იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
2023 წლის პროგრამები
ქვეპროგრამა ითვალისწინებს შერიგებაზე და ქართულ-აფხაზური საზოგადოების გაერთიანებაზე ორიენტირებული სხვადასხვა მიმართულების პროექტების მხარდაჭერას. ქვეპროგრამის მიზანია აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის კომუნიკაციისა და ურთიერთობების გაძლიერება, შერიგებაზე და ქართულ-აფხაზური საზოგადოების გაერთიანებაზე ორიენტირებული სხვადასხვა მიმართულების პროექტების განხორციელების ხელშეწყობა.
შემადგენელი კომპონენტები:
ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:
აფხაზურ-ქართულ საზოგადოებებს შორის კვლავ პრიორიტეტულია ფართომასშტაბიანი დიალოგის, ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესის შემდგომი გააქტიურება და დინამიურად წარმართვა, რაც კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი და ხელოვნურად გაღვივებული გაუცხოების დაძლევას, ურთიერთგაგების, ურთიერთპატივისცემისა და მშვიდობიან გარემოში თანაცხოვრების საერთო ინტერესსა და სურვილს ეფუძნება. ქვეპროგრამის მიზანია ქართული და აფხაზური საზოგადოებების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისა და კონფლიქტების პრევენციის მიმართულებით ისეთი აქტივობების ხელშეწყობა, რომლებიც მხარს უჭერენ ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოებების გაერთიანებას და ითვალისწინებენ ისეთი პროექტების ინიიცირებას, რომლებიც უფრო დინამიურს გახდის სამშვიდობო პროცესს.
შემადგენელი კომპონენტები:
ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:
ქვეპროგრამის მიზანია სამოქალაქო ინტეგრაციასთან დაკავშირებით შემუშავებული პროექტების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება და, ამასთანავე, ისეთი პროექტების შემუშავება, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ ცოდნა, აიმაღლონ კომპეტენცია და გაიუმჯობესონ აქტიური მოქალაქეობისათვის საჭირო უნარ-ჩვევები, შეისწავლონ დევნილი მოსახლეობისთვის აქტუალური პრობლემების გადაჭრის სხვადასხვა გზები, მოცემულ, ადგილობრივ რეალობაში მოახდინონ მოსახლეობის მობილიზება და ღონისძიებების ორგანიზება ადგილობრივ დონეზე.
შემადგენელი კომპონენტები:
ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:
ქვეპროგრამა გულისხმობს დიასპორულ ორგანიზაციებთან და დევნილ ემიგრანტებთან ურთიერთობების გაღრმავებას და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც ხელს შეუწყობს დიასპორის, როგორც საერთაშორისო რესურსის გამოყენებას ქართულ-აფხაზურ დიალოგში. ქვეპროგრამის მიზანია აფხაზეთიდან დევნილ ემიგრანტთა მხარდაჭერის ხელშეწყობა, მათი პრობლემების იდენტიფიცირება, მათი საჭიროებების შესაბამისად საქმიანობის დაგეგმვა და განხორციელება. ამასთანავე, აფხაზეთის თემატიკის პოპულარიზაცია და აფხაზეთის არაღიარების პოლიტიკის ხელშეწყობა.
შემადგენელი კომპონენტები:
ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფი:
საკონტაქტო ინფორმაცია
საკონტაქტო პირი - გურანდა შამათავა +995 598206622
ტელეფონი: (+995 32) 223 40 20
ელ.ფოსტა: justice@abkhazia.gov.ge
მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი №17ე, 0186, თბილისი, საქართველო