აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143

ფხაზეთი (აფხ. Аҧсны) - საქართველოს შემადგენლობაში მყოფი ავტონომიური ერთეულია.

ადმინისტრაციული ცენტრი - სოხუმი.

 სახელმწიფო ენები - ქართული, აფხაზური.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა მდებარეობს საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მისი ჩრდილო-დასავლეთის საზღვარი მდინარე ფსოუზე გადის, ხოლო აღმოსავლეთი სვანეთ-აფხაზეთის ქედზე და მდინარე ენგურზე. მის ჩრდილოეთ საზღვარს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის თხემი, ხოლო სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით შავი ზღვა აკრავს. აფხაზეთის შავი ზღვის სანაპირო ზოლის სიგრძე - 195 კმ-ია. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფართობი - 8,700 კვ.კმ-ია  რაც საქართველოს ტერიტორიის 12,5 პროცენტს შეადგენს.

კლიმატი - თბილი, ნოტიო, სუბტროპიკული, საშუალო წლიური ტემპერატურა +15 С, მზიანი დღეების რაოდენობა წელიწადში - 220

უმაღლესი მწვერვალი - დომბაი-ულგენი, მისი სიმაღლეა 4046 მეტრი.

ყველაზე ღრმა კარსტული მღვიმე (მსოფლიოში) - კრუბერი, სიღრმე 1190 მ

უდიდესი ტბა - რიწა

უდიდესი მდინარეები - ბზიფი და კოდორი.

ყველაზე პატარა მდინარე ( მსოფლიოში) - რეპრუა(18 მ. სიგრძე)

ფლორა -  მრავალფეროვანია აფხაზეთის ბუნება ტყის რესურსებით და მცენარეულობით, აფხაზეთში 133 -ზე მეტი ენდემური  მცენარეა,ფლორა ითვლის 2000 სახეობას, რომელთაგანაც 250-ზე მეტი მიეკუთვნება სამკურნალო მცენარეთა რიცხვს. ტყის საფარი შეადგენს აფხაზეთის ტერიტორიის 52%-ს

ფაუნა - აფხაზეთის ფაუნა  ერთ-ერთი ყველაზე მდიდარია არა მარტოსაქართველოს, არამედ მთელი კავკასიის მასშტაბით. აფხაზეთში ბინადრობს 440  სახეობის ხერხემლიანები, რაც მსოფლიო ფაუნის 1% წარმოადგენს, აქედან 30% მიეკუთვნება მსოფლიოში იშვითი და გადაშენების პირას მყოფთა რიცხვს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში 5 რაიონი და 3 ქალაქია:

  • სოხუმის რაიონი
  • ოჩამჩირის რაიონი
  • გულრიფშის რაიონი
  • გუდაუთის რაიონი
  • გალის რაიონი
  • ქალაქი სოხუმი
  • ქალაქი გაგრა 
  • ქალაქი ტყვარჩელი