ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        01 02
04 05 07 09
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

 

ახალი ამბები

photo alt text
06 ივნისი
2011

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი, მე-16 რაუნდი 7 ივნისს გაიმართება. შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს დელეგაცია შვეიცარიაში უკვე გაემგზავრა. ქართულ დელეგაციას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ხელმძღვანელობს.

photo alt text
01 ივნისი
2011

აფხაზეთის მთავრობის ინიციატივითა და ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში გაიმართა ნახატების გამოფენა-კონკურსი თემაზე - ,,ნატო-მშვიდობის გარანტი‘'.

photo alt text
01 ივნისი
2011

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის მთავრობის ინიციატივითა და  გ. ჟვანიას სახელობის  ახალი პედიატრიული კლინიკის ორგანიზებით  აფხაზეთიდან დევნილ 200- მდე ბავშვს უფასო სამედიცინო - პროფილაქტიკური გამოკვლევა ჩაუტარდა.

photo alt text
31 მაისი
2011

ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის მთავრობამ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს მთაწმინდის პარკში უმასპინძლა.

photo alt text
25 მაისი
2011

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ბარამიას ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში დასრულდა. მთავრობის თავმჯდომარემ შემაჯამებელი შეხვედრა მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტში  გამართა, სადაც მოაწყო პრეზენტაცია თემაზე - ,,ოკუპირებული აფხაზეთი, საქართველო:  წარსული და არსებული მდგომარეობა''. შეხვედრას უკრაინელი და რუსი ჟურნალისტები ესწრებოდნენ.

photo alt text
19 მაისი
2011

აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში  მთავრობის თავმჯდომარე  შეხვედრებს გამართავს უკრაინის პოლიტიკურ წრეებთან და უკრაინის რადას წარმომადგენლებთან, მათ შორის უმაღლესი რადას აპარატის მთავარი იურიდიული სამმართველოს ხელმძღვანელთან მიხაილ ტეპლიუკთან.

photo alt text
16 მაისი
2011

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია აჭარის რეგიონში ჩასახლებულ დევნილებს ეწვია. აფხაზეთისა და აჭარის მთავრობის წევრები ბათუმში, ქობულეთსა და ჩაქვში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილთა პრობლემებს ადგილზე გაეცნენ.

photo alt text
11 მაისი
2011

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია კახეთის რეგიონში, კერძოდ, გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხესა და თელავში კომპაქტურად ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილთა სამედიცინო-პროფილაქტიკურ გამოკვლევებს დაესწრო.

photo alt text
08 მაისი
2011

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ აფხაზეთიდან დევნილ, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიმზე გამარჯვების 66-ე წლისთავი მიულოცა.

photo alt text
06 მაისი
2011

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიწვევით, 9 აფხაზი ბავშვი პრეზიდენტის სასახლეს სტუმრობდა. ბავშვებს  ადმინისტრაციის წარმომადგენლობამ თბილი დახვედრა მოუწყო. მათთვის სპეციალური ექსკურსია ჩატარდა.