აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

2019 წლის 29 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონპროექტი ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. ცვლილება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ქალაქ ზუგდიდში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ ჩასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობას ითვალისწინებს.

მოისმინეს ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან მინერალური რესურსების უკანონო მოპოვება-გატანისა და აფხაზეთის სანაპირო ზოლის ეკოსისტემის შენარჩუნებისთვის პრევენციულ ღონისძიებათა შესახებ, ასევე - ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობის შესახებ.