აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

რუსლან აბაშიძე საქართველოში სლოვაკეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ პაველ ვიზდალს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში სლოვაკეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ პაველ ვიზდალს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

რუსლან აბაშიძემ სლოვაკ დიპლომატს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ. შეხვედრაზე ისაუბრეს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ვითარებასა და იქ მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე, სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

სლოვაკეთის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სლოვაკეთის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა არაღიარებისა და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.