აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

დავით ფაცაციამ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთან დავით ფაცაციასთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან ერთად „ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში“, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„ფაშიზმის დამარცხებაში ქართველმა მებრძოლებმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს. სწორედ ჩვენმა ქვეყანამ გაიღო უდიდესი მსხვერპლი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელ ომში და თითოეული ჩვენგანის ვალია პატივი მივაგოთ თითოეულ გმირს, დავაფასოთ მათი თავგანწირვა, რითაც იხსნეს მომავალი თაობები სასტიკი ბოროტებისგან. ქედს ვიხრი ყველა იმ ქართველის ხსოვნის წინაშე, ვინც თავი შესწირა ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, ხოლო ცოცხალ გმირებს - მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, დიდი პატივისცემით ვულოცავ გამარჯვების დღეს, ვუსურვებ ჯანმრთელობას, მხნეობას და დიდხანს სიცოცხლეს ერთიან საქართველოში“, - განაცხადა დავით ფაცაციამ.

9 მაისს საქართველოში ფაშიზმე გამარჯვების დღე აღინიშნება. 1945 წლის 8 მაისს გერმანიამ კაპიტულაცია გამოაცხადა და მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.