ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        01 02
04 05 07 09
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

 

ინტერვიუები

photo alt text
05 იანვარი
2014

სულ ახლახან, ქართულ მედიაში გავრცელდა პაატა ზაქარეიშვილის ინტერვიუ ‘BBC'-ს რუსულ სამსახურთან. ეს მისი პირველი კომენტარია უწყებისთვის სახელის შეცვლის შემდეგ. მინისტრის მიერ გამოთქმული გაბედული მიდგომები ქართულმა საზოგადოებამაც და მედიამაც, კონფლიქტური რეგიონებისადმი, მნიშვნელოვან მესიჯებად მიიჩნიეს. მინისტრის მთავარი გზავნილი კი ალბათ აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის  საკითხის აუცილებლობის გააქტიურება იყო. სწორედ ამ თემებზე Abkhazia News-მა ინტერვიუ სთხოვა ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ყოლბაიას.

photo alt text
31 დეკემბერი
2013

წლის ბოლოს ყველა ცდილობს შეაჯამოს განვლილი წელი. ალბათ აქ შეფასების ის კრიტერიუმებიცაა გასათვალისწინებელი, რომელზეც არცთუ იშვიათად საუბრობენ ფსიქო-ანალიტიკოსები: „დაიწყეთ ნაკლოვანებების აღნუსხვით, ნუ გააზვიადებთ წარმატებულ საქმიანობას, არ გაიმეოროთ საკუთარი და სხვისი შეცდომები. ნუ გაღიზიანდებით, როცა ხალხისთვის თქვენი გაკეთებული საქმეები არ არის საკმარისი. მთავარი მაინც ხალხის ნდობის მოპოვებაა. თუ თქვენ ამ საგანძურს ფლობთ, ჩათვალეთ რომ გაგიმართლათ. იმიტომ რომ ხალხის ნდობის მაღალი ხარისხი საქმეების წარმატებული კეთების გარანტიაცაა“.

photo alt text
20 დეკემბერი
2013

ვახტანგ ყოლბაია და ქეთევან ციხელაშვილი ჟენევის მოლაპარაკებების 26-ე რაუნდისა და კონფლიქტის რეგიონებში შექმნილი სიტუაციის შესახებ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ-შოუში "არგუმენტების დრო" საუბრობენ.

photo alt text
19 დეკემბერი
2013

ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე და აფხაზეთის მთავრობის მიერ დადგეგმილ რეფორმაზე „ჯი-ეიჩ-ენს" ექსკლუზიურად ესაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია.

photo alt text
12 დეკემბერი
2013

თუ რა პროექტები დაგეგმეს და როგორ წარმოუდგენია აფხაზებთან ჩატეხილი ხიდის აღდგენა, ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია გვესაუბრება.

photo alt text
25 ნოემბერი
2013

საქართველოს ახალ მთავრობას კონფლიქტურ რეგიონებთან სიტუაციის მოგვარების მშვიდობიანი კურსი აქვს არჩეული. როგორ აპირებს თანამშრომლობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ახალ ხელისუფლებასთან, რა რეორგანიზაციები მიმდინარეობს უწყებაში და რა ახალი სამოქმედო პროგრამები არსებობს დევნილებთან დაკავშირებით, ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია "გურია NEWS" გაესაუბრა.

photo alt text
18 ნოემბერი
2013

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია მიიჩნევს, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დასარეგულირებლად, გალი ახალი სამშვიდობო ინიციატივების რეალიზაციის საცდელი პოლიგონი უნდა გახდეს.

photo alt text
16 ნოემბერი
2013

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში მიმდინარე რეორგანიზაციის დეტალებზე, სტრუქტურის ახალი ხელმძღვანელობის მიერ განხორიელებულ და დაგეგმილ პროექტებზე, ასევე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან ჩატეხილი ხიდის აღდგენის და ურთიერთობის დათბობის პერსპექტივებზე "ჯი-ეიჩ-ენი" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ვახტანგ ყოლბაიას ესაუბრა.