ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    03 04 05
07 08 09 11 12
17 18 19
21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

 

ახალი ამბები

photo alt text
28 დეკემბერი
2010

28 დეკემბერს, 16:00 საათზე, აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, 4-დან 10-წლამდე აფხაზეთიდან დევნილი 1000-მდე მოზარდისთვის საახალწლო ზეიმი გაიმართება

photo alt text
28 დეკემბერი
2010

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია დევნილთა სამედიცინო-პროფილაქტიკურ გამოკვლევებს დაესწრო.სამედიცინო აქცია თბილისში, რკინიგზის კოლეჯის საერთო საცხოვრებელში კომპაქტურად ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილ  70-მდე ოჯახს ჩაუტარდა.

photo alt text
27 დეკემბერი
2010

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ბარამიამ, წალენჯიხის რაიონის სოფელ ფოცხო-ეწერში მცხოვრებ დევნილებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და დევნილ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცა.

photo alt text
26 დეკემბერი
2010

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ბარამიამ ბათუმში მიმდინარე აფხაზთა და ქართველთა პირველ სახალხო ფორუმს დროული მოვლენა უწოდა.

photo alt text
26 დეკემბერი
2010

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ბარამიამ ბათუმში, ფერიას დასახლებაში მცხოვრებ აფხაზურ ოჯახებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა.

photo alt text
25 დეკემბერი
2010

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია ულოცავს მის უწმინდესობას  და უნეტარესობას,  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს,  მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, ილია მეორეს  აღსაყდრების 33-ე წლისთავს.

photo alt text
23 დეკემბერი
2010

აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილი ბავშვებისათვის რესტორან „მონოპოლში" წინასაახალწლო მიღება გაიმართა. დევნილ ბავშვებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დიმიტრი სანაკოევი შეხვდნენ და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.

photo alt text
22 დეკემბერი
2010

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია მიესალმება წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორისადმი დაქვემდებარებას.

photo alt text
21 დეკემბერი
2010

აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და იაპონიის საელჩოს შორის  ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც თბილისში, კალოუბნის #16-ში მდებარე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო დაწესებულების შენობის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

photo alt text
18 დეკემბერი
2010

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" აფხაზეთის განათლებისა და დასაქმების პირველი მასშტაბური ფორუმი გაიხსნება. ფორუმი 18-19 დეკემბერს ჩატარდება.  ფორუმზე წარმოდგენილი იქნება, უმაღლესი და პროფესიული განათლების, დასაქმებისა და სტაჟირების  უამრავი შესაძლებლობა.