ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          01 02
04 05 07
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

 

ახალი ამბები

photo alt text
04 ივნისი
2012

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ბარამიას ინიციატივით, აფხაზეთის ბაგა-ბაღის „სინათლე"-ს აღსაზრდელებს სხვადასხვა სახის საჩუქრები გადაეცათ. 38-მა დევნილმა ბავშვმა საკანცელარიო და ჰიგიენური ნაკრები საჩუქრად მიიღო.

photo alt text
01 ივნისი
2012

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და ჟვანიას სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილ 15 წლამდე ასაკის 100 ბავშვს უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები ჩაუტარდა.

photo alt text
01 ივნისი
2012

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ორგანიზებით, ცნობილი ბრენდის „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" ადმინისტრაციამ 30-მდე დევნილი ბავშვისათვის „კოკა-კოლას" ქარხანაში საინტერესო ტური მოაწყო.

photo alt text
31 მაისი
2012

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ბარამიას ინიციატივა „საჩუქარი ყველა დევნილ ბავშვს" სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონში გრძელდება. აქციის ფარგლებში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი 1300-ზე მეტი ბავშვი საჩუქარს მიიღებს.

photo alt text
28 მაისი
2012

დღეს, აფხაზეთის ხელოვნების სკოლების ახალგაზრდული კონკურს-ფესტივალი „მუზა 2012" გაიხსნა. ფესტივალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია და მთავრობის წევრები დაესწრნენ. ფესტივალი წელს პირველად იმართება და მასში აფხაზეთის სახელოვნებო, სამუსიკო და სამხატვრო სკოლების 200-ზე მეტი მოსწავლე იღებს მონაწილეობას. ღონისძიება მ. ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრ „მუზა"-ში იმართება.

photo alt text
28 მაისი
2012

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ბარამიას ინიციატივით, აფხაზეთის ბაგა-ბაღი „იმედის" აღსაზრდელებს საჩუქრები გადაეცათ. ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 40-მდე დევნილმა ბავშვმა საკანცელარიო და ჰიგიენური ნაკრები საჩუქრად მიიღო.

photo alt text
27 მაისი
2012

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის 20 -მდე თანამშრომელმა მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკურ საავადმყოფოში არსებულ სისხლის ბანკში სისხლი ჩააბარა.

photo alt text
23 მაისი
2012

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ბარამიას ინიციატივით, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები ფილმის - „კარლსონი" უფასო კინოჩვენებას დაესწრნენ.

photo alt text
21 მაისი
2012

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით 18-20 მაისს, თავისუფალ ჭიდაობაში აფხაზეთის ღია პირველობა ჩატარდა. ჩემპიონატი 1997-99 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის საჭიდაო კომპლექსის დარბაზში გაიმართა. სპორტსმენები 14 წონით კატეგორიაში შეეჯიბრნენ ერთმანეთს და მასში მონაწილეობა საქართველოს ყველა რეგიონიდან ჩამოსულმა 250-ზე მეტმა სპორტსმენი მიიღო.

photo alt text
20 მაისი
2012

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ 100 წლის დევნილ ქალბატონს, ფედოსია ხურცილავას იუბილე მიულოცა და აფხაზეთის მთავრობის სახელით საჩუქრები გადასცა.