აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებული მონაცემები

     1.  საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი
ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი
 
სოფიო ადეიშვილი
(+995) 577 94 78 23
sadeishvili.justice@gmail.com
ი.ჭავჭავაძის გამზირი N-17ე, თბილისი, საქართველო
 
 
     2.  საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები
 
 
     3.  ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ
 
ადმინისტრაციული საჩივარი - დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას;

ადმინისტრაციული საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად დაიწყება მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შემთხვევაში. ადმინისტრაციული საჩივარი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორით (ან წარდგენილი უნდა იყოს სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ სპეციალურ ფორმაში).

დაინტერესებული პირისათვის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საქმის მასალების ელექტრონული ვერსიის გაცემა ხორციელდება საფასურის გარეშე