ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      03 04
06 08
12 13
19 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

 

ინტერვიუები

photo alt text
30 მაისი
2014

29 მაისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია სტუმრად იმყოფებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის „მეორე არხის" თოქ-შოუში „არგუმენტების დრო". გადაცემის თემა იყო აფხაზეთში განვითარებული მოვლენები.

photo alt text
18 მაისი
2014

„როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ერთ-ერთი მონაწილე, ვადასტურებ, რომ მოლაპარაკების დროს ერთ-ერთი მთავარი საკითხი აფხაზეთის ომში ჩვენი დაღუპული გმირების სამარხების მოძიება და მათი გადმოსვენების პროცესი გახლავთ, ეს საქართველოს ღირსების საქმეა, ყოველი ჩვენგანის ვალდებულებაა";

photo alt text
10 მარტი
2014

გაზეთი „ახალი თაობა", ინტერვიუ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ყოლბაიასთან.

photo alt text
04 მარტი
2014

აფხაზეთის ავტონომიური რესბუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს.კონკრეტულად სად და რა სახის ღონისძიებები გაიმართება, ვინ იქნება მასში ჩართული - გვესაუბრება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია. ასევე, როგორ აფასებს იგი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, ინტერვიუდან შეიტყობთ.

photo alt text
04 მარტი
2014

ვახტანგ ყოლბაია: სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ მიიღო ძალიან კარგი გადაწყვეტილება და საკუთარ მოადგილედ დევნილების წარმომადგენელი დანიშნა. კარგი იქნება, თუ ადგილობრივი მმართველობის ორგანოები გაითვალისწინებენ ამას და დევნილთა წარმომადგენლები მოხვდებიან თვითმმართველობის ორგანოებში.

photo alt text
21 იანვარი
2014

აფხაზეთის მთავრობაში მიმდინარე რესტრუქტურიზაცია-რეორგანიზაცია, აფხაზეთის სიღრმეში სასაზღვრო ზონის 11 კილომეტრით გადმოწევა, ფილიპ ლეფორის სკანდალური განცხადება, გავრცელებული ინფორმაცია გალში კაზაკთა რაზმების შემოყვანის შესახებ - ეს ის საკითხებია, რომლებთან დაკავშირებითაც Abkhazia News-მა ინტერვიუ სთხოვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ბატონ ვახტანგ ყოლბაიას.

photo alt text
05 იანვარი
2014

სულ ახლახან, ქართულ მედიაში გავრცელდა პაატა ზაქარეიშვილის ინტერვიუ ‘BBC'-ს რუსულ სამსახურთან. ეს მისი პირველი კომენტარია უწყებისთვის სახელის შეცვლის შემდეგ. მინისტრის მიერ გამოთქმული გაბედული მიდგომები ქართულმა საზოგადოებამაც და მედიამაც, კონფლიქტური რეგიონებისადმი, მნიშვნელოვან მესიჯებად მიიჩნიეს. მინისტრის მთავარი გზავნილი კი ალბათ აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის  საკითხის აუცილებლობის გააქტიურება იყო. სწორედ ამ თემებზე Abkhazia News-მა ინტერვიუ სთხოვა ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ყოლბაიას.

photo alt text
31 დეკემბერი
2013

წლის ბოლოს ყველა ცდილობს შეაჯამოს განვლილი წელი. ალბათ აქ შეფასების ის კრიტერიუმებიცაა გასათვალისწინებელი, რომელზეც არცთუ იშვიათად საუბრობენ ფსიქო-ანალიტიკოსები: „დაიწყეთ ნაკლოვანებების აღნუსხვით, ნუ გააზვიადებთ წარმატებულ საქმიანობას, არ გაიმეოროთ საკუთარი და სხვისი შეცდომები. ნუ გაღიზიანდებით, როცა ხალხისთვის თქვენი გაკეთებული საქმეები არ არის საკმარისი. მთავარი მაინც ხალხის ნდობის მოპოვებაა. თუ თქვენ ამ საგანძურს ფლობთ, ჩათვალეთ რომ გაგიმართლათ. იმიტომ რომ ხალხის ნდობის მაღალი ხარისხი საქმეების წარმატებული კეთების გარანტიაცაა“.

photo alt text
20 დეკემბერი
2013

ვახტანგ ყოლბაია და ქეთევან ციხელაშვილი ჟენევის მოლაპარაკებების 26-ე რაუნდისა და კონფლიქტის რეგიონებში შექმნილი სიტუაციის შესახებ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ-შოუში "არგუმენტების დრო" საუბრობენ.

photo alt text
19 დეკემბერი
2013

ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე და აფხაზეთის მთავრობის მიერ დადგეგმილ რეფორმაზე „ჯი-ეიჩ-ენს" ექსკლუზიურად ესაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია.