აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სტრუქტურა

დაბადების თარიღი             1954 წლის 26 აგვისტო

დაბადების ადგილი             საქართველო, აფხაზეთი, ქ.გალი

ოჯახური მდგომარეობა      დაოჯახებული, მეუღლე და ორი შვილი

                                                        

განათლება                              

1975-1980 წწ. ი.ი. მეჩნიკოვის სახელობის ოდესის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;

1980-1985 წ. ი.ი. მეჩნიკოვის სახელობის ოდესის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტურა - კონსტიტუციური და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალობით.

 

სამეცნიერო ხარისხი, წოდება  

1985 წ. იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი;

1988 წ. დოცენტის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება;

2006 წ. პროფესორი;

2002 წ. იუსტიციის პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.

 

სამუშაო გამოცდილება    

1982 წ. მ. გორკის სახელობის  აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის კათედრის მასწავლებელი;

1983 წ. მ. გორკის სახელობის  აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სასწავლო დარგში, ამავე დროს სამოქალაქო და სისხლის სამართლის კათედრის მასწავლებელი;

1988 წ. დოცენტის მოვალეობის შემსრულებელი, ისტორია-იურიდიული ფაკულტეტის სამოქალაქო და სისხლის სამართლის კათედრაზე;

1989 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო, აღმასრულებელ და ადმინისტრაციულ ორგანოებთან მუშაობის განყოფილების გამგის მოადგილე;

1992 წ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკუტეტის სახელმწიფო და ადმინისტრაციული სამართლის კათედრის დოცენტი;

1993-1998 წწ.  აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამხედრო მოსამართლე;

1998–2000 წწ. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული ქ. სანკტ–პეტერბურგის სახელმწიფო სამსახურისა და მართვის აკადემია, იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციული სამართლის კათედრის დოცენტი, სასწავლო–მეთოდოლოგიური კომისიის თავმჯდომარე;

1998 -2000წ.წ. - ქ. სანკტ–პეტერბურგის საერთაშორისო ადვოკატთა კოლეგიის წევრი- ადვოკატი;

2000-2006 წწ. - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტის სამართლის თეორიისა და კონსტიტუციური სამართლის კათედრის დოცენტი, დეკანის მოადგილე;

2004-2008 წწ. საქართველოში არსებული მოსკოვის ეკონომიკის, სტატისტიკისა და ინფორმატიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობის მეცნიერ–კონსულტანტი;

2005-2008 წწ. თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სრული პროფესორი, აკადემიური და სადისერტაციო საბჭოს წევრი;

2005-2009 წწ. ქ. თბილისში საადვოკატო საქმიანობა;

2008-2011 წწ. დ. გურამიშვილის სახელობის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი „იბერია“–ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, სრული პროფესორი;

2010-2012 წწ. თბილისის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი, სრული პროფესორი;

2014-2016 წწ. თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის პროფესორი;

2014 წ. - დღემდე  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრი;

2014-2019 წ.წ.-  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსი;

2017 წ.  - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდანტი;

2019 წლიდან - დღემდე იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის იუსტიციის დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი.

სამეცნიერო ინტერესების სფერო   -    კონსტიტუციური სამართალი, ადამიანის უფლებები  და ძირითადი თავისუფლებები,  ადმინისტრაციული სამართალი, ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი.

 

სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა

2010 წ. ქ. ბათუმში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული და აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიების მიერ ჩატარებულ ქართველთა და აფხაზთა ფორუმის მონაწილე;

2014 წ. ქ. ბათუმში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული და აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიების მიერ ჩატარებულ ქართველთა და აფხაზთა ფორუმის მონაწილე;

2016 წლის 10-11 ივნისს - აჭარაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ ჩატარებული სამეცნიერო- პრაქტიკული კონფერენციის მონაწილე შუახევის მუნიციპალიტეტის, დაბა ხიჭაურში, საქართველოს საპატრიაქოს წმინდა ტბელ აბუსერიძის უნივერსიტეტში (თემა: ,,ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა საკითხები-ისტორია და თანამედროვეობა”);

2017 წლის 24 თებერვალს - საქართველო იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის მიერ ჩატარებული კონფერენციის მონაწილე  (თემა: „დემოკრატიული, სამართლებრივი აღმშენებლობის ზოგიერთი პრობლემა’’);

2017 წლის 25-27 აპრილს - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მიერ ჩატარებული საერთაშორისო-პრაქტიკული კონფერენციის მონაწილე (თემა: „სამართლის აქტუალური საკითხები’’);

2017 წლის 30 ივნისს - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართული კონფერენცია თემაზე: ‘’აფხაზეთი-არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და პერსპექტივები’’ (კონფერენციის მონაწილე);

2018 წლის 23 თებერვალს - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქციის  „მრგვალი მაგიდა“ - დიალოგი „ერთიანი საქართველოსთვის, დეოკუპაციის, საერთაშორისო ურთიერთობების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომისიის’’ აფხაზეთის გაერთიანებული პროფკავშირების გამგეობის ორგანიზებით ჩატარებული მრგვალი მაგიდა - კონფერენცია თემაზე: საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ - „გამოწვევები, შეფასებები, პრობლემები’’ (კონფერენციის მონაწილე);

2018 წლის 16 მაისს - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის მთავრობის აპარატის პოლიტიკური ანალიზისა და კვლევების სამმართველოს ორგანიზებით გამართული კონფერენცია თემაზე: „ოკუპირებული აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და პრობლემები“. (კონფერენციის მონაწილე);

2018 წლის 31 მაისს - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამართული კონფერენცია თემაზე: „აფხაზეთი - წარსული და დღევანდელობა“ (კონფერენციის მონაწილე);

2018 წლის ივნისი - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქციების „მრგვალი მაგიდა - დიალოგი ერთიანი საქართველოსთვის“, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო, დეოკუპაციის, საერთაშორისო ურთიერთობების, განათლებისა და კულტურის საკითხთა, საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიების და აფხაზეთის გაერთიანებული პროფკავშირების გამგეობის მხარდაჭერით ჩატარებული მრგვალი მაგიდა- კონფერენცია თემაზე: „რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ“ (კონფერენციის მონაწილე);

2018 წლის 29-30 ნოემბერს - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა  და ორგანიზებით, აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მხარდაჭერით, თბილისში სასტუმრო „ჰუალინგ“-ში ჩატარებული საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: „გენოციდის დანაშაულისა და ადამიანის უფლებათა დაცვის აქტუალური პრობლემები“, მიძღვნილი ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციის, გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის კონვენციის 70-ე, სისხლის სამართლის სერთაშორისო  სასამართლოს რომის წესდების მიღების მე-20 წლისთავისადმი (კონფერენციის მონაწილე);

2019 წლის 24-26 მაისს საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მხარდაჭერით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გამართული საერთაშორისო  სამეცნიერო- პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: „კრიმინოლოგიის სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობა, მისი ადგილი მეცნიერებათა სისტემაში“ მიძღვნილი ფრანგი ექიმ - ანტროპოლოგის პოლ ტოპინარის მიერ ტერმინ „კრიმინოლოგის“ შემოღების 140-ე წლისთავისადმი (კონფერენციის მონაწილე);

2019 წლის 18 ივლისს ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ორგანიზებით სასტუმრო „ROOMS HOTEL”-ში ჩატარებული სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე პროფესორების, დოქტორანტების, მაგისტრანტების და პრაქტიკოსების ჩართულობა ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესში (კონფერენციის მონაწილე);

2019 წლის 4 დეკემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის  ფაკულტეტის  ინიციატივითა და ორგანიზებით, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს ურთიერთთანამშრომლობის  საფუძველზე გაიმართა ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციების მიღებიდან 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ნორმების იმპლემენტაცია კანონმდებლობაში“ (კონფერენციის  მონაწილე);

2020 წლის 15 ივლისს სასტუმრო „რედისონ-ბლუ ივერია’’-ში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის მიერ ჩატარებული კონფერენცია თემაზე: “კონფლიქტის ტრანსფორმაცია ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ კონტექსტში: იდეიდან ქმედებამდე“ (კონფერენციის მონაწილე);

2021 წლის 12 მაისს არასამთავრობო ორგანიზაცია-აფხაზთა და ქართველთა ერთობის საზოგადოება „ერთობა ხვალისთვის’’ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარებული სამეცნიერო კონფერენცია ,,აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზების ძიებისადმი’’; (კონფერენციის მონაწილე)

2021 წლის 27-28 მაისს ქალაქ ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაცია-აფხაზთა და ქართველთა ერთობის საზოგადოება „ერთობა ხვალისთვის’’, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციისა და იუსტიციის და სამოქალაქო ინტეგრაციის სკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით ჩატარებული სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: ,,აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზების ძიებისადმი’’

(კონფერენციის მონაწილე);

2022 წლის 28 აპრილს საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიასთან თანამშრომლობით სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ჩატარდა ეროვნული სამეცნიურო კონფერენცია თემაზე: „იურიდიული მეცნიერებისა და პრაქტიკის აქტუალური საკითხები“. (კონფერენციის მონაწილე)

2022 წლის 05 მაისს სასტუმრო „ბალტიმორ’’ -ში  იუსტიციისა და სამოქალქო ინტეგრაციების საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრის აპარატის ინიწიატივითა და ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია თემაზე: „ჰიბრიდული ომი და ახალგაზრდების ჩართულობა სამშვიდობო პროცესში’’. (კონფერენციის მონაწილე).

2022 წლის 15-16 მაისს ჩათვლით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია-„ევროპული ინტეგრაცია და ადამიანის უფლებები“, რომელიც მიეძღვნა სოხუმში პედაგოგიური ინისტიტუის დაარსების 90 წლის და ოთარ გამყრელიძის 90 წლის იუბილეს.

 (კონფერენციის მონაწილე).

2022 წლის  24 მაისს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალას“- ში   იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ორგანი-

ზებით ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „ოკუპირებულ აფხაზეთში ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა უფლებრივი მდგომარეობა.“ (კონფერენციის მონაწილე).

2022 წლის 23 ივნისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა-დისკუსია თემაზე; „კრიმნილოგიის როლი გლობალურ სამყაროში“(დისკუსიის მონაწილე).

2022 წლის 24-25 ივნისს საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკაში, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსისტეტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის და კავკასიის სოციო(ეთნო) ლინგვისტური ასოციაციის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა საქართველო-ტურქეთის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის 30 წილისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „საქართველო და თურქეთი:რეგიონთშორისი ურთიერთობები-მეცნიერული და კულტურული კვლევის პერსპექტივები.“ (კონფერენციის მონაწილე).

2022 წლის 28 ივნისს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და „ბერგჰოფის ფონდის (გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია) ინიციატივითა და ორგანიზებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტის სააქტო დარბაზში  გაიმათა მრგვალი მაგიდა-დისკუსია თემაზე: დიალოგი წარსულის შესახებ: “შესაძლო გზა კონფლიქტის ტრანსფორმაციისა და ნორმალიზაციისთვის,,(ქართულ-აფხაზური კონფლიქტი) (დისკუსიის მონაწილე).

2022 წლის 19 ოქტომბერს თბილისის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში გაიმართა კონფერენცია საქართველო-ისრაელის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავისადმი

მიძღვნილი საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია: ,,საქართველო და ისრაელი წარსულიდან მომავლისკენ-მეცნიერული და კულტურილი კვლევების პერსპეკტივები’’, რომელიც ოგანიზებულ იყო კავკასიის სოციო(ეთნო) ლინგვისტური ასოციაციის ქართულ-ებრაული სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ ცენტრ ფესვების, საქართველოს საპატრიარქოსა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ (კონფერენციის მონაწილე).

2022 წლის 25 ოქტომბერს სასტუმრო ,,ტიფლის პალას’’-ში გაიმართა კონფერენცია: ,,დიალოგი მშვიდობისათვის’’, რომელიც მიძღვნილი იყო აფხაზეეთის კონფლიკტის მშვიდობიანად მოგვარების საკითხებს. კონფერენცია  ორგანიზებულ იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის მიერ (კონფერენციის მონაწილე).

2022 წლის 21 დეკემბერს  სასტუმრო ,,ტიფლის პალას’’-ში გაიმართა კონფერენცია: ,,დიალოგი მშვიდობისათვის’’, რომელიც მიძღვნილი იყო აფხაზეეთის კონფლიკტის მშვიდობიანად მოგვარების საკითხებს. კონფერენცია  ორგანიზებულ იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს მიერ(კონფერენციის მონაწილე).

2022 წლის 22 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში გაიმართა უწმინდესისა და უნტერესის, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის  ილია II-ის დაბადების 90 წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „აფხაზეთი, საქართველოს ერთიანი სივრცე-სტრატეგიული მიმართულებები და ახალი გამოწვევები“ (კონფერენციის მონაწილე).

 

პროფესიული და სამეცნიერო ორგანიზაციებისა და რედკოლეგიების წევრობა

 

2000 წლიდან დღემდე - აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პერიოდული ორგანოს აფხაზეთის მოამბის სარედაქციო კოლეგიის წევრი;

2006 წ. საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის მარჯი სარედაქციო კოლეგიის წევრი, საერთაშორისო-სამეცნიერო ჟურნალის კავკასია და მსოფლიოს პასუხისმგებელი რედაქტორი;

2006 წ. დღემდე - აფხაზეთის კონფლიქტში დაღუპულთა ოჯახების შერიგებისა და თანადგომის ჰუმანიტარული მომსახურების კავშირი „დიოსკურია 2005“–ის თავმჯდომარის მოადგილე სამართლებრივ საკითხებში, პრეზიდიუმის წევრი;

2016 წლიდან დღემდე - საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის ,,დიპლომატია და სამართალი სარედაქციო საბჭოს წევრი.

2019 წ. - დღემდე ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია“ -ს-ექსპერტი.

 

სამეცნიერო-საზოგადოებრივი საქმიანობა

1988-წ. ჰელსინკის კავშირის აფხაზეთის რეგიონული ორგანიზაციის წევრი, კანონიერებისა და სოციალური სამართლიანობის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, აფხაზეთის კონსტიტუციის (ქართული ვარიანტის) საკონსტიტუციო კომისის წევრი;

1991წლის 29 ოქტომბერი - აფახაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს  არჩევნები (დეპუტატობის კანდიდატი);

2000 წ. - აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პრეზიდიუმის წევრი;

2005 წ.  - აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, პრეზიდენტის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში, პრეზიდიუმის წევრი;

2000 წ. - იურისტ-კონსულტი, აკადემიასთან არსებული ჰუმანიტარულ–საქველმოქმედო ფონდ „აიეტის“ გამგეობის, აკადემიის სამეცნიერო–საზოგადოებრივი გაზეთ „დიოსკურიას“ სარედაქციო საბჭოს, აკადემიის პრეზიდენტთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს წევრი;

2002 წ. „ფაზისის“ საერო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი;

2004 წ. საქართველოს ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემიის აკადემიკოსი;

2012 წ.-   საქართველოს დევნილთა კავშირის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

2015წ.- საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის-აკადემიკოსი,   სამეცნიერო საბჭოს წევრი;

2016-2019წ.წ.-  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის კომისიის წევრი;

2018 წ.-  საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის-აკადემიკოსი, სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი;

 2019 წ. - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სოციალურ-ეკონომიკური საბჭოს ექსპერტი;

2020 წლის - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს (სენატის) წევრი;

2020 წ. - საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის-აკადემიკოსი.

 

უცხოურ ენათა ცოდნა  

 

ინგლისური (დამაკმაყოფილებელი), უკრაინული (დამაკმაყოფილებელი),  რუსული (სრულყოფილად).

 

სამეცნიერო ნაშრომები  

50-ზე მეტი -   ხუთი სახელმძღვანელო, სამი ბროშურა.

 

 ტრენინგები

2015 წლის 22 დეკემბერს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროფგაერთინებების საერთაშორისო პროფკავშირის ეგიდით ორგანიზებული ტრენინგი თემაზე: “მუშათა უფლებების დაცვა-პროფკავშირული საქმიანობა’’;

2015  წლის 23-24 თებერვალი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ-იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენინგი ტემაზე: „ეფექტიანი კომუნიკაცია და მომსახურება“;

2016 წლის 6 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ-იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჩატარდა  ტრენინგი  თემაზე: საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ”;

2016 წლის 9-10 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ-იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჩატარდა ტრენინგი  თემაზე: „ადმინისტრაციული სამართალი“;

2017 წლის 23 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ-იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: ’’ეთიკისა და ქცევის ზოგადი ნორმები საჯარო მოხელეთათვის’’;

2017 წლის 28 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ-იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჩატარდა ტრენინგი თემაზე:“ კონფლიქტების დარეგულირების სამართლებრივი მექანიზმები“.

2019 წლის 1 დეკემბერს „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“ ცენტრის (დაფინანსებულია ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ)  ორგანიზებით  ქ. გორში ჩატარდა  მოტივაციური ინტერვიუირების ტრენინგი;

2021 წლის 15-17თებერვალს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით  ჩატარდა ტრენინგი თემაზე: “ საჯარო სამსახურში მართვა და ლიდერობა“ ( საჯარო სამსხურის ბიუროს ანალიტიკური დეპრტამენტის მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით).

2022 წლის 31 იანვარს საქართველოს ევროპის მცოდნეთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი თემაზე:„ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტები“.

 

ჯილდოები

- 2010 წწ. აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჯილდო-საპატიო სიგელი სამეცნიერო-პედაგოგიური და აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისათვის, სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებაში, მათ კვალიფიციურ სპეციალისტად ჩამოყალიბებაში შეტანილი წვლილისათვის;

-2015 წწ. აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჯილდო-საპატიო სიგელი სამეცნიერო-პედაგოგიური და აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისათვის, სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებაში, მათ კვალიფიციურ სპეციალისტად ჩამოყალიბებაში შეტანილი წვლილისათვის;

- „სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეხზე დაყენების საქმეში, სამეცნიერო–პედაგოგიური, სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა–განათლებაში, მათ კვალიფიციურ სპეციალისტად ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის“ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 26 ივნისის N26/06/02 განკარგულებით სახელმწიფო ჯილდო — ,,ღირსების ორდენი”;

- აფხაზეთის კონფლიქტში დაღუპულთა ოჯახების შერიგებისა და თანადგომის ჰუმანიტარული მომსახურების კავშირის „დიოსკურია 2005“–ის საქმიანობაში შეტანილი წვლილისათვის პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით და თავმჯდომარის 2013 წლის 26 აგვისტოს N5 განკარგულებით ჯილდო - „მშვიდობის დროშით და მშვიდობის ოქროს ვარსკვლავით“;

- 2015 წლის 21 ოქტომბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებაში, მათ კვალიფიციურ სპეციალისტებად ჩამოყალიბებაში შეტანილი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური და აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისათვის უმაღლესი ჯილდოთი-,,საპატიო სიგელი”;

- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 14 დეკემბრის N43/მ/შ ბრძანებით განსაკუთრებული მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის 2016 წლის განმავლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მოხელეთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების ორგანიზება-ჩატარებისათვის მადლობა პირად საქმეში შეტანით.