აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ ბაკურიანში საზაფხულო ბანაკი გახსნა

საზაფხულო ბანაკში, აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები, ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა საგანმანათლებლო-შემეცნებით აქტივობებში ჩაერთვებიან.
ასევე, ბანაკის მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები ინტეგრაციის, პიროვნული განვითარების, ადამიანის უფლებებისა და სხვა აქტულური საკითხების შესახებ.
ნანა გაბელიას განცხადებით, პროგრამის მთავარი სამიზნე ჯგუფი, ამჯერად შშმ პირების დედმამიშვილები არიან, რომლებსაც განსაკუთრებული გარემოებების გათვალისწინებით, მეტი მხარდაჭერა და ყურადღება სჭირდებათ.
საზაფხულო ბანაკის გახსნას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა და „წმინდა ნაზარ ლეჟავას სახელობის ფონდის“ გენერალური დირექტორი თამარ ჩხორთოლია ესწრებოდნენ.
ინტეგრაციისა და ჩართულობის ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკი სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, უკვე მეორედ გაიხსნა.
პროექტი, „წმინდა ნაზარ ლეჟავას სახელობის ფონდი “-ს ჩართულობითა და მონაწილეობით განხორციელდა.