აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურების მიერ ილორის ეკლესიის მშნებლობაში შეტანილი წვლილი (2018 წელი)

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, თბილისში, აგლაძის ქუჩაზე (ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია) საფუძველი ჩაეყარა ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობას.

2016 წლის მაისში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით შემოწირულობებისათვის შეიქმნა სპეციალური ანგარიში, სადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო სტრუქტურების ნებისმიერ თანამშრომელს საშუალება აქვს შემოწირულობის სახით ეკლესიის მშნებლობისთვის გაიღოს მისთვის სასურველი რაოდენობის თანხა და თავისი წვლილი შეიტანოს ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშნებლობის პროცესში. გარდა ამისა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურების თანამშრომლები უშუალოდ მონაწილეობდნენ ეკლესიის მშნებლობის პროცესშიც.

ინერტული მასალების მოპოვება აფხაზეთის ტერიტორიაზე

სანაპირო პროცესების მართვის სტრატეგიას აქვს მიზანი და ამოცანა. მიზანი - სანაპირო ზონის მორფოდინამიკურ წონასწორობის რეამინაციის შესაძლებლობების მოძიება ლითოდინამიკური პროცესების მართვის გზით ყოველი დინამიკურ რაიონის ფარგლებში. დასმული ამოცანის გადაწყვეტა ითვალისწინებს პლაჟამგები ნაშალი მასალის ბიუჯეტის ბალანსირების მიღწევას და მის შემდგომ შენარჩუნებას ყველა ქვესისტემაში. ეს შესაძლებელია მიღწეულ იქნას ისტორიულ წარსულში არსებული ლითოდინამიკური პირობების ხელოვნურად შექმნის გზით.

თანამედროვე ბუნებრივ პირობებში საქართველოს მდინარეების მიერ ზღვის სანაპიროზე და ზღვაში შემოტანილი ალუვიური ნალექები (ნაშალი მასალა) ქმნიან შერკულ დინამიკურ სისტემას რვა დამოუკიდებელი სანაპიროსგასწვრივი ნაკადების სახით. ამ ნაკადებიდან 6 აფხაზეთის ტერიტორიაზეა. ნაკადების დასაწყისი ჩვეულებრივად დაკავშირებულია დიდი მდინარეების შესართავთან. ნახაზზე #1 მოცემულია დინამიკური რაიონების საზღვრები, სანაპიროსგასწვრივი ნაშალი ნატანის შემცველი ნაკადების მიმართულებები და ნაკადები, რომლებიც გაუჯერებელია პლაჟამგები ნატანი მასალით.

ნახაზი №1

აფხაზეთის სანაპირო ზოლზე ოთხი დინამიკურ რაიონი - ჩრდილოეთის (1), ბზიფის (2), გუმისტის (4) და კოდორის (6) - ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, დინამიკურად არასტაბილურია.

1982-90 წ.წ. ზემოთ აღნიშნულ დინამიკურ რაიონებში, ნატანის სანაპიროსგასწვრივ ნაკადებში დეფიციტის შევსების მიზნით, ხელოვნურად შემოჰქონდათ ნაშალი მასალა პლაჟებზე, რათა შეენარჩუნებინათ სანაპირო ზლის მორფოლოგიური პროფილი, მაგალითად აღნიშნულ წლებში შესაბამისად შემოტანილი იქნა: ჩრდილოეთის რაიონში - 25 კმ, 38 ჰა, 5,5 მლნ. მ3; გუმისთა-კელასური - 15 კმ, 21 ჰა. 2,6 მლნ. მ3; კოდორის - 9 კმ, 10 ჰა, 1,6 მლნ მ3.Eე.ი. ხდებოდა პლაჟამგები ნაშალი მასალის ბიუჯეტის ბალანსირების მიღწევა და მისი შემდგომი შენარჩუნება. რაც სანაპირო ზოლის პროცესების მართვის სტრატეგიის მთავარი პრინციპია.

 ცხრილში #1 მოცემულია ნაშალი ნატანის და მათ რიცხვში პლაჟწარმომქმნელი ნატანის წლიური რაოდენობა, რომელიც შემოაქვს აფხაზეთის ზოგიერთ მდინარეებს. ცხრილში ასახულია მონაცემები გასული საუკუნის 80-იანი წლებში არსებული ბუნებრივი და ჰიდროტექნიკური პირობებიდან გამომდინარე.

ცხრილი №1

მდინარე /

River

 

ატიტივტივებული ნაშალი მ3/წ-ში (R)Drifted Sediment m3/ annually

ნაგორები ნაშალი მ3/წ-ში (Q)Rolled and sediment m3/annually

  Q/R

ნაშალის წლიურ. მოც. მ3

Sediment volume per year. m3

ნატანის მოდული მ3/კმ2

Waste module m3/km2

წლ. პლაჟ წარმომქმ-ნელი ნაშალის რაოდენობა

Coast generating sediment volume per year

 Mzimta

176000

26000

0,15

202300

228

76000

Fsou

75000

15800

0,21

90800

215

38000

Jeve-kvara

23200

7500

0,32

30700

426

15000

Khasupse

35000

11050

0,31

46000

230

25000

Miuserka

1300

750

0,57

2050

70,6

950

Bzifi

285000

40000

0,14

325000

215

100000

Khifsta

15000

4700

0,31

19700

118

11000

Gumista

66500

13000

0,19

79500

138

25000

Kelasuri

21600

10900

0,26

27350

124

15700

kodori

485100

66800

0,13

552000

271

270000

enguri

75000

15000

0,20

90000

101

29000

 

დღეს აფხაზეთის მდინარეებიდან, ბზიფი, გუმისტა და კოდორიდან იღებენ ინერტულ მასალა ძალიან დიდი რაოდენობით.

მდ. ბზიფის მარჯვენა ტერასაზე განლაგებულია ორი სამშენებლო ქვიშა-ხრეშის ქარხანა.

ბზიფი-1 - მდებარეობს ზღვის სანპიროდან 4კმ-ზე აღმოსავლეთით. წარმადობა - 200-დან 400 მ3-მდე დღეში, საშუალოდ 300 მ3 დღეში. წლიურად უშვებს 86 000 მ3 სამშენებლო ქვიშას, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს დაახლოებით 632 000 აშშ დოლარს. (ორთო ფოტო №1)

ორთო ფოტო №1. სამშენებლო ქვიშის ქარხნა ბზიფი - 1

ორთო ფოტო №2. სამშენებლო ქვიშის ქარხნა ბზიფი - 1, 2.

ორთო ფოტო №3 სამშენებლო ქვიშის ქარხანა ბზიფი - 2

ბზიფი-2 - მდებარეობს ზღვის სანპიროდან 8 კმ-ზე აღმოსავლეთით. წარმადობა - 400-დან 600 მ3-მდე დღეში, საშუალოდ 500 მ3 დღეში. წლიურად უშვებს 144 000 მ3 სამშენებლო ქვიშას, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს დაახლოებით 1 058 400 აშშ დოლარს. ქარხანაში შემოდის რკინიგზის ჩიხი და სავარაუდოდ პროდუქციის ტრანპორტირება ხდება ძირითადად რკინიგზის ვაგონებით (იხ. ორთო ფოტო №3).

ორივე ქარხანა ინერტულ მასალას იღებს მდ. ბზიფის კალაპოტიდან წლიურად 230 000 მ3-ის რაოდენობით.

მდ. ბზიფს სანაპირო ზოლში შემოაქვს 325 000 მ3მყარი ნატანი. Aაქედან პლაჟამგები მყარი ნატანის რაოდენობა შეადგენს 100 000 მ3.

ცხადია, რომ მყარი ნატანის დაახლოებით 2/3 გააქვს ქარხანას, შესაბამისად 2/3-ით მცირდება პლაჟამგები მყარი ნატანის რაოდენობა, რომელმაც უნდა უზრუნვეყოს სანაპირო ზოლის ლითოდინამიკური წონასწორობა, ბალანსი დართღვეულია. შედეგად ბზიფის ლითოდინამიკურ რაიონში ბიჭვინთის კონცხის სანაპირო ზოლის გასწვრივ, აბრაზიული ნაპირის ფართობმა შეადგინა 242 650 მ2. აბრაზიული (მორეცხილი) ნაპირის სიგრძე შეადგენს  7 360 მ-ს. ადგილი აქვს ბიჭვინთის კონცხის დაჭაობებას.

მდ. გუმისთის ხეობაში საავტომობილო ხიდიდან თითქმის შესართავამდე განლაგებულია 4(ოთხი) ინერტული მასალის კარიერი და შესაბამისად მათი გადასამუშავებელი ქარხნები (იხ. ნახ. #2) რომელებიც ამ ტერიტორიაზე აღმოცენდნენ 2011 წელს და დღემდე მიმდინარეობს სამთო-მოპოვებითი სამუშაოები. საერთო წლიური მოპოვება ამ კარიერებზე შეადგეწნს დაახლოებით 665 ათასი მ3 ინერტულ მასალას. ჯამში აღნიშნული კარიერებიდან 2011-2016 წლებში (6 წლის განმავლობაში) ამოღებული და გადამუშავებულია 4 მლნ მ3 ინერტული მასალა. 1 მ3 სამშენებლო ქვიშის ღირებულების საბაზრო ფასია 18 ლარი, რაც დღეისთვის შეადგენს 7,35 აშშ დოლარს. გუმისთის ხეობაში 2011-2026 წ მოპოვებული და გადამუშავებული პროდუქციის ღირებულება შეადგენს დაახლოებით 29 მლნ აშშდოლარს.

შედეგად სოხუმის კონცხის დასავლეთ სანაპირო ხაზის ხმელეთისკენ წლიურმა გადაადგილებამ შეადგენა 1,6 მ. ჩვეულებრივ პირობებში სანაპირო ხაზის ხმელეთისკენ გადაადგილების საუკუნეობრივი პროგნოზული სიდიდე წელიწადში 0,45 მ-ია. მდ. გუმისთის მყარი ნაშალი ნატანის რეგულირების შემდეგ ამ სიდიდემ შეადგინა დაახლოებით 1 მ წელიწადში. მდ. გუმისტის ჭალაში ინერტული მასალის ინტენსიური მოპოვების შემდგომ ის გაიზარდა 1,6 მ-დე წლიწადში.სანაპირო ზოლის მორფოდინამიკური წონასწორობა დარღვეულია. ეკოსისტემის აღდგენას დიდი დრო და რსურსი დასჭირდება.

მდ. კოდორის ხეობაში სანაპირო ზოლიდან 4 კმ-ის ფარგლებში მუშავდება ორი ინერტული მასალის საბადო კოდორი-1 და კოდორი-2. თითოეულიდან წლიური მოპოვება შეადგენს 150 000 მ3-ს ჯამურად მოიპოვება 300 000 მ3 წელიწადში. საბადოების მოპოვება მიმდინარეობს 2009 წლიდან დღემდე. (იხ. ორთოფოტო №4)

გადამუშავებული 1 მ3 პრდუქციის ღირებულება 18 ლარია ანუ 7,35 აშშ დოლარი. ე.ი. ყოველ წლიურად უშვებენ 2 205 000 აშშ დოლარის პროდუქციას. Mმდ. კოდორის ჭალიდან მოპოვებული ინერტული მასალა მუშავდება ორ ქარხანაში ერთი მდებარეობს უშუალოს კოდორის ჭალაში, კოდორის საავტომობილო ხიდის მიმდებარედ, მეორე კი უშაალოდ დრანდის რკინიგზის სადგურთან, საიდანაც ხდება პროდუქციის ტრანსპორტირება. (იხ. ორთოფოტო #5)

მდ. კოდორს შემოაქვს ნატანი მასალის სახით სულ 552 000 მ3. აქედან პლაჟამგები მასალა, რომელიც ზღვის ნატანი მასალის ნაკადში უნდა მოექცეს შეადგენს 270 000 მ3, კოდორის დინამიკური რაიონის ნატანი ნაკადი ბუნებრივად დეფიციტურია და ვერ აღწევს ოჩამჩირის მიმდებარე პლაჟებამდე, სადაც გააქტიურებულია ზღვის აბრაზიული ზემოქმედება და ნაპირი ირეცხება.მდინარის კალაპოტიდან ამოღებული ინერტული მასალა მდინარის მიერ შემოტანილი მყარტი ნატანის თითქმის ნახევარია. შესაბამისად მცირდება იმ მყარი ნატანის რაოდენობა (270 000 მ3), რომელიც მონაწილეობს სანაპირო ზოლის პლაჟების ფორმირებაში, და რომლებმაც უნდა უზრუნველყონ სანაპიროს ლითოდინამიკური წონასწორობა.

შედეგად კოდორის დინამიკური რაიონის აბრაზიული ნაპირის ფართობი შეადგენს - 169 200 მ2-ს, სანაპირო ხაზის წლიური გადაადგილება ხმელეთისკენ შეადგენს 1,3 მ-ს. მაშინ როდესაც ბუნებრივ პირობებში ის უნდა ყოფილიყო 0,6 მ. წელიწადში. სწორედ იმისათვის, რომ აღნიშნული სანაპირო ხაზზე მოეხდინათ პლაჟამგები ნაშალი მასალის ბიუჯეტის ბალანსირება, 1982-90 წ.წ. შესაბამისად შემოტანილი იქნასანაპიროს გასწვრივ 9 კმ სიგრძეზე, 10 ჰა ფართობზე, 1,6 მლნ მ3 ინერტული მასალა ხელოვნურად.

1990 წლის შემდეგ სანაპირ ზოლზე ასეთი პრევენციული ღონისძიებები აფხაზეთში არ განხორციელებულა. პირიქით მიმდინარეობს ინერტული მასალის ინტენსიური მოპოვება აფხაზეთის მდინარეებიდან უშუალოდ ზღვის სანაპირო ზოლის სიახლოვეს, რაც ეკოლოგიური თვალსაზრისით დაუშვებელია.

ორთო ფოტო №4. სამშენებლო ქვიშის ქარხნა მდკოდორზე

ორთო ფოტო №5. სამშენებლო ქვიშის ქარხნა დრანდის რკინიგზის სადგურთან

ცხრილში №2 მოცემულია აღნიშული კარიერებიდან ამოღებული ქვიშა-ხრეშის მოცულობა და ღირებულება დოლარში დღევანდელი საბაზრო ფასის მიხედვით. 

ცხრილი №2

 

მდინარე

წლიური მოპოვება მ3

წლიური ღირებულება აშშ დოლარი

კარიერის არსებობის პერიოდი

მთლიანი ღირებულება აშშ დოლარი

1

1

2

3

4

5

2

ბზიფი

230 000

1 690 000

2008-2016

15 210 000

3

კოდორი

300 000

2 205 000

2009-2016

17 640 000

4

გუმისთა

665 000

4 887 750

2011-2016

29 326 500

5

სულ

1 195 000

8 782 750

-

62 176 500

აფხაზეთის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციული სამმართველოს 2016 წლის ანგარიში

 

 

 

 

აფხაზეთის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციული სამმართველო (შემდეგში - სამმართველო) თავის საქმიანობას ახორციელებს შემდეგი მიმართულებებით:
- ორგანიზაციული;
- საოქმო - სარედაქციო;
- საქმისწარმოება; 
- დოკუმენტების მონიტორინგი;
- საარქივო საქმე.

ორგანიზაციული მიმართულება

ორგანიზაციული მიმართულების ძირითადი ამოცანაა აფხაზეთის მთავრობის სხდომების, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსთან თათბირების მომზადება, თავმჯდომარის  მისაღები ოთახის ფუნქციონირების უზრუნველყოფა.  
მოწვეულ იქნა  მთავრობის 13 სხდომა; 
მთავრობის ყოველი სხდომისათვის რეგლამენტის შესაბამისად მიმდინარეობდა:

  • დღის წესრიგის მომზადება;
  • მოწვეულ პირთა სიის შედგენა და დამსწრე პირთა რეგისტრაცია;
  • სხდომაზე განსახილველი საკითხების წარმოდგენის სისწორის შემოწმება;
  • სხდომის მასალების მთავრობის წევრებისათვის და მოწვეულ პირთათვის მიწოდება;
  • სხდომის დარბაზის მომზადების უზრუნველყოფა.


მთავრობის სხდომებზე განხილული  საკითხების შედეგად  აფხაზეთის მთავრობის მიერ გამოცემულ იქნა 4 კანონი, 37 დადგენილება და 26 განკარგულება.

  • მთავრობის თავმჯდომარის მისაღებმა ოთახმა ორგანიზება გაუწია აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან 289 აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქის მიღებას.


საოქმო-სარედაქციო მიმართულება

საოქმო-სარედაქციო მიმართულების  ძირითადი ამოცანაა:

  • აფხაზეთის მთავრობის სხდომების ოქმების მომზადება, გაფორმება და საოქმო გადაწყვეტილებების დაგზავნა შემსრულებელთათვის;
  • მთავრობის სხდომაზე წარმოდგენილი მასალებისა და სამართლებრივი აქტების პროექტების რედაქტირება;
  • თავმჯდომარის, აპარატის უფროსისა და სხვა ხელმძღვანელ პირთა მიერ ხელმოსაწერი კორესპონდენციის რედაქტირება;
  • გამოცემული საკანონმდებლო ნორმატიული აქტების გაფორმება `ნორმატიული აქტების შესახებ~ აფხაზეთის კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში" გამოსაქვეყნებლად აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტისთვის დაგზავნა.

საანგარიშო პერიოდში გაფორმდა 13 ოქმი. შემსრულებლებს გაეგზავნა 33 საოქმო ამონაწერი. აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტში ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში" გამოსაქვეყნებლად გადაიზავნა 41 საკანონმდებლო და ნორმატიული აქტი:  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 4 კანონი და აფხაზეთის მთავრობის 37 დადგენილება.

საქმისწარმოების მიმართულება - დოკუმენტბრუნვა

საქმისწარმოების ორგანიზებისას სამმართველო ხელმძღვანელობდა  საქართველოს პრეზიდენტის  1999 წლის 1 ივლისის #414 ბრძანებულებით დამტკიცებული საქმისწარმოების ერთიანი წესებითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით. 
აღნიშნული წესების მოთხოვნათა დაცვით სამმართველო სარგებლობდა საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამით. 

საანგარიშო პერიოდში აფხაზეთის მთავრობის აპარატში ფიზიკური და იურიდიული პირებიდან შემოვიდა  5389  კორესპოდენცია, ხოლო მთავრობის აპარატიდან, მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლისა  და მთავრობის აპარატის უფროსის ხელმოწერით, სხვადასხვა ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში გაიგზავნა 2680 კორესპონდენცია, შიდა მიმოწერის დოკუმენტების რაოდენობამ (მოხსენებითი ბარათები, დასკვნები და ა.შ) შეადგინა 2395 ერთეული. 

ჯამში 2016 წლის განმავლობაში გასული და შემოსული კორესპონდენციის დოკუმეტბრუნვამ შეადგინა 8069 ერთეული.

2015 წელთან შედარებით (5746 ერთეული) 2016 წელს (8069 ერთეული) დოკუმენტბრუნვა გაიზარდა 2323 ერთეულით ანუ  - 40.4%-ით.

საქართველოსა და, მათ შორის, აფხაზეთის სხვადასხვა უწყებიდან და  ორგანიზაციიდან საანგარიშო პერიოდში მთავრობის აპარატში შემოვიდა 565 კორესპოდენცია, 452 ერთეული - საპასუხო წერილი, 2461 - განცხადება,  მათ შორის ფიზიკური პირებისგან - 1537; იურიდიული პირებისგან (განცხადება-შუამდგომლობა) - 454; კოლექტიური განცხადება - 5 და განცხადებაზე პასუხი - 1911.  
ფინანსური დახმარების გაწევის საკითხს ეხებოდა  2211 განცხადება (დაფინანსებულია -977). 

  მიღებული განცხადებები თემატიკის მიხედვით: 
. ჯანმრთელობის საკითხზე - 1197;
. სოციალურ საკითხზე -977;   
. სასწავლო-საგანმანათლებლო საკითხზე (სწავლის დაფინანსება) - 37;
. საბინაო საკითხზე- 65;
. დასაქმების საკითხზე - 20.

 სხვადასხვა თემაზე (პენსიების, ხელფასების გაზრდა, ადვოკატის აყვანა, მოქალაქეობის დადგენა, ბანაკში დასვენება, ცნობების გაცემა, სტაჟირება, საბუთების აღდგენა, დაჯილდოება, პროექტებში მონაწილეობა, სამადლობელო და ა.შ. ) - 165.

საანგარიშო პერიოდში აფხაზეთის მთავრობის აპარატში აფხაზეთის სხვადასხვა ორგანიზაციიდან და სტრუქტურიდან მიღებული 95 კორესპონდენციის საფუძველზე გამოცემულია აფხაზეთის მთავრობის ნორმატიული, აფხაზეთის მთავრობის ინდივიდუალური და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები. მათ შორის: 37 დადგენილება, 26 განკარგულება და 38 ბრძანება.

საქართველოს სხვადასხვა ორგანიზაციიდან და უწყებიდან შემოსულია 309 ერთეული კორესპონდენცია, რომელთა შორის - 281 მიღებულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან (236 - განცხადება-შუამდგომლობა, 3 - კანონი)  და ძირითადად ეხება აფხაზეთიდან დევნილ იმ ფიზიკურ პირებს, რომლებმაც სხვადასხვა სახის დახმარებისათვის მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიღებული ფიზიკური პირების 236 განცხადებიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოეყო 46 განმცხადებელს, ხოლო დანარჩენი, სათანადო რეზოლუციების შესაბამისად, შესასრულებლად გადაეგზავნა აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს.

საქართველოს სამთავრობო უწყებებიდან მიღებულია 55 კორესპონდენცია. საქართველოს სამთავრობო უწყებებს შორის აფხაზეთის მთავრობისადმი გადმოგზავნილი კორესპონდენციის რაოდენობის მიხედვით, დომინირებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, საიდანაც მიღებულია 47 ერთეული კორესპონდენცია, რომელიც ძირითადად ეხება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განსახლებულ დევნილთათვის იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მინიჭების სამართლიანობის დადგენის საკითხებს (აღნიშნული  კატეგორიის წერილები, რეზოლუციის შესაბამისად, შესასრულებლად გადაეგზავნა აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტმენტს და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობებს დევნილთა მიწერის ადგილის მიხედვით). 

საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებულია - 11 ერთეული კორესპონდენცია, ძირითადად ჟენევასთან დაკავშირებული ვიზიტების, სავიზო მოთხოვნებისა და რეჟიმების, განახლებული მთავრობების შემადგენლობების, მსოფლიოს ამა თუ იმ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობებისა და სხვა საგარეო მნიშვნელობის საკითხების შესახებ. 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან  - 23 ერთეული კორესპონდენცია (რეზოლუციის შესაბამისად, შესასრულებლად გადაეგზავნა აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტმენტს) ძირითადად გაწვევის საკითხებთან დაკავშირებით;  

საქართველოს პარლამენტიდან მიღებულია 20 კორესპონდენია: 1 წერილი და 19 განცხადება-შუამდგომლობა, რომელთაგან 7 დაფინანსებულია სარეზერვო ფონდიდან, ხოლო 1, რომელიც ეხებოდა საცხოვრებელ ფართთან დაკავშირებულ საკითხს, გადაიგზავნა აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტმენტში.

საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიიდან შემოსულია 3 წერილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ (ინფორმაციები გადაგზავნილია).

საქართველოს  კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან მიღებულია 13 კორესპონდენცია - განცხადებაზე პასუხი - 1; წერილზე პასუხი - 5;  დანარჩენი 7 კორესპონდენცია (წერილი) ეხება სამუშაო ჯგუფის შექმნას, ინფორმაციას კულტურის სტრატეგიის შესახებ, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას, ოკუპირებულ ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის პრობლემებს.
 
დიასპორის საკითხებში საქართველოს მინისტრის აპარატიდან მიღებულია 2 წერილი -სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის შესახებ, სადაც მივიღეთ მონაწილეობა და სხვადასხვა სახის ინფორმაცია..

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან მიღებულია 5 წერილი, რომელიც ეხებოდა აფხაზეთის მთავრობის სარეზერვო ფონდის შესაბამისობის აუდიტის დამტკიცებულ ანგარიშებს.

აფხაზეთის საკანონმდებლო და სამთავრობო სტრუქტურებიდან შემოსული და აფხაზეთის მთავრობის აპარატიდან ამავე სტრუქტურებში გასული კორესპონდენციები კატეგორიების და მათი შესრულების მიხედვით:

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან - შემოსული კორესპონდენციის საერთო რაოდენობამ 2016 წლის განმავლობაში შეადგინა - 65 ერთეული, მათ შორის: 31 წერილი, 1 საოქმო ამონაწერი და 33 განცხადება-შუამდგომლობა, რომელთა საფუძველზე სარეზერვო ფონდიდან აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებების მიხედვით 15 აფხაზეთიდან დევნილს გაეწია ფინანსური დახმარება, ხოლო 18 განცხადება-შუამდგომლობა, თემატიკის მიხედვით,  აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისა და აფხაზეთის მთავრობის აპარატის რეზოლუციების შესაბამისად, გადაიგზავნა აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობებში.

აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისა და აფხაზეთის მთავრობის აპარატის რეზოლუციის შესაბამისად, გასული დოკუმენტების საერთო რაოდენობამ 2016 წლის მდგომარეობით შეადგინა - 45 ერთეული, რომელიც ძირითადად ეხებოდა ინფორმაციის მიწოდებას, უმაღლესი საბჭოდან შემოსულ დოკუმენტაციაზე რეაგირებას, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსისა და აფხაზეთის კონსტიტუციის შესაბამისად კანონის პროექტების განხილვას  და სხვადასხვა სახის ინფორმაციას. 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროდან  შემოსული კორესპონდენციის საერთო რაოდენობამ 2016 წლის განმავლობაში შეადგინა - 184 ერთეული, მათ შორის: 43 წერილი, რომელიც ძირითადად ეხებოდა სამინისტროსა და მასში შემავალი ორგანიზაციების დებულებების დამტკიცებას ან დებულებაში ცვლილებას (გამოცემულ იქნა 2 დადგენილება), ასევე, განკარგულების პროექტს საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებზე (გამოცემულ იქნა 3 განკარგულება), სხვადასხვა ღონისძიებისათვის ფინანსურ მხარდაჭერას, აფხაზეთის საზოგადო მოღვაწეების სხვადასხვა ჯილდოზე წარდგენას  (წარდგენის წერილები გაიგზავნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში), ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული ენის მდგომარეობას და სხვ. მიღებულია 53 საპასუხო წერილი, რომელიც ეხებოდა ინფორმაციას სამინისტროსა და მასში შემავალი სსიპების საქმიანობის შესახებ, უწყების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს, ფილმის გადაღებისათვის ფინანსური სახსრების მოძიებას და ა.შ; 87 განცხადებაზე პასუხი ეხებოდა ინფორმაციებს სამინისტოს მიერ დევნილი ახალგაზრდების სწავლის დაფინანსების შესახებ. 1 აქტი.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისა და აფხაზეთის მთავრობის აპარატის რეზოლუციის შესაბამისად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში გასული დოკუმენტების საერთო რაოდენობამ 2016 წლის მდგომარეობით შეადგინა - 234 ერთეული, რომელიც ეხებოდა, როგორც აფხაზეთის მთავრობის აპარატში შემოსულ განცხადებებს სწავლის დაფინანსების შესახებ, ასევე, აფხაზეთის სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის საგანმანათლებლო, სპორტისა და კულტურული პროგრამების ფარგლებში ფინანსურ და ორგანიზაციულ მხარდაჭერას, ინფორმაციას სამინისტროსა და სამინისტროში შემავალი სსიპ-ების საქმიანობის შესახებ და ა.შ.

აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან  შემოსული კორესპონდენციის საერთო რაოდენობამ 2016 წლის განმავლობაში შეადგინა 715 ერთეული, მათ შორის 68 წერილი, რომელიც ძირითადად ეხებოდა სამინისტროს საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს (გამოცემულ იქნა 1 განკარგულება), ინფორმაციას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აფხაზეთიდან დევნილთა გასვლით სამედიცინო-პროფილაქტიკურ გასინჯვებს, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტში ცვლილებებს ა.შ. შემოსული იყო 9 განცხადება-შუამდგომლობა  აფხაზეთიდან დევნილებისთვის სამედიცინო მომსახურების დაფინანსების თხოვნით. 
აფხაზეთის მთავრობის აპარატიდან გადაგზავნილ კორესპოდენციაზე მიღებულ იქნა: 41 წერილზე პასუხი, რომელიც ეხებოდა სამინისტროს მიერ გაწეულ საქმიანობას, ინფორმაციას გაფორმებულ მემორანდუმების, სამინისტროში არსებული პროგრამების,   სხვადასხვა აქციებში მონაწილეობას, დევნილთა დემოგრაფიული მონაცემების შესახებ და ა.შ.; ასევე მიღებული იყო 597 მოქალაქის განცხადებაზე პასუხი. 
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისა და აფხაზეთის მთავრობის აპარატის რეზოლუციის შესაბამისად, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გასული დოკუმენტების საერთო რაოდენობამ 2016 წლის მდგომარეობით შეადგინა - 721 ერთეული, მათ შორის არის აფხაზეთის მთავრობის აპარატში ფიზიკური პირებისგან შემოსული - 658 განცხადება, რომელიც ეხებოდა ჯანმრთელობის პრობლემებს (მედიკამენტოზური მკურნალობას, მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებს, რეაბილიტაციას, სტაციონარული მკურნალობის თანადაფინანსების საკითხს და სხვა.), ასევე, შუამდგომლობას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, ქ. თბილისის მერიასთან და საქართველოს სხვადასხვა უწყებებთან. 
აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან - შემოსული კორესპონდენციის საერთო რაოდენობამ 2016 წლის განმავლობაში შეადგინა 127 ერთეული, მათ შორის, 54 წერილი, რომელიც ძირითადად ეხებოდა: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ კანონის დამტკიცებას ან ამავე კანონში ცვლილებების შეტანას,  ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საშუალოსამოქმედო გეგმისა და პრიორიტეტების დოკუმენტს, ყოველკვარტალური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს და ა. შ. 62 საპასუხო წერილში წარმოდგენილი იყო სამართლებრივი დასკვნები დადგენილებისა და განკარგულების პროექტებზე, ინფორმაცია სამინისტროში შემავალი ორგანიზაციების საქმიანობაზე, სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ფინანსურ მხარდაჭერაზე და ა.შ.; 10 განცხადებაზე პასუხი ეხებოდა ფიზიკური პირებისგან შემოსული განცხადებების საფუძველზე სხვადასხვა პროექტების დაფინანსებას, დასაქმებას და ა.შ. აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან შემოსული კორესპონდენციების საფუძველზე გამოცემულია 1 განკარგულება (საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ). 
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისა და აფხაზეთის მთავრობის აპარატის რეზოლუციის შესაბამისად აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გასული დოკუმენტების საერთო რაოდენობამ შეადგინა 280 ერთეული, რომელიც ეხებოდა სამართლებრივ დასკვნებს ნორმატიული აქტების პროექტებზე, ინფორმაციას სამინისტროში შემავალი ორგანიზაციების საქმიანობაზე, სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ფინანსურ მხარდაჭერას, ფიზიკური პირებისგან შემოსული განცხადებების საფუძველზე სხვადასხვა პროექტების დაფინანსებას; დასაქმებას; ფართის დაკანონებას და ა.შ.
  
ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატიდან  შემოსული კორესპონდენციის საერთო რაოდენობამ 2016 წლის განმავლობაში შეადგინა 45 ერთეული, მათ შორის იყო 12 წერილი, რომელიც ეხებოდა: სამინისტროს განკარგულების პროექტს საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებზე (გამოცემულ იქნა 1 განკარგულება), სამინისტროს მიერ გაწეულ საქმიანობას; სტაჟირება-სემინარში მონაწილეობას; დასაქმებას და ა.შ.; აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისა და აფხაზეთის მთავრობის აპარატის რეზოლუციის შესაბამისად გადაგზავნილ წერილებზე მიღებულ იქნა 26 პასუხი, რომელიც ეხებოდა სამინისტროს მიერ გაწეულ საქმიანობას, ინფორმაციას სამინისტროში არსებულ პროგრამებზე, სხვადასხვა აქციებში მონაწილეობას; ინფორმაციას დევნილთა დემოგრაფიული მონაცემების შესახებ და ა.შ.;  ასევე, მიღებულია 5 განცხადებაზე პასუხი, რომელიც ეხებოდა  სხვადასხვა პროექტებთან დაკავშირებით წინადადების წარმოდგენას, სხვადასხვა ინფორმაციის მოწოდებას; 2 განცხადება - შვებულებისა და დასაქმების შესახებ.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისა და აფხაზეთის მთავრობის აპარატის რეზოლუციის შესაბამისად ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატში გასული დოკუმენტების საერთო რაოდენობამ 2016 წლის მდგომარეობით შეადგინა - 62 ერთეული, რომელიც ეხებოდა სამინისტროს სამუშაო გეგმას და გაწეულ საქმიანობას; სხვადასხვა პროექტებზე წინადადებების წარმოდგენას, სტატისტიკური ინფორმაციის მოწოდებას; დადგენილების პროექტებზე სამართლებრივი შენიშვნების მომზადებას; სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობას და ა.შ.
აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტიდან - შემოსული კორესპონდენციის საერთო რაოდენობამ 2016 წლის განმავლობაში შეადგინა 103 ერთეული, მათ შორის, 24 წერილი, რომელიც ეხებოდა დეპარტამენტის დებულების დამტკიცებას ან დებულებაში ცვლილებას (გამოცემულ იქნა 2 დადგენილება), ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევასა და მიმდინარე მოვლენებზე; ტრენინგ-სემინარების ორგანიზებას; დეპარტამენტის მიერ გაწეულ საქმიანობას; სამართლებრივი საკითხების მოგვარებას; სხვადასხვა ინფორმაციის მოწოდებას და ა.შ; აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისა და აფხაზეთის მთავრობის აპარატის რეზოლუციის შესაბამისად გადაგზავნილ წერილებზე მიღებულ იქნა 65 პასუხი, რომელიც ეხებოდა სამართლებრივი დასკვნების გაცემას ნორმატიული აქტების პროექტებზე; სხვადასხვა საკითხების საკითხის სამართლებრივ ჭრილში განხილვას ა.შ. ასევე, 13 განცხადებაზე მიღებული პასუხები ეხებოდა ფიზიკური პირებისთვის იურიდიული კონსულტაციების გაწევას სხვადასხვა საკითხზე, მოქალაქეობის მინიჭების საკითხს და 1 განცხადება - შვებულებას.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისა და აფხაზეთის მთავრობის აპარატის რეზოლუციის შესაბამისად აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტში გასული დოკუმენტების საერთო რაოდენობამ 2016 წლის მდგომარეობით შეადგინა - 108 ერთეული, რომელიც ეხებოდა ნორმატიულ აქტებზე შენიშვნებისა და წინადადებების წარმოდგენას; ასევე, მიღებული ნორმატიული აქტების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებას; სტაჟირების დადგენას; ღონისძიებათა გეგმის წარმოდგენას და ა.შ.

აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების  დეპარტამენტიდან - შემოსული კორესპონდენციის საერთო რაოდენობამ 2016 წლის განმავლობაში შეადგინა - 45 ერთეული, მათ შორის: 27 წერილი, რომელიც ეხებოდა: დეპარამენტისა და მასში შემავალი ორგანიზაციების დებულებების დამტკიცებას ან დებულებაში ცვლილებას (გამოცემულ იქნა 1 დადგენილება), ასევე, განკარგულების პროექტს საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებზე (გამოცემულ იქნა 2 განკარგულება), წერილების პროექტების მომზადებას სხვადასხვა საკითხებთან და პროექტებთან (კოლხური ბზის გადარჩენა, მიწის ფართობის გადმოცემა, სასათბურე მეურნეობის შესახებ,) დაკავშირებით, დეპარტამენტის მიერ გაწეულ საქმიანობას; აფხაზეთის მთავრობის აპარატიდან გადაგზავნილ წერილებზე მიღებულ იყო 15 პასუხი, რომელიც ეხებოდა ნორმატიულ აქტებზე შენიშვნებისა და წინადადებების წარმოდგენას; დევნილთათვის სასოფლო-სამეურნეო მიწების გადაცემაზე ინფორმაციის მოწოდებას; საოქმო გადაწყვეტილებების შესრულებას და ა.შ. ასევე, აპარატიდან გადაგზავნილ განცხადებაზე მიღებული იყო 6 პასუხი. 

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისა და აფხაზეთის მთავრობის აპარატის რეზოლუციის შესაბამისად დეპარტამენტში გასული დოკუმენტების საერთო რაოდენობამ 2016 წლის მდგომარეობით შეადგინა - 85 ერთეული, რომელიც ეხებოდა: დასაქმებას; დეპარტამენტის სამუშაო გეგმას და გაწეულ საქმიანობას; სხვადასხვა პროექტებზე წინადადებების წარმოდგენას, ნორმატიულ აქტებზე სამართლებრივი შენიშვნების მომზადებას; სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობას, სხვადასხვა ინფორმაციის მოწოდებას, ტერიტორიების გამწვანებასა და განაშენიანებას და ა.შ.

აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტიდან - შემოსული კორესპონდენციის საერთო რაოდენობამ 2016 წლის განმავლობაში შეადგინა - 259 ერთეული, მათ შორის: 44 წერილი, რომელიც ეხებოდა: დეპარამენტისა და მასში შემავალი ორგანიზაციების დებულებების დამტკიცებას ან დებულებაში ცვლილებას (გამოცემულ იქნა 3 დადგენილება), ასევე, განკარგულების პროექტს საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებზე (გამოცემულ იქნა 1 განკარგულება), დეპარტამენტის მიერ გაწეულ საქმიანობას; დეპარტამენტის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას; ბავშვების ესპანეთში გამგზავრებას; ინფორმაციას რეგიონებში განსახლებული დევნილების პრობლემებს; ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ; მთავრობის სხდომაზე განსახილველ საკითხებს და ა.შ. აფხაზეთის მთავრობის აპარატიდან გადაგზავნილ წერილებზე მიღებულ იყო 48 პასუხი, რომელიც ეხებოდა ნორმატიულ აქტებზე შენიშვნებისა და წინადადებების წარმოდგენას; ინფორმაციას გაწეული საქმიანობის შესახებ; ასევე, ინფორმაციას ოლიმპიურ ქალაქში, ქ. ბათუმში ჩასახლებულ დევნილებზე; საჯარო ინფორმაციის მიწოდებას; ს. სუბართან შეხვედრაზე განსახილველი წინადადებების წარმოდგენას; ინფორმაციას ღონისძიებების შესახებ და ა.შ. ასევე, აპარატიდან გადაგზავნილ განცხადებებზე მიღებული იყო 167 პასუხი, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისა და აფხაზეთის მთავრობის აპარატის რეზოლუციის შესაბამისად დევნილთა საქმეების დეპარტამენტში გასული დოკუმენტების საერთო რაოდენობამ 2016 წლის მდგომარეობით შეადგინა -382 ერთეული, რომელიც ეხებოდა: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქურის სამინისტროდან მიღებულ წერილებს სამხედრო გაწვევებთან დაკავშირებით; დეპარტამენტის სამუშაო გეგმას და გაწეულ საქმიანობას; ნორმატიულ აქტებზე სამართლებრივი შენიშვნების მომზადებას; სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობას, სხვადასხვა ინფორმაციის მოწოდებას, საოქმო ამონაწერებს; დევნილთა პრობლემებს, მათ დასაქმებაზე პროექტების წარდგენას, დევნილთათვის საჩუქრების გადაცემას სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში, ასევე, საცხოვრებელი ფართების მიღება/დაკანონებას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იგპ-თა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან მიღებული წერილები აფხაზეთში იგპ-თა მუდმივი საცხოვრებელი მისამართების დადგენას და ა.შ.

იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობიდან - შემოსული კორესპონდენციის საერთო რაოდენობამ 2016 წლის განმავლობაში შეადგინა - 48 ერთეული, მათ შორის: 5 წერილი, რომელიც ეხებოდა: წარმომადგენლობის დებულების დამტკიცებას (გამოცემულ იქნა 1 დადგენილება), ასევე, განკარგულების პროექტს საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებზე (გამოცემულ იქნა 1 განკარგულება), ინფორმაციას რეგიონში განსახლებულ დევნილთა შესახებ, ასევე სახელმწიფო აუდიტის მიერ  შემოწმების შედეგებს; წარმომადგენლობის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას; აფხაზეთის მთავრობის აპარატიდან გადაგზავნილ წერილებზე მიღებულ იყო 9 პასუხი, რომელიც ეხებოდა ღონისძიებათა გეგმის წარდგენას; საშუალოვადიანი გეგმის წარდგენას; დაწესებულებაში საკადრო საკითხებზე ინფორმაციის მიწოდებას; საჯარო ინფორმაციის მიწოდებას და ა.შ. ასევე, აპარატიდან გადაგზავნილ განცხადებებზე მიღებული იყო 33 პასუხი, სადაც განმცხადებლები ძირითადად ითხოვდნენ ფინანსურ დახმარებას. 1 განცხადება-შუამდგომლობა - რეგიონში განსახლებული აფხაზეთიდან დევნილებისთვის დაფინანსების თხოვნით;

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისა და აფხაზეთის მთავრობის აპარატის რეზოლუციის შესაბამისად წარმომადგენლობაში გასული დოკუმენტების საერთო რაოდენობამ 2016 წლის მდგომარეობით შეადგინა - 60 ერთეული, რომელიც ძირითდად ეხებოდა: განცხადებებს ფინანსური დახმარების შესახებ (სულ: 27 ერთეული). განცხადებებზე მოხდა შემდეგი რეაგირება: დაკმაყოფილდა 11; უარი ეთქვა 16-ს თანხის ამოწურვის გამო, ასევე გადაგზავნილი კორესპონდენცია ეხებოდა ინფორმაციის მიწოდებას მოქალაქეთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ და სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოწოდებას.

აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობიდან - შემოსული კორესპონდენციის საერთო რაოდენობამ 2016 წლის განმავლობაში შეადგინა - 837 ერთეული, მათ შორის: 18 წერილი, რომელიც ეხებოდა: წარმომადგენლობის დებულების დამტკიცებას (გამოცემულ იქნა 1 დადგენილება), ასევე, განკარგულების პროექტს საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებზე (გამოცემულ იქნა 1 განკარგულება), ინფორმაციას დევნილთა საცხოვრებელ ობიექტებში არსებულ მდგომარეობას, აფხაზეთის მთავრობის აპარატიდან გადაგზავნილ წერილებზე მიღებულ იყო 19 პასუხი, ხოლო აპარატიდან გადაგზავნილ განცხადებებზე მიღებული იყო 800 პასუხი, სადაც განმცხადებლები ძირითადად ითხოვდნენ ფინანსურ დახმარებას.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისა და აფხაზეთის მთავრობის აპარატის რეზოლუციის შესაბამისად წარმომადგენლობაში გასული დოკუმენტების საერთო რაოდენობამ 2016 წლის მდგომარეობით შეადგინა - 964 ერთეული, აქედან 980 ძირითდად ეხებოდა განცხადებებს ფინანსური დახმარების შესახებ.
სამეგრელო -ზემო-სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობიდან - შემოსული კორესპონდენციის საერთო რაოდენობამ 2016 წლის განმავლობაში შეადგინა - 77 ერთეული, მათ შორის: 20 წერილი, რომელიც ეხებოდა: წარმომადგენლობის დებულების დამტკიცებას (გამოცემულ იქნა 2 დადგენილება) ასევე, განკარგულების პროექტს საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებზე (გამოცემულ იქნა 3 განკარგულება) ინფორმაციას რეგიონში განსახლებულ დევნილთა შესახებ, ასევე სახელმწიფო აუდიტის მიერ შემოწმების შედეგებს და ა.შ. აფხაზეთის მთავრობის აპარატიდან გადაგზავნილ წერილებზე მიღებულ იყო 10 პასუხი, რომელიც ეხებოდა ღონისძიებათა გეგმის წარდგენას; საშუალოვადიანი გეგმის წარდგენას; საჯარო ინფორმაციის მიწოდებას; ს. სუბართან შეხვედრაზე განსახილველი წინადადებების წარმოდგენას და ა.შ. ასევე, აპარატიდან გადაგზავნილ განცხადებებზე მიღებული იყო 60 პასუხი, სადაც განმცხადებლები ძირითადად ითხოვდნენ ფინანსურ დახმარებას; მიღებულია 10 განცხადება-შუამდგომლობა.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისა და აფხაზეთის მთავრობის აპარატის რეზოლუციის შესაბამისად წარმომადგენლობაში გასული დოკუმენტების საერთო რაოდენობამ 2016 წლის  მდგომარეობით შეადგინა - 147 ერთეული, რომელიც ძირითდად ეხებოდა: განცხადებებს ფინანსური დახმარების შესახებ (სულ: 78 ერთეული). დანარჩენი ეხებოდა სწავლის დაფინანსებას, საცხოვრებელი ფართის გარემონტებას და სოციალური სტატუ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ 2016 წლის განმავლობაში განხორციელებული სამედიცინო პროექტები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებას 2016 წელს წინა წლების მსგავსად ჯანდაცვის სფერო წარმოადგენდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მთელი წლის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, ქვემო ქართლის, კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და თბილისში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობისათვის მრავალი სამდიცინო-პროფილაქტიკური ღონისძიება ჩატარდა. წლის განმავლობაში მომსახურება სულ 3000-მდე ბენეფიციარს გაეწია და განხორციელდა 12500-მდე ვიზიტი ექიმთან. მდგომარეობის სიმძიმისა და სიმწვავიდან გამომდინარე 82 ბენეფიციარს ადგილზე გაეწია დახმარება, ჰოსპიტალიზირებულ იქნა 35 ბენეფიციარი, ხოლო გეგმიური ოპერაცია ჩაუტარდა 45 ბენეფიციარს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებში ჩაერთო 200-მდე ბენეფიციარი, სხვადასხვა კლინიკებში ამბულატორიული დახმარება გაეწია 150-მდე ბენეფიციარს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებმა მიიღეს ოჯახის ექიმის, თერაპევტის, პედიატრის, კარდიოლოგის, ნევროლოგის, გინეკოლოგის, რეპრუდუქტოლოგის, ქირურგის, ოფთალმოლოგის, ოტოლარინგოლოგის, ენდოკრინოლოგის, უროლოგის, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი სპეციალისტის, დერმატოლოგისა და ლაბორანტის მაღალკვალიფიციური მომსახურებები. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჩატარებულ სამედიცინო ღონისძიებებში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს წამყვანი სამედიცინო დაწესებულებების სპეციალისტები, მათ შორის, შპს. „ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი", ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი, „კ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრი", ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი „მზერა", ფ. თოდუას კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი", კლინიკა „ენმედიცი", „ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრი", „აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი", თვალის კლინიკა შპს. „ახალი მზერა", ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრი ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკა". აღნიშნული გამოკვლევების ფარგლებში დევნილ მოსახლეობას ასევე უფასოდ გადაეცათ მრავალი დასახელების მაღალი ხარისხის, ძვირადღირებული მედიკამენტი.

2016 წლის განმავლობაში აფხაზეთის მთავრობამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ „მზერასთან", შპს. „ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამედიცინო კვლევით ინსტიტუტთან" და საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის". მემორანდუმები მიზნად ისახავს დევნილთათვის მომსახურებაზე გარკვეული სახის შეღავათებსა და დახმარებებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურების მიერ ილორის ეკლესიის მშნებლობაში შეტანილი წვლილი (2016 წელი)

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, თბილისში, აგლაძის ქუჩაზე (ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია) საფუძველი ჩაეყარა ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობას.

2016 წლის მაისში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით შემოწირულობებისათვის შეიქმნა სპეციალური ანგარიში, სადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო სტრუქტურების ნებისმიერ თანამშრომელს საშუალება აქვს შემოწირულობის სახით ეკლესიის მშნებლობისთვის გაიღოს მისთვის სასურველი რაოდენობის თანხა და თავისი წვლილი შეიტანოს ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშნებლობის პროცესში. გარდა ამისა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურების თანამშრომლები უშუალოდ მონაწილეობენ ეკლესიის მშნებლობის პროცესშიც.