აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ჟიული შარტავას 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიებები გაიმართა

ვაზისუბნის დასახლებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის ხელშეწყობით საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ამხანაგური მატჩი გაიმართა.

ისანი-სამგორის სპორტული კომპლექსის რაგბის მოედანზე ერთმანეთს თბილისის „თბილისი“ და სოხუმის „მეომრები“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა კლუბ „თბილისის“ მცირე უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ მათი გამარჯვებით ანგარიშით 19-18 დასრულდა.

გამარჯვებული გუნდი თასითა და დიპლომით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა და ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზაქარია ჯაჭვაძემ დააჯილდოვეს.

ასევე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით კუს ტბაზე სამშვიდობო მარათონი  მოეწყო, რომელიც საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას 75 წლის იუბილეს მიეძღვნა. გარბენში ადგილობრივებთან ერთად აფხაზეთიდან დევნილი სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ. გამარჯვებულები თასებით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.