აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან და აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლებთან ერთად, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და თბილისის მერი იმყოფებოდნენ.

რუსლან აბაშიძე სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.

საზეიმო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოსთან ერთად აღავლინა.

წირვის დაწყებამდე, სიონის საკათედრო ტაძარში შეკრებილმა მრევლმა საქართველოს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე მოისმინა.

სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით ბავშვთა თავშესაფარს სააღდგომო საჩუქრები გადაეცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის სულიერების ცენტრის დირექტორმა ბესიკ სილაგაძემ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშ მყოფი ბავშვთა თავშესაფარი „კიდევაც დაიზრდებიან“ მოინახულეს. მთავრობის თავმჯდომარემ ბავშვებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

ღონისძიება აფხაზეთის სულიერების ცენტრის ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ყოველწლიურად ხორციელდება.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა გუანჯოუში შეხვედრები გამართეს

ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის  მთავრობის  წარმომადგენლები  ქალაქ გუანჯოუს მთავრობის წევრებს და  მეწარმეთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდნენ.

შეხვედრაში აფხაზეთის მთავრობის თავმდჯომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია, მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე, სამინისტროს ”ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს“ ხელმძღვანელი ვასილ ბაბუნაშვილი და აფხაზეთის ა/რ სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გოგიტა თედორაძე მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე ჩინური მხარის მიერ  საქართველოში ვიზიტის და  ვითარების ადგილზე გაცნობის სურვილი გამოითქვა.

მთავრობის წარმომადგენლებმა ასევე გუანჯოუს რამდენიმე ყველაზე მძლავრი მსუბუქი მრეწველობის საწარმო დაათვალიერეს.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა გუანდუნის პროვინციაში შეხვედრა გამართეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები, ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გუანდუნის პროვინციაში უმსხვილესი სავაჭრო ცენტრის ხელმძღვანელობას შეხვდნენ.  

შეხვედრისას მხარეებმა საინვესტიციო ჭრილში, აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების მხარდასაჭერად სამომავლო თანამშრომლების პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია, მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე, სამინისტროს „ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს“ ხელმძღვანელი ვასილ ბაბუნაშვილი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გოგიტა თედორაძე მონაწილეობდნენ.

აღნიშნული სავაჭრო ცენტრი უმსხვილესია გუანდუნის პროვინციაში და სხვადასხვა პროდუქციის მეწარმეთა ასოციაციას აერთიანებს.

რუსლან აბაშიძემ აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს სააღდგომო ნობათები გადასცა

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ,  აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველ მოადგილე გურამ მისაბიშვილთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახები მოინახულა. მთავრობის თავმჯდომარემ ზუგდიდში, სენაკსა და ფოცხოეწერში განსახლებულ დევნილებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა და სააღდგომო ნობათი გადასცა.

დღესვე რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

ღონისძიებებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია ყოველწლიურად იმართება და სასურსათო პროდუქტი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს გადაეცემა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ჩინეთში იმყოფებიან

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა „სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლის“ ხელმძღვანელთან,  საქართველოს სავაჭრო პალატის წარმომადგენელთან ქალაქ გუანჯოუში, ბექა მიქაბერიძესთან გაიმართა.

შეხვედრაზე განიხილეს ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების ხელშეწყობის, ჩინური ინვესტიციების მოზიდვისა და ერთობლივი საწარმოების შექმნის შესაძლებლობები.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებასა და მეწარმეების მხარდაჭერას შეუწყობს ხელს.

შეხვედრებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია, მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე, სამინისტროს „ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს“ ხელმძღვანელი ვასილ ბაბუნაშვილი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გოგიტა თედორაძე მონაწილეობენ.

ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები საქართველოს ბიზნეს სახლის ხელმძღვანელის ორგანიზებით იმართება.

ბიზნეს სახლის მთავარი მისიაა ახალი აბრეშუმის გზაზე მყოფი ქვეყნები გააერთიანოს ერთი პლატფორმის ქვეშ და მათ შორის განავითაროს სავაჭრო-ბიზნეს ურთიერთობები.

აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით მეწარმეებს საქმიანობისთვის საჭირო ინვენტარი გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით, „ხონის მუნიციპალიტეტის დევნილთა ბიზნეს ინიციატივების - „სამკერვალო სახლისა“ და „სილამაზის სახლის“ მატერიალური მხარდაჭერის“ პროექტის მონაწილეებს საქმიანობისთვის საჭირო ინვენტარი გადაეცათ.

კონკურსში გამარჯვებულ მეწარმეებს ეკონომიკური საქმიანობისთვის საჭირო დანადგარები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ გადასცა. „სამკერვალო სახლსა“ და „სილამაზის სახლში“ აფხაზეთიდან დევნილი პირები არიან დასაქმებული.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია, აფხაზეთის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამკერვალო საქმიანობის ხელშეწყობასთან და „სილამაზის სახლის“ მოწყობასთან დაკავშირებულ, დევნილთა ბიზნეს ინიციატივების მატერიალურ-ტექნიკურ მხარდაჭერას ითვალისწინებდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

ღონისძიების ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას 10-მდე პროფილის მაღალკვალიფიციური ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია და სხვადასხვა სახის დიაგნოსტიკური გამოკვლევა ჩაუტარდათ. ასევე, დევნილ ბენეფიციარებს დანიშნულების შესაბამისად ყველა საჭირო მედიკამენტი უფასოდ გადაეცათ.

გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე, რუხის კლინიკის ხელმძღვანელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რუსლან აბაშიძე სამხრეთ კავკასიაში ფინეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე  სამხრეთ კავკასიაში ფინეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ კირსტი ნარინენს შეხვდა.

მთავრობის თავმჯდომარემ ფინეთის რესპუბლიკის ელჩს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ვითარება გააცნო.

ფინეთის რესპუბლიკის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის ხელისუფლების მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრას თურქეთის რესპუბლიკაში ფინეთის რესპუბლიკის საელჩოს სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი ჰარი პალდანიუსი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.