ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          01 02
03 07
12 14 15 16
17 18 22
25 26 27 28 29 30

 

ახალი ამბები

photo alt text
10 მარტი
2017

აფხაზეთის მთავრობამ 2016 წლის საქმიანობის ამსახველი ვიდეო-ანგარიშის ჩვენება გამართა. ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას არტ-გალერეაში გაიმართა. წარმოდგენილი იყო ხელისუფლების მიერ 2016 წელს გაწეული საქმიანობისა და განხორციელებული ღონისძიებების მიმოხილვა.

photo alt text
09 მარტი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის აფხაზეთის ომის ვეტერანებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე იმსჯელეს სამომავლოდ გამოსაცემი წიგნის შესახებ, რომელშიც აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ბიოგრაფიები შევა.

photo alt text
07 მარტი
2017

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში მოწვეული წარჩინებული ქალბატონებისათვის დედისა და ქალთა საერთაშორისო დღეების აღსანიშნავი საღამო გაიმართა.

photo alt text
07 მარტი
2017

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ჟიული შარტავას დაბადებიდან 73-ე წლისთავთან დაკავშირებით, მისი წიგნის „დისკრეტული წარმოების დაგეგმვისა და ოპტიმიზაციის მოდელებისა და მეთოდების კვლევა და დამუშავება“ ელექტრონული ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა.

photo alt text
07 მარტი
2017

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა ჟიული შარტავას დაბადებიდან 73 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული გმირის საფლავი გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

photo alt text
07 მარტი
2017

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების დედებსა და ოჯახის წევრებთან გაიმართა შეხვედრა და მათ გმირების სახელების უკვდავსაყოფად შექმნილი წიგნი „მომავლისათვის მარადისობაში" გადაეცათ.

photo alt text
06 მარტი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა წუხილს გამოთქვამს აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ, გამყოფ ხაზზე, ორსანტია-ოტობაიასა და ხურჩა-ნაბაკევის გადასასვლელების დახურვის გამო და აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება არაკონსტრუქციულია და ეწინააღმდეგება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატით გათვალისწინებულ ქმედებებს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების კუთხით...

photo alt text
03 მარტი
2017

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში „საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის“ დაფუძნებიდან 4 წლის იუბილე გაიმართა, სადაც ფონდის 4-წლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინეს.

photo alt text
03 მარტი
2017

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპულ მეომართა დედებს უმასპინძლეს, მათ დედის დღე მიულოცეს და ორგანიზაცია „კამპუს ლაიონს კლუბ თბილისთან“ ერთად თანამშრომლობის ფარგლებში საჩუქრები გადასცეს.

photo alt text
03 მარტი
2017

დედის დღესთან დაკავშირებით, „დავით აბულაძის ქართულ-იტალიურმა კლინიკამ“ იძულებით გადაადგილებული მრავალშვილიანი დედებისთვის უფასო გამოკვლევები ჩაატარა. ბენეფიციარებმა მიიღეს: გინეკოლოგის, კარდიოლოგის, ოფთალმოლოგის, თერაპევტის, ნევროლოგისა და ენდოკრინოლოგის მომსახურება.