხაზეთის გავლით 1992 წლიდან დაიხურა. სარკინიგზო ქსელის საექსპლუატაციო ზედამხედველობას ახორციელებს ე.წ. სახელმწიფო უნიტარულუი საწარმო „Абхазская железная дорога".

ამჟამად, სარკინიგზო მაგისტრალზე ადლერი-სოხუმის მიმართულებით ელექტრული მატარებელი რეგულარულად მოძრაობს, ასევე მოქმედებს მარშრუტები - მოსკოვი-სოხუმი, სანკტ-პეტერბურგი-სოხუმი.

აფხაზეთში ორი აეროპორტია. ქ. სოხუმის აეროპორტი დედაქალაქიდან 25 კმ-ით არის დაშორებული, ხოლო აეროპორტი „ბომბორა" მდებარეობს გუდაუთის მახლობლად, ქ. სოხუმიდან 40 კმ-ის დაშორებით. ამჟამად, აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებული აეროპორტების მეშვეობით მგზავრთა მომსახურება არ ხორციელდება.

აფხაზეთს სამი საზღვაო პორტი აქვს, მათ შორის ოჩამჩირის პორტი სამხედრო საჭიროებისთვის. აფხაზეთის მთავარი პორტი სოხუმია. აფხაზეთის პორტები „სახელმწიფოს" საკუთრებაა, რომლის ექსპლუატაციას ახორციელებს „სახელმწიფო" საკუთრებაში არსებული კომპანია „Абхазское морское пароходство"

 

ი. ფინანსური სექტორი

აფხაზეთის ოფიციალური ვალუტა რუსეთის ფედერაციის რუბლია. რეგიონის ფულის მიწოდების ძირითადი წყაროა საგადახდო ბალანსის დადებითი სალდო.

აღსანიშნავია ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ „დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლება რუსეთს ახალი „შეთანხმების" გაფორმებას სთხოვს, რომლითაც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული რუბლი ოფიციალურად გამოცხადდება გადახდის საშუალებად. თუმცა, ოფიციალური მოსკოვი ამ ნაბიჯის გადადგმას არ ჩქარობს და „აფხაზეთის საბანკო სისტემაში" რთული ვითარებაა შექმნილი... აფხაზეთის ტერიტორიაზე რუბლის გადამხდელ საშუალებად ოფიციალურად გამოცხადების საკითხი დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრმა ადგურ არძინბამ სოხუმში გამართულ მე-9 რუსულ-აფხაზურ საქმიან ფორუმზე დასვა... მისივე თქმით, აფხაზეთს არ აქვს წვდომა რუსეთის ფინანსურ ბაზართან, ეს კი პერიოდულად „რესპუბლიკაში" ნაღდი ფულის მწვავე დეფიციტს იწვევს და „ეკონომიკის განვითარებას აფერხებს... ამის საპასუხოდ რუსეთის ჩრდილო კავკასიის საქმეთა მინისტრის მოადგილე იგორ კოშინმა აღნიშნა, რომ „ეს რთული საკითხია და აუცილებლად უნდა განიხილოს, შემდეგ კი მოგვარდეს"" [15].

აფხაზეთის ერთიან „სახელმწიფო" მონეტარულ პოლიტიკას, აფხაზეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტთან შეთანხმებით, შეიმუშავებს და ახორციელებს აფხაზეთის ე.წ. ეროვნული ბანკი. აფხაზეთის ეროვნული ბანკი არის ბანკებისა და სხვა საკრედიტო ორგანიზაციების სამეთვალყურეო ორგანო და ამ უკანასკნელებზე გასცემს შესაბამის ლიცენზიებს.

2017 ელს აფხაზეთის საკრედიტო ორგანიზაციების მიერ გაცემულმა კრედიტებმა დაახლ. 4,1 მლნ რუბლი (დაახლ. 70,337აშშ დოლარი) შეადგინა, მათ შორის იურიდიულ პირებზე (დაახლ. 1,9 მლნ რუბლი), ინდ. მეწარმეებზე (დაახლ. 0,8 მლნ რუბლი), ფიზიკურ პირებზე (დაახლ. 1,2 მლნ რუბლი) და სხვა საკრედიტო ორგანიზაციებზე (დაახლ. 0,2 მლნ რუბლი).

რაც შეეხება აფხაზეთის საკრედიტო ორგანიზაციების საგარეო ეკონომიკურ საქმიანობას, ის აფხაზეთის „სუვერენიტეტის" რუსეთის მხრიდან აღიარების შემდეგ, რუსეთის ფედერაციის ბანკებში საკორესპონდენტო ანგარიშების მეშვეობით ხორციელდება. შესაბამისად, სხვა ქვეყნებში ანგარიშების კონვერტაცია და შემდგომი გადარიცხვა ხდება ზემოაღნიშნულ ანგარიშებზე წინასწარი მოთხოვნის საფუძველზე. ეს პროცედურა გრძელდება საშუალოდ ერთ საბანკო დღეს.

 

. ე.წ. საგარეო ეკონომიკური საქმიანობა

აფხაზეთის უმსხვილესი საგარეო ეკონომიკური პარტნიორია რუსეთის ფედერაცია, რომელიც მთლიანი ტვირთბრუნვის 80%-ს შეადგენს [16]. შემდეგია თურქეთი, უკრაინა, ჩინეთი, ბრაზილია, ბალტიის ქვეყნები და ა.შ.

იმპორტის სტრუქტურაში ყველაზე მნიშვნელოვანია ისეთი კატეგორიები, როგორიცაა: საკვები, სამშენებლო მასალები, მინერალური პროდუქტები, აპარატურა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სხვა საქონელი. აფხაზეთიდან ექსპორტირებული პროდუქციის ნუსხა, რომელიც ძირითადად რუსეთის ფედერაციისა და თურქეთის ბაზრებზე გადის, ტრადიციულად დომინირებს აგროსამრეწველო პროდუქტები და  სამთო - გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია. მათ შორისაა ისეთი საქონლის კატეგორიები, როგორიცაა: ღვინის პროდუქტები, თევზი და თევზის პროდუქტები, ციტრუსი, თხილი, მინერალური წყლები და ა.შ.

2017 წლის 24 თებერვალს გაიმართა ე.წ. სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის გაფართოებული სხდომა, რომელზეც განიხილებოდა 2016 წლის სამუშაოების შედეგები [17].

ანგარიშიდან გაირკვა, რომ აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 2016 წლისათვის შეადგენდა 24550,1 მლნ რუბლს (371,520,884 აშშ დოლარს), რაც 2578,8 მლნ რუბლით მეტია 2015 ელთან შედარებით. ექსპორტი 5462,1 მლნ რუბლს (82,658,898 აშშ დოლარს) შეადგენდა, იმპორტი - 19088,0 მლნ რუბლს (288,861,985 აშშ დოლარს).

2016 წლის ბოლოს საბაჟო გადასახადების დარიცხვა 95%-ით შესრულდა, 1705,2 მლნ რუბლი (25,805,084 აშშ დოლარი) გადაირიცხა ე.წ. რესპუბლიკური ბიუჯეტში, რაც 792 მლნ რუბლით მეტია, ვიდრე 2015 წლის იმავე პერიოდში (913 მლნ რუბლი = 14,950,057).

საბაჟო გადასახდელების ზრდა დაკავშირებულია "დამატებითი ღირებულების გადასახადის შესახებ" კანონის მიღებასთან, რომელიც ძალაში შევიდა 2016 წლის 1 იანვარს. ვინაიდან აღნიშნული კანონი ამოქმედდა, დამატებითი ღირებულების გადასახადი გახდა საბაჟო გადასახადის ერთ-ერთი ძირითადი სახეობა, რაც მთლიანი შემოსავლების 46% -ს შეადგენს. დღგ-სთვის დაგეგმილი მაჩვენებლები 781,1 მლნ რუბლს (12,790,240 აშშ დოლარს) შეადგენდა, ხოლო დღგ-ის დარიცხვის მოცულობამ 768,7 მლნ რუბლი (11,632,869 აშშ დოლარი) შეადგინა, ანუ დღგ-ს გეგმა 98%-ით შესრულდა. ამ ტიპის გადახდის გეგმის შეუსრულებლობა უკავშირდება დღგ-სგან გათავისუფლებული საქონლის კატეგორიების გაფართოებას.

შეხვედრაზე აგრეთვე განიხილეს გალის საბაჟო დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სამუშაოები. 2016 წელს დეპარტამენტმა იმუშავა შემდეგ ძირითად მიმართულებებზე: საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლი, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, სტატისტიკისა და ანალიზის წარმოება.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დაფიქსირდა 2,5 ათასი ტონა კაკლის გადატანა. საბაჟო მოსაკრებლებისა და გადასახდელების სახით ბიუჯეტში 32 მლნ რუბლია (484,261 აშშ დოლარია) შესული. პრაქტიკულად, მსოფლიო ბაზარზე კაკლის დაბალი ფასების გამო, შეიმჩნეოდა ექსპორტის ნაკლებობა. წლის მანძილზე დაფიქსირდა 45 სამართალდარღვევა, ძირითადად იმპორტირებული საქონლის მიმართ. 2016 წელს, 210 სხვადასხვა ღონისძიება განხორციელდა, გამოიკვეთა 40 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი. მათგან 93% - არადეკლარირებული ან არასწორად დეკლარირებული საქონელი, 7% - საზღვრის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით გასული საქონელი. მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით გამოვლენილი საქონლის საერთო ღირებულებამ 1777,0 ათასი რუბლი (26,891 აშშ დოლარი) შეადგინა. დარიცხული ჯარიმების ოდენობა 1668,0 ათას რუბლს (25,242 აშს დოლარს) შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2-ჯერ უფრო მაღალია. დარღვევები იქნა გამოვლენილი აქციზური საქონლის იმპორტისას (უმეტეს შემთხვევაში თამბაქოს ნაწარმის იმპორტის დროს), წარმოებული საქონელი, ქსოვილები, საყოფაცხოვრებო ნივთები.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო სტატისტიკის სამმართველოს ოფიციალური მონაცემების მიხედვით ე.წ. საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ 2017 წელს 21444,1 მლნ რუბლი (367,886,430 აშშ დოლარი) შეადგინა, მათ შორის ექსპორტმა - 3594,0 მლნ რუბლი, ხოლო იმპორტმა - 17850,1 მლნ რუბლი, მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი 2016 წელს 24550,1 მლნ რუბლს (371,520,884 აშშ დოლარს) შეადგენდა (მათ შორის ექსპორტი - 5462,1 მლნ რუბლს, ხოლო იმპორტი - 19088,0 მლნ რუბლს). ამრიგად, სახეზეა ე.წ. საგარეო ვაჭრობის ბრუნვის მოცულობის შემცირება, იმ ფონზე რომ იმპორტი თითქმის 4-ჯერ აღემატება ექსპორტს.

 

ბოლოს გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენის მიზანს წარმოადგენდა ოკუპირებული აფხაზეთის, როგორც გარედან, ისე საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით მიღებული, შემოსავლების ფორმირების აღწერა და ანალიზი.

რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის სტრუქტურას - ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო სტატისტიკის სამმართველოს მიერ გამოქვეყნებული 2016-2017 წწ. ე.წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისი მონაცემები მოყვანილი გვაქვს დანართის მე-3 ცხრილში.

 

4. დასკვნები

ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ზემოთ აღწერილი სიტუაციისა და გარემოებების გაშუქებისა და ანალიზის შედეგად შეიძლება დავაფიქსიროთ გარკვეული ტენდენციები და  გამოვიტანოთ შესაბამისი დასკვნები:

1.      ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკური ბიუჯეტის ფორმირებაში რუსეთის მხრიდან ფინანსური დახმარებების წილი წლების მიხედვით  მთავარ და მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს და 2014-2018 წლებში საშუალოდ დაახლოებით 60%-ს შეადგენს;

2.      ძირითადად რუსეთის მხრიდან უსასყიდლო ფინანსური დახმარებები ეხება, ერთი მხრივ, რეგიონში დაწესებული პენსიების, ხელფასების და სხვა საოციალური საჭიროებების გადახდებს, ხოლო მეორე მხრივ - რეგიონის ინფრასტრუქტურის აღდგენას, მაშინ როდესაც რეგიონის ეკონომიკის რეალური სექტორის გასაძლიერებლად და განსავითარებლად, რუსეთის დახმარებები შესაბამისი კრედიტების გაცემის სახით გამოიხატება;

3.      ამასთან აღსანიშნავია 2014-2018 წწ. რეგიონის საკუთარი შემოსავლების ზრდადი დინამიკა (თუმცა ამ ზრდის ტემპი საკმაოდ დაბალია იმისათვის, რომ ვისაუბროთ რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში სერიოზულ გარღვევაზე);

4.      ე.წ. რესპუბლიკურ ბიუჯეტში რეგიონის საკუთარი შემოსავლების მთავარ წყაროს წარმოადგენენ ისეთი გადასახადები და მოსაკრებლები, როგორიცაა:

  • აფხაზეთის ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის რეალიზაციის მიმართ დაწესებული გადასახადები (შესაბამისი დღგ-სა და აქციზების სახით),
  • ე.წ. საგარეო ეკონომიკური საქმიანობის მიმართ დაწესებული გადასახადები (შესაბამისი საბაჟო მოსაკრებლისა და საბაჟო გადასახადის სახით),
  • აფხაზეთის ტერიტორიაზე გაყიდულ საქონლის, შესრულებული სამუშაოებისა და მომსახურების მიმართ დაწესებული გადასახადები (შესაბამისი დღგ-ს სახით) და
  • საწარმოებისა და ორგანიზაციების მოგების მიმართ დაწესებული გადასახადი;

5.      ამავე დროს ე.წ. რესპუბლიკურ ბიუჯეტში რეგიონის საკუთარი შემოსავლების მომტან ძირითად წყაროს წარმოადგენენ ისეთი ეკონომიკური საქმიანობები, როგორიცაა: ვაჭრობა (საერთო დამატებითი ღირებულების დაახლ. 39,9%), მრეწველობა (9,7%), მშენებლობა (5,8%), კავშირგაბმულობა (4,9%), სოფლის მეურნეობა (4,6%), ტრანსპორტი (2,9%), მომსახურება და ტურიზმი (აღსანიშნავია, რომ მოყვანილი ეკონომიკური საქმიანობების მასშტაბები ძალზე მცირეა და ყოველი მათგანი ზრდის საკმაოდ დაბალი ტემპით ხასიათდება);

6.    ბოლოს უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დარგის მასშტაბი და განვითარების დონე საკმაოდ დაბალია. პერსპექტივაში რეგიონის წინსვლა და მასშტაბური განვითარება რთულად წარმოსადგენია. ეს განპირობებულია ძირითადად, ერთი მხრივ, ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკის მონოპოლიური, კლანური და კორუმპირებული ბუნებით, მეორე მხრივ კი - მძაფრი კრიმინოგენური მდგომარეობით და პოლიტიკური არასტაბილურობით.

 

გამოყენებული წყაროები:

1.      https://sputnik-abkhazia.ru/reference/20180806/1024614454/finansovaya-pomoshh-yuzhnoj-osetii-i-abxazii-so-storony-rf.html - Финансовая помощь Южной Осетии и Абхазии со стороны России - 06.08.2018.

2.      http://abkhazinform.com/item/7950-obshchij-ob-em-rossijskoj-finansovoj-pomoshchi-abkhazii-za-devyat-let-dostig-44-6-mlrd-rublej - Общий объем Российской финансовой помощи Абхазии за девять лет достиг 44,6 млрд рублей - 12.10.2018.

3.      https://sputnik-abkhazia.ru/columnists/20181014/1025285521/abxazskie-rossijskie-predprinimateli-trebuyut-chinovnikov-reshitelnyx-dejstvij.html - 14.10.2018 - Абхазские и российские предприниматели требуют от чиновников решительных действий.

4.      http://abkhazinform.com/item/7953-igor-koshin-ne-stoit-rasschityvat-tolko-na-rossijskuyu-pomoshch-reshenie-mnogikh-problem-zavisit-imenno-ot-mestnogo-naseleniya - Игорь Кошин: «Не стоит рассчитывать только на Российскую помощь. Решение многих проблем зависит именно от местного населения» - 12 октября 2018.

5.      http://abkhazinform.com/item/7950-obshchij-ob-em-rossijskoj-finansovoj-pomoshchi-abkhazii-za-devyat-let-dostig-44-6-mlrd-rublej - Общий объем Российской финансовой помощи Абхазии за девять лет достиг 44,6 млрд рублей - 12 октября 2018.

6.      https://www.bbc.com/russian/features-40862115

7.      https://sputnik-abkhazia.ru/interview/20181016/1025301430/ardzinba-ne-vsegda-obrashhaem-vnimanie-na-mnenie-lyudej-zanyatyx-realnym-delom.html - 16.10.2018 - Ардзинба: не всегда обращаем внимание на мнение людей, занятых реальным делом.

8.      http://gazeta-ra.info/index-1.php?ELEMENT_ID=14888

9.      http://presidentofabkhazia.org/respublika_abkhazia/economy/

10.  http://www.apsnypress.info - 26 Апреля 2017

11.  http://mineconom-ra.org/ru/news/763/ - Промежуточная пресс-конференция Адгура Ардзинба - 12 Июня 2018.

12.  http://abkhazinform.com/item/7953-igor-koshin-ne-stoit-rasschityvat-tolko-na-rossijskuyu-pomoshch-reshenie-mnogikh-problem-zavisit-imenno-ot-mestnogo-naseleniya - Игорь Кошин: «Не стоит рассчитывать только на Российскую помощь. Решение многих проблем зависит именно от местного населения» - 12 октября 2018.

13.  http://www.apsnypress.info - 27 Апреля 2017.

14.  https://sputnik-abkhazia.ru/Abkhazia/20180720/1024517712/abxaziya-prinyala-rossijskuyu-selxoztexniku.html - Подарки на колесах: Абхазия приняла российскую сельхозтехнику - 20.07.2018.

15.  http://www.resonancedaily.com/index.php?id_rub=2&id_artc=57853 - აფხაზები რუსებს რუბლის დაკანონებას სთხოვენ 13.10.2018.

16.  http://mineconom-ra.org/ru/news/788/ - Министр экономики Абхазии: поддержка России - большое подспорье для нас - 22 Августа 2018.

17.  http://www.customsra.com/ - сайт Государственного таможенного комитета Республики Абхазия.

 

 


დანართი

ცხრილი 1

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი, ათ. რუბლი (ათ. აშშ $)

 

2014 (ფაქტი)

2015 (ფაქტი)

2016 (ფაქტი)

2017 (ფაქტი)*

2018 (გეგმა)

ათ. რუბლ.

(ათ. აშშ $)

%

ათ. რუბლ.

(ათ. აშშ $)

%

ათ. რუბლ.

(ათ. აშშ $)

%

ათ. რუბლ.

(ათ. აშშ $)

%

ათ. რუბლ.

(ათ. აშშ $)**

%

ოკუპირებული აფხაზეთის საკუთარი შემოსავლები

- სულ

1,570,043.9

 

(40,664.18)

22,6

1,865,000.4

 

(30,538.73)

41,1

2,764,060.2

 

(41,829.0)

34,4

2,949,487.5

 

(50,600.2)

≈35,5

3,140,293.9

 

(53,873.63)

42,3

რუსეთის ფედერაციის ფინანსური დახმარება  - სულ

5,384,458.3

 

(139,342.14)

77,4

2,668,800.0

 

(43,720.32)

58,9

5,265,137.6

 

(80,205.81)

65,6

5,356,480.0

 

(91,893.6)

≈64,5

4,292,130.0

 

(73,634.071)

57,7

მათ შორის:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის

2,110,440.0

 

2,218,800.0

 

2,778,387.6

 

2,770,500.0

 

2,671,600.0

 

ე.წ საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში

3,374,018.3

 

450,000.0

 

2,486,750.0

 

2,585,980.0

 

1,620,530.0

 

ე.წ. რესპუბლიკური ბიუჯეტის საერთო შემოსავლები

(საკუთარი შემოსავლები + რუსეთის ფედერაციის ფინანსური დახმარება)

6,954,502.2

 

(180,121.787)

100

4,533,800.4

 

(74,239.404)

100

8,029,197.8

 

(121,507.231)

100

8,305,967.5

 

(142,493.867 )

100

7,432,423.9

 

(127,507.701)

100

* 2017 წლის ე.წ. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ციფრები დამტკიცებულია ე.წ. მინისტრთა კაბინეტის მიერ (იხ. http://www.apsnypress.info/news/utverzhden-otchet-ob-ispolnenii-respublikanskogo-byudzheta-za-2017-god/ - Утвержден Отчет об исполнении Республиканского бюджета за 2017 год - 29.03.2018). თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ ბიუჯეტის შესრულების ანგარიში არ იყო დამტკიცებული ე.წ. პარლამენტში. ე.წ. დეპუტატებმა გადააგზავნეს ეს დოკუმენტი შესამოწმებლად გენერალურ პროკურატურაში (იხ. https://sputnik-abkhazia.ru/Abkhazia/20180503/1023837402/parlament-abxazii-napravil-gosbyudzhet-proshlogo-goda-na-proverku-v-genprokuraturu.html - Парламент Абхазии направил госбюджет прошлого года на проверку в Генпрокуратуру - 03.05.2018). 2017 წლის ბიუჯეტის შესრულება დღესაც (28.10.2018) ჯერ არ არის დამტკიცებული ე.წ. პარლამენტის მიერ.

** ვინაიდან 2018 წლის გეგმა დგინდებოდა 2017 წელს, აქ და დანართის სხვა ცხრილებში პირობითად გამოყენებულია რუსულ რუბლთან მიმართებით აშშ დოლარის 2017 წლის საშუალო წლიური კურსი.

 

 

ცხრილი 2

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლების სტრუქტურა, მლნ რუბლი (მლნ აშშ $)

საგადასახადო და

არასაგადასახადო შემოსავლები

2016 (გეგმა)

2016 (სეკვესტრი)

2016 (ფაქტი)

2017 (ფაქტი)

2018 (გეგმა)

მლნ

რუბლი

(მლნ აშშ $)

%

მლნ

რუბლი

(მლნ აშშ $)

%

მლნ რუბლი

(მლნ აშშ $)

%

მლნ რუბლი

(მლნ აშშ $)

%

მლნ რუბლი

(მლნ აშშ $)

%

გადასახადები აფხაზე­თის ტერიტორიაზე შემოტანილ საქონელზე (დღგ და აქციზი)

1238,7

(18,7)

≈ 10,8

939,4

(14,2)

≈ 11,4

754,5

(11,4)

≈ 9,4

900,5

(15,4)

≈ 10,8

 

 

შემოსავლები ე.წ. საგარეო ეკონო­მიკური საქმია­ნობიდან (საბა­ჟო გადა­სახადები და მოსაკრებ­ლები)

1329,8

(20,1)

≈ 11,5

854,4

(12,9)

≈ 10,3

768,3

(11,6)

≈ 9,6

736,9

(12,6)

≈ 8,9

 

 

გადასახა­დი აფხაზეთის ტერი­ტორიაზე რეალიზე­ბულ საქონელზე, შესრულებულ სამუ­შაოსა და მომსახურება­ზე (დღგ)

508,5

(7,7)

≈ 4,4

448,0

(6,8)

≈ 5,4

837,7

(12,7)

≈ 10,4

701,2

(12,0)

≈ 8,4

 

 

მოგების გადასახადი (საწარ­მოების და ორგანიზაციების)

303,9

(4,6)

≈ 2,6

 

 

846,9

(12,8)

≈ 10,5

750,1

(12,9)

≈ 9

 

 

ადმინიტრაციული გადასახადები და მოსაკრებლები

122,3

(1,9)

≈ 1,1

112,9

(1,7)

≈ 1,4

112,4

(1,7)

≈ 1,4

157,5

(2,7)

≈ 1,9

 

 

გადასახადი ბუნებრივი რესურსებით სარგებ­ლობისათვის

79,0

(1,2)

≈ 0,7

 

 

129,3

(2,0)

≈ 1,6

28,0

(0,5)

≈ 0,3

 

 

ჯარიმები, სანქციები, ზარალის ანაზღაურე­ბები

66,8

(1,0)

≈ 0,6

 

 

58,0

(0,9)

≈ 0,7

55,1

(0,9)

≈ 0,7

 

 

გადასახადი ე.წ.  სა­ხელმწი­ფო საკუთ­რება­ში არსებული ქონებით სარგებლობი­სათ­ვის

55,9

(0,8)

≈ 0,5

 

 

64,6

(1,0)

≈ 0,8

157,2

(2,7)

≈ 1,9

 

 

ე.წ. სახელმწიფო მოსაკრებელი

36,1

(0,5)

≈ 0,31

 

 

82,0

(1,2)

≈ 1,0

90,2

(1,5)

≈ 1,1

 

 

სხვა არასაგადასახადო შემოსავლები

12,1

(0,2)

≈ 0,1

 

 

16,4

(0,2)

≈ 0,2

177,2

(3,0)

≈ 2,1

 

 

შემოსავალი მატერია­ლური და არამატერია­ლური აქტივების გაყიდვებიდან

1,0

(0,02)

≈ 0,01

 

 

8,4

(0,1)

≈ 0,1

7,0

(0,1)

≈ 0,1

 

 

სხვა გადასახადები

-

-

-

-

-

-

-

-

-

-

სულ - საკუთარი შემოსავლები

3754,1

(56,8)

32,6

3007,8

(45,5)

36,4

2764,1

(41,8)

34,4

≈ 2949, 5

(50,6)

≈ 35,5

3140,3

(53,9)

42,3

სულ - რუსეთის ფინანსური დახმარება,

მათ შორის:

7767,7

(117,5)

67,4

5265,1

(79,7)

≈ 63,6

5265,1

(79,7)

65,6

5356,5

(91,9)

≈ 64,5

4292,1

(73,6)

57,7

სოც.-ეკონომიკური განვითარებისთვის

≈ 3000,2

≈ 26

≈ 2778,4

 

≈ 2778,4

 

2770,5

 

2671,6

 

ე.წ საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში

≈ 4767,5

≈ 41,4

≈ 2486,8

 

≈ 2486,8

 

2586,0

 

1620,53

 

სულ - საერთო შემოსავლები

11521,8

(174,4)

100

8272,9

(125,2)

100

8029,2

(121,5)

100

8306,0

(142,5)

100

7432,4

(127,5)

100

 

ცხრილი 3

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო (კონსოლიდირებული) ბიუჯეტის

ხარჯვითი ნაწილის სტრუქტურა, მლნ რუბლი (მლნ აშშ $)

 

2016

(ფაქტი)

2017

(ფაქტი)

2018

(გეგმა)

მლნ რუბლ.

 (მლნ აშშ $)

%

მლნ რუბლ.

(მლნ აშშ $)

%

მლნ რუბლ.

 (მლნ აშშ $)

%

ე.წ. ეროვნული ეკონომიკა

2754,1

(41,7)

28,0

2901,5

(49,8)

29,6

 

 

ე.წ. საერთო სახელმწიფოებ­რივი საკითხები

2116,4

(32,0)

21,5

1813,6

(31,1)

18,5

 

 

განათლება

1514,4

 (22,9)

15,4

1533,4

(26,3)

15,6

 

 

ე.წ. ეროვნული  უსაფრთხოე­ბა და სამართალდამცავი საქმიანობა

1073,5

(16,2)

10,9

1119,0

(19,2)

11,4

 

 

ჯანდაცვა

760,3

 (11,5)

7,7

813,8

(1,2)

8,3

 

 

საცხოვრებელი და კომუნალური მომსახურება

371,2

(5,6)

3,8

414,8

(7,1)

4,2

 

 

ე.წ. ეროვნული თავდაცვა

347,9

(5,3)

3,5

344,9

(5,9)

3,5

 

 

კულტურა, ხელოვნება და მასმედია

328,7

 (4,97)

3,3

345,3

(5,9)

3,5

 

 

ბიუჯეტთაშორისი ტრანსფერები

214,2

(3,2)

2,2

163,0

(2,8)

1,7

 

 

სოციალური პოლიტიკა

180,2

(2,7)

1,8

205,7

(3,5)

2,1

 

 

ფიზკულტურა, სპორტი და ახალგაზრდული პოლიტიკა

147,8

 (2,2)

1,5

145,0

(2,5)

1,5

 

 

გარემოს დაცვა

13,6

(0,2)

0,1

12,6

(0,2)

0,1

 

 

საერთო ხარჯები - სულ:

9822,3

(148,6)

100

9812,6

(168,3)

100

9602,2

(164,7)

100

 

 

 

 

 

 

 

საერთო ხარჯებში არსებული ხარჯები ხელფასებზე

3351,8

(50,7)

34,1

3356,6

(57,6)

34,2

3417,0

(58,6)

35,6

 

ცხრილი  4

რუსული რუბლის საშუალოწლიური კურსი აშშ დოლართან მიმართებაში (2012-2017)

 

 

აშშ დოლარი

რუსული რუბლი

2012

1

31,08

2013

1

31,85

2014

1

38,61

2015

1

61,07

2016

1

66,08

2017

1

58,29

წყარო: რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის მონაცემთა ბაზა ვალუტების კურსის შესახებ.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის
პოლიტიკური ანალიზისა და კვლევების სამმართველო

<< უკან