აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

შინაგანაწესი


ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის მინისტრის აპარატის
შ ი ნ ა გ ა ნ ა წ ე ს ი

დანართი №1

 

  • მუხლი 1.   ზოგადი დებულებანი
  1. ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომირი რესპუბლიკის მინისტრის შინაგანაწესი (შემდგომში - შინაგანაწესი) შემუშავებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და ვრცელდება ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის (შემდგომში - მინისტრის აპარატი) სტრუქტურული ქვედანაყოფების საჯარო მოსამსახურეებზე (შემდგომში - მოსამსახურე).
  2. შინაგანაწესის მიზნებია:
    ა)   მინისტრის აპარატისთვის დაკისრებული ფუნქციების სრულყოფილად განხორციელებისთვის ხელის შეწყობა;
    ბ)   შრომის დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა;
    გ)   მოსამსახურეთა შრომისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების დამკვიდრება;
    დ)  სამუშაო დროის რაციონალური გამოყენება;
    ე)   მოსამსახურეთა კვალიფიკაციის დონის ამაღლება და პროფესიული ჩვევების გამოვლენის ხელშეწყობა;
    ვ)   სამსახურეობრივ მოვალეობათა შესრულებისა და ეფექტურობის ზრდა;
    ზ)  ხელმძღვანელობასა და მოსამსახურეთა შორის სამსახურეობრივი ურთიერთობების მოწესრიგება;
  3. შინაგანაწესით განისაზღვრება:
    ა)   სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული;
    ბ)   დღის განმავლობაში შესვენების დრო;
    გ)   დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი;
    დ) სამსახურებრივ საკითხებზე განკარგულებათა მოსამსახურეებამდე დაყვანის წესი;
    ე)   ხელფასისა და სამივლინებო თანხების გაცემის დრო და ადგილი;
    ვ)   მოსამსახურეების მიერ კუთვნილი შვებულების გამოყენების პირობები და წესი;
    ზ)  მოსამსახურის მივლინების წესი;
    თ)  შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები;
    ი)   სამსახურში გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი;
    კ)   მოსამსახურის უფლება-მოვალეობანი;
    ლ) მინისტრის აპარატში მოქალაქეთა მიღების წესი;
    მ)   მოსამსახურის მატერიალური პასუხისმგებლობა;
    ნ)   განთავისუფლებული მოსამსახურის ვალდებულებანი;
    ო)  წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი;
    პ)   განცხადების/საჩივრის განხილვის წესი;
    ჟ)   მინისტრის აპარატში სამსახურის ორგანიზაციულ მოწყობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
  • მუხლი 2.    სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული, შესვენების დრო
  1. მოსამსახურის სამუშაო დრო განისაზღვრება 5 დღიანი სამუშაო კვირით;
  2. სამუშაო დრო განისაზღვრება დილის 09.00 სთ-დან 18.00 სთ-მდე;
  3. სამუშაო დროის განმავლობაში მოსამსახურისთვის განსაზღვრულია შესვენების დრო, რომელიც, როგორც წესი, გრძელდება 13.00 სთ-დან 14.00 სთ-მდე;
  4. მოსამსახურის სამსახურში გამოცხადებისა და სამუშაო ადგილის დატოვების დრო ფიქსირდება სამსახურში გამოცხადების აღრიცხვის ჟურნალის მეშვეობით (სადაც მოსამსახურე ხელმოწერით ადასტურებს სამსახურში გამოცხადებისა და სამუშაო ადგილის დატოვების დროს) და/ან სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით (დანართი №2).
  5. სამსახურში დაგვიანებით გამოცხადებისა და სამუშაო დროის განმავლობაში (შესვენების დროის გარდა) სამუშაო ადგილის დატოვების თაობაზე მოსამსახურემ უნდა აცნობოს აღნიშნული შინაგანაწესის შესრულებაზე პასუხისმგებელ პირს;
  6. მოსამსახურე, რომელიც სამსახურებრივ საქმეზე თავისი მოვალეობის შესასრულებლად იმყოფება მინისტრის აპარატის ადმინისტრაციული შენობის გარეთ, ითვლება სამსახურში მყოფად.
  • მუხლი 3.   დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი
  1. მოსამსახურისთვის მუშაობა დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში, შესვენების დროს ან სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ, ნებაყოფლობითია;
  2. გადაწყვეტილებას მოსამსახურის დასვენების და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ მუშაობის ანაზღაურების თაობაზე იღებს მინისტრი.
  • მუხლი 4. სამსახურებრივ საკითხებზე განკარგულებათა მოსამსახურეებამდე დაყვანის წესი
  1. სამსახურეობრივ საკითხებზე განკარგულების გამოცემის უფლება აქვს მინისტრს, მინისტრის მოადგილეებსა და სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს;
  2. სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული განკარგულება შეიძლება იყოს ზოგადი (ვრცელდებოდეს ყველა მოსამსახურეზე) და პერსონალური;
  3. ზოგადი ხასიათის განკარგულებას გამოსცემს მინისტრი. იგი გამოიცემა წერილობითი ფორმით და ექვემდებარება მინისტრის აპარატში სპეციალურად გამოყოფილ თვალსაჩინო ადგილზე გამოკვრას;
  4. პერსონალურ განკარგულერბას გამოსცემს მინისტრი, მინისტრის მოადგილეები და სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები. პერსონალური განკარგულება გამიოცემა უშუალოდ ერთ მოსამსახურეზე ან მოსამსახურეთა განსაზღვრულ ჯგუფზე. პერსონალური განკარგულება გამოიცემა წერილობითი ან ზეპირი ფორმით. წერილობითი ფორმით გამოცემული პერსონალური განკარგულება გამოცემისთანავე გადაეცემა მოსამსახურეს (მოსამსახურეთა განსაზღვრულ ჯგუფს), რაც დასტურდება ხელმოწერით;
  5. ამ მუხლის შესაბამისად გამოცემული განკარგულებების შესრულება სავალდებულოა ყველა მოსამსახურისათვის;
  6. იმ შემთხვევაში, თუ მოსამსახურე კანონსაწინააღმდეგოდ მიიჩნევს ზემდგომი თანამდებობის პირის პერსონალური განკარგულების შესრულებას, მან ამის შესახებ დაუყოვნებლივ წერილობით უნდა აცნობოს განკარგულების გამცემ პირს. თუ განკარგულების გამცემი თანამდებობის პირი დაუსაბუთებლად მიიჩნევს განკარგულების შემსრულებლის მოსაზრებას, განკარგულების შემსრულებელმა უნდა შეასრულოს პერსონალური განკარგულება ან აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ წერილობით უნდა აცნობოს ზემდგომ თანამდებობის პირს. ზემდგომი თანამდებობის პირის გადაწყვეტილება სავალდებულოა განკარგულების გამცემი და განკარგულების შემსრულებელი პირებისათვის.
  • მუხლი 5. ხელფასისა და სამივლინებო თანხების გაცემის დრო და ადგილი
  1. მოსამსახურეზე თანამდებობრივი სარგო გაიცემა თვეში ერთხელ, საბანკო დაწესებულების მეშვეობით.
  2. მოსამსახურის სამივლინებო თანხების გაცემის წესი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.
  • მუხლი 6. შვებულების უფლების გამოყენების წესი
  1. მოსამსახურე სარგებლობს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ხანგრძლივობით.
  2. მოსამსახურის ყოველწლიური ანაზღაურებადი, ანაზღაურების გარეშე, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო, დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო და სასწავლო შვებულება ფორმდება მინისტრის ბრძანებით.
  3. განცხადება შვებულების მოთხოვნის შესახებ მინისტრს უნდა წარედგინოს საშვებულებო პერიოდის დაწყებამდე 7დღით ადრე მაინც. აღნიშნული ვადის შემცირება დასაშვებია განსაკუთრებულ შემთხვევებში, მოსამსახურის მიერ დასაბუთებული განცხადების მინისტრისთვის წარდგენისას.
  4. შვებულების მოთხოვნის შესახებ განცხადება უნდა შეთანხმდეს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსდთან. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი უფლებამოსილია უარი თქვას თანხმობის გაცემაზე, თუ მოცემულ პერიოდში სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე მიზანშეწონილი არ არის მოსამსახურის მიერ შვებულებით სარგებლობა.
  5. მოსამსახურე უფლებამოსილია, სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსთან შეთანხმებით მინისტრის თანხმობის საფუძველზე, ნაწილ-ნაწილ გამოიყენოს კუთვნილი შვებულება.
  6. იმ შემთხვევაში, თუ მოსამსახურე ვერ ისარგებლებს კუთვნილი შვებულებით იგი უფლებამოსილია მოითხოვოს შვებულების მომდევნო სამუშაო წელს გადატანა.
  7. სასწავლო შვებულებაში მოსამსახურის გაშვების წესი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.
  8. მინისტრის აპარატის საჯარო მოსამსახურის მივლინების უფლება აქვს მინისტრს.
  9. მინისტრის აპარატის საჯარო მოსამსახურის მივლინება ფორმდება მინისტრის ბრძანებით.
  10. მივლინების შესახებ ბრძანების საფუძველზე, ადმინისტრაციული სამსახური მოსამსახურეს უფორმებს სამივლინებო ფურცელს.
  • მუხლი 7. სამსახურში გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი
  1. წინასწარ ცნობილი მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში (არაუმეტეს ორი დღის ხანგრძლივობით), მოსამსახურე ვალდებულია შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს წინასწარ წარუდგინოს განცხადება მინისტრის სახელზე, სამსახურში არყოფნის სავარაუდო პერიოდის თაობაზე სათანადო მიზეზის მითითებით. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი რეზოლუციით ეთანხმება ან არ ეთანხმება წარდგენილ განცხადებას და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას აწვდის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის თანხმობის შემთხვევაში, მოსამსახურის სამსახურში გამოუცხადებლობის მიზანშეწონილობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ეკისრება მოსამსახურეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  2. წინასწარ ცნობილი მიზეზის გარეშე სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოსამსახურე ვალდებულია შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში აცნობოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს გამოუცხადებლობის სავარაუდო პერიოდი სათანადო მიზეზის მითითებით. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ვალდებულია აღნიშნულზე ინფორმაცია მიაწოდოს მინისტრის აპარატის ადმინიოსტრაციული სამსახურის უფროსსა და წინამდებარე შინაგანაწესის შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელ პირს. სამსახურში გამოცხადების შემდეგ მოსამსახურემ მინისტრის სახელზე უნდა წარადგინოს ახსნა-განმარტებითი ბარათი სამსახურში გამოუცხადებლობის თაობაზე.
  3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული განცხადება და ახსნა-განმარტებითი ბარათი უნდა დარეგისტრირდეს დადგენილი წესით მინისტრის აპარატის ადმინისტრაციულ სამსახურში.
  • მუხლი 8. მოსამსახურის უფლება-მოვალეობანი
  1. მოსამსახურე ვალდებულია:
    ა)   პირნათლად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობანი;
    ბ)   სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება;
    გ)   შეასრულოს ხელმძღვანელის ბრძანება, განკარგულება და მითითება, რომლებიც გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში;
    დ)  დაიცვას შრომის დისციპლინა, რაციონალურად გამოიყენოს სამუშაო დრო, არ დაუშვას ისეთი ქმედება, რომელიც აფერხებს მინისტრის აპარატის მუშაობას და ლახავს საჯარო სამსახურის ავტორიტეტს;
    ე)   გაუფრთხილდეს სახელმწიფო საკუთრებას, დაიცვას მატერიალურ ფასეულობათა მოვლა-პატრონობის დადგენილი წესი;
    ვ)   დაიცვას სამსახურებრივი ქცევის ნორმები და მინისტრის აპარატის შინაგანაწესი;
    ზ)  წესრიგში ჰქონდეს სამუშაო ადგილი, დაიცვას სისუფთავე მინისტრის აპარატის შენობაში და მის ტერიტორიაზე;

  2. დაუშვებელია მოსამსახურის მიერ სამსახურში კომპიუტერული თამაშებით სარგებლობა და ინტერნეტის რესურსების არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენება;
  3. მოსამსახურე ვალდებულია სამსახურებრივი უფლებამოსილება და სამსახურებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი მოწმობები, სიმბოლოები და იდენტიფიკაციის სხვა საშუალებები გამოიყენოს კეთილსინდისიერად, მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის და არა რაიმე უპირატესობის მოსაპოვებლად;
  4. მოსამსახურეს ეკრძალება თამბაქოს მოწევა მინისტრიოს აპარატის სამუშაო ოთახებში, კორიდორებში, ჰიგიენურ წერტილებში;
  5. თამბაქოს მოსაწევად გამოიყოფა სპეციალური ადგილები მინისტრის აპარატის ადმინისტრაციული შენობის აივანზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ხოლო ადმინისტრაციულ შენობაში თვალსაჩინო ადგილას განთავსდება სპეციალური აღნიშვნები და ინფორმაცია თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებით მოქმედი წესების შესახებ;
  6. აღნიშნული მოთხოვნის დარღვევისას გამოიყენება საქართველოს კანონი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
  7. მოსამსახურეს ეკრძალება სამსახურში ნასვამ მდგომარეობაში ყოფნა. აღნიშნული მოთხოვნის დარღვევისას გამოიყენება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 90-ე მუხლით დადგენილი წესი.
  • მუხლი 9. მინისტრის აპარატში მოქალაქეთა მიღების წესი
  1. მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას მოქალაქეთა მიღება ხორციელდება წინასწარ შეთანხმებით შასვის (დანართი №3) დაშვების შემდეგ. საშვში მითითებული უნდა იყოს მოქალაქის ადმინისტრაციულ შენობაში შემოსვლისა და გასვლის დრო,
  2. მინისტრის აპარატის ადმინისტრაციულ შენობაში სპეციალური ნებართვის (საშვის) დაშვების უფლების მქონე პირთა წრე და საშვის გარეშე შესვლის უფლების მქონე პირთა ნუსხა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
  • მუხლი 10. შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქცია

მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას შრომისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მოთხოვნები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით

  • მუხლი 11. მოსამსახურის მატერიალური პასუხისმგებლობა
  1. მინისტრის აპარატის ქონების ადმინისტრირებაზე საერთო ზედამხედველობას ახორციელებს ადმინისტრაციული სამსახური.
  2. მინისტრის აპარატის თითოეული სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი ვალდებულია:
    ა)   განახორციელოს კონტროლი იმ ქონების სათანადო გამოყენებასა და დაცვაზე, რომელიც გადაცემული აქვს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფს;
    ბ)   ჩაატაროს ქონების პერიოდული შემოწმება, რათა დადგინდეს, რომ ქონება იმყოფება სათანადო მდგომარეობაში, მოსამსახურის ფაქტიურ მფლობელობაში და იგი იყენებს ამ ქონებას მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის;
    გ)   დაუყოვნებლივ შეატყობინოს მინისტრის აპარატის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს მისი კონტროლის ქვეშ მყოფი ქონების ნებისმიერი სახის გადაადგილების, დაზიანების, განადგურებისა და დანაკარგის თაობაზე;
    დ)  სტრუქტურული ქვედანაყოფის ქონება ერთი მოსამსახურიდან მეორეს გადასცეს მხოლოდ მინისტრის აპარატის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან შეთანხმების საფუძველზე;
    ე)   ქონების დაზიანების შემთხვევაში მინისტრის აპარატის ადმინისტრაციულ სამსახურს წარუდგინოს ახსნა-განმარტებითი ბარათი და ქონების დაზიანების გამომწვევი მიზეზების დამადასტურებელი ყველა სახის დოკუმენტაცია.
  3. თითოეული მოსამსახურე პასუხისმგებელია მისთვის გადაცემული ქონების სათანადო გამოყენებასა და დაცვაზე. იგი ვალდებულია:
    ა)   ქონება გამოიყენოს მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის;
    ბ)   ქონების ნებისმიერი სახის გადაადგილების, დაზიანების, განადგურებისა თუ დანაკარგის შესახებ აცნობოს მის უშუალო ხელმძღვანელს;
    გ)   არ გადასცეს თავის მფლობელობაში არსებული ქონება სხვა მოსამსახურეს, სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის თანხმობის გარეშე, რაც თავის მხრივ მიღებულ უნდა იქნეს მინისტრის აპარატის ადმინისტრაციული სამსახურისგან.
  4. თუ სამსახურებრივი მოძიების შედეგად გამოვლინდება მოსამსახურის პასუხისმგებლობის საფუძველი, ამ უკანასკნელმა უნდა აანაზღაუროს მინისტრის აპარატისთვის მიყენებული ზიანი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  5. იმ მოსამსახურეებს, რომელთაც გადაცემული აქვთ ქონება ერთობლივი სარგებლობისათვის და როდესაც შეუძლებელია თითოეული მათგანის პასუხისმგებლობის გამიჯვნა, უფორმდებათ ხელშეკრულება კოლექტიური მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ.
  6.  
  7. მინისტრის აპარატის ადმინისტრაციული შენობიდან მინისტრის აპარატის ქონების გატანა დასაშვებია მინისტრის აპარატის ადმინისტრაციული სამსახურის თანხმობით. აღნიშნულის თაობაზე დგება წერილობითი აქტი.
  8. მინისტრის აპარატის ადმინისტრაციული სამსახური:
    ა)   ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ხელშეკრულებების რეგისტრაციის მიზნით აწარმოებს ჟურნალს.
    ბ)   ვალდებულია რეგულარულად (არანაკლებ წელიწადში ორჯერ) ჩაატაროს მინისტრის აპარატის კუთვნილი ქონების აღწერა-ინვენტარიზაცია მინისტრის აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებთან თანამშრომლობით და მათი უშუალო მონაწილეობით და შეადგინოს საინვენტარიზაციო აღწერის (შედარებითი უწყისი) ოქმი.
    გ)   მატერიალურ ფასეულობაზე პასუხისმგებელი პირის შეცვლისას, ასევე მატერიალური ფასეულობის გადაადგილებისას ჩაატაროს აღნიშნული ქონების ინვენტარიზაცია და შეადგინოს მიღება-ჩაბარების აქტი, ხოლო მატერიალური ფასეულობის სხვა პირზე გადაცემის შემთხვევაში უზრუნველყოს ახალი ხელშეკრულების გაფორმება.
  9. მინისტრის აპარატისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებნასთან დაკავშირებით დავის წარმოშობის შემთხვევაში საკითხი გადაწყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
  • მუხლი 12. განთავისუფლებული მოსამსახურის ვალდებულებანი
  1. მინისტრის აპარატიდან განთავისუფლების შემდეგ მოსამსახურე ვალდებულია მინისტრის აპარატის პასუხისმგებელ თანამდებობის პირებს დაუბრუნოს კუთვნილი სამსახურებრივი მოწმობა და ყველა ის მატერიალური ფასეულობა, რომელიც მას სარგებლობაში გადაეცა მინისტრის აპარატში მუშაობის პერიოდში.
  2. მოსამსახურე ვალდებულია სამსახურიდან განთავისუფლებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მინისტრის აპარატის ადმინისტრაციულ სამსახურს წარუდგინოს მინისტრის აპარატის კუთვნილი მატერიალური ფასეულობა და გაფორმდეს ჩაბარების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი უფლებამოსილი თანამდებობის პირების ხელმოწერით. აღნიშნული მოთხოვნის შესრულების შემდეგ, მოსამსახურესთან უნდა მოხდეს საბოლოო ანგარიშსწორება.
  • მუხლი 13. განცხადების/საჩივრის განხილვის წესი
  1. მინისტრის აპარატის თანამშრომელთა განცხადება/საჩივრებს დადგენილი წესით და ვადაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განიხილავენ მინისტრი, მინისტრის მოადგილეები და სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები, ხოლო დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ საჩივარს/განცხადებებს განიხილავს მინისტრი.
  • მუხლი 14. წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენებიოს წესი
  1. მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის გამოიყენება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წახალისების ფორმები:
    ა)   მადლობის გამოცხადება;
    ბ)   ერთდროული ფულადი ჯილდო;
    გ)   ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;
    დ)  თანამდებობრივი სარგოს თანრიგის ამაღლება;
  2. შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეს ეკისრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
  • მუხლი 15. დასკვნითი დებულებანი
  1. წინამდებარე შინაგანაწესი სავალდებულოა შესასრულებლად ყველა მოსამსახურისათვის.
  2. მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს შრომის კოდექსითა და საქართველოს კანონით „საჯარო სამსახურის შესახებ“.
  3. მინისტრის აპარატის ადმინისტრაციული სამსახური ვალდებულია გააცნოს მოსამსახურეს წინამდენარე შინაგანაწესი, რაც დასტურდება მისი ხელმოწერით.
  4. ხელწერილი შინაგანაწესის გაცნობის თაობაზე ინახება მოსამსახურის პირად საქმეში.
  5. მინისტრის აპარატის ადმინისტრაციული სამსახური ვალდებულია უზრუნველყოს ნებისმიერ დროს შინაგანაწესის გაცნობის შესაძლებლობა.

 


დანართი №2

 

 

ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომირი რესპუბლიკის მინისტრის აოარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების საჯარო მოსამსახურეთა სამსახურში გამოცხადების და სამუშაო ადგილის დატოვების დროის აღრიცხვის
ჟურნალის ფორმა

(რიცხვი), (თვე), (წელი)

 

სახელი და გვარი სამსახურში გამოცხადების დრო თანამშრომლის ხელმოწერა სამუშაო დროს სამსახურის დატოვების დრო და მიზეზი სამსახურიდან წასვლის დრო და მიზეზი თანამშრომლის ხელმოწერა
კომპიუტერით ხელით ივსება ხელით ივსება ხელით ივსება ხელით ივსება ხელით ივსება
კომპიუტერით ხელით ივსება ხელით ივსება ხელით ივსება ხელით ივსება ხელით ივსება
კომპიუტერით ხელით ივსება ხელით ივსება ხელით ივსება ხელით ივსება ხელით ივსება

 

 


დანართი №3

 

ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მინისტრის აპარატი

№_______
    საშვი

 

მიეცა მოქალაქეს __________________________________________________________________________

რომელ სტრუქტურულ ქვედანაყოფში ________________________________________________________

ბ-ნ/ქ.ნ___________________________________________________________________________________

სართული ______  ოთახი № ________________________________________________________________

ვინ დაუშვა საშვი _________________________________________________________________________

საშვის გამცემი მორიგე _____________________________________________________________________




_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ __ _   







თარიღი    “_______“   ______________________________________________________   201___წ.

შემოვიდა  “_______“   საათი   “_______________________________________________“   წუთი

გავიდა     “_______“   საათი   “_______________________________________________“   წუთი

გაატარეთ  ____________________________________________________________________
                       საშვის დამშვების ხელმოწერა


პირადობის მოწმობის ან პასპორტის წარმოუდგენლად საშვს ძალა არ აქვს.
გასვლისას საშვი სათანადო აღნიშვნით უნდა ჩაბარდეს დაცვის თანამშრომელს.
საშვის სხვაზე გადაცემა არ შეიძლება.