ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        01 02 03
05 06 07 08 09 10
13 16 17
23 24
26 27 28 29 30  

 

ახალი ამბები

photo alt text
18 ივნისი
2017

2017 წლის 18 ივნისს აფხაზი მწერალი აფხაზებისა და ქართველების ბედნიერი მომავლისათვის მებრძოლი, მშობლიური კუთხის უბედურებით გულდათუთქული პიროვნება ალექსეი თარია ბათუმში დაკრძალეს.

photo alt text
17 ივნისი
2017

ბათუმში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დევნილ მოსახლეობას შეხვდა.

photo alt text
16 ივნისი
2017

შესანიშნავი მწერალი, უაღრესად განათლებული, დიდსულოვანი ადამიანი, რომლის ბობოქარმა სულმა ვერ გაუძლო ღალატს, ტკივილს, უსამართლობას, დროში გაწელილ მოლოდინს. წავიდა აფხაზებისა და ქართველების ბედნიერი მომავლისათვის მებრძოლი, მშობლიური კუთხის უბედურებით გულდათუთქული პიროვნება...

photo alt text
14 ივნისი
2017

ქალაქ თბილისის საკრებულოსა და მერიის ინიციატივითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, საბურთალოს რაიონში აფხაზეთში დაღუპული ნუკრი გერგედავას სახელობის ქუჩა გაიხსნა.

photo alt text
11 ივნისი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ქალაქ ბოლნისში მცხოვრებ დევნილთათვის „ახალ სამედიცინო ცენტრში“ უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა. აქცია სამოქალაქო განვითარების ფონდის ინიციატივითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა.

photo alt text
10 ივნისი
2017

ქ. ქუთაისში, აფხაზეთის ავტონომოიური რესპუბლიკის მთავრობის სსიპ „ბიზნესინკუბატორში", თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, პოლიმერული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა.

photo alt text
09 ივნისი
2017

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრების 40 წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

photo alt text
07 ივნისი
2017

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრების 40 წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში მსახიობ ლილი ხურითის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

photo alt text
05 ივნისი
2017

დღეს გამართულ ერთობლივ სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ჯემალ გამახარიამ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე განათლების სისტემაში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა, კონკრეტულად კი ქართული ენის უფლებრივი მდგომარეობისა და აღნიშნულ საკითხებზე საპარლამენტო კომიტეტებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის 2016 წლის 19 აპრილის ერთობლივი სხდომის რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიში წარმოადგინა.

photo alt text
05 ივნისი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს მიმდინარ წლის 31 მაისს ქალაქ გალში, „ინციდენტების   პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის" (IPRM) რიგით 46-ე შეხვედრაზე აფხაზური მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გამო, რომელიც ეხება გიგა ოთხოზორიას მკვლელის  რაშიდ კანჯი-ოღლის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას.