2019 წლის 15 თებერვალს ქ. ქუთაისში, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაშიაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში შედგა აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ. მიქავას და აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობების მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროს რ.კოკაიას სამუშაო შეხვედრა წარმომადგენლობის ხელმძღვანელ პირებთან.
შეხვედრაზე მოსმენილ იქნა ანგარიში წარმომადგენლობაში არსებული მუდმივმოქმედი კომისიების მიერ 2018 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ. ასევე განხილულ იქნა რეგიონში მცხოვრებიდევნილი ახალგაზრდების სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებული და წარმომადგენლობის საქმიანობის სხვა რიგი აქტუალურისაკითხები.
2019 წლის 14 თებერვალს ქალაქ ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობაში შედგა აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე დ. მიქავას და აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობების მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროს რ. კოკაიას სამუშაო შეხვედრა წარმომადგენლობის ხელმძღვანელ რ. ქობალიასთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა წარმომადგენლობაში დაგეგმილი რეორგანიზაციის პროცესის დაწყება-მიმდინარეობასთან, სამხედრო-სავალდებულო სამსახურში დევნილი ახალგაზრდების გაწვევასთან დაკავშირებული, ასევე წარმომადგენლობის საქმიანობის სხვა რიგი აქტუალური და მიმდინარე საკითხები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.
გასვლით სხდომაზე 2018წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში სამმა უწყებამ, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტმა წარმოადგინა.
ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით გვაძაბიამ განხორციელებულ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებზე ისაუბრა. პროექტების ძირითადი მიზანი სახალხო დიპლომატიის გაძლიერება, ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების დაახლოება, დიალოგის გაღრმავება და მათ შორის ნდობის აღდგენა იყო.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ მთავრობის წევრებს მისი უწყების მიერ აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები მოსახლეობისთვის ჯანდაცვისა და სოციალური კუთხით განხორციელებული პროგრამების შესახებ მოახსენა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძემ 2018 წელს დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა.
2018 წელს ერთჯერადი მატერიალური დახმარებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო 541 100 ლარი, რომელიც 2019 წელს გაიზარდა და 600 000 ლარი შეადგინა. მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა 53 ობიექტს რომლის საერთო ღირებულებამ 39 000 ლარი შეადგინა.
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის განხორციელდა სხვადასხვა სახის სოციალური ღონისძიებები და პროგრამები. მათ შორის, 18 მოზარდი ორთვიანი პროგრამით ესპანეთის სამეფოში გაემგზავრა. თბილისის 10 რაიონის კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ 137 დევნილ პენსიონერს თვალის კლინიკა „მედისონის“ მხარდაჭერით უფასო კონსულტაცია და თვალის პირველადი დიაგნოსტიკა ჩაუტარდა. ასევე, დეპარტამენტის თანამშრომლების უშუალო ჩართულობით განხორციელდა ყოველწლიური საქველმოქმედო აქცია მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“.
მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გაეცნო აღნიშნული სტრუქტურების თანამშრომლების საქმიანობას, მათ მიერ განხორციელებულ პროექტებს და აქტივობებში მათ ჩართულობას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით აქცია მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ გაიმართა. აქციის ფარგლებში აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა თბილისში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს დამდეგი შობა-ახალი წლის დღესასწაული მიულოცეს და სხვადასხვა დასახელების სასურსათო პროდუქტი გადასცეს.საახალწლო ნობათი განსაკუთრებული საჭიროების მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგდათ, მათ შორის: მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, 90 წელს გადაცილებულ პირებს, აფხაზეთის ომის I ჯგუფის ინვალიდებს, შშმ არასწრულწლოვანებს, ლეიკემიით დაავადებულ არასრულწლოვნებსა და მრავალშვილიან ოჯახებს.
ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე და დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების დედებს შეხვდნენ, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და სადღესასწაულო ნობათები გადასცეს.
ღონისძიებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტრუქტურების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
მიმდინარე წლის 29-30 ნოემბერს, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში ძლიერი ქარის შედეგად სხვადასხვა სახისა და სიმძიმის დაზიანებები მიადგა დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში დევნილთა განსახლების ობიექტებს. ადგილობრივი შესაბამისი სამსახურების მიერ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ოპერატიულად შეიქმნა საგანგებო შტაბები, სადაც შესწავლილ/დათვლილ იქნა მიყენებული ზარალის ოდენობა და დაიწყო სარემონტო სამუშაოები. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე წარმომადგენლობების ხელმძღვანელ პირებთან ერთად რეგიონებში სტიქიის შედეგების აღმოფხვრის მიზნით მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
მა წლის 23 ოქტომბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში შედგა შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ იუსტიციის მინისტრსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ბატონ ოთარ ბენიძესთან.
დამსწრე საზოგადოებას მიესალმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი.
მოწვეულმა სტუმარმა, ბატონმა ოთარ ბენიძემ ისაუბრა აფხაზეთის კონფლიქტის სამართლებრივ–პოლიტიკურ ასპექტებზე. გაიხსენა კონფლიქტში მონაწილე მხარეთა შეხვედრები და მათ მიერ დადებული ხელშეკრულებები. ასევე, მიმოიხილა აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებული საერთაშორისო აქტები, რეზოლუციები და ხაზი გაუსვა მათ მნიშვნელობას.
შეხვედრის მსვლელობისას განხილულ იქნა აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების როლი კონფლიქტის დარეგულირების საკითხში და ის საკანონმდებლო პრობლემები, რომლებიც დღის წესრიგში დგას ოკუპირებულ ტერიტორიების მიმართ იურისდიქციის თვალსაზრისით.
შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის
დეპარტამენტისა და სხვა აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების თანამშრომლები.