ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
01 02 03 05 06
08 09 10 11 13 14
15 19 20 21
23 24 25 26 27 28
29 30 31        

 

ახალი ამბები

photo alt text
22 იანვარი
2018

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა. შეხვედრას საქართველოში თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო „TIKA"-ს თბილისის ოფისის კოორდინატორი ჰუსეინ შანლი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

photo alt text
18 იანვარი
2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობის, გმირობისა და თავდადებისთვის აფხაზეთის ომში მონაწილე მებრძოლები, სიკვდილის შემდეგ  ვახტანგ გორგასლის I, II, III ხარისხის ორდენებითა და მედლებით დააჯილდოვა.

photo alt text
17 იანვარი
2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჯასტინ მაკ-კენზი სმითს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

photo alt text
16 იანვარი
2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ვახტანგ ყოლბაიასა და UNDP-ის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ნილს სკოტს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

photo alt text
12 იანვარი
2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით ქალაქ ზუგდიდში მცხოვრებ 2-დან 5 წლამდე ასაკის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ 70-მდე მოზარდს საახალწლო საჩუქრები გადაეცა.

photo alt text
07 იანვარი
2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თვამჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის თანამშრომლებმა და აფხაზეთის სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლებმა ალილოს სადღესასწაულო მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა.

photo alt text
04 იანვარი
2018

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, გილოცავთ თქვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს თარიღებს -  დაბადებიდან 85-ე და  აღსაყდრებიდან მე-40 წლისთავს....

photo alt text
31 დეკემბერი
2017

რამდენიმე საათში დადგება ახალი, 2018 წელი, რომელიც ყოველ ჩვენგანზე მაგიურად მოქმედებს. ეს ფერადი დღეებია, რომელიც  დიდს და პატარას ცხოვრებას გვიხალისებს, მომავლის იმედს გვაძლევს, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან გამოძევებულ მოსახლეობას განვლილ საშინელებას გვავიწყებს.  ავადმოსაგონარი დღეები წარსულის კუთვნილებაა, მაგრამ, ამავე დროს, ისტორიის გაკვეთილებია, რომელმაც ბევრი რამ გვასწავლა. დღეს  აღარ ვდაობთ იმაზე, რომ ქართველებმა და აფხაზებმა საბედისწერო შეცდომა დავუშვით, როცა მოყვარე მტრად მივიჩნიეთ და ერთმანეთზე იარაღით გავიწიეთ, საკუთარ ძმებს გავეყარეთ, ერთმანეთი მივატოვეთ. მშვიდობის დამყარება მტანჯველმა სიჩუმემ და უბრად ყოფნამ ჩაანაცვლა...

photo alt text
30 დეკემბერი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე" ფარგლებში გლდანში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ოჯახებს (მე-2 მ/რ #28ბ კორპუსი, მე-7 მ/რ #10ა კორპუსი, მე-7 მ/რ #19ა კორპუსი) საახალწლო ნობათები გადასცეს.

photo alt text
29 დეკემბერი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში აფხაზეთის სახელმწიფო კაპელამ გურამ ყურაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გამართა.