სანაპირო პროცესების მართვის სტრატეგიას აქვს მიზანი და ამოცანა. მიზანი - სანაპირო ზონის მორფოდინამიკურ წონასწორობის რეამინაციის შესაძლებლობების მოძიება ლითოდინამიკური პროცესების მართვის გზით ყოველი დინამიკურ რაიონის ფარგლებში. დასმული ამოცანის გადაწყვეტა ითვალისწინებს პლაჟამგები ნაშალი მასალის ბიუჯეტის ბალანსირების მიღწევას და მის შემდგომ შენარჩუნებას ყველა ქვესისტემაში. ეს შესაძლებელია მიღწეულ იქნას ისტორიულ წარსულში არსებული ლითოდინამიკური პირობების ხელოვნურად შექმნის გზით.
თანამედროვე ბუნებრივ პირობებში საქართველოს მდინარეების მიერ ზღვის სანაპიროზე და ზღვაში შემოტანილი ალუვიური ნალექები (ნაშალი მასალა) ქმნიან შერკულ დინამიკურ სისტემას რვა დამოუკიდებელი სანაპიროსგასწვრივი ნაკადების სახით. ამ ნაკადებიდან 6 აფხაზეთის ტერიტორიაზეა. ნაკადების დასაწყისი ჩვეულებრივად დაკავშირებულია დიდი მდინარეების შესართავთან. ნახაზზე #1 მოცემულია დინამიკური რაიონების საზღვრები, სანაპიროსგასწვრივი ნაშალი ნატანის შემცველი ნაკადების მიმართულებები და ნაკადები, რომლებიც გაუჯერებელია პლაჟამგები ნატანი მასალით.
ნახაზი №1
აფხაზეთის სანაპირო ზოლზე ოთხი დინამიკურ რაიონი - ჩრდილოეთის (1), ბზიფის (2), გუმისტის (4) და კოდორის (6) - ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, დინამიკურად არასტაბილურია.
1982-90 წ.წ. ზემოთ აღნიშნულ დინამიკურ რაიონებში, ნატანის სანაპიროსგასწვრივ ნაკადებში დეფიციტის შევსების მიზნით, ხელოვნურად შემოჰქონდათ ნაშალი მასალა პლაჟებზე, რათა შეენარჩუნებინათ სანაპირო ზლის მორფოლოგიური პროფილი, მაგალითად აღნიშნულ წლებში შესაბამისად შემოტანილი იქნა: ჩრდილოეთის რაიონში - 25 კმ, 38 ჰა, 5,5 მლნ. მ3; გუმისთა-კელასური - 15 კმ, 21 ჰა. 2,6 მლნ. მ3; კოდორის - 9 კმ, 10 ჰა, 1,6 მლნ მ3.Eე.ი. ხდებოდა პლაჟამგები ნაშალი მასალის ბიუჯეტის ბალანსირების მიღწევა და მისი შემდგომი შენარჩუნება. რაც სანაპირო ზოლის პროცესების მართვის სტრატეგიის მთავარი პრინციპია.
ცხრილში #1 მოცემულია ნაშალი ნატანის და მათ რიცხვში პლაჟწარმომქმნელი ნატანის წლიური რაოდენობა, რომელიც შემოაქვს აფხაზეთის ზოგიერთ მდინარეებს. ცხრილში ასახულია მონაცემები გასული საუკუნის 80-იანი წლებში არსებული ბუნებრივი და ჰიდროტექნიკური პირობებიდან გამომდინარე.
ცხრილი №1
მდინარე / River
|
ატიტივტივებული ნაშალი მ3/წ-ში (R)Drifted Sediment m3/ annually |
ნაგორები ნაშალი მ3/წ-ში (Q)Rolled and sediment m3/annually |
Q/R |
ნაშალის წლიურ. მოც. მ3 Sediment volume per year. m3 |
ნატანის მოდული მ3/კმ2 Waste module m3/km2 |
წლ. პლაჟ წარმომქმ-ნელი ნაშალის რაოდენობა Coast generating sediment volume per year |
Mzimta |
176000 |
26000 |
0,15 |
202300 |
228 |
76000 |
Fsou |
75000 |
15800 |
0,21 |
90800 |
215 |
38000 |
Jeve-kvara |
23200 |
7500 |
0,32 |
30700 |
426 |
15000 |
Khasupse |
35000 |
11050 |
0,31 |
46000 |
230 |
25000 |
Miuserka |
1300 |
750 |
0,57 |
2050 |
70,6 |
950 |
Bzifi |
285000 |
40000 |
0,14 |
325000 |
215 |
100000 |
Khifsta |
15000 |
4700 |
0,31 |
19700 |
118 |
11000 |
Gumista |
66500 |
13000 |
0,19 |
79500 |
138 |
25000 |
Kelasuri |
21600 |
10900 |
0,26 |
27350 |
124 |
15700 |
kodori |
485100 |
66800 |
0,13 |
552000 |
271 |
270000 |
enguri |
75000 |
15000 |
0,20 |
90000 |
101 |
29000 |
დღეს აფხაზეთის მდინარეებიდან, ბზიფი, გუმისტა და კოდორიდან იღებენ ინერტულ მასალა ძალიან დიდი რაოდენობით.
მდ. ბზიფის მარჯვენა ტერასაზე განლაგებულია ორი სამშენებლო ქვიშა-ხრეშის ქარხანა.
ბზიფი-1 - მდებარეობს ზღვის სანპიროდან 4კმ-ზე აღმოსავლეთით. წარმადობა - 200-დან 400 მ3-მდე დღეში, საშუალოდ 300 მ3 დღეში. წლიურად უშვებს 86 000 მ3 სამშენებლო ქვიშას, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს დაახლოებით 632 000 აშშ დოლარს. (ორთო ფოტო №1)
ორთო ფოტო №1. სამშენებლო ქვიშის ქარხნა ბზიფი - 1
ორთო ფოტო №2. სამშენებლო ქვიშის ქარხნა ბზიფი - 1, 2.
ორთო ფოტო №3 სამშენებლო ქვიშის ქარხანა ბზიფი - 2
ბზიფი-2 - მდებარეობს ზღვის სანპიროდან 8 კმ-ზე აღმოსავლეთით. წარმადობა - 400-დან 600 მ3-მდე დღეში, საშუალოდ 500 მ3 დღეში. წლიურად უშვებს 144 000 მ3 სამშენებლო ქვიშას, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს დაახლოებით 1 058 400 აშშ დოლარს. ქარხანაში შემოდის რკინიგზის ჩიხი და სავარაუდოდ პროდუქციის ტრანპორტირება ხდება ძირითადად რკინიგზის ვაგონებით (იხ. ორთო ფოტო №3).
ორივე ქარხანა ინერტულ მასალას იღებს მდ. ბზიფის კალაპოტიდან წლიურად 230 000 მ3-ის რაოდენობით.
მდ. ბზიფს სანაპირო ზოლში შემოაქვს 325 000 მ3მყარი ნატანი. Aაქედან პლაჟამგები მყარი ნატანის რაოდენობა შეადგენს 100 000 მ3.
ცხადია, რომ მყარი ნატანის დაახლოებით 2/3 გააქვს ქარხანას, შესაბამისად 2/3-ით მცირდება პლაჟამგები მყარი ნატანის რაოდენობა, რომელმაც უნდა უზრუნვეყოს სანაპირო ზოლის ლითოდინამიკური წონასწორობა, ბალანსი დართღვეულია. შედეგად ბზიფის ლითოდინამიკურ რაიონში ბიჭვინთის კონცხის სანაპირო ზოლის გასწვრივ, აბრაზიული ნაპირის ფართობმა შეადგინა 242 650 მ2. აბრაზიული (მორეცხილი) ნაპირის სიგრძე შეადგენს 7 360 მ-ს. ადგილი აქვს ბიჭვინთის კონცხის დაჭაობებას.
მდ. გუმისთის ხეობაში საავტომობილო ხიდიდან თითქმის შესართავამდე განლაგებულია 4(ოთხი) ინერტული მასალის კარიერი და შესაბამისად მათი გადასამუშავებელი ქარხნები (იხ. ნახ. #2) რომელებიც ამ ტერიტორიაზე აღმოცენდნენ 2011 წელს და დღემდე მიმდინარეობს სამთო-მოპოვებითი სამუშაოები. საერთო წლიური მოპოვება ამ კარიერებზე შეადგეწნს დაახლოებით 665 ათასი მ3 ინერტულ მასალას. ჯამში აღნიშნული კარიერებიდან 2011-2016 წლებში (6 წლის განმავლობაში) ამოღებული და გადამუშავებულია 4 მლნ მ3 ინერტული მასალა. 1 მ3 სამშენებლო ქვიშის ღირებულების საბაზრო ფასია 18 ლარი, რაც დღეისთვის შეადგენს 7,35 აშშ დოლარს. გუმისთის ხეობაში 2011-2026 წ მოპოვებული და გადამუშავებული პროდუქციის ღირებულება შეადგენს დაახლოებით 29 მლნ აშშდოლარს.
შედეგად სოხუმის კონცხის დასავლეთ სანაპირო ხაზის ხმელეთისკენ წლიურმა გადაადგილებამ შეადგენა 1,6 მ. ჩვეულებრივ პირობებში სანაპირო ხაზის ხმელეთისკენ გადაადგილების საუკუნეობრივი პროგნოზული სიდიდე წელიწადში 0,45 მ-ია. მდ. გუმისთის მყარი ნაშალი ნატანის რეგულირების შემდეგ ამ სიდიდემ შეადგინა დაახლოებით 1 მ წელიწადში. მდ. გუმისტის ჭალაში ინერტული მასალის ინტენსიური მოპოვების შემდგომ ის გაიზარდა 1,6 მ-დე წლიწადში.სანაპირო ზოლის მორფოდინამიკური წონასწორობა დარღვეულია. ეკოსისტემის აღდგენას დიდი დრო და რსურსი დასჭირდება.
მდ. კოდორის ხეობაში სანაპირო ზოლიდან 4 კმ-ის ფარგლებში მუშავდება ორი ინერტული მასალის საბადო კოდორი-1 და კოდორი-2. თითოეულიდან წლიური მოპოვება შეადგენს 150 000 მ3-ს ჯამურად მოიპოვება 300 000 მ3 წელიწადში. საბადოების მოპოვება მიმდინარეობს 2009 წლიდან დღემდე. (იხ. ორთოფოტო №4)
გადამუშავებული 1 მ3 პრდუქციის ღირებულება 18 ლარია ანუ 7,35 აშშ დოლარი. ე.ი. ყოველ წლიურად უშვებენ 2 205 000 აშშ დოლარის პროდუქციას. Mმდ. კოდორის ჭალიდან მოპოვებული ინერტული მასალა მუშავდება ორ ქარხანაში ერთი მდებარეობს უშუალოს კოდორის ჭალაში, კოდორის საავტომობილო ხიდის მიმდებარედ, მეორე კი უშაალოდ დრანდის რკინიგზის სადგურთან, საიდანაც ხდება პროდუქციის ტრანსპორტირება. (იხ. ორთოფოტო #5)
მდ. კოდორს შემოაქვს ნატანი მასალის სახით სულ 552 000 მ3. აქედან პლაჟამგები მასალა, რომელიც ზღვის ნატანი მასალის ნაკადში უნდა მოექცეს შეადგენს 270 000 მ3, კოდორის დინამიკური რაიონის ნატანი ნაკადი ბუნებრივად დეფიციტურია და ვერ აღწევს ოჩამჩირის მიმდებარე პლაჟებამდე, სადაც გააქტიურებულია ზღვის აბრაზიული ზემოქმედება და ნაპირი ირეცხება.მდინარის კალაპოტიდან ამოღებული ინერტული მასალა მდინარის მიერ შემოტანილი მყარტი ნატანის თითქმის ნახევარია. შესაბამისად მცირდება იმ მყარი ნატანის რაოდენობა (270 000 მ3), რომელიც მონაწილეობს სანაპირო ზოლის პლაჟების ფორმირებაში, და რომლებმაც უნდა უზრუნველყონ სანაპიროს ლითოდინამიკური წონასწორობა.
შედეგად კოდორის დინამიკური რაიონის აბრაზიული ნაპირის ფართობი შეადგენს - 169 200 მ2-ს, სანაპირო ხაზის წლიური გადაადგილება ხმელეთისკენ შეადგენს 1,3 მ-ს. მაშინ როდესაც ბუნებრივ პირობებში ის უნდა ყოფილიყო 0,6 მ. წელიწადში. სწორედ იმისათვის, რომ აღნიშნული სანაპირო ხაზზე მოეხდინათ პლაჟამგები ნაშალი მასალის ბიუჯეტის ბალანსირება, 1982-90 წ.წ. შესაბამისად შემოტანილი იქნასანაპიროს გასწვრივ 9 კმ სიგრძეზე, 10 ჰა ფართობზე, 1,6 მლნ მ3 ინერტული მასალა ხელოვნურად.
1990 წლის შემდეგ სანაპირ ზოლზე ასეთი პრევენციული ღონისძიებები აფხაზეთში არ განხორციელებულა. პირიქით მიმდინარეობს ინერტული მასალის ინტენსიური მოპოვება აფხაზეთის მდინარეებიდან უშუალოდ ზღვის სანაპირო ზოლის სიახლოვეს, რაც ეკოლოგიური თვალსაზრისით დაუშვებელია.
ორთო ფოტო №4. სამშენებლო ქვიშის ქარხნა მდ. კოდორზე
ორთო ფოტო №5. სამშენებლო ქვიშის ქარხნა დრანდის რკინიგზის სადგურთან
ცხრილში №2 მოცემულია აღნიშული კარიერებიდან ამოღებული ქვიშა-ხრეშის მოცულობა და ღირებულება დოლარში დღევანდელი საბაზრო ფასის მიხედვით.
ცხრილი №2
|
მდინარე |
წლიური მოპოვება მ3 |
წლიური ღირებულება აშშ დოლარი |
კარიერის არსებობის პერიოდი |
მთლიანი ღირებულება აშშ დოლარი |
1 |
1 |
2 |
3 |
4 |
5 |
2 |
ბზიფი |
230 000 |
1 690 000 |
2008-2016 |
15 210 000 |
3 |
კოდორი |
300 000 |
2 205 000 |
2009-2016 |
17 640 000 |
4 |
გუმისთა |
665 000 |
4 887 750 |
2011-2016 |
29 326 500 |
5 |
სულ |
1 195 000 |
8 782 750 |
- |
62 176 500 |