აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვლეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა რუსთაველის გამზირზე, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

კოლპაქტური ჩასახლების ობიექტში გადაუდებელი სარემონტო სამუშაოები ჩატარდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და  გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოებისჩატარების პროგრამის ფარგლებში, აღმოსავლეთ საქართველოში   აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დაფინანსებით დასრულდა  . თბილისში, გლდანის მე-2 მიკრო/რაიონი, კორპუსი №28-ში დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტზე პირველსა და მეორე სართულებს შორის არსებული ხის სამფრთიანი და ხის ორფრთიანი ფანჯრის  შეცვლა მეტალოპლასტმასის ფანჯრებით.

დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტებში გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარების პროცესი გრძელდება

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და  გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების” ჩატარების პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და  ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის  ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დაფინანსებით დასრულდა  ქ. ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩა №112/3-ში,  დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტისთვის სასმელი წყლის ტუმბოს შეკეთება დევნილთა თანადაფინანსებით.

თათბირი დეპარტამენტის თავმჯდომარესთან

თათბირზე განხილულ იქნა სარემონტო-აღდგენითი  სამუშაოების მოსამზადებელი ღონისძიებების მიმდინარეობების შესახებ,ასევე მოისმინეს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების ინფორმაციები თანამშრომლების მიერ 2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე გაწეული საქმიანობისა და აქტივობების შესახებ და დაისახა სამომავლო გეგმები.

აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის განცხადება

ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ,  2019 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტით ინიცირებულ და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სოციალური პროგრამის მოცულობის ზრდის შესახებ, რაც შესაბამისად აისახა კიდეც დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ასიგნებებში 150 000 ლარის ოდენობით. შედეგად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტი, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად განახორციელებს, ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, სარემონტო აღდგენით სამუშაოებს და მომსახურებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვას.

 

იხილეთ წესი:    https://matsne.gov.ge/ka/document/view/4498101?publication=0 

 

თათბირი ჯგუფის ხელმძღვანელებთან

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თანამშრომლების ქ. თბილისის რაიონებში და საქართველოს რეგიონებში მდებარე ორგანიზებული ჩასახლების ობიექტებზე მიმაგრების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილ ჯგუფის ხელმძღვანელებთან შედგა სამუშაო შეხვედრა/თათბირი. სადაც განხილულ იქნა ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის  სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვების (პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებები შეადგენს 150 000 ათას ლარს) საპილოტე პროგრამის განხორციელების (ელექტრონული ტენდერის მეშვეობით)  შესახებ კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების, ასევე დევნილთა ჩასახლების ობიექტში შექმნილი ამხანაგობების თავჯდომარეების  ინფორმირებულობის საკითხი.

დეპარტამენტის თავმჯდომარე დევნილთა სამინისტროში სამეთვალყურეო საბჭოსთან არსებულ დროებითი საექსპერტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე  სამინისტროში დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის სამეთვალყურეო საბჭოსთან არსებულ დროებითი საექსპერტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო.

შეხვედრაზე დევნილთა გრძელვადიანი განსახლების გეგმასა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამებზე იმსჯელეს.

საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ შეხვედრის მონაწილეებს ახალი საგრანტო პროგრამის კონცეფცია წარუდგინა,რომლის თანახმად დევნილებზე, რომლებსაც სახელმწიფოს მიერ ,,სოფლად სახლის’’ პროგრამის ფარგლებში შეძენილი აქვთ სახლთან ერთად საკარმიდამო მიწის ნაკვეთი,  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების გრანტები გაიცემა.

სააგენტო დროებითი საექსპერტო ჯგუფის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს პროგრამაში ასახავს.

სამეთვალყურეო საბჭოსთან არსებული დროებითი საექსპერტო ჯგუფის შემადგენლობაში სახალხო დამცველის აპარატის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.

 

 

მორიგი შეხვედრა დეპარტამენტის თავმჯდომარესთან

აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო აღდგენითი სახის სამუშაოების ჩატარების დამტკიცებული წესის შესაბამისად ორგანიზაციული საკითხების მოგვარების მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.დეპარტამენტის თავმჯდომარემ კონსტანტინე კუჭუხიძემ მოწვეულ სპეციალისტებს, სარემონტო ობიექტებში ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და თავისი ხედვა გაუზიარა. ასევეწარმომადგენლობების ხელმძღვანელებს  დაევალათ  ამ პროგრამის განხორციელებისათვის შასაბამისი სარემონტო ობიექტების შერჩევა (ნუსხის მომზადება) უმოკლეს ვადაში.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები: გ. ბულისკერია,  დ. მიქავა, აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტის უფროსის მრჩეველი გ.კაკულია,აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების ადმინისტრაციული სამეურნეო სამმართველოს უფროსის მოადგილე მ.ჭანტურია, აფხაზეთის ა/ რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი ვ. ჩიკვატია, წარმომადგენლობების მართვის კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი რ. კოკაია,  აფხაზეთის ა/ რ მთავრობის წარმომადგენლობების ხელმძღვანელები და სამმართველოს თანამშრომლები.

სამუშაო შეხვედრა დეპარტამენტის თავმჯდომარესთან

აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით  შედგა სამუშაო შეხვედრა,სადაც განხილულ იქნა საორგანიზაციო საკითხები. სამუშაო შეხვედრას უძღვებოდა დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე.

გასვლით ღონისძიებაზე იმერეთში

7 მარტს  ქ. ქუთაისში, აფხაზეთის მე- 6 საჯარო სკოლის  პედაგოგებისა და მოსწავლეების მიერ ჩატარებულ ღონისძიებას, რომელიც ეძღვნებოდა  საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადების - 75-ე წლისთავს, აფხაზეთის ა/რ  დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბულისკერია, წარმომადგენლობების მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი რომან კოკაია,  იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და  ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა დაესწრნენ.

 ღონისძიების დამთავრების შემდეგ დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გ. ბულისკერიამ და სამმართველოს უფროსმა რომან კოკაიამ წარმომადგენლობაში სამუშაო შეხვედრა გამართეს, სადაც განიხილეს მიმდინარე და აქტუალური საკითხები.

საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგეს

ჟიული შარტავას 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, საქართველოსა და აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საქართველოს ეროვნული გმირების ოჯახის წევრებმა, დევნილმა საზოგადოებამ გვირგვინით შეამკეს საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის ჟიული შარტავას საფლავი და პატივი მიაგეს საქართველოს ეროვნული გმირის ხსოვნას. გორის და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ ჟიული შარტავას სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

მადლობის სიგელი წარმატებული საქმიანობისთვის.

     აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის საქმიანობაში წარმატებული მონაწილეობისა  და აქტიური ჩართულობისათვის მადლობის სიგელით დაჯილდოვდა  დეპარტამენტის თავმჯომარის აპარატის უფროსი თამაზ ხასაია.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა კოჯორში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა და თანამშრომლებმა.

1921 წლის 12 თებერვალს საბჭოთა რუსეთი დამოუკიდებელი საქართველოს დასაბყრობად შემოიჭრა. საოკუპაციო ძალებს თბილისის მისადგომებთან ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები დაუხვდნენ. ძირითადი ბრძოლები კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა. შეტაკებებისას იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია თბილისში შეიჭრა, საქართველოს დედაქალი დაიკავა და  საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. ქვეყანამ სუვერენიტეტი დაკარგა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა კი ემიგრაციაში წავიდა.

გერმანია დევნილებისთვის საქართველოს 10 მილიონ ევროს გადასცემს

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა იძულებით გადაადგილებული პირების დახმარების მიზნით, საქართველოს, გრანტის სახით, 10 მილიონ ევროს გადმოსცემს. დაფინანსების სამმხრივ ხელშეკრულებას ხელი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW) სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორმა კლაუს ფაიგელმა და ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ვინსენტ დონტოტმა მოაწერეს. 
გერმანიისა და საქართველოს მთავრობების ნაყოფიერი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს დევნილების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა და მათ დასაქმებას.
გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტი დევნილების გრძელვადიანი განსახლებისთვის, ეკონომიკური, სოციალური და საგანმანათლებლო ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვან აქტივობებს ითვალისწინებს. მთელი საქართველოს მასშტაბით, აშენდება 236 კერძო სახლი, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე. მათ შორის მარნეულში, აშენდება სოფლის ტიპის დასახლება, დევნილი ოჯახებისთვის, რომლებიც ადგილზე წლებია ცხოვრობენ და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწევიან; განხორციელდება 24 მცირე მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტი - დევნილთა დასახლებებში ან მის სიახლოვეს. აშენდება 8 ახალი საბავშვო ბაღი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 2 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას; შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, გაიცემა 236 გრანტი, ახალ საცხოვრებელ ადგილას გადასული დევნილებისთვის; 130 ბიზნეს გრანტი გაიცემა მცირე და საშუალო საწარმოებზე, დევნილებისთვის ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით; 260-მდე ახალგაზრდა დევნილი გაივლის პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს; დასავლეთ საქართველოში აშენდება საგანმანათლებლო ცენტრები დევნილი და არა დევნილი მოსახლეობის პროფესიული განათლებისა და უნარების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით.
პროექტს - „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის“ ლტოლვილთა დანიის საბჭო განახორციელებს. პროექტი 2019 წელს დაიწყება და სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება. 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში აფხაზეთის მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი გასვლითი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომის შესავალ სიტყვაში ვახტანგ ყოლბაიამ ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევის ფაქტებზე, მათ შორის, მშობლიურ - ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე, იძულებით პასპორტიზაციაზე, ქონების ხელყოფის შემთხვევებსა და მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე.

სხდომაზე იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანმა მთავრობის წევრებს იუსტიციის დეპარტამენტის 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

2018 წელს ძირითადი საქმიანობა ოთხი პრიორიტეტული მიმართულებით ხორციელდებოდა:

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი ექსპერტიზის ჩატარება, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო საქმის განვითარება, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიმღებ პირებზე ფოტოიდენტურობის დადასტურება და საცხოვრებელი ადგილის დადგენა, დევნილთათვის უფასო სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა.

სხდომის ბოლოს ვახტანგ ყოლბაიამ შეაჯამა შედეგები და ისაუბრა ადამიანის უფლებების დარღვევის თითოეულ ფაქტებზე იუსტიციის დეპარტამენტის მიერ სამართლებრივი შეფასების მომზადებასა და ცენტრალურ უწყებებთან მეტი თანამშრომლობისა და დევნილთა უფლებების დაცვის მიზნით საქმიანობის გააქტიურების აუცილებლობის შესახებ.