აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

რეგიონებში მცხოვრები დევნილი მოზარდებისთვის შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები გაიმართა

23 მაისი მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღეა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ინიციატივით და ლოცვა-კურთხევით 23 მაისი „აფხაზეთობის“ დღედ დადგინდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, მთელი კვირის განმავლობაში სხვადასხვა სახის ღონისძიებები იმართება.
 
მიმდინარე წლის 19-20 მაისს, „აფხაზეთობის“ კვირეულის ფარგლებში, ფოთში, ზუგდიდში, ქუთაისსა და წყალტუბოში არსებულ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში, აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონიდან დევნილი ბავშვებისთვის გაიმართა სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები, რომლის ფარგლებშიც ბავშვებს საჩუქრები გადაეცათ .
 
ღონისძიებები ჩატარდა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინიციატივით, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატისა და მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო პალატის მხარდაჭერით.
 
ქ. ზუგდიდში გამართულ ღონისძიებას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი - დავით ფაცაცია დაესწრო, რომელმაც აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს საჩუქრები გადასცა.
 
ღონისძიებებში მონაწილეობას იღებდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი - გოგიტა თედორაძე და სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთვარობის წარმომადგენლობების ხელმძღვანელები.