ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მინისტრის აპარატის მიერ განხორციელებული
პ რ ო ე ქ ტ ე ბ ი

ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მიერ განხორციელებული პროექტების მთავარი კრიტერიუმია „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის“ და „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის“ სამთავრობო პროგრამებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების ფარგლებში, აფხაზეთის გახლეჩილი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენა და მათი შერიგება
მინისტრის აპარატის მიერ განხორციელებული პროექტების ძირითადი მიმართულებებია:
- ნდობის აღდგენისა და შერიგების სფეროში არსებული საერთაშორისო, სამთავრობო, საზოგადოებრივი და აკადემიური გამოცდილების, პროგრამებისა და ინიციატივების, კვლევებისა და მოსაზრებების შეგროვება, გაანალიზება და შეჯერება;
- აფხაზეთის გახლეჩილი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენისა და გაძლიერების, სახალხო დიპლომატიის გზით „გამყოფი ხაზის“ ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის მიერ შენარჩუნებული ოჯახური, ნათესაური და პირადი ურთიერთობების წახალისება, გამყარება და შესაბამისი პროექტებისა და მექანიზმების შემუშავება-მომზადება ურთიერთობის აღდგენის, დიალოგის დაწყების, სახალხო დიპლომატიის ხელშეწყობისა და სოციალური კომუნიკაციის მიზნით;
- საქართველოს ტერიტორიაზე (მათ შორის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე) და მის ფარგლებს გარეთ აფხაზეთის მკვიდრ მოსახლეობასთან, დიასპორებთან, აგრეთვე, ეროვნულ უმცირესობათა საზოგადოებებთან და მათ წამომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საინიციატივო ჯგუფებთან და დაინტერესებულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებთან ურთიერთობის წარმართვა;
- უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საზღვარგარეთ მოქმედი შესაბამისი დიასპორული ორგანიზაციებისათვის ქართულ-აფხაზური ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების გაცნობა-შესწავლის ხელშეწყობა;
- აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირებულ თემებზე სოციოლოგიური კვლევების ჩატარების ხელშეწყობა და შედეგების ანალიზი, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობა, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებზე კვლევითი და სხვა ტიპის პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
- ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების ფარგლებში ცალკეული საკითხების შესწავლა და წინადადებების ინოვაციური მიდგომების ძიების მიზნით, სხვადასხვა ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებების ანალიზი და წინადადებების შემუშავება.
შესაბამისად 2014 წლიდან ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით ხორციელდება სხვადასხვა სოციალური თუ კულტურულ-შემეცნებითი პროექტი, მათ შორის საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებები, სადაც ქართველ ახალგაზრდებთან ერთად ჩართული არიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ეროვნებით აფხაზი ახალგაზრდებიც. მინისტრის აპარატი ასევე თანამშრომლობს სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო უწყებებსა თუ ორგანიზაციებთანაც ახალგაზრდების კულტურული თუ სხვა სოციალური პროფილის პროექტებში.
2018 წელი
- კვლევა - „აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების პოსტრავმული ადაპტაცია და მათი ჩართულობა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის პროცესში“ და დიასპორების ჩართულობა ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესებში
- „მშვიდობის ლაბორატორია“
- ფოტოგამოფენა „სიჩუმის რეზოლუცია“
- „აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე პროფესორების, დოქტორანტებისა და მაგისტრანტების ჩართულობა ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესებში“
- „სამშვიდობო რესურსები - „ქართულ-აფხაზური ურთიერთობები და საქართველოს ევროპული მომავალი“
- „ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების ჩართულობა ნდობის აღდგენისა და შერიგებისათვის“
- „ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია“ ფარგლებში სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის გახსნა
- „შევისწავლოთ აფხაზური ენა“
2017 წელი
- ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება ნდობის აღდგენისა და შერიგებისთვის
- „საერთო წარსულით საერთო მომავლისკენ“
- „გლოუ საქართველო“
- ,,აფხაზეთი - არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და პერსპექტივები“
- გაეროს ასამბლეა საქართველოში
- ტურნირი „CYNC სპორტი ბარიერების გარეშე“
- აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე მკვლევარების ხელშეწყობის პროგრამა
2016 წელი
- საზოგადოების ჩართულობა ნდობის აღდგენისა და შერიგებისათვის
- კულტურათშორისი დიალოგი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში
- ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება ნდობის აღდგენისა და შერიგებისთვის
- დევნილი ახალგაზრდების საჭიროებების კვლევა
- ლტოლვილთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საღამო, ფოტო-გამოფენა „მუჰაჯირების ნაკვალევზე“
- მრგვალი მაგიდა - აფხაზეთი დღეს, პრობლემები და გამოწვევები
- ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სახელწოდებით „ქალი მომავლის რწმენით“
- დედის დღისადმი მიძღვნილი საღამო „მადლობა უკვდავებაში გარდასულ შვილთა დედებს“
- სამეცნიერო კვლევა „წარსულის ტყვეობაში: ქართველი დევნილების ჩახშული ხმები და სოციალური ინტეგრაციის დილემა“
2015 წელი
- ქართულ აფხაზური ახალგაზრდული ფესტივალი ნდობის აღდგენისა და შერიგებისთვის
- „საქართველოს ახალგაზრდული ფორუმი 2015“
- საერთაშორისო სტუდენტური ინტერდისციპლინარული ვორქშოფი კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული და ევროპული ასპექტები
- სასკოლო მზაობის ცენტრები ნდობის აღდგენისა და შერიგებისათვის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში
- აფხაზეთიდან დევნილი თემის მხარდაჭერის პროგრამა
- ნდობის აღდგენისა და შერიგების შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო მექანიზმები
- აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი ფოტო - გამოფენა, მინიკონფერენცია - ,,მუჰაჯირობა“
- ნდობის აღდგენისა და შერიგების სამშვიდობო რესურსები, ინტერკულტურული დიალოგი მშვიდობისათვის
- სამშვიდობო რესურსები ნდობის აღდგენისა და შერიგებისათვის
- აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია ნდობის აღდგენისა და შერიგებისათვის საქართველოს რეგიონებში
- მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“
2014 წელი