აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

რუსლან აბაშიძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მეომართა დედებს შობა-ახალი წელი მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მეომართა დედებს აფხაზეთის მთავრობაში უმასპინძლა. შვილების გმირობისთვის მადლობა გადაუხადა, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და სადღესასწაულო საჩუქრები გადასცა.

შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე იმყოფებოდნენ.