აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

გიორგი სიჭინავასა და ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის აფხაზეთის ბავშვთა საფეხბურთო ფესტივალი გაიმართა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, კახათის ჟორა გეთიას სახელობის სტადიონზე, ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელების გიორგი სიჭინავასა და ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის აფხაზეთის ბავშვთა საფეხბურთო ფესტივალი ჩატარდა.

ფესტივალში აფხაზეთიდან დევნილი და ადგილობრივი 2011-2012 წლებში დაბადებული მოზარდებით დაკომპლექტებული 16 გუნდი მონაწილეობდა. ტურნირი ორ ჯგუფად ოლიმპიური სისტემით ჩატარდა. გამარჯვებული გახდა საბერიოს გუნდი „ენგური“. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე კაკავა, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სოსო მალანია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, ადგილობრივი ხელისუფლების და საფეხბურთო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფესტივალი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და შპს ,,ბავშვთა საფეხბურთო კლუბ კოლხას“ ორგანიზებით ჩატარდა.